ლუკ კოფი: ნატომ თურქეთის რჩევა უნდა გაითვალისწინოს და საქართველო ალიანსში მიიღოს
ფოტო: TRT World
Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი ლუკ კოფი აცხადებს, რომ ნატომ თურქეთის რჩევა უნდა გაითვალისწინოს და საქართველო ორგანიზაციის რიგებში მიიღოს.
თურქულ გამოცემა TRT World-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ლუკ კოფი იხსენებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ არ ესმოდა, თუ რატომ არ მიიღეს საქართველო ნატოში.
„ჩვენ, თურქეთს, გვაკრიტიკებენ მეზობელ რუსეთთან შედარებით კარგი ურთიერთობების დამყარების გამო, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები ვერ თანხმდებიან საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, ვინაიდან რუსეთის გაღიზიანება არ სურთ. თუმცა, ჩვენ ვჭირდებით საქართველოს და ჩვენც გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე. შესაბამისად, ალიანსის გაფართოება აუცილებელია, საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
ლუკ კოფის თქმით, ძალიან ცოტა ევროპულ ქვეყანას გამოუხატავს ნატოს მიმართ ისეთი ენთუზიაზმი, როგორც საქართველოს, რომელიც ალიანსის წევრიც კი არაა.
„საქართველო 10 წელიწადზე მეტია, ალიანსში გაწევრიანებას ცდილობს. პირველად ქვეყანამ ალიანსში მიღების პირობა 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიიღო. მას შემდეგ ეს დაპირება ყოველ სამიტზე მეორდებოდა. 2016 წლის დეკემბერში ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს. იმედგაცრუების განცდას ქართველებში სწორედ წევრობის მიღების გაჭიანურება ქმნის. შესაბამისად, ჩავუშოღლუ მართალი იყო, როდესაც თქვა, რომ ალიანსს საქართველოსნაირი მოკავშირე სჭირდება“, - წერს ლუკ კოფი.
მისივე თქმით, საქართველო ნატოს სანდო პარტნიორია და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია.
„2012 წელს, როდესაც ნატოს არაერთი ქვეყანა ავღანეთიდან წასვლაზე ფიქრობდა, საქართველომ თავისი მისია ასობით ჯარისკაცით გაზარდა. რაც შეეხება ავღანეთში საქართველოს სამხედრო წარმომადგენლობას, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ წერტილებში, ჰელმანდისა და ყანდაარის პროვინციებში საქართველოს 2000-ზე მეტი სამხედრო ჰყავდა გაგზავნილი. დღეს ეს რიცხვი 900 ჯარისკაცს შეადგენს, რაც საქართველოს ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილ კონტრიბუტორად აქცევს.
გარდა ამისა, საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვან გეოგრაფიულ და კულტურულ გზაჯვარედინზე მდებარეობს და ნატო მის ტერიტორიას, ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს ავღანეთში ძალებისა და ტვირთის გადაზიდვისთვის იყენებს. წლების განმავლობაში საქართველო აახლებდა თავის აეროპორტებსა და პორტებს. შავი ზღვის რეგიონისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი, სამხრეთის გაზის დერეფანი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველოს ტერიტორიაზე გადის“, - წერს Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი.
ლუკ კოფი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო დემოკრატიის კუთხით რეგიონისთვის მაგალითს წარმოადგენს.
„რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, აშშ დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ საქართველომ ეს კურსი შეინარჩუნოს. წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ეკონომიკის ლიბერალიზაციაზე, ბიუროკრატიის შემცირებაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე და დემოკრატიის განმტკიცებაზეა ორიენტირებული. 2003 წელს მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობას.
როდესაც საქართველოს ნატოში მიღებაზე დგება საუბარი, ალიანსის ზოგიერთი წევრი ქვეყანა იმაზე წუხს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მოსკოვი კარგად იყენებს ამ საკითხს, რათა საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი არ გახდეს. რუსეთის ხელში ეს არის ერთგვარი დე ფაქტო ვეტო, რაც უბრალოდ მიუღებელია.
საბედნიეროდ, არსებობს საქართველოს ნატოში მიღების რამდენიმე ისეთი გზა, რომელიც რუსეთთან ომს არ გამოიწვევს. ერთადერთი კითხვა, რომელსაც ახლა პასუხი უნდა გაეცეს, უკავშირდება იმას, გამოიჩენენ თუ არა ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს მყოფი ლიდერები პოლიტიკურ ნებას, რომელიც საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად არის საჭირო“, - აღნიშნავს ლუკ კოფი და დასძენს, რომ დროა, ალიანსმა წინ წაწიოს საქართველოს წევრობის საკითხი, გაითვალისწინოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რჩევა და საქართველო ნატოში მიიღოს.
ყველა სიახლე
15 აპრილი 2026, 14:18
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი: სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით ვახერხებთ ურთულეს გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებას და სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის სათანადო გარემოს შექმნას
„მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე, როგორც როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი სატელიტების, ისე გარე ძალების მიერ“.
15 აპრილი 2026, 14:15
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
15 აპრილი 2026, 14:12
საზოგადოება
ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 16 აპრილს, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოები იგეგმება, რის გამოც 16 აპრილის 01:00-დან 06:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
15 აპრილი 2026, 14:11
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე
საქართველოს ხელისუფლებამ სანქციების რეჟიმის დაცვის მიზნით, მყისიერად დაიწყო შეაბამისი ღინისძიებების გატარება, იმისათვის, რომ საქართველო არ ყოფილიყო გამოყენებული სანქციების რეჟიმის გვერდის ავლისთვის და ამ დრომდე წარმატებით ახორციელებს ამ პოლიტიკას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციაზე.
15 აპრილი 2026, 14:08
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე მაკა ბოჭორიშვილს: რამდენად აქტიურად ახერხებენ ჩვენი დიპლომატები ადგილობრივი დიასპორის ბიზნეს რესურსის მობილიზებასა და ქართული ექსპორტის მხარდაჭერას?
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ დასვა შეკითხვა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით გამოსვლა მოისმინეს.
15 აპრილი 2026, 14:07
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს, ანა ბიერდეს შეხვდა.
15 აპრილი 2026, 14:03
ეკონომიკა
ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა გლობალური შოკის მიმართ, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყველა შეხვედრაზე აღნიშნავს
ჩვენთვის საინტერესო იყო მოგვესმინა მოსაზრებები, თუ რა გავლენა ექნება ახალ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს გლობალურ ეკონომიკაზე იმისთვის, რომ განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები. მზად ვართ ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ვაშინგტონში, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
15 აპრილი 2026, 13:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლისა თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე საუბარი ვერ იქნება
„იმ მოცემულობაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლის თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე საუბარი ვერ იქნება. ასევე არარელევანტურია საუბარი ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მინისტრმა.
15 აპრილი 2026, 13:57
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ცალკეულ ჯგუფებს, თავი შეიკავონ ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან
სააგენტო განმარტავს, რომ ელექტრონული ტენდერი ჩატარდა გამჭვირვალედ, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების სრული დაცვით, კონკურენტულ გარემოში. სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ცალკეულ ჯგუფებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან, რაც მიზნად ისახავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის დისკრედიტაციას.
15 აპრილი 2026, 13:56
მსოფლიო
პეტერ მადიარი უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარი ქვეყნის პრეზიდენტს, ტამაშ შუიოკს გადადგომისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 13:55
რეგიონი
ბათუმში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა
სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.
15 აპრილი 2026, 13:50
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს, აღარავის უნდა ჰქონდეს კითხვა პოლიტიკაში უცხოური ჩარევების პრევენციის და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე. თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად უკავშირდება ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას
დღეს, ვფიქრობ აღარავის უნდა ჰქონდეს კითხვა პოლიტიკაში უცხოური ჩარევების პრევენციის და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე. დღეს თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად უკავშირდება ყოველივე ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლილსას, სადაც ის ინტერპელაციის წესით იმყოფება.
15 აპრილი 2026, 13:48
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ბრალდებები ე.წ. ანტიდასავლურ თუ ანტიევროპულ რიტორიკასთან დაკავშირებით, ესეც გახლავთ იმ პროპაგანდის, ორკესტრირებული კამპანიების გაგრძელება, რაც გამოიყენება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
„ჩვენ გვაქვს მომზადებული საკმაოდ ვრცელი კრებული, სადაც თავმოყრილია რეზოლუციები, სხვადასხვა დოკუმენტი თუ განცხადება, რომლის ავტორებიც არიან უცხო ქვეყნების (ევროპელი) პოლიტიკოსები, უცხოური ორგანიზაციები, ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, ხანდახან ელჩებიც და აღნიშნული რეზოლუციები თუ განცხადებები ხშირ შემთხვევაში მიმართულია ქვეყნის მოქალაქეების მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ და წარმოადგენენ თავდასხმას ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე, რომელიც ლეგიტიმურად იცავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“.
15 აპრილი 2026, 13:45
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად უსამართლო დამოკიდებულებებისა ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, ხელისუფლება აქტიურად იყენებს საერთაშორისო ორგანიზაციების პლატფორმებს, ორმხრივ კავშირებს, ქვეყნის პოზიციების სათანადოდ დასაცავად
რაც შეეხება უსამართლო მიდგომებს, სამწუხაროდ, უკვე იმდენია ასეთი ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, რომ მათი სრულად ჩამოთვლა მათ ძალიან მძიმე სურათს ქმნის. ამიტომ მე მხოლოდ მსხვილ თემებს შევეხები, რომელიც ყველაზე ნათლად ასახავს საქართველოსთან დამოკიდებულების უსამართლობას, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციაზე გამოსვლისას. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ხელისუფლება აქტიურად იყენებს საერთაშორისო პლატფორმებს საქართველოს პოზიციების დასაცავად.
15 აპრილი 2026, 13:41
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: „ქართულ ოცნებას“ ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია, პირიქით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები
„ქართულ ოცნებას" ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია, პირიქით, „ქართული ოცნების" ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის დროს.
15 აპრილი 2026, 13:40
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: 9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად. დღეს, 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის
9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად. დღეს, 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია, საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებისთვის, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლილსას, სადაც ის ინტერპელაციის წესით იმყოფება.
15 აპრილი 2026, 13:39
მსოფლიო
ზელენსკი: ამერიკელები მუდმივად ეკონტაქტებიან ირანელებს, ხოლო უკრაინისთვის არ იცლიან
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკელები ბოლო პერიოდში მუდმივად ეკონტაქტებიან ირანელებს, ხოლო უკრაინისთვის არ იცლიან.
15 აპრილი 2026, 13:24
საზოგადოება
გიორგი ლეონიძისა და სულხან საბას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
სამუშაოების წარმოების პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის (N316, 324, 364, 380, 382, 383, 390 და 408 მარშრუტები) მოძრაობა გიორგი ლეონიძის ქუჩიდან პაოლო იაშვილის ქუჩის მიმართულებით განხორციელდება ივანე მაჩაბლის, მიხეილ ლერმონტოვისა და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების გამოყენებით, რის შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი მარშრუტებით.
15 აპრილი 2026, 13:09
პოლიტიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ასარჩევ კანდიდატებს მოუსმინა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ანი ვაზაგაშვილის, გიორგი ელისაშვილის და სოლომონ ექვთიმიშვილის კანდიდატურები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 13:07
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის ინფორმაციით, 16 აპრილის მორიგ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, კულტურის მინისტრს მოუსმენენ
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის განცხადებით, 16 აპრილის მორიგ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, კულტურის მინისტრს მოუსმენენ. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.


