imedi /  19 ნოემბერი 2019, 14:25 / სანდო წყარო

მეუფე იაკობი: ევროპამ ტოლერანტობა ჩვენგან უნდა ისწავლოს

მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი

ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით. ჩვენი ბრძოლის ფორმა იქნება მშვიდობიანი და ცივილიზებული, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა ევროპარლამენტში სემინარზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მას ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორების  დახმარების იმედი აქვს.

„ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით. ჩვენი ბრძოლის ფორმა იქნება მშვიდობიანი და ცივილიზებული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარებიან. ვიცით ეს ხანგრძლივი პროცესია. მე აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ. ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე. ყოველთვის ვუთანაგრძნობდი აფხაზ ხალხს, რადგან ეს არ იყო ჩვენი და აფხაზების ომი. ეს იყო რუსეთ - საქართველოს ომი. ამას მოჰყვა საქართველოს დიდი ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს არ სურს, რომ საქართველო ძლიერი იყოს და უნდა ისეთი ზემოქმედება მოახდინოს, რომ ზოგი რუსეთისკენ გაახედოს. მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავს ევროპელად მიიჩნევს და ევროპისკენ მივისწრაფვით და არა დამპყრობლისკენ. ეს არასდროს მოხდება. ჩვენი საფლავები მოსპეს აფხაზეთში და აღარ გვაქვს შესაძლებლობა ჩავიდეთ. არ გვეძლევა საშუალება მოვილოცოთ ჩვენი სალოცავები. ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით ყველა, თუ დაგვეხმარებით. ჩვენ ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ. რაც შეეხება დავით გარეჯის კომპლექსს, ესეც რუსეთიდან მომდინარეობს. ჩვენ ველოდებით სახელმწიფოს. ვნახოთ რას მიაღწევს სახელმწიფო მოლაპარაკებებით აზერბაჯანთან. ჩვენ შევხედავთ ამ ყველაფერს. შეგვიძლია, გვაქვს ურთიერთობები არამარტო სასულიერო, არამედ ქვეყნის პირველ პირებთან. სტატუს - კვოს აღდგენაზე ვიზრუნებთ. ვფიქრობ მიღწევადია. რაღაცებში ჩახედულები ვართ და რაღაცებს ვერ ვიტყვით ხმამაღლა“, - განაცხადა მეუფემ. 

მეუფე იაკობმა სემინარზე აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გაყინულია და კარგი იქნება, თუ ევროკავშირი საქართველოს საკითხს ხშირად განიხილავს.

„ჩვენი და რუსეთის ურთიერთობები გაყინულია. არც ფიქრობენ ჩვენთან დალაპარაკებას. ჩვენი მიწა იყო და არის ისტორიული. რუსეთმა ზევიდან არ უნდა გვიყუროს და როგორც პარტნიორს, ისე უნდა გვიყუროს. ამ საკითხში ჩვენი ჩართულობა კარგი იქნება. დიდ მადლობას მოგახსენეთ, რომ ყოველთვის აღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ძალიან კარგია. უკრაინაზე ხშირად არის ლაპარაკი და ხშირად საქართველოს საკითხი გამოტოვებულია. გთხოვთ გაითვალისწინოთ და ყველგან უკრაინასთან ერთად ახსენოთ საქართველო. ჩვენც მშვიდობიანაც გვინდა გადაწყდეს. ისე, რასაც უფალი დაუშვებს, ჩვენ მზად ყველაფრისთვის ვართ. ამერიკაშიც ვიყავით. დღეს ბრიუსელში ვართ და ხედავთ ჩვენს მეგობრობას. მრევლიც ისეა, რომ პრობლემებამდე საქმე არ მიგვყავს, თუ შენდობას ვითხოვთ. ტოლერანტობა ალბათ ჩვენგან უნდა ისწავლოს ევროპამ. შეგვიძლია ტოლერანტობაში მაგალითი მოგცეთ. მრავალი საუკუნეა თბილისის ცენტრში ყველა სალოცავია. გენეტიკურად ტოლერანტები ვართ. ცოდვის მიმართ ტოლერანტები ვერ ვიქნებით. მეც რომ ცუდი საქმე გავაკეთო, მაშინ ესეც დასაძრახია. სხვებზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობთ. ჩემი საქმე არაა სხვას მოვუწოდო როგორ იცხოვროს და თავად თუ მკითხავს, მაშინ მოვახსენებ ჩემს აზრს. მოლდოვასაც, უკრაინასაც და საქართველოსაც დაუჭირეთ მხარი. გავა დრო და ჩვენ ღირსეულად მოვემზადებით. ჩვენი სახით ერთი ღირსეული წევრი შეგემატებათ ევროკავშირში. ეს არის თავისუფალი ქვეყნების თავისუფალი კავშირი. როგორც მრავალშვილიანი ოჯახია ძალიან კარგი, ასევე საქართველოს და უკრაინის შეერთებაც კარგი იქნება. ნატო არის ჩვენი არჩევანი. მოსახლეობის უმრავლესობას სურს გაწევრიანება ნატოში. მთავარია ნატოც ჩამოყალიბდეს. იქაც დაიხვეწება ყველაფერი და კითხვებს ჩვენთანაც არ დატოვებს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. 

19 ნოემბერს ევროპარლამენტში სემინარი გაიხსნა, რომლის მომხსენებლებიც იქნებიან ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობ იაკობიშვილი; საპატრიარქოს წარმომადგენელი ინტერრელიგიურ საბჭოში თეა გოგოტიშვილი; საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი; სომხური ეკლესიის ვიკარი, მამა კირაკოს დავთიანი; კათოლიკური ეკლესიის ვიკარი გაბრიელე ბრაგანტინი; თბილისის დიდი სინაგოგის საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი.

მთავარი თემაა მშვიდობის აღდგენისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხში ეკლესიის როლი. დელეგაციის ვიზიტი რონდელის ფონდის ორგანიზებით იმართება. დელეგაციის წევრები შეხვდნენ ევროპარლამენტარებს, ნატოს და ევროკავშირის წარმომადგენლებს.

ყველა სიახლე

21 ივნისი 2026, 12:20

პოლიტიკა

მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს: 2019 წლის 19 ივნისს საღამოს შენთან ვიყავი სახლში, შენს მეგობრებთან ერთად ილხენდი. სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს

მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს. ნიორაძე იხსენებს 2019 წლის 19 ივნისს, როდესაც სალომე ზურაბიშვილს თბილისში, სახლში ეწვია, სადაც ის მეგობრებთან ერთად ილხენდა, ზურაბიშვილმა კი გუშინ „ფორმულას“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ 7 წლის წინ აღნიშნულ დროს ბელარუსში იმყოფებოდა.

21 ივნისი 2026, 12:19

რეგიონი

რუსთავში კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებით დასრულდა

„ქართულის“ გრან-პრი წელსაც რუსთავში დარჩა. ვულოცავ ანსამბლ „ნატოს" და ფესტივალის ყველა მონაწილეს ქართული დღეების ულამაზეს დასასრულს. 85 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიზიარა ჩვენთან ერთად ამ დღეების საოცარი ატმოსფერო. მადლობას გიხდით იმ ნამდვილად ქართული ემოციისთვის, რაც ამ დღეებში ჩვენს საფესტივალო სივრცეში ტრიალებდა“, განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

21 ივნისი 2026, 12:11

ტაბლოიდი

სტოუნჰენჯში წელიწადის ყველაზე გრძელი დღის დადგომა იზეიმეს☀️გალერეა

მათ მონუმენტთან ღამე გაათენეს და მზის ამოსვლას ერთად შეხვდნენ. ზაფხულის ბუნიობა არის დღე, როდესაც მზე ჰორიზონტზე ყველაზე მაღლა დგას. ეს 20 ან 21 ივნისს ხდება. ზაფხული ბუნიაობას წელიწადში ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე ხანმოკლე ღამე ფიქსირდება.

21 ივნისი 2026, 11:37

სპორტი

გერმანია მესამე ნაკრები გახდა, რომელმაც პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა⚽

ამერიკის კონტინენტზე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. გერმანიის ნაკრებმა კოტ-დ'ივუარი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და 6 ქულით შემდეგ ეტაპზე გასვლა უკვე გაინაღდა. 40 წლის გერმანელმა მეკარემ მანუელ ნოიერმა კი რეკორდი დაამყარა გოლკიპერებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშები მატჩების რაოდენობით - ეს შეხვედრა მისთვის 21-ე იყო.

21 ივნისი 2026, 11:22

მსოფლიო

სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში 2024 წელს სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად აქცია გაიმართა

სერბეთის ქალაქ ნოვისადში 2024 წელს სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად საპროტესტო აქცია გაიმართა.

21 ივნისი 2026, 11:21

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ელექტროსკუტერების ჩემპიონატი ჩატარდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ელექტროსკუტერების პირველ ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელშიც KIU-ს სტუდენტებთან ერთად, სხვა მსურველებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს თასები და პარტნიორების მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცათ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 ივნისი 2026, 11:16

მსოფლიო

ზელენსკიმ პოლონეთს „თეთრი არწივის“ ორდენი დაუბრუნა

ვოლოდიმირ ზელენსკის კვალდაკვალ „თეთრი არწივის“ ორდენზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშჩენკომ და პეტრო პოროშენკომაც თქვეს. პოლონურ ჯილდოებზე უარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიგამ და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმავ თქვეს.

21 ივნისი 2026, 11:15

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ქვეყნის დატოვება აეკრძალა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბეგონია გომესი კორუფციული საქმის ფიგურანტი აღმოჩნდა. მას სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას და კორუფციაში თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო გავლენის გამოყენებას ედავებიან. მას პასპორტის ჩაბარება და სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადება თვეში ორჯერ მოუწევს.

21 ივნისი 2026, 11:11

რეგიონი

ბათუმში ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით" გაიხსნა

ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნა. საფესტივალო სივრცე წელსაც ანბანის კოშკის მიმდებარედ მოეწყო. ტერიტორია საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმდა. დღევანდელი საღამო საზეიმო კონცერტით გაგრძელდება.

21 ივნისი 2026, 11:10

ჯანდაცვა

თბილისში გოთუას ალერგიისა და იმუნოლოგიის სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

ცენტრი სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს, თანამედროვე დიაგნოსტიკასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მკურნალობის მეთოდებს აერთიანებს.

21 ივნისი 2026, 11:06

რეგიონი

ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვამ და ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა

სტიქია კახეთში - სეტყვამ და ქარმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა. დაზარალდა პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელი. მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს სპეციალური კომისია შეისწავლის.

21 ივნისი 2026, 11:05

საზოგადოება

სკოლის ატესტატების გასაცემად განცხადებების მიღება ხვალიდან დაიწყება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სრული ზოგადი განათლების ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღებას ხვალიდან იწყებს. 31 დეკემბრის ჩათვლით მზა დოკუმენტი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა.

21 ივნისი 2026, 10:56

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

მინისტრმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც რეგიონში არსებული ვითარება და ზაფხულის სეზონზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტურისტული სეზონის პერიოდში საპოლიციო დანაყოფები გაძლიერებული რესურსით სრულ მზადყოფნაში არიან.

21 ივნისი 2026, 10:55

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრა

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, სასაზღვრო პოლიციის უფროსთან დავით თამაზაშვილთან და დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად თანამშრომლების სამუშაო სივრცეები, სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები და ფოთის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

ჯეი დი ვენსი

21 ივნისი 2026, 10:40

მსოფლიო

​ვენსმა შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებების პრიორიტეტები დაასახელა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში მისი მთავარი პრიორიტეტებია ამ მოლაპარაკებების სტრუქტურის შექმნა, ბირთვულ საკითხებში „პროგრესის მიღწევა“ და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა. განცხადება ვენსმა შვეიცარიაში გაფრენის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

21 ივნისი 2026, 10:23

მსოფლიო

მოლდოვაში ლგბტქ+ პრაიდი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სიმბოლური ერთნაირსქესიანთა ქორწილი გაიმართა

თანასწორობის კვირეული ფარგლებში, მოლდოვაში ფესტივალი Moldova Pride იმართება, რომლის ორგანიზატორიც ლგბტქ+ თემია. ფესტივალი 16-21 ივნისს იმართება და გეგმის მიხედვთ, დღეს კიშინეუში ლგბტ-მარშით უნდა დაიხუროს. წელს ორგანიზატორებმა ღონისძიებისთვის შეარჩიეს ლოზუნგი „სიყვარული ქმნის, კანონი იცავს“.

დონალდ ტრამპი

21 ივნისი 2026, 09:37

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში არანაირი გადასახადი არ იქნება

ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში არ იქნება არანაირი გადასახადი, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ზაალ მიქელაძე

21 ივნისი 2026, 09:15

პოლიტიკა

ზაალ მიქელაძე: აშშ-სა და ბრიუსელს საქართველოში რევოლუციისა და გადატრიალების მოსაწყობად ისეთი ადამიანების გაზრდა სურდათ, რომლებიც მათთვის ყურმოჭრილი მონები იქნებოდნენ

პარტია „ხალხის ძალის” წევრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებელი კურსი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების უკმაყოფილებას იწვევს. მისი თქმით, განსაკუთრებით მწვავე რეაქცია მოჰყვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

21 ივნისი 2026, 09:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 ივნისს ქუთაისში წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

21 ივნისი 2026, 08:44

მსოფლიო

ირანის დელეგაცია აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრა

ირანის დელეგაცია ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრა. ირანის დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაღერ ღალიბაფი ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში მონაწილეობს მიიღებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც.