imedi /  20 ივნისი 2019, 12:01 / სანდო წყარო

პრეზიდენტი: რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება იყოს ოკუპანტთან, რომელიც ებრძვის ყველა ქრისტიანულ წესს

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს Facebook-ის პირად გვერდზე ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს".

"მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ???? რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს - გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში - ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას, საკუთარ დედ-მამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართული ეკლესიების აღდგენას !!!! 
აქ მართლმადიდებლური არც არაფერია! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხია, ესე იგი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია! 
და თუ ეს ასეა ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?", - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. 

 

 

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის ნახვამ "გაანადგურა". "ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა", - დაწერა თამარ ჩუგოშვილმა Facebook-ზე.

რუსი დეპუტატის ქცევა "ევროპული საქართველოს" წევრებმაც გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.

თამარ ჩუგოშვილის შეფასებას გამოეხმაურა ზაქარია ქუცნაშვილი: "დიპლომატიური ქაჯობაა როცა ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა პერსონაზე დაგყავს", - თქვა ქუცნაშვილმა

თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მასპინძლობს. ღონისძიებაზე 25 ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ყველა სიახლე

11 მარტი 2026, 00:56

სპორტი

ქართველმა პარასპორტსმენებმა თბილისში პარაძალოსნობის 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს

სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისში 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატი გაიმართა პარაძალოსნობაში. ტურნირზე ქართველმა პარასპორტსმენებმა 12 მედალი: ექვსი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს.

11 მარტი 2026, 00:55

მსოფლიო

ევროკომისიამ აშშ-ს მოუწოდა, მკაცრად აღასრულოს რუსულ ნავთობზე „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული ფასის ზედა ზღვარი

ევროკომისიამ აშშ-ს მოუწოდა, მკაცრად აღასრულოს რუსულ ნავთობზე „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული ფასის ზედა ზღვარი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კონსტანტინე პეტრიაშვილი
გიორგი გოგრიჭიანი
ნიკოლოზ ბოჭორიშვილი

11 მარტი 2026, 00:46

სპორტი

თავისუფალ ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე კონსტანტინე პეტრიაშვილმა, გიორგი გოგრიჭიანმა და ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

სერბეთის ქალაქ ზრენიანინში მიმდინარე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა - კონსტანტინე პეტრიაშვილმა, გიორგი გოგრიჭიანმა და ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ბრინჯაო კონსტანტინე პეტრიაშვილმა 97 კგ, ნიკოლოზ ბოჭორიშვილი 57 კგ, გიორგი გოგრიჭიანმა კი 79 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა.

დონალდ ტრამპი

11 მარტი 2026, 00:15

მსოფლიო

ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტეში ნაღმების შესაძლო განთავსების გამო აფრთხილებს და კატეგორიულად მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ აღებას

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტეში ნაღმების შესაძლო განთავსების გამო აფრთხილებს და კატეგორიულად მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ აღებას.

10 მარტი 2026, 23:57

მსოფლიო

CNN: აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, ირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, ირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კეროლაინ ლევიტი

10 მარტი 2026, 23:42

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: აშშ უდიდეს ნაბიჯებს დგამს სამხედრო მიზნების მისაღწევად

თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ „უდიდეს ნაბიჯებს დგამს სამხედრო მიზნების მისაღწევად“.

10 მარტი 2026, 23:29

მსოფლიო

CNN: ფასების ზრდის ფონზე ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქებას განიხილავენ

ტრამპის ადმინისტრაციამ განიხილა რუსულ ნავთობზე სანქციების შემდგომი შემსუბუქების საკითხი - ეს არის ენერგომატარებლებზე იმ მზარდ ფასებთან ბრძოლის გადაუდებელი ძალისხმევის ნაწილი, რომელიც ირანთან ომმა გამოიწვია, - განუცხადეს CNN-ს ინფორმირებულმა წყაროებმა.

კეროლაინ ლევიტი

10 მარტი 2026, 23:21

მსოფლიო

CNN: თეთრი სახლის სპიკერის განცხადებით, ტრამპი ირანთან ომში არ გამორიცხავს მოქმედების არცერთ ვარიანტს, მათ შორის ქვეყანაში ამერიკული ჯარების განლაგებას

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ომში არ გამორიცხავს მოქმედების არცერთ ვარიანტს, მათ შორის ქვეყანაში ამერიკული ჯარების განლაგებას, - განაცხადა სამშაბათს თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.

10 მარტი 2026, 23:16

მსოფლიო

Apple-მა რუსეთში „ჭკვიანი საათების" სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა

სასაქონლო ნიშნის „Connect to Apple Watch“ რეგისტრაციის შესახებ განაცხადი უწყებაში მიმდინარე წლის მარტში შევიდა. განმცხადებლად მითითებულია კომპანია "Apple Inc."

ირაკლი ქადაგიშვილი

10 მარტი 2026, 22:55

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის დაშლილ-შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“, რა ნაწილი არის გულწრფელი და რა ნაწილია იძულებითი ქმედება, ვერ გავიგებთ. ალბათ უფრო მეტად იძულებითი ქმედებაა, ვიდრე ბუნებრივად გაერთიანების სურვილი

ეს არის დაშლილ-შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“, რა ნაწილი არის გულწრფელი და რა ნაწილია იძულებითი ქმედება, ვერ გავიგებთ. ალბათ უფრო მეტად იძულებითი ქმედებაა, ვიდრე ბუნებრივად გაერთიანების სურვილი, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მაია ბითაძე

10 მარტი 2026, 22:50

პოლიტიკა

მაია ბითაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებზე: ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, თუ რაოდენ სწორ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს საქართველოს ხელისუფლება ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სამოგზაუროდ რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად საქართველოს დასახელება შეაფასა.

დავით ქართველიშვილი

10 მარტი 2026, 22:42

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი რადიკალების გაერთიანებაზე: უცებ აღმოაჩენენ, რომ ერთ სუფრასთან სხედან იმ ადამიანებთან, ვისაც გუშინ მოღალატეებს, აგენტებს, დილეტანტებს ან კარიერისტებს უწოდებდნენ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის გაერთიანებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ალიანსის პარტნიორები მალე აღმოაჩენენ, რომ ერთ სუფრასთან სხედან იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც გუშინ მოღალატეებს, აგენტებს, დილეტანტებს და კარიერისტებს უწოდებდნენ.

თორნიკე ჭეიშვილი

10 მარტი 2026, 22:37

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ირანული გავლენების თემაზე განცხადებების ავტორებზე: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მიზნების მქონე ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს, ამ უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში როგორღაც საქართველოც აღმოჩნდეს გარეული

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი საქართველოში ირანული გავლენების გაძლიერების თემაზე და ტერორიზმის კონტექსტში გაკეთებულ საჯარო განცხადებებს აფასებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

10 მარტი 2026, 22:30

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი გია ხუხაშვილზე: ჩვენ გვყავს მოლაპარაკე თავების მთელი კოჰორტა, რომელთა მიზანი არის, რომ თუ რამე ცუდი ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, ეს ყველაფერი დაუკავშირონ საქართველოს და ამ ცუდი ამბების თანამონაწილე გახადონ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გია ხუხაშვილის გამოკითხვაზე ისაუბრა.

ფაიგ ნაბიევი

10 მარტი 2026, 22:26

საზოგადოება

ფაიგ ნაბიევი: ქართული სახელმწიფო, დღეს, რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება, ჩვენ, სასულიერო პირები მთელი გულით ვუჭერთ მხარს ამ პოლიტიკას, რადგან იქ, სადაც არ არის სტაბილურობა, არც ლოცვას და არც განვითარებას აზრი არ აქვს

ქართული სახელმწიფო, დღეს, რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება, - განაცხადა საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე.

ეტიბარ ემინოვი

10 მარტი 2026, 22:24

საზოგადოება

ეტიბარ ემინოვი: საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად ეკიდება

საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, - განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე.

10 მარტი 2026, 22:12

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ თურნავა სტრასბურგში ვიზიტისას, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს, მეთიუ მორის შეხვდნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

10 მარტი 2026, 22:08

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა.

10 მარტი 2026, 21:51

კულტურა

ქართული კულტურის დღეები უზბეკეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს.

გიორგი ჩაკვეტაძე

10 მარტი 2026, 21:40

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: გაიმართა შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის აპარატის წარმომადგენლებთან, ასევე ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანთან

გაიმართა შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის აპარატის წარმომადგენლებთან, ასევე ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანთან, რომელთან საუბრის დროსაც ვისაუბრეთ იმ სექტორული რეფორმების მიმართულებით, რომელზეც აქტიურად მუშაობს საქართველოს ხელისუფლება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ.