imedi /  21 ივნისი 2019, 01:49 / სანდო წყარო

სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოვიდა, მეორე მხარეს აქციის მონაწილეები არიან. სპეცრაზმი ისვრის რეზინის ტყვიებს და იყენებს წყლის ჭავლს.

პარლამენტის შენობის წინ მესამედ გამოიყენა სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ. ისინი სამართალდამცველებს ხელკეტებით და სხვადასხვა ნივთით დაუპირისპირდნენ. 

ბოლო ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა.

ცრემლმდენი გაზის გაშვებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა. 

ცოტა ხნის წინ აქციაზე დაძაბული ვითარება იყო, არსებული ინფორმაციით 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა, ასევე ცუდად გახდა ერთი პოლიციელი. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. პარლამენტში იმყოფება პრემიერი მამუკა ბახტაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია.

რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო უკვე  დატოვა.   დღეს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას მოითხოვს. პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ

დღესვე პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე. რუსი დეპუტატის ქცევა "ევროპული საქართველოს" წევრებმაც გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.

სწორედ რუსი დეპუტატების ვიზიტს მოჰყვა მოქალაქეების პროტესტი.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

27 ივლისი 2026, 22:02

მსოფლიო

ტრამპი: გავარკვევთ, აწვდის თუ არა რუსეთი ირანს აშშ-ის ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს - პუტინს პირადად ვკითხავ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს სპარსეთის ყურეში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს აწვდის, რათა თეირანს სამიზნეების ამოღებაში დაეხმაროს.

ირაკლი კობახიძე

27 ივლისი 2026, 21:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებით ვაფასებთ, რომ ჩინეთი საქართველოს მუდმივად თანასწორ და პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს, იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება, დიპლომატიის არსი ნდობის ჩამოყალიბება, დიალოგისთვის არხების გახსნა, საერთო ინტერესების პოვნა და ისეთი ხიდების მშენებლობაა, რომლებიც ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს

ჩვენმა საერთო მისწრაფებებმა მყარი საფუძველი შექმნა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

27 ივლისი 2026, 21:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია

იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია, ამ თვალსაზრისით, ჩინეთი წარმოადგენს სანიმუშო ქვეყანას - გლობალურ, მშვიდობიან ზესახელმწიფოს, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთგულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

27 ივლისი 2026, 21:36

საზოგადოება

ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი პირველი სექტემბრიდან დაიწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოფიციალური მონაცემებით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, მონაწილეთა ნახევარი საჯარო უწყებებში ოფიციალურად დასაქმდა.

27 ივლისი 2026, 21:34

პოლიტიკა

„ორმაგი სტანდარტი“ ენერგოსექტორში - მმართველი გუნდი ოპოზიციას სააკაშვილის მმართველობისას მიღებულ გადაწყვეტილებებს ახსენებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ „თელასის“ არაპირდაპირი მფლობელი კომპანია „ინტერრაო“ სანქცირებულთა სიაშია, თუმცა თავად „თელასი“ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტია და მისი უწყვეტი მუშაობა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ჭოუ ციენი

27 ივლისი 2026, 21:26

პოლიტიკა

ჭოუ ციენი: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩემთვის დიდი პატივი იყო წვლილის შეტანა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფ განვითარებაში, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე, მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და ყველა შესაბამის უწყებას

„ჩემი საქმიანობა საქართველოში დასასრულს უახლოვდება. ორმხრივი ურთიერთობები ორჯერ გადავიდა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე. 2023 წელს საქართველო გახდა სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა. გასულ თვეს კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლა, რითაც ორმხრივ თანამშრომლობაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობები ღრმავდება“, - განაცხადა ელჩმა.

27 ივლისი 2026, 21:19

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისის საკრებულოსთან აქციის წევრი დააკავეს, რომელსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერი ხელში ეჭირა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ერთი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

27 ივლისი 2026, 20:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 99-ე წლისთავისა და საქართველოში ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საზეიმო მიღებაზე მთავრობის მეთაურმა ჩინეთის ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სალომე ლომიძე

27 ივლისი 2026, 20:49

ეკონომიკა

სალომე ლომიძე: მიზანმა გაამართლა - წარმატებით გავიარე სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა და ამჟამად დასაქმებული ვარ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში

როგორც სალომე ლომიძემ აღნიშნა, საჯარო სამსახურში საქმიანობით, კერძოდ კი, ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გავლით პირველად საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის დამამთავრებელ კურსზე სწავლისას დაინტერესდა. სალომე ლომიძემ წარმატებით გაიარა პროგრამა და დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომელია.

ზაალ ანჯაფარიძე

27 ივლისი 2026, 20:42

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: არ იქნებოდა ქართველიშვილი, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე სხვა, ვინც მსგავს განაცხადს გააკეთებდა, რადგანაც აქ ბოლო დროს განვითარებული პროცესების ლოგიკამ გამოიწვია ეს ყველაფერი

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ სახალხო მოძრაობის დაფუძნების თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანჯაფარიძის განცხადებით, სწორედ ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების ლოგიკამ გააჩინა აღნიშნული მოძრაობის ჩამოყალიბების საჭიროება.

27 ივლისი 2026, 20:40

პოლიტიკა

იდენტური ტექსტები სოციალურ ქსელში და ცრუ ბრალდებები - შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას უარყოფს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს. მეტიც, უწყება ოფიციალურად აცხადებს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები ყალბია და დასახელებულ პირს ქვეყნის საზღვარი არასდროს გადმოუკვეთავს.

ანდრეი სიბიგა

27 ივლისი 2026, 20:40

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანის მუქარა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია - თეირანის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი თანამონაწილეა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ირანი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პირდაპირი თანამონაწილეა, შესაბამისად, ის ვერ შეძლებს მსხვერპლის როლის მორგებას.

პაატა ბურჭულაძე

27 ივლისი 2026, 20:31

პოლიტიკა

„თავისუფლებაზე ფიქრი“ პატიმრობიდან - მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე სხვა პატიმრებს საპროცესო შეთანხმებისკენ მოუწოდებს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე პატიმრებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს. პატიმრობაში მყოფის განცხადებით, საკუთარ თავისუფლებაზე მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებს.

27 ივლისი 2026, 20:29

სამართალი

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა - უცხო ქვეყნის 4 მოქალაქისა და 5 კომპანიის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.„ქრონიკის„ სიუჟეტი

21-მილიონზე მეტი ლარის გათეთრება - პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. უცხო ქვეყნის 4 მოქალაქისა და 5 კომპანიის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ესმაილ ბაღაი

27 ივლისი 2026, 20:27

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს ომისა და მშვიდობის დროის განსაზღვრის უფლებას არასდროს მისცემს

ორშაბათს ირანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აშშ-თან მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და „საკუთარ თავს მანამ დაიცავს, სანამ ამას მისი ინტერესები მოითხოვს“.

27 ივლისი 2026, 20:26

სამართალი

სიძულვილის ენა თუ გამოხატვის თავისუფლება - პოლიციამ საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერების გამოფენისთვის 10 ადამიანი დააკავა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

თბილისში პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ათი აქტივისტი დააკავა. მიზეზი საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერების გამოფენა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა გახდა.

27 ივლისი 2026, 20:19

პოლიტიკა

ახალი მოძრაობა ეროვნული ღირებულებების კოორდინირებული შეტევისგან დასაცავად - საინიციატივო ჯგუფის განცხადება, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სოციალურ ქსელებსა და პოდკასტებში სკანდალური განცხადებების შემდეგ, რამაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა.

27 ივლისი 2026, 20:17

მსოფლიო

სომხეთის მთავრობა: შედგა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან

შედგა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობა ავრცელებს.

27 ივლისი 2026, 20:10

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს, ინახავდნენ და რეალიზაციის მიზნით დააფასოვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“ და ალფა-პვპ. ასევე, ორმა ბრალდებულმა ნარკოტიკული ნივთიერების ნაწილი სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.

ზბიგნევ ზიობრო

27 ივლისი 2026, 19:12

მსოფლიო

პოლონეთმა ოფიციალურად მიმართა აშშ-ს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზბიგნევ ზიობროს დაკავებისა და ექსტრადიციის მოთხოვნით

ორშაბათს პოლონეთმა ოფიციალურად მიმართა აშშ-ს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზბიგნევ ზიობროს დაკავებისა და ექსტრადიციის მოთხოვნით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.