Amnesty International საქართველოს მოუწოდებს დემირელის კოლეჯის მენეჯერი თურქეთს არ გადასცეს
მუსტაფა ემრე ჩაბუქი
Amnesty International საქართველოს მოუწოდებს არ გადასცეს თურქეთის ხელისუფლებას დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი.
Amnesty International წერს, რომ "საქართველოში მცხოვრებ მუსტაფა ჩაბუქს თურქეთში ექსტრადაცია ემუქრება, სადაც მაღალი რისკია, რომ მას აწამებენ ან მის მიმართ ადამიანის უფლებების სხვა პრინციპებს დაარღვევენ. თურქეთმა მუსტაფა ჩაბუქს "ტერორიზმის მხარდაჭერა" დასდო ბრალად და ფეთქჰულა გიულენის მოკავშირედ მიიჩნევს. მუსტაფა ჩაბუქი თურქეთის ბრალდებებსა და ტერორიზმთან რაიმე სახის შეხებას უარყოფს. ის ნებისმიერ წუთს შეიძლება გადასცენ თურქეთის ხელისუფლებას, სადაც სავარაუდოა რომ მას არაადამიანური მოპყრობა, წამება, არასამართლიანი სასამართლო და ადამიანის უფლებების სხვა პრინციპების დარღვევა ელის", - წერია ორგანიზაციის წერილში.
Amnesty International მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, გაუგზავნონ შესაბამისი წერილები პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, რათა საქართველოს ხელისუფლებამ არ განახორციელოს მუსტაფა ემრე ჩაბუქის დეპორტაცია, ექსტრადაცია ან რაიმე სხვა ფორმით თურქეთის ხელისუფლებისთვის გადაცემა, სადაც ის შეიძლება აწამონ.
ტექსტის დასასრულს, ორგანიზაცია წერს, გასული წლის შემდეგ, თურქეთი ზეწოლას ახორციელებს მოკავშირე ქვეყნებზე, რათა მათ გადასცენ თურქეთს ფეთჰულა გიულენთან "კავშირში ეჭვმიტანილი" პირები.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით, ინტერნეტში პეტიცია გავრცელდა.
აპრილის დასასრულს, თურქეთის ხელისუფლებამ 9 000-ზე მეტი პოლიციელი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის საქმიანობის გამოძიების ფარგლებში სამსახურიდან გაათავისუფლა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პოლიციამ გიულენთან კავშირის ბრალდებით ქვეყნის 81 პროვინციაში 803 ადამიანი დააკავა. სპეცოპერაციაში 8 000-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა.
გასული წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში დაახლოებით 40 ათასი ადამიანი დააკავეს და 120 ათასზე მეტი სამსახურიდან დაითხოვეს.
თურქეთის ხელისუფლების მოსაზრებით, 2016 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. გიულენი ბრალდებას უარყოფს. 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2.1 ათასზე მეტი დაშავდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანის სახელმწიფო უწყებებში, სასამართლოში, განათლების ორგანიზაციებში, არმიასა და სპეცსამსახურებში მასობრივი წმენდა დაიწყო.
ყველა სიახლე
28 თებერვალი 2026, 20:04
პოლიტიკა
მაგდა ანიკაშვილი: კლასიკური დებატების ნაცვლად დღეს ღია ეთერი დაეთმობა დისკუსიას სიტყვის თავისუფლების და მედიაგარემოს შესახებ. ვეცდებით, ვუპასუხოთ მთავარ კითხვას - ვის ინტერესებშია ცენზურის დაწესება ქართველი მაყურებლისთვის
ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მონაწილეობაზე კვლავ უარი თქვეს ოპონენტებმა. ნაწილი გადაცემის ზარებს არ პასუხობდა, ნაწილი სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობდა სტუმრობაზე. იყვნენ ისეთებიც, ვინც ჯერ დათანხმდა, თუმცა შემდეგ ეთერზე უარი თქვეს.
28 თებერვალი 2026, 19:51
მსოფლიო
კირ სტარმერის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა „ცაში თვითმფრინავები ააფრინა“, რათა ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეები დაიცვას
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეების დასაცავად სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა.
28 თებერვალი 2026, 19:13
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აიათოლა ალი ხამეინიზე: რამდენადაც მე ვიცი, ცოცხალია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ცოცხალია.
28 თებერვალი 2026, 19:03
საზოგადოება
პროექტის - „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა
პროექტის - „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში, მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა.
28 თებერვალი 2026, 18:37
საზოგადოება
თსუ-ში ნუგზარ სურგულაძის 75 წლის და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესორის ნუგზარ სურგულაძის 75 წლის და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლების სხვადასხვა იურიდიულ თუ ინტერდისციპლინურ თემაზე დაწერილი სტატიებია თავმოყრილი.
28 თებერვალი 2026, 18:34
რეგიონი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა.
28 თებერვალი 2026, 18:31
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი ოპოზიციაზე: ამერიკის შეერთებული შტატების იმ ხელმძღვანელობას მიმართავენ დღეს, რომელსაც წლების განმავლობაში ლანძღავდნენ. რა სინდისი აქვთ, როგორ უნდა მიმართონ მათ საერთოდ - მათ არ აქვთ არანაირი პოლიტიკური მომავალი
ამერიკის შეერთებული შტატების იმ ხელმძღვანელობას მიმართავენ დღეს, რომელსაც წლების განმავლობაში ლანძღავდნენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
28 თებერვალი 2026, 18:28
პოლიტიკა
ოთარ ჭულუხაძე: მას შემდეგ, რაც რევოლუციის 5 მცდელობა ჩავარდა და რადიკალურმა ოპოზიციამ კრახი განიცადა, საჭიროა მათი რაღაც ტიპის რეაბილიტაცია. ამ რეაბილიტაციისთვის ცდილობენ, რომ ორი მედია დაასანქცირონ
მას შემდეგ, რაც რევოლუციის 5 მცდელობა ჩავარდა და რადიკალურმა ოპოზიციამ კრახი განიცადა, საჭიროა მათი რაღაც ტიპის რეაბილიტაცია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფილოსოფოსმა ოთარ ჭულუხაძემ.
28 თებერვალი 2026, 18:17
პოლიტიკა
ოთარ ჭულუხაძე თავისუფალ მედიაზე თავდასხმა: ეს არის გამოწვევა, რომელიც მშვიდად, ორგანიზებულად და მეტი სუვერენული ხედვით უნდა მივიღოთ და ვუპასუხოთ
„ამ სანქციებს განსაკუთრებული გავლენის მოხდენა არ შეუძლია, მაგრამ არის გათვლა, რომ გარკვეული შიდა რყევები გამოიწვიოს, ერთგვარი კბილის მოსინჯვის ამბავია და სამომავლო სიგნალია, რომ ვიღაცებს კიდევ დავასანქცირებთ და შეშინდითო. თუმცა, ვხედავ, რომ საზოგადოების სიმწიფე და სუვერენიტეტის იდეის გარშემო გაერთიანებულობა ამ რყევებს ვერ გამოიწვევს. ეს არის გამოწვევა, რომელიც მშვიდად, ორგანიზებულად და მეტი სუვერენული ხედვით უნდა მივიღოთ და ვუპასუხოთ. “, - აღნიშნა ფილოსოფოსმა.
28 თებერვალი 2026, 18:05
პოლიტიკა
ჭეიშვილი ბრიტანეთზე: რასაც უწუნებ რუსეთს და იგივეს აკეთებ არა შენს, არამედ სხვა ქვეყანაში, რის არანაირი სამართლებრივი უფლება არ გაქვს, რომ ჩაერიო სხვის პოლიტიკაში, დაუწესო ცენზურა ყველაზე რეიტინგულ არხებს, ეს მინიმუმ არასწორია
რასაც შენ უწუნებ რუსეთს და იგივე მეთოდებით შენ აკეთებ არა შენს ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყანაში, რის არანაირი სამართლებრივი და მორალური უფლება არ გაქვს, რომ ჩაერიო სხვის პოლიტიკაში და მით უფრო, დაუწესო ცენზურა ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ არხებს, ეს მინიმუმ არასწორია და ვერანაირ შეფასებას ვერ გააკეთებს ამასთან დაკავშირებით ვერც ბრიტანეთის ელჩი და ვერც ერთი ქვეყნის შიდა თუ გარე მტერი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.
28 თებერვალი 2026, 18:01
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ბევრი ქვეყანა გინახავთ, სადაც პრემიერი იჯდეს და ედებატებოდეს იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 3%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს? ეს საშუალება მიეცათ ქვეყნის მტრებს და თავიდანვე უარი თქვეს
„თავიდანვე განაცხადეს უარი დებატებში მონაწილეობაზე. ქვეყნის მტრებზე ვსაუბრობ, რადიკალური ოპოზიციაც აღარ ჰქვიათ ამათ“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.
28 თებერვალი 2026, 17:49
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არასდროს ჩაიხშობა - რა პრობლემებიც იდგა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, აღარასდროს განმეორდება
„2022 წლიდან, ჩვენთან რა პროცესებიც მიმდინარეობს, ეს არის „დიფ სთეითის“ ხელი. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ვერანაირი სანქცია ვერ დაამარცხებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას, ვერანაირი სანქცია გათიშავს ვერც „იმედს“, ვერც „პოსტივის“ და ვერცერთ დამოუკიდებელ არხს. ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არასდროს ჩაიხშობა. რა პრობლემებიც იდგა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, ის ჩვენს ქვეყანაში აღარასდროს განმეორდება“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
28 თებერვალი 2026, 17:30
რეგიონი
მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე ქვისცვენის გამო, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
28 თებერვალი 2026, 17:26
პოლიტიკა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ გორში რეგიონული წარმომადგენლობების ოფისი გახსნა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების პირველი ოფისი გორში გახსნა და შიდა ქართლის მოსახლეობას გორის თეატრში შეხვდა.
28 თებერვალი 2026, 17:14
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: ამაზე ანტიევროპული პერიოდი ევროპას არ ჰქონია
„ეს არის ჟანგბადის მიცემა კვდომაში წასული ოპოზიციისთვის, რომ როგორღაც თავიანთი აგენტურული ძალები გამოაცოცხლონ. ამაზე ანტიევროპული პერიოდი ევროპას არ ჰქონია, რომელიც შექმნეს „დიფ სთეითის“ ხელის ბიჭად ქცეულმა ბიუროკრატებმა და მათ შორის ბრიტანეთის ხელისუფლებაში მოკალათებულმა ბიუროკრატებმა. ასევე ძალიან საცოდავ სიტუაციაში ჩაიგდო თავი ბრიტანეთის ელჩმა, რომელიც არის ამ ძალების გამხმოვანებელი“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.
28 თებერვალი 2026, 17:05
რეგიონი
ხაშურის მუნიციპალიტეტში სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
„სასოფლო გზების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი მიმართულებაა. პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ ყიფიანთუბნის მოსახლეობას გადაადგილების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობები ექნება,“ — აღნიშნა პაატა ჩადუნელმა სამუშაოების დათვალიერებისას.
28 თებერვალი 2026, 16:50
რეგიონი
ვერონა-თელავის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე აღდგენილია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“.
28 თებერვალი 2026, 16:46
რეგიონი
მაღალმთიანი აჭარის სოფლებში საავტომობილო გზები თოვლის საფარისგან აქტიურად იწმინდება
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები აქტიურად იწმინდება. მიმდინარეობს, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები.
28 თებერვალი 2026, 16:43
მსოფლიო
ესპანეთი, ნორვეგია და საფრანგეთი ისრაელისა და აშშ-ის შეტევას ირანზე გმობენ
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ოფიციალური მადრიდი გმობს ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივ სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ.
28 თებერვალი 2026, 16:29
საზოგადოება
გლდანის რაიონში გზები თოვლისგან გაიწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა
გლდანის რაიონში თოვლისგან გაიწმინდა გზები და დაიყარა ტექნიკური მარილი.


