imedi /  31 მაისი 2017, 19:25 / სანდო წყარო

განათლების სამინისტრო სკოლაში ბავშვების მიერ თვითდაზიანების ფაქტს ადასტურებს

განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური სკოლაში ბავშვების მიერ თვითდაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. მისი განცხადებით, მოსწავლეები ინტერნეტთამაშ "ლურჯ ვეშაპში" მონაწილეობას უარყოფენ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

"დღევანდელ შემთხვევაში მონაწილე ბავშვები არ ადასტურებენ ინტერნეტთამაშში ჩართვას - ეს გასაგებიცაა, მათი ასაკიდან და შიშებიდან გამომდინარე, რომ დაისჯებიან", - განაცხადა გიგაურმა

"დღეს სკოლის მასწავლებელს გაუჩნდა ეჭვი, რომ ერთი მოსწავლე, რომელსაც ხელები ჰქონდა დასერილი, დაკავშირებული იყო რისკთან, ამიტომ, შეამოწმა სხვა მოსწავლეებიც და მაშინვე შეატყობინა მანდატურის სამსახურს, ასევე პოლიციას“, - განმარტავს ლია გიგაური და დასძენს, რომ ამ თამაშის შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ 1 წლის წინ მიიღო და სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის ტრენინგების ჩატარება დაიწყო.

"ერთი თვის წინ, გარკვეული ტალღის აგორებასთან დაკავშირებით, ასევე, შემოსულ ინფორმაციას დავეყრდენით და ვთხოვეთ სკოლის მასწავლებლებს და დირექტორებს, რომ გააფრთხილონ მშობლები, დაკვირვებით იყვნენ, მაქსიმალურად გათვალონ რისკები და დააკვირდნენ შვილების ქცევას. ასევე, მასწავლებლებს აქვთ დავალება, რომ დაკვირვებით იყვნენ, მოსწავლეს თუ აღმოაჩნდება რაიმე ისეთი ნიშანი - როგორიცაა ხელების დასერვა, სწრაფად მოახდინონ რეაგირება", - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.

გიგაურის თქმით, მათ დღეს კიდევ ერთხელ გააფრთხილეს სკოლები, მშობლებთან კომუნიკაცია განაგრძონ.

"დღეს, როდესაც ეს ინფორმაცია მივიღეთ, განმეორებით გავაფრთხილეთ სკოლები, რომ კვლავ გააგრძელონ მშობლებთან კომუნიკაცია. თითოეულმა დამრიგებელმა აუხსნას მისი კლასის მშობლებს, თუ რა რისკებთანაა დაკავშირებული მათი შვილების ამ თამაშში ჩართვა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ თამაშში ჩართვა და კომუნიკაცია საღამოს პერიოდში ხდება და ამიტომ, ოჯახის წევრების მხრიდან ნამდვილად სჭირდება დაკვირვება და მონიტორინგი, რას თამაშობს ბავშვი, რომელ საიტებზე შედის და რა რისკებთან არის დაკავშირებული იმ კონკრეტულ თამაშში ჩართვა“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისში შვიდმა მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა. დღესვე შსს განცხადება გაავრცელა, რომ ინტერნეტთამაშთან დაკავშირებით, რომელიც ახალგაზრდებისთვის საშიშია, უწყებამ გამოძიება დაიწყო.

28 მაისს, საქართველოში, 12 წლის გოგო ე. წ. კურატორის დავალებით მე-5 სართულიდან გადახტა. ის სხეულის მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში წევს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

21 მაისი 2026, 12:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გვაგუებენ, განვიხილოთ ტერიტორიები, როგორც ტვირთი და დამოუკიდებლობა, როგორც ზედმეტი პასუხისმგებლობა, რომლის მოცილებისთანავე გაგვეხსნება ევროკავშირის კარიბჭე - ეს არის 21-ე საუკუნის დანაელების ძღვენი

ამ ადამიანს, კიდევ ერთხელ უნდა აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რომელზე შეყენებასაც ასე ცივსისხლიანად გვიპირებდნენ 2022 წელს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ,,საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალ საერთო გზიდან“.

ბაჩო ახალაია

21 მაისი 2026, 12:23

პოლიტიკა

ბაჩო ახალაია: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია

„ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა. როდესაც დიქტატურა აწვება, საზოგადოების გზა არის დამხობა. არცერთი ტირანია მთელ ერს არ დაუმხია, მთელი ერი არც მონაწილეობს ხოლმე ამ პროცესში. რეჟიმს მხარდამჭერებიც ჰყავს ხოლმე. რა ძალა, რა ფორმაც არ უნდა გახდეს საჭირო, უნდა მივაღწიოთ რეჟიმის დამხობას და ამ სასამართლო დარბაზებში უნდა გავასამართლოთ. იმ სასამართლოთი უნდა გასამართლდნენ, რომელიც იარსებებს. თქვენ მოგიწევთ „ქოცების“, მოსამართლეების, პროკურორების გასამართლება.

21 მაისი 2026, 12:14

რეგიონი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

„ჩვენ რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით ერთობლივი პროგრამების განხორციელება, უკვე არსებული გამოცდილების გაძლიერება და მისი მისადაგება დევნილი მოსახლეობის სპეციფიკურ საჭიროებებზე, არის ჩვენი ხელისუფლების საერთო მიზანი. ერთობლივი ძალისხმევით და მჭიდრო კოორდინაციით ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება, რასაც ჩვენი დღევანდელი შეხვედრის დროს განხილული საკითხებიც მოწმობს“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ილონ მასკი

21 მაისი 2026, 12:02

მსოფლიო

ილონ მასკი შესაძლოა მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდეს

კომპანიის IPO-ს წამყვანი ორგანიზატორი ბანკი Goldman Sachs იქნება. 2026 წლის თებერვალში, xAI-სთან (ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპთან) შერწყმის შემდეგ, SpaceX-ი 1,25 ტრილიონ დოლარად შეფასდა.

ირაკლი ლექვინაძე

21 მაისი 2026, 11:49

საზოგადოება

კონკურენციის სააგენტო საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიან საინფორმაციო პლატფორმას ქმნის

სააგენტოს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე, სააგენტოს დაევალა, მომხმარებლებს ქსელურ მარკეტებში საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში შესთავაზოს.

21 მაისი 2026, 11:45

მსოფლიო

მედია: თურქეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 ცნობილი მსახიობი და მომღერალი დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 14 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის არიან ცნობილი მსახიობები, ჟურნალისტები და შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლები. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

21 მაისი 2026, 11:37

სამართალი

„ქრონიკამ“ მოიპოვა კადრები, სადაც საპატრიარქოსთან მომხდარი ინციდენტია ასახული

საპატრიარქოს ეზოში 20 მაისს შევარდა ავტომობილი, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია. თვითმხილველების თქმით, მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.

21 მაისი 2026, 11:35

საზოგადოება

დავით ნარმანია: „Aqualia“-ს სტრატეგიული მიდგომები იძლევა იმის გარანტიას, რომ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ წამყვანი საერთაშორისო წყლის კომპანიის, „Aqualia“-ს მიწვევით, მონაწილეობა მიიღო „გლობალური წყლის სამიტი 2026“-ში (Global Water Summit 2026), რომელიც 18-20 მაისს ესპანეთში, ქ. მადრიდში გაიმართა, - ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

21 მაისი 2026, 11:32

ეკონომიკა

სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი (ENTC) პროექტის განხორციელებას იწყებს, სახელწოდებით: „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს“.

21 მაისი 2026, 11:29

რეგიონი

გონიო-კვარიათში 40-მდე უნებართვო და უსახური ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის გაფრთხილების შემდეგ ნაგებობების უმრავლესობა მეპატრონეებმა თავად დაშალეს და ტერიტორიიდან გაიტანეს. კომერციული ობიექტები ზღვისპირა ზოლში სეზონურად მუშაობდნენ და სანებართვო ხელშეკრულებაც შესაბამისი ვადით ჰქონდათ.

არჩილ გორდულაძე

21 მაისი 2026, 11:27

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე დანიაში აქციის დარბევაზე: არავითარი ორმაგი სტანდარტი აღარ არსებობს ევროპის მხრიდან, ეს არის უბრალოდ მთლიანი სტანდარტების რღვევა

არავითარი ორმაგი სტანდარტი აღარ არსებობს ევროპის მხრიდან, ეს არის უბრალოდ მთლიანი სტანდარტების რღვევა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ დანიაში აქციის დარბევაზე საუბრისას.

ზაზა შათირიშვილი

21 მაისი 2026, 11:26

პოლიტიკა

შათირიშვილი: ტრამპი არ და ვერ წავა ოლიგარქიული ოჯახების ინტერესების წინააღმდეგ. მისი მოჩვენებითი აქტიურობა დიდი თამაშის ნაწილია. ესეც პასუხი კითხვაზე, რატომ დუმს აშშ ევროპაში განვითარებული სამარცხვინო მოვლენების შესახებ

„ესეც პასუხი კითხვაზე, რატომ დუმს ამერიკის შეერთებული შტატები შუაგულ ევროპაში განვითარებული იმ სამარცხვინო და არაჰუმანური მოვლენების შესახებ, რომელიც არა მხოლოდ ევროპულ, არამედ, ზოგადად, დასავლურ ფუნდამენტურ ღირებულებთან არის წინააღმდეგობაში“, - ვკითხულობთ წერილში.

ზაზა შათირიშვილი

21 მაისი 2026, 11:25

პოლიტიკა

შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ რებრენდინგის პროცესი ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება, თანაც იმგვარად, რომ ისინი სულ ახლოს არიან სასურველ მიზანთან - ევროპა დაუძლურებულია და საფუძველშერყეული, მათ ფონზე კი აშშ კვლავ სუპერსახელმწიფოდ ჩანს

ფაქტია ისიც, რომ „დიფ სთეითის“ რებრენდინგის პროცესი ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება, თანაც იმგვარად, რომ ისინი სულ ახლოს არიან სასურველ მიზანთან - ევროპა დაუძლურებულია და საფუძველშერყეული, მათ ფონზე კი ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ სუპერსახელმწიფოდ ჩანს, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

ზაზა შათირიშვილი

21 მაისი 2026, 11:23

პოლიტიკა

შათირიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაბედა და ღიად დასვა კითხვები კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, რომელზეც დღეს თავად ევროპელი მოქალაქეებიც აქტიურად საუბრობენ

ნამდვილად „რაღაც დალპა დანიის სამეფოში“, როგორ ცინიკურადაც არ უნდა იყენებდნენ ამ ფრაზას ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჯარო წერილის შეფასებებისას. მეტიც, „რაღაც დალპა “ არა მხოლოდ „დანიის სამეფოში“, არამედ მთლიანად ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. შესაძლოა ბევრს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას ამ სურათის სრულად დანახვა, ან ხალხისთვის ჩვენება არ სურს, მაგრამ ძლიერი ოლიგარქიული ოჯახების გეგმის მიხედვით მიმდინარე პროცესების უსიამოვნო სუნი უკვე ყველგან მძაფრად იგრძნობა, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

მარკ რუტე

21 მაისი 2026, 11:22

მსოფლიო

POLITICO: ევროპაში აშშ-ის ჯარების შემცირებამ კონტინენტი შოკში ჩააგდო, თუმცა რუტემ „მხრები აიჩეჩა“

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ევროპიდან სამხედროების გაყვანის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოულოდნელი გადაწყვეტილების მნიშვნელობა დააკნინა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი შემცირება „სტრუქტურირებულად“ მოხდება. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

ზაზა შათირიშვილი

21 მაისი 2026, 11:21

პოლიტიკა

შათირიშვილი: როდესაც ხელისუფლება ევროკავშირს აკრიტიკებს და ევროპაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს, საზოგადოებას აქვს უფლება მოისმინოს პასუხი კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე - რატომ დუმს ამ ყველაფერზე ამერიკის შეერთებული შტატები?

ნახევრად სიმართლე - სრული სიმართლე ვერ იქნება! როდესაც ხელისუფლება ევროკავშირს აკრიტიკებს და ევროპაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს, საზოგადოებას აქვს უფლება მოისმინოს პასუხი კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე - რატომ დუმს ამ ყველაფერზე ამერიკის შეერთებული შტატები? - ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.

თენგიზ შარმანაშვილი

21 მაისი 2026, 11:20

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი დანიის პოლიციის პასუხზე: ორმაგი სტანდარტი იმდენად ძვალსა და რბილში აქვთ უკვე ამ ევრობიუროკრატებს გამჯდარი, რომ ასეთი არაადეკვატური პასუხიც ნორმალურად მიაჩნიათ

„აქ ყველაზე ნიშანდობლივია პასუხი, რაც თქვენს ტელევიზიას დანიის პოლიციამ მისწერა, რომ თურმე დიალოგი რომ ვერ შედგა, ამან გამოიწვია ძალის გამოყენება. აი ასეთი რამე რომ ჩვენმა პოლიციამ ვინმეს მისწეროს, ვინმესთვის ეს მისაღები იქნება? რა თქმა უნდა, ატეხენ ერთ ამბავს. მათ ყველაფერს ჰპატიობენ. ეს ორმაგი სტანდარტი იმდენად ძვალსა და რბილში აქვთ უკვე ამ ევრობიუროკრატებს და თუნდაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ხელმძღვანელობას გამჯდარი, რომ ასეთი არაადეკვატური პასუხის ნორმალურად მიაჩნიათ“, - ამბობს შარმანაშვილი.

იურაი ბლანარი

21 მაისი 2026, 11:19

მსოფლიო

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი: ევროპარლამენტარებს ევროპული ინსტიტუტები პროგრესულ-ლიბერალური აქტივიზმის პოლიტიკურ ტრიბუნაში ეშლებათ

სლოვაკეთის რესპუბლიკა ცნობად იღებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც სლოვაკეთში სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობას ეხება. აღნიშნული რეზოლუცია მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებას შეიცავს და სლოვაკეთის რესპუბლიკის მიმართ იურიდიული ძალა არ გააჩნია. უპირველეს ყოვლისა კი, ის რეალობას არ შეესაბამება და ჩვენ მის ფორმულირებას არ ვეთანხმებით, - წერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი სოციალურ ქსელში.

ზაზა შათირიშვილი

21 მაისი 2026, 11:18

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ნამდვილად „რაღაც დალპა დანიის სამეფოში“, როგორ ცინიკურადაც არ უნდა იყენებდნენ ამ ფრაზას ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჯარო წერილის შეფასებებისას

ნამდვილად „რაღაც დალპა დანიის სამეფოში“, როგორ ცინიკურადაც არ უნდა იყენებდნენ ამ ფრაზას ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჯარო წერილის შეფასებებისას. მეტიც, „რაღაც დალპა“ არა მხოლოდ „დანიის სამეფოში“, არამედ მთლიანად ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, - წერს ფილოსოფოი, ზაზა შათირიშვილი.

21 მაისი 2026, 11:18

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, რუსთავში ძველი რუსთავის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება

„საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, რუსთავში ძველი რუსთავის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება. ჩვენი ქალაქისთვის უპრეცედენტო და მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში, 100 საცხოვრებელი კორპუსის რესტავრაცია-რეაბილიტაციასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწვანე სივრცეც განახლდება, რომელიც 8 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. დღეს შეხვედრა გვქონდა მოსახლეობასთან და გავაცანით პროექტი, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.