გუგუტიანთკარის მცხოვრები ელჩებს: მიაწვდინეთ ხმა მსოფლიოს
ფოტო: ნინო არღვლიანი
სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც რამდენიმე დღეა უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს, უცხოელი დიპლომატები და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმყოფებოდნენ.
6 ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის 20-მდე წარმომადგენელი არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო და ე.წ. საზღვრის გავლების სამუშაოები დაგმო. მათ ღიად განაცხადეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და ის, რაც გუგუტიანთკარში ხდება, ადამიანურად და პოლიტიკურად შემაშფოთებელია.
"მართლაც სამწუხაროა იმის დანახვა, თუ როგორ აღმოჩნდნენ ადგილობრივ მცხოვრებთა ოჯახები სხვადასხვა მხარეს ახალი ბარიერების აღმართვის გამო. შეშფოთებული ვარ არსებული მდგომარეობით. იაპონია აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას. იმედი მაქვს, რომ ეს გაუარესებული მდგომარეობა უმოკლეს ხანში გამოსწორდება. ოჯახების გახლეჩვა მართლაც რომ სერიოზული პრობლემაა და მე სრულიად მესმის და თანავუგრძნობ იმ ოჯახებს, რომლებსაც ეს განცალკევება შეეხოთ“, - განაცხადა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ.
საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლის ბოგდან პეტროვის განცხადებით კი, უკრაინელი ხალხი საქართველოს გვერდით დგას.
"ახლახან ჩვენ აღვნიშნეთ სქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის მე-11 წლისთავი. დღეს კი საოკუპაციო ხაზზე ვდგავართ და სწორედ ამ წუთებში რუსეთის აგრესიული ძალები კვლავ განაგრძობენ საქართველოს ოკუპაციას. მინდა ვთქვა, რომ უკრაინელი ხალხი ქართველი ხალხის გვერდით დგას. უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს საქართველოდან და უკრაინიდან რუსული საოკუპაციო ძალების გაყვანას, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულებას", - აღნიშნა პეტროვმა.
გუგუტიანთკარის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ისინი ამბობენ, რომ მათ მძიმე სოციალური პრობლემები აქვთ, თუმცა ნომერ პირველი პრობლემა ოკუპაციაა.
"მე ტყვედ ვიყავი აყვანილი, რუსული ჩექმა მომხვდა. საშინლად მაწამეს, მაგრამ სოფელი არ დამიტოვებია. ამ ხნის ქალი ვარ და ახლაც არ დავტოვებ, მაგრამ შვილებს და შვილიშვილებს რა ვუთხრათ. ძალიან გთხოვთ მიაწვდინეთ ხმა მსოფლიოს", - განაცხადა მსოფლის მცხოვრებმა ეთერ გუგუტიშვილმა.
ოკუპანტები ე.წ. საზღვარს რკინის ბოძებით და მასზე დამონტაჟებული ხელოვნური ბარიერებით ავლებენ. მავთულხლართების მეორე მხარეს რჩება ორი საცხოვრებელი, სახნავ-სათესი სავარგულები და სარწყავი სისტემა, რომელსაც, სავარაუდოდ, ოკუპანტები გააკონტროლებენ. მოსახლეობას რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი იმისთვის, რომ საყოფაცხოვრებო ნივთები გამოიტანოს და მშობლიურ სახლებს გამოემშვიდობოს.
ოკუპანტებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს განაახლეს. 15 აგვისტოს სოფელში მიმდინარე უკანონო სამუშაოებს საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო თანამეგობრობას საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესების სათანადოდ შეფასებისკენ მოუწოდა.
ყველა სიახლე
17 ივნისი 2026, 13:06
პოლიტიკა
გიორგი ჯინჭარაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
გიორგი ჯინჭარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს და მადლობა გადაუხადა იმ პროექტებისთვის, რომლებიც თურქეთის საელჩოს მიერ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად უკვე განხორციელდა.
17 ივნისი 2026, 13:05
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: თუ ომი არ დაიწყებოდა, იქნებოდა თუ არა საერთოდ საუბარი ევროკავშირის გაფართოებაზე იმ მასშტაბით, როგორც ეს 2022 წლის შემდეგ ვიხილეთ? თავად ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ისმის აღიარება, რომ სწორედ ომი გახდა გაფართოების დღის წესრიგის განმაპირობებელი ფაქტორი
ექსპერტი დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული კითხვები კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
17 ივნისი 2026, 12:58
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ წარმომადგენელთან, იზაბელა კასტროჯოვანისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
17 ივნისი 2026, 12:55
მსოფლიო
Der Spiegel: Volkswagen-ი კრიტიკულ მდგომარეობაშია
ცნობილი გერმანული ავტოგიგანტი Volkswagen-ი კრიტიკულ ვითარებაშია. ინფორმაციას Der Spiegel-ი ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 12:47
საზოგადოება
„დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“ - ცესკო მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის მთავარი თემაა - „დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“.
17 ივნისი 2026, 12:40
სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ორგანიზების, დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა
დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით, 2020-2021 წლებში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 120 ტონა ლითონის ჯართს დაეუფლნენ, რაც წარმომავლობის შეცვლის შემდგომ რეალიზდა შპს ,,ჯეოსთილზე“, ხოლო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აკუმულირდებოდა სქემაში ჩართული მეწარმე სუბიექტების საბანკო ანგარიშებზე, პერიოდულად კი ხდებოდა მისი განაღდება და ჯგუფის წევრებს შორის განაწილება. შესაბამისად, „საქართველოს რკინიგზას“ დიდი ოდენობით 17 391 121 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.
17 ივნისი 2026, 12:31
მსოფლიო
POLITICO: ურსულა ფონ დერ ლაიენი მესამე ვადით ევროკომისიის პრეზიდენტობას არ გეგმავს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის პოსტზე მესამე ვადით დარჩენას არ აპირებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 12:29
მსოფლიო
Financial Times: რუსეთის მიერ ემბარგოს შემოღების შემდეგ სომხეთს დახმარება დასჭირდა
ევროკავშირი სომხეთისთვის საგანგებო სავაჭრო შეღავათების პაკეტს ამზადებს, რათა ქვეყანას რუსეთის მიერ დაწესებული იმპორტის შეზღუდვებით გამოწვეული ზარალის შემცირებაში დაეხმაროს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 12:25
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: სალომე სამადაშვილისა და ოპოზიციის გარკვეული ნაწილის პირდაპირი დავალება საქართველოზე თავდასხმაა და არა რეალური ოპონირება
სალომე სამადაშვილმა ბრიყვული, თუმცა დამაჯერებელი სახით განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნების ეკონომიკებს ჩამორჩება და ქვეყანა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ეკონომიკად წარმოაჩინა - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, 2026 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება, უკრაინის – 2%-ით, ხოლო მოლდოვის – 2%-ით.
17 ივნისი 2026, 12:15
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე სალომე სამადაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე ღატაკია: ასეთ უტიფარ ტყუილებზე გაიზარდნენ და ახლაც, უკვე ასაკში, ვერ მოიშალეს
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სტატისტიკის თანახმად, საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველაზე ღატაკი სახელმწიფოა, სოციალურ ქსელში ეხმიანება და უტიფარ ტყუილს უწოდებს.
17 ივნისი 2026, 12:04
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 17 ივნისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.
17 ივნისი 2026, 12:01
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჩუღურეთის რაიონში ორი სივრცის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.
17 ივნისი 2026, 11:57
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილია ხონის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში.
17 ივნისი 2026, 11:55
კულტურა
ჯერემი კლარკსონმა გაამხილა, რომ კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
66 წლის კლარკსონმა დიაგნოზის შესახებ შოუს მუდმივ მონაწილეებს - კალებ კუპერსა და ჩარლი აირლენდს უამბო. კლარკსონს არ დაუკონკრეტებია, კიბოს რა სახეობაზეა საუბარი, თუმცა დაავადება აღწერა როგორც „აგრესიული“ და აღნიშნა, რომ მკურნალობის ფარგლებში პროსტატის ნაწილი მოჰკვეთეს. „გასულ კვირას მცირე ხნით გავუჩინარდი. ბიოფსია გამიკეთეს და აღმოჩნდა, რომ ეს კიბოა. ის აგრესიულია, მაგრამ ძალიან ადრეულ ეტაპზეა აღმოჩენილი“, - თქვა მან.
17 ივნისი 2026, 11:54
საზოგადოება
ბაგების დასახლებაში, მულტიფუნქციურ ცენტრში მოეწყობა საცურაო აუზი, რომელიც იქნება როგორც ღია, ისე დახურული ტიპის
თბილისის მერიის ინიციატივით, წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილია მუნიციპალური მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა. პროექტის შესყიდვის მიზნით, თბილისის მერია შესაბამის კონკურს აცხადებს, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია და 17 ივლისს დასრულდება.
17 ივნისი 2026, 11:41
საზოგადოება
წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია თითქმის ორმაგდება და სემესტრულად 1 000 ლარი გახდება
„სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში“ მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან ცვლილებები ამოქმედდება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
17 ივნისი 2026, 11:35
საზოგადოება
ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქუჩის N102-თან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ლოტკინის დასახლებაში, კერძოდ, ხუდადოვის ქუჩის N102-თან, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
17 ივნისი 2026, 11:33
მსოფლიო
სომხეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, სომხური პროდუქციის საერთო ღირებულება, რომელზეც რუსეთმა ემბარგო დააწესა, მშპ-ის 2%-ს შეადგენს
სომხური პროდუქციის საერთო ღირებულება, რომელზეც რუსეთმა ემბარგო დააწესა, სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს შეადგენს. ინფორმაციას სომხური მედია სომხეთის ცენტრალური ბანკის მმართველზე მარტინ გალსტიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 11:32
საზოგადოება
თბილისის მერი A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ
დედაქალაქის მერი კახა კალაძე A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ.
17 ივნისი 2026, 11:32
კულტურა
მეხუთე „შრეკის“ პირველი თიზერი გამოქვეყნდა
Universal Pictures-მა მეხუთე „შრეკის“ პირველი თიზერ-თრეილერი გამოაქვეყნა. პერსონაჟებს კვლავ ახმოვანებენ მაიკ მაიერსი (შრეკი), ედი მერფი (ვირი) და კემერონ დიასი (ფიონა). შრეკისა და ფიონას ქალიშვილს, ფელიციას კი ზენდეია ახმოვანებს.


