ლავროვი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის მომხრეა
სერგეი ლავროვი
ფოტო:shutterstock.com
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ის საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის მომხრეა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მან გამოცემა Kommersant-ს ამ და სხვა საკითხებზე ვრცელი ინტერვიუ მისცა.
„ალბათ, მე ამ ფრენებს აღვადგენდი. მგონია, რომ ეს იქნება სწორი, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გაიაზრა იმ პროვოკაციული გამოხდომის კონტრპროდუქტიულობა, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა, დარბაზში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის მიმდინარეობის დროს. ოპოზიციურმა პარტიებმა მაშინ უხეშად ჩაშალეს ეს ღონისძიება და შემდეგ რუსეთს დააბრალეს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რამაც თითქოს რუსოფობიური კამპანია გააჩაღა. მაგრამ, იქ არაფერი მომხდარა შეთანხმებული პროცედურის გარდა, რომელიც მძვინვარე ხალხის ჯგუფმა შეაჩერა. მათ წინასწარ მომზადებული პლაკატები ჰქონდათ. ისინი ამას გააზრებულად აკეთებდნენ. რუსოფობიური ისტერიის მიზეზი დარბაზში რუსული დელეგაციის გამოჩენა ნამდვილად არ ყოფილა. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი საქართველოსთან მეგობრობას“, – ამბობს სერგეი ლავროვი Kommersant-თან საუბრისას.
ლავროვი გამოცემასთან ინტერვიუში, ასევე აცხადებს, რომ რუსეთს 2019 წლის ზაფხულში უკვე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მზად ჰქონდა. მისი თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვამ ეს პროცესი უკან დასწია.
ლავროვმა ასევე ისაუბრა საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზეც. ჩრდილოანტალნტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთი საქართველოსთან ომს არ დაიწყებს, თუმცა ურთიერთობები სერიოზულად დაზიანდება. კომერსანტმა ლავროვს კითხვა დაუსვა 2008 წლის მოვლენებზეც. საპასუხოდ რუსეთის პირველმა დიპლომატმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს დანაშაულებრივი ბრძანების გაცემაში დასდო ბრალი.
21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ.
მოგვიანებით ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა მაშინ მოიხსნება, როდესაც საქართველოში ვითარების ნორმალიზება მოხდება.
როგორ აისახება პუტინის ბრძანება ქართულ ეკონომიკაზე? - ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე
11 ივლისი 2026, 18:44
სამართალი
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის საკვალიფიკაციო საშემოდგომო გამოცდა შედგება შემოდგომის ბოლოსკენ - ადვოკატთა ასოციაცია სთავაზობს დაინტერესებულ მომავალ ადვოკატებს მოსამზადებელ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს, რომ დაინტერესებული იურისტები ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადდნენ და მომზადებულები შეხვდნენ ამ გამოცდას
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე ისაუბრა.
11 ივლისი 2026, 18:39
საზოგადოება
ირაკლი ყანდაშვილი: ვმუშაობთ იმაზე, რომ ადვოკატებმა იგრძნონ, ეს არის მათივე ასოციაცია, ისინი არიან ყოველდღიურად ჩართულები ამ პროცესებში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება
ვმუშაობთ იმაზე, რომ ადვოკატებმა იგრძნონ, ეს არის მათივე ასოციაცია, ისინი არიან ყოველდღიურად ჩართულები ამ პროცესებში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა.
11 ივლისი 2026, 18:25
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან აზრი აღარ აქვს ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ
ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან აზრი აღარ აქვს ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ, - განაცხადა დღის „ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას.
11 ივლისი 2026, 18:14
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა: ჯო უილსონი საქართველოს თემით პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს
ანალიტიკოსმა, ირაკლი გოგავამ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზე, სადაც არის საქართველოს შესახებ ჩანაწერი, რომელიც ჯო უილსონმა მოამზადა. გოგავას თქმით, ჯო უილსონი საქართველოს თემით პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს.
11 ივლისი 2026, 18:04
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა: ევროკავშირი, როგორც პროექტი, რომელიც სუპერ მდიდრებმა თავის დროზე მოიგონეს, დააფუძნეს, სულ უფრო ემსგავსება ტოტალიტარულ ერთობას, სამხედრო ბლოკს, რომელიც აწარმოებს ეგზისტენციალურ ომს, როგორც მათ მიაჩნიათ, ბუნებრივი რესურსებისთვის
ევროკავშირი, როგორც პროექტი, რომელიც სუპერ მდიდრებმა თავის დროზე მოიგონეს, დააფუძნეს, სულ უფრო ემსგავსება ტოტალიტარულ ერთობას, სამხედრო ბლოკს, რომელიც აწარმოებს ეგზისტენციალურ ომს, როგორც მათ მიაჩნიათ, ბუნებრივი რესურსებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ.
11 ივლისი 2026, 17:56
თავდაცვა
თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ რაჟდენ ლეთოდიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს
სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 11 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე - სატრანსპორტო მანქანის მართვის წესის დარღვევის ფაქტზე, რასაც სამხედროს გარდაცვალება მოჰყვა.
11 ივლისი 2026, 17:53
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: პაველ ჰერჩინსკი ისევ და ისევ გამოირჩევა საქართველოსადმი უსამართლო მიდგომითა და უსაფუძვლო კრიტიკით - ყველაფერი არის იმ საერთო დღის წესრიგის ნაწილი, რომლის ერთ-ერთი გამოვლენა ჩვენ ვიხილეთ ჰააგაში ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ მიღებული დეკლარაციის სახით
მინდა, გამოვეხმაურო პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომელიც ისევ და ისევ გამოირჩევა საქართველოსადმი უსამართლო მიდგომითა და უსაფუძვლო კრიტიკით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.
11 ივლისი 2026, 17:40
პოლიტიკა
სასამართლოს განაჩენისა და ვიდეო-კადრების მიუხედავად, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ალეკო ელისაშვილის ქმედება ტერორისტული აქტი აქ ყოფილა
სასამართლოს განაჩენისა და ვიდეო კადრების მიუხედავად, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ადგილი არ ჰქონია ტერორიზმს, სადაც ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ, დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა, ხანძრის გაჩენა.
11 ივლისი 2026, 17:22
რეგიონი
სოფელ ნოსტეში გიორგი სააკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული - „სააკაძეობა“ გაიმართა
„სააკაძეობა“ წლები არ ჩატარებულა და მერიის ორგანიზებით გასულ წელს აღდგა. გიორგი სააკაძის კოშკის მიმდებარედ მოეწყო ადგილობრივ მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა/გაყიდვა. კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
11 ივლისი 2026, 17:19
სპორტი
შალვა გოგოლაძე: მნიშვნელოვანია და პატივია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ პირველად RAF-ი გამოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ აღიარება, აღიარება იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ასეთი ტიპის სპორტული ფორუმების უმაღლეს დონეზე ჩატარება
მნიშვნელოვანია და პატივია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ პირველად RAF-ი გამოვიდა ჩვენს ქვეყანაში, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.
11 ივლისი 2026, 17:18
საზოგადოება
საქართველოში დედის რძის პირველი ბანკი გაიხსნა
დღენაკლული და მაღალი რისკის ახალშობილების უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობისა და მათი ოპტიმალური ზრდა-განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო.
11 ივლისი 2026, 16:54
მსოფლიო
მედია: ირანი მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, ვიდრე აშშ საკუთარ პოზიციებს არ შეცვლის
ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში არ შევა, ვიდრე ვაშინგტონი საკუთარ ამჟამინდელ პოზიციებს არ გადახედავს. ინფორმაციას ირანული მედია ირანის მოლაპარაკებების ჯგუფთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 16:34
პოლიტიკა
შარმანაშვილი „ტაბულას“ მიერ ესტონეთის მოქალაქის ეკლესიასთან მოშარდვის ფაქტის გაშუქებაზე: ამაზე მდაბალი ,,გაპრავება" გინახავთ? ასე ნუ დაიმცირებთ თავს, ქართველები ხართ მაინც, თუნდაც ფორმალურად
კერძოდ, „ტაბულა” წერს, რომ ესტონეთის მოსახლეობის 20 პროცენტს ეთნიკურად რუსები შეადგენენ და პოლიციის მიერ დაჯარიმებული აღნიშნული პირიც რუსულად მოსაუბრე იყო. დეპუტატი მოუწოდებს „ტაბულას” ასე ნუ დაიმცირებენ თავს.
11 ივლისი 2026, 16:27
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სომხეთი შესაძლოა ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, სადაც დაპირებული „დივერსიფიკაცია“ მხოლოდ ერთ ცვლილებამდე დავა - ის რესურსები, რომლებზეც ეკონომიკა დგას, მნიშვნელოვნად გაძვირდება
„გაზს პოლიტიკური დეკლარაციები ვერ ჩაანაცვლებს, ხოლო ბინების გათბობა სუვერენიტეტზე გაკეთებული ხმამაღალი განცხადებებით არ მუშაობს,“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სომხეთის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც ევრობიუროკრატებმა ოფიციალური ერევანი მსოფლიო ენერგეტიკული პროექტების დივერსიფიცირების ერთ-ერთ მთავარ რგოლად დაასახელეს.
11 ივლისი 2026, 16:25
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 16:25
მსოფლიო
ტრამპის თქმით, აშშ-ში ინვესტიციები იზრდება - ნამდვილი ეკონომიკური უსაფრთხოება არის ის, რაც წარმოებულია ამერიკაში
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყანაში ინვესტიციების ზრდა შეინიშნება.
11 ივლისი 2026, 16:11
სპორტი
19 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საჯარო ჩვენება იმართება
მატჩების ჩვენებამადე კი აქტივობები ტარდება. იმ თარიღებში კი, როდესაც შეხვედრის ტრანსლირება არ იქნება, მოქალაქეებს მრავალფეროვანი სასმელისა და კვების ობიექტები, მოსასვენებელი სივრცეები, ფეხბურთის ფედერაციის ფანშოპი, კიბერფეხბურთის ფედერაციის ინტერაქციული ზონა დახვდება, პატარა გულშემატკივრებისთვის კი ცალკე გამოყოფილი სივრცეა.
11 ივლისი 2026, 16:09
კულტურა
ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმმა საფრანგეთში მოღვაწე ქართველ პიანისტს უმასპინძლა
ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმმა საფრანგეთში მოღვაწე ქართველ პიანისტს უმასპინძლა
11 ივლისი 2026, 16:05
სპორტი
RAF GEORGIA-ს მიმართ განსაკუთრებულად მაღალი ინტერესია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სპორტულ საზოგადოებასა და მედიაში
RAF GEORGIA-ს მიმართ განსაკუთრებულად მაღალი ინტერესია, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სპორტულ საზოგადოებასა და მედიაში. ღონისძიება პირველად იმართება, ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ.
11 ივლისი 2026, 16:02
კულტურა
ქალაქ ვოლენდამში ნათია ახვლედიანის ფილმის „ომის გზაგამოვლილი ქალების“ პრემიერა გაიმართა
ქართველმა კინორეჟისორმა სადებიუტო ფილმი აფხაზეთს მიუძღვნა. სცენარისთვის გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ ჭუბერის ეპიზოდები გამოიყენა.


