29 სექტემბერი 2020, 17:19 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: კრიმინალური და მავნებელი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

კრიმინალური და მავნებელი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება. ამჯერად, არსებული ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ნაციონალური მოძრაობის პარტიული აქტივის წარმომადგენლები მივიდნენ ცესკოს საოლქო კომისიის შენობასთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც არის ჩვენი ოფისიც, ,,ქართული ოცნების“ შტაბი, საიდანაც მძიმე შეურაცხყოფის ფონზე აპირებდნენ ჩვენი შტაბის წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა ჩვენ, როგორც იცით, ჩაშლილი გვაქვს მკაცრი დირექტივა პარტიაში, რომ პარტიულმა აქტივმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი მსგავს მავნებლობაზე. ამიტომ, ნაცმოძრაობის მხრიდან პროვოკაციის პირველი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს.

„ცესკოს საოლქო ორგანიზაციის შენობაში შეუშვეს მათი აქტივისტი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ეს პირი იდენტიფიცირებულია და შეგნებულად აქ, არ ვამბობ სახელსა და გვარს, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაისური შემოახია ცესკოს თანამშრომელს, რასაც მოჰყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება. შენობასთან შეკრებილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა აღნიშნულზე დაიწყეს ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოსაყენებლად. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკვე რამდენიმე დღეა და თქვენ ეს ფაქტები ყველამ მშვენივრად იცით, ცდილობენ „ქართული ოცნების“ წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა, დღეს, როდესაც ჩვენი გუნდის წევრების მიმართ მათი ასეთი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, ისინი უკვე ცესკოს თანამშრომელზე გადავიდნენ და აღნიშნული პიროვნება მათი ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამჟამად, როგორც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, ადგილზე იმყოფება პოლიცია და დაწყებულია გამოძიება. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები, რადგან მათ არჩევნებში იციან, რომ წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ და მხოლოდ პერმანენტულ ძალადობაზე, მუდმივ პროვოკაციაზე არიან გადასულები. კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, არა მხოლოდ ჩვენს აქტივისტებს და განსაკუთრებით ჩვენი პარტიის წევრებს და აქტივისტებს, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების პროვოკაციაზე რეაგირებისაგან. როგორც ჩანს უკვე მათ აქვთ თავისი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ხაზად განსაზღვრული პროვოკაციები, ამიტომ ჩვენ ყველას გვმართებს, რომ არ პროვოკაციებზე არ წამოვეგოთ. სრული მობილიზება მოვახდინოთ ყველა მიმართულებით, რადგან ასევე აქვს საქართველოს მოსახლეობას უნიკალური შანსი, რომ ,, ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი არჩევნების შედეგებში იყოს ისტორიულ მინიმუმზე. ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საარჩევნო პროცესში დესტრუქციის შემოტანაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ყველა კანონდარღვევას, ძალადობის ყველა ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი, მკაცრი პასუხი მოჰყვება და დესტაბილიზაციის საშუალება არავის მიეცემა“ -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მარნეულში, ცენტრალური საოლქო საარჩევნო კომისიის წინ „ქართული ოცნების“ წევრებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

15 აპრილი 2026, 09:18

მსოფლიო

ტრამპი: ვინმემ აუხსენით პაპ ლეოს, რომ ირანმა უკანასკნელ ორ თვეში 42 ათასი უდანაშაულო, პროტესტის შეუიარაღებელი მონაწილე მოკლა

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რომის პაპ, ლეო მე-XIV-ს შორის სიტყვიერი კამათი გრძელდება.

დონალდ ტრამპი

15 აპრილი 2026, 09:02

მსოფლიო

ტრამპი: ნატომ მხარი არ დაგვიჭირა და მომავალშიც არ დაგვიჭერს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა

15 აპრილი 2026, 08:57

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 აპრილს საქართველოში

ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მშრალი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

15 აპრილი 2026, 08:48

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს თბილისის აეროპორტში, გულშემატკივრებმა გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს

ტურნირში 26 ქვეყნის ნაკრებები მონაწილეობდნენ. საქართველომ ჯგუფში ბრაზილიას და სლოვენიას სძლია, რის შემდეგაც პლეიოფში თურქეთს და უკრაინას მოუგო. გადამწყვეტი ნახევარფინალური შეხვედრა რევაზ ჩომახიძის გუნდმა გერმანიასთან 19:13 მოიგო და ტურნირის ფინალში გასვლასთან ერთად, მსოფლიოს ტოპ 8 ნაკრებს შორის მოხვდა.

15 აპრილი 2026, 08:35

რეგიონი

კახეთში სალიკვიდაციო სამუშაოები მეოთხე დღეა ინტენსიურად გრძელდება

შესაბამისი სამსახურები უახლოეს დღეებში შეისწავლიან ჭერემთან დამაკავშირებელ გზაზე არსებულ ვითარებას და გატარდება საჭირო ღონისძიებები.

15 აპრილი 2026, 08:33

რეგიონი

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ. ჰერეთისკარი) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ. ჰერეთისკარი) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

15 აპრილი 2026, 08:31

საზოგადოება

მეუფე იოანე: ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე - გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც მის კურთხევას და მის ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მომავალი პატრიარქის არჩევნების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ეკლესია ახლა, პირველ რიგში, პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღისთვის, შემდეგ ეკლესიის საერთო კრებისა და ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება.

ნინო წილოსანი

15 აპრილი 2026, 08:24

პოლიტიკა

ნინო წილოსანი „ნაცმოძრაობაზე“: დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან და მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება

ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც თავისი აქტივისტებით, პოლიტიკოსებით, მათი კუთვნილი ტელევიზიებით წლებია ებრძვიან ქართულ ეკლესიას, ებრძოდნენ პატრიარქს. კიდევ ერთხელ დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან, როგორი ძლიერია ეკლესია და რა თქმა უნდა, მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება“, - აღნიშნა წილოსანმა.

15 აპრილი 2026, 08:16

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან მისივე სიტყვებით „უღმერთოები და ურწმუნოები“

თინა ბოკუჩავასთვის ეკლესია მოედანია, რომელზეც, მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა შევიდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან მისივე სიტყვებით „უღმერთოები და ურწმუნოები“.

გიორგი ვოლსკი

15 აპრილი 2026, 08:01

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციაზე: ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს გასცეს პასუხები ყველა შეკითხვას დასაბუთებულად

„გახარიას პოლიტიკური პარტია ზუსტად იმავე მიდგომებს იზიარებს, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გააჩნია - თითქოს ჩვენ ვართ ბრიუსელის წინაშე ვალში და ფაქტია, რომ ამაზე არცერთი კვლევა მეტყველებს. აქ უფრო პოლიტიკური სპეკულაციებია, ვიდრე ობიექტურ ანალიზზე დამოკიდებულება. ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს გასცეს პასუხები ყველა შეკითხვას დასაბუთებულად“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

შალვა პაპუაშვილი

15 აპრილი 2026, 07:58

პოლიტიკა

სტამბოლში დღეს საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა გაიხსნება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით

„იმედის გაღვივება, მშვიდობის უზრუნველყოფა და სამართლიანობის უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის“ - ამ თემებს მიეძღვნება საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა, რომელსაც წელს თურქეთი მასპინძლობს. ასამბლეა სტამბოლში დღეს იხსნება.

15 აპრილი 2026, 07:54

პოლიტიკა

პარლამენტი დღეს ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციით დაიწყება.

დონალდ ტრამპი

15 აპრილი 2026, 03:00

მსოფლიო

Fox News-ის ჟურნალისტი მარია ბარტირომო აშშ-ის პრეზიდენტთან ინტერვიუს შემდეგ: დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასრულებაზე საუბრობს

ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასრულებაზე საუბრობს, - ამის შესახებ Fox News-ის ჟურნალისტმა, მარია ბარტირომომ თეთრი სახლის ლიდერთან ინტერვიუს შემდეგ განაცხადა.

15 აპრილი 2026, 02:44

მსოფლიო

Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა გამონაკლისი, რომელიც „ლუკოილის“ საცალო მომსახურების სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირების უფლებას აძლევს

ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა გამონაკლისი, რომელიც „ლუკოილის“ საცალო მომსახურების სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირების უფლებას აძლევს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

15 აპრილი 2026, 02:31

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი პეტერ მადიართან სატელეფონო საუბრის შემდეგ: საჭიროა სწრაფი მუშაობა იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის დაფინანსების განსაბლოკად

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამშაბათს განაცხადა, რომ ესაუბრა უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულ პეტერ მადიარს და აღნიშნა, რომ საჭიროა სწრაფი მუშაობა იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის დაფინანსების განსაბლოკად.

15 აპრილი 2026, 02:20

მსოფლიო

The Guardian: ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, მარტში რუსეთის ნავთობიდან შემოსავლები თითქმის გაორმაგდა

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშის თანახმად, მარტში რუსეთის ნავთობიდან შემოსავლები თითქმის გაორმაგდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 01:18

სპორტი

კვარაცხელიას „პსჟ“-მ მამარდაშვილის „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში „პსჟ“-მ „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. შედეგად ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-სა და გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის“ ორრაუნდიანი დაპირისპირების შედეგი 4:0-ია.

პეტერ მადიარი

15 აპრილი 2026, 00:54

მსოფლიო

კრემლმა განაცხადა, რომ კმაყოფილია პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის

კრემლმა სამშაბათს განაცხადა, რომ კმაყოფილია უნგრეთის არჩეული პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის და დასძინა, რომ საკუთარ პოზიციას მისი ახალი მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე დააფუძნებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 00:41

სპორტი

სპორტის მინისტრი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო - თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს 16-19 აპრილს უმასპინძლებს

16-19 აპრილს თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობის მოსამზადებელ სამუშაოებს „თბილისი არენაზე“ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე გაეცნო. ინორმაციას სპორტის მსამინისტრო ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 23:56

საზოგადოება

15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე ხუთი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.