გიორგი გაჩეჩილაძე: გიგა ბოკერია თავად არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლობისტებისთვის ათეულობით მილიონის გადახდის უშუალო მონაწილე
გიორგი გაჩეჩილაძე
ფოტო: Facebook
გიგა ბოკერია თავად არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლობისტებისთვის ათეულობით მილიონის გადახდის უშუალო მონაწილე და მან ძალიან კარგად იცის თუ რა შედეგი ექნება ამას. საინტერესოა რა შედეგი მიიღო მან მაშინ, როდესაც ის საიდუმლო გრიფით ბიუჯეტის ფულებს ფანტავდა, - აღნიშნულის შესახებ გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ აღიქვამდა იმ საფრთხეს, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობიდან“, მისი ჩრდილოეთ კავშირებიდან გამომდინარე.
„საჭიროა სწორი და ზუსტი ინფორმირება, რისთვისაც შეიქმნა ახალი ურთიერთობები ლობისტურ ფირმებთან. სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ აღიქვამდა იმ საფრთხეს, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობიდან“, მისი ჩრდილოეთ კავშირებიდან გამომდინარე. გასარკვევი ამბავია - მარტო მოქმედებს, თუ ისინიც ეხმარებიან ასეთ საკითხებში. ამიტომ, ბუნებრივია დროზე უნდა შექმნილიყო ლობისტური ორგანიზაციები, რომ როგორმე დაებალანსებინათ ეს მოქმედებები, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან არის დაკავშირებული. იმედი მაქვს, რომ ახალი მოქმედებები და ახალი ლობისტური ორგანიზაციები, რომლებიც იმუშავებენ საქართველოზე, ზუსტ ინფორმაციას ჩაიტანენ“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
სააგენტო Bloomberg-მა „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების თაობაზე სტატია გამოაქვეყნა.
ყველა სიახლე
20 აპრილი 2026, 20:20
პოლიტიკა
ახალი სარჩელი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოშია - ჩამონათვალს „ფედერალისტებიც“ დაემატა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ ახალი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშია. 3-ის ნაცვლად, მმართველი პარტია ახლა მეოთხე სუბიექტის, „ფედერალისტების“ აკრძალვასაც მოითხოვს.
20 აპრილი 2026, 20:18
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვადა ოთხშაბათს ეწურება, თუმცა მისი შემდგომი გახანგრძლივება „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დასრულებულად „ვაშინგტონის დროით ოთხშაბათს საღამოს“ ჩათვლის და „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მისი ვადა კიდევ ერთხელ გაახანგრძლივოს.
20 აპრილი 2026, 19:49
საზოგადოება
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი: მორწმუნე ხალხის სიყვარული გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ განსაკუთრებულად გამოიხატა მისი დაკრძალვის ცერემონიაზე ასიათასობით მორწმუნის დასწრებით
ჩვენ ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრეთ საქართველოს საპატრიარქოს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს პროგრამის ფარგლებში, რათა გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, - განაცხადა მედიასთან ასამბლეის გენერალური მდივანმა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა.
20 აპრილი 2026, 19:35
მსოფლიო
The New York Times: ირანის დელეგაცია სამშაბათს ისლამაბადში აშშ-თან მოსალაპარაკებლად გამგზავრებას გეგმავს
ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რომლებიც ინფორმირებულნი არიან დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, ირანის დელეგაცია სამშაბათს ისლამაბადში აშშ-თან მოსალაპარაკებლად გამგზავრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 19:26
მსოფლიო
ევროკომისიამ სირიასთან თანამშრომლობის შეთანხმების სრულად აღდგენის ინიციატივა წარადგინა
ევროკომისიამ სირიასთან 1978 წლის თანამშრომლობის შეთანხმების სრულად აღდგენის ინიციატივა წარადგინა, რითაც მაისში სირიის ხელისუფლებასთან დაგეგმილი ოფიციალური მოლაპარაკებების წინ ურთიერთობებს კიდევ უფრო აძლიერებს.
20 აპრილი 2026, 19:21
რეგიონი
ვახტანგ ცაგარელმა პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებების, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები. მონაწილეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა: უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების მნიშვნელობა ინოვაციების განვითარებაში; ინოვაციების ეკოსისტემის გაძლიერების ხელშეწყობა; ტექნოლოგიების გადაცემის მექანიზმები; პატენტები, როგორც სამართლებრივი დაცვის ინსტრუმენტი.
20 აპრილი 2026, 19:17
პოლიტიკა
დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული
ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული,- ამ სიტყვებით მიმართავს ჟურნალისტი, დათა გვასალია, „ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გუბაზ სანიკიძის შვილს, ლევან სანიკიძეს, მის მიერ ცოტნე ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების თაობაზე. დათა გვასალიას თქმით, ლევან სანიკიძე ყველაზე მეტად უნდა ერიდებოდეს მამებზე საუბარს, რადგანაც სწორედ მათი სახელია „პოლიტიკური აუქციონის” სინონიმი დღევანდელობაში.
20 აპრილი 2026, 19:10
მსოფლიო
ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანთან შეთანხმებას ხელი დღეს, პაკისტანში მოეწერება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Fox News-თან ინტერვიუში ამტკიცებს, რომ ირანთან შეთანხმებას ხელი დღეს, პაკისტანში მოეწერება.
20 აპრილი 2026, 18:57
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ჩვენ ირანში საქმე ჯერ არ დაგვისრულებია
ისრაელის მფრინავები ირანის ცას აკონტროლებენ, თუმცა ისრაელს ირანში სამუშაო ჯერ არ დაუსრულებია, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
20 აპრილი 2026, 18:51
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელს იგი ირანთან ომის დაწყებაზე არ დაუყოლიებია
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელს იგი ირანთან ომის დაწყებაზე არ დაუყოლიებია.
20 აპრილი 2026, 18:41
მსოფლიო
POLITICO: ფონ დერ ლაიენი და კოშტა რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილ რადევს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ
ევროპის უმაღლესმა ოფიციალურმა პირებმა ორშაბათს ბულგარეთის მომავალ ლიდერს, რუმენ რადევს კვირას გამართულ არჩევნებში მისი პარტიის, „პროგრესული ბულგარეთის“ გამარჯვება მიულოცეს, მიუხედავად გარკვეული შეშფოთებისა მისი რუსეთისადმი სიმპათიით განწყობილი პოზიციების გამო, - წერს გამოცემა POLITICO.
20 აპრილი 2026, 18:41
ეკონომიკა
სოსო გიორგაძე: მინდა დიდი მადლობა ვუთხრა საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და პირადად პრემიერ-მინისტრს, სწორედ მისი მითითებით საქართველოში ვაძლიერებთ საპატენტო და ინტელექტუალური საკუთრების სისტემას
„ნებისმიერ რეფორმას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, პირველ რიგში ჩვენ ამას ვაკეთებთ საქართველოში ამა თუ იმ სისტემის გაძლიერებისათვის და სწორედ ეს არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტსა და პირადად პრემიერ-მინისტრს, სწორედ მისი მითითებით საქართველოში ჩვენ ვაძლიერებთ საპატენტო და ინტელექტუალური საკუთრების სისტემას, იმიტომ რომ საქართველო ცდილობს ააშენოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი რესურსი. ეს ერთი მხრივ არის შიდა სისტემის გაძლიერება და მეორე მხრივ, სწორედ ეროვნული სისტემის გაძლიერება მიგვაჩნია ყველაზე ახლო გზად ევროკავშირისაკენ“, - აღნიშნა სოსო გიორგაძემ.
20 აპრილი 2026, 18:36
საზოგადოება
თბილისის საკრებულოში ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი ქუჩისთვის შარლ აზნავურის სახელის მინიჭებაზე ისაუბრეს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ოლივიე კურტოს და სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა. შეხვედრას თბილისის საკრებულოს წევრი მიხეილ რეხვიაშვილი და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამდივნოს უფროსი მამუკა ბალიაშვილი ესწრებოდნენ.
20 აპრილი 2026, 18:27
საზოგადოება
სოსო გიორგაძე: თუკი 2024 წელს მივაღწიეთ, რომ ევროპული პატენტი ეს ნიშნავს ქართულ პატენტს, პირდაპირი წესით, როდესაც საქართველო მიუერთდება უკვე კონვენციას, ქართული პატენტი ავტომატურად იქნება ევროპული პატენტი
თუკი 2024 წელს მივაღწიეთ, რომ ევროპული პატენტი ეს ნიშნავს ქართულ პატენტს, პირდაპირი წესით, როდესაც საქართველო მიუერთდება უკვე კონვენციას, ქართული პატენტი ავტომატურად იქნება ევროპული პატენტი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ.
20 აპრილი 2026, 18:27
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: ომი არავის ინტერესებში არ შედის - დაძაბულობის შესამცირებლად ყოველი რაციონალური და დიპლომატიური გზა უნდა იყოს გამოყენებული
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ „ომი არავის ინტერესებში არ შედის“ და „დაძაბულობის შესამცირებლად ყოველი რაციონალური და დიპლომატიური გზა უნდა იყოს გამოყენებული“. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 18:26
საზოგადოება
სოსო გიორგაძე: ევროკომისიის რეკომენდაცია მივიღეთ გაგვეკეთებინა განცხადება ევროპის საპატენტო უწყებაში გაწევრიანებისთვის, განაცხადიდან ოთხ თვეში პრეზიდენტის სტუმრობა არის მხარდაჭერა რეფორმების, რომელსაც ვახორციელებთ
საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ „დღის ქრონიკაში“ საქართველოს ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსის ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც საერთაშორისო კონფერენციაში „კვლევებიდან შედეგებამდე - პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“ მონაწილეობს.
20 აპრილი 2026, 18:21
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება ენერგეტიკის მდივნის შეფასებას იმის შესახებ, რომ ბენზინის ფასი მომავალ წლამდე, შესაძლოა, 3 დოლარზე დაბლა არ ჩამოვიდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს გამოცემა The Hill-ს განუცხადა, რომ იგი არ ეთანხმება ენერგეტიკის მდივნის, კრის რაიტის შეფასებას იმის შესახებ, რომ ბენზინის ფასი მომავალ წლამდე, შესაძლოა, 3 დოლარზე დაბლა არ ჩამოვიდეს.
20 აპრილი 2026, 18:20
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური: სამწუხაროა, რომ ის ბიოლოგიურად ქართველები, რომლებიც წესით და რიგით უნდა უსმენდნენ ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის ინტერესებს უნდა ატარებდნენ, იყურებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მათგან ელოდებიან ინსტრუქციებს
სამწუხარო რეალობაა, რომ ევროპული ღირებულებები სერიოზული გამოწვევების წინაშეა და ამას მთელი მსოფლიო ხედავს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.
20 აპრილი 2026, 18:16
ეკონომიკა
სოსო გიორგაძე: ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ეს არის მხარდაჭერა, შეფასება და დაფასება იმ რეფორმებისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ
ნებისმიერ რეფორმას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, პირველ რიგში ამას ვაკეთებთ საქართველოში ამა თუ იმ სისტემის გაძლიერებისათვის და სწორედ ეს არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ. გიორგაძის თქმით, ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი განხორციელებული რეფორმების დაფასებაა.
20 აპრილი 2026, 18:14
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომი უნდა დასრულდეს, რათა ქვეყანამ ყურადღება აღდგენით პროცესზე გადაიტანოს
ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ირანმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაასრულოს, რათა ყურადღება უფრო მნიშვნელოვან ამოცანაზე - ქვეყნის აღდგენაზე გადაიტანოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.


