დავით ხიდაშელი: მე ჩემს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მათ შორის იმათაც, ვინც თავს მესხმის, ის მტკიცებულებები დავუბრუნე, რამაც ჩვენს ქვეყანას წელი უნდა გაუმაგროს მეგობარ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს
დავით ხიდაშელი
ფოტო: Google
მე ჩემს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მათ შორის იმათაც, ვინც თავს მესხმის, ის მტკიცებულებები დავუბრუნე, რამაც ჩვენს ქვეყანას წელი უნდა გაუმაგროს მეგობარ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს. ნუთუ ქვეყნის სამსახური და მისი ინტერესების დაცვაში მოკრძალებული წვლილის შეტანა დანაშაულია? როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის მართლაც ასეა, რადგან ერთი ტელევიზიის გენერალური დირექტორი პირდაპირ ეთერიდან დაპატიმრებითაც კი დამემუქრა, - ამის შესახებ განაცხადა პლანეტარული მონიტორინგისა და მიწისძვრის რისკის შემცირების მსოფლიო სააგენტოს დირექტორმა, დავით ხიდაშელმა, რომელმაც საქართველოს დავით-გარეჯთან დაკავშირებული რუკები გადასცა.
„თქვენ იცით, რომ მსურდა მომეწვია პრესკონფერენცია, რათა ქართული მედიასაშუალებების სრულ სპექტრს შევხვედროდი და დამეკმაყოფილებინა მათი ინტერესი ჩემი მოკრძალებული პერსონის მიმართ. მეტიც, ერთ-ერთ აქტიურ ჟურნალისტს დავპირდი კიდეც, რომ პირველი კითხვის დასმის უფლება ჩემს პრესკონფერენციაზე, პირადად მას ექნებოდა. თუმცა მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა - ჯერ საქართველოში არყოფნამ, ხოლო შემდეგ კოვიდ 19-თან დაკავშირებულმა პროტოკოლმა გარკვეული კორექტივები შეიტანა ჩემს გეგმებში, მაგრამ ესეც არ არის მთავარი.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში რა არ მოვისმინე საკუთარ თავზე სხვადასხვა ტელევიზიიდან: რომ თურმე ვარ სამშობლოს მოღალატე და ოკუპანტი სახელმწიფოს ჯაშუში; რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უდიდესი ძალისხმევის შედეგად მოძიებული უმნიშვნელოვანესი კარტოგრაფიული მასალის საქართველოში დაბრუნება - თურმე ქვეყნის მტრობა ყოფილა. საქმე მხოლოდ უაპელაციო ბრალდებებში, ცილისწამებასა და ენითაუწერელ შეურაცხყოფებშიც არ არის, თუმცა, დამეთანხმებით, პოლიტიკიდან შორს მდგომი ადამიანისთვის და განსაკუთრებით მისი ოჯახისთვის ესეც დიდი განსაცდელია.
გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ გაოგნებული ვარ საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულებით - მე ხომ აღნიშნული კარტოგრაფილი მასალა რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამომიტანია. მე ჩემს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მათ შორის იმათაც, ვინც თავს მესხმის, ის მტკიცებულებები დავუბრუნე, რამაც ჩვენს ქვეყანას წელი უნდა გაუმაგროს მეგობარ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს. ნუთუ ქვეყნის სამსახური და მისი ინტერესების დაცვაში მოკრძალებული წვლილის შეტანა დანაშაულია? როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის მართლაც ასეა, რადგან ერთი ტელევიზიის გენერალური დირექტორი პირდაპირ ეთერიდან დაპატიმრებითაც კი დამემუქრა“, - აცხადებს ხიდაშელი.
მისივე თქმით, ცხადია, რომ ამ კატეგორიის ხალხს კითხვებზე პასუხის მოსმენა საერთოდ არ სურთ. ხიდაშელის განცხადებით, მისი გადასახედიდან ისინი უბრალოდ არ არიან მედიის წარმომადგენლები და მათთან ურთიერთობაში აზრს ვერ ხედავს, რადგან არ ასრულებენ მედიის მთავარ ფუნქციას - საზოგადოების ობიექტურ ინფორმირებას.
„სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, მათზე დრო საერთოდ აღარ დავხარჯო. ინტერვიუ მივეცი ერთ-ერთ არხს და ვეცადე საზოგადოებაში დაგროვილ ყველა კითხვაზე გამეცა ამომწურავი პასუხი. მეტ საჯარო კომუნიკაციას ამ ეტაპზე არ ვგეგმავ. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მედიასაშუალების წარმომადგენელს, ვისაც არც ადამიანური და არც პროფესიული ეთიკა არ დაურღვევია და გულწრფელად სურდა ჩემთან შეხვედრა. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში, თუ ამის აუცილებლობა დადგა, გაფართოებულ ფორმატში შევხვდე მათ წარმომადგენლებს“, - აღნიშნულია დავით ხიდაშელის განცხადებაში.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. 8 ოქტომბერს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ყველა სიახლე
27 ივნისი 2026, 08:22
მსოფლიო
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 920-მდე გაიზარდა. მაშველები ნანგრევებში ასობით ადამიანს ეძებენ
ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 920-მდე გაიზარდა. ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ასობით ადამიანი კი კვლავ ნანგრევებშია მოყოლილი, იუწყება Reuters-ი.
27 ივნისი 2026, 08:00
პოლიტიკა
ღია ეთერი - ევროპარლამენტის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკა რეზოლუციიდან რეზოლუციაში ინაცვლებს. რას პასუხობს „ქართული ოცნება“ უცვლელ ბრალდებებს დემოკრატიის უკუსვლის შესახებ? - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება
ევროპარლამენტის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკა რეზოლუციიდან რეზოლუციაში ინაცვლებს. რას პასუხობს „ქართული ოცნება“ უცვლელ ბრალდებებს დემოკრატიის უკუსვლის შესახებ?
27 ივნისი 2026, 02:31
მსოფლიო
პრეზიდენტ ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის საბოლოო ანგარიშის პროექტი: ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის „გამყოფი კედლის“ კონცეფციამ შესაძლოა მცდარი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთის მოწინააღმდეგენი არიან და აბსოლუტურად განცალკევებულნი უნდა დარჩნენ - სინამდვილეში კი, ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთს აძლიერებენ და მხარს უჭერენ
ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის „გამყოფი კედლის“ კონცეფციამ შესაძლოა მცდარი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთის მოწინააღმდეგენი არიან და აბსოლუტურად განცალკევებულნი უნდა დარჩნენ - სინამდვილეში კი, ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთს აძლიერებენ და მხარს უჭერენ, - ნათქვამია პრეზიდენტ ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის მიერ პარასკევს გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის პროექტში
27 ივნისი 2026, 02:19
მსოფლიო
პრეზიდენტ ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის საბოლოო ანგარიშის პროექტი: რელიგიური თავისუფლების მთავარი საფრთხე თანამედროვე იდეოლოგიაა, რომელიც რელიგიის ჩანაცვლებას ცდილობს
რელიგიური თავისუფლების მთავარი საფრთხე თანამედროვე იდეოლოგიაა, რომელიც რელიგიის ჩანაცვლებას ცდილობს, - ნათქვამია პრეზიდენტ ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის მიერ პარასკევს გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის პროექტში.
27 ივნისი 2026, 02:05
მსოფლიო
The Hill: პრეზიდენტ ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის პროექტი მოუწოდებს „ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ხიდების აშენებისკენ“, რაც აშშ-ის ტრადიციული სამართლებრივი პრინციპის გადახედვას წარმოადგენს
პრეზიდენტ ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის მიერ პარასკევს გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის პროექტი მოუწოდებს „ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ხიდების აშენებისკენ“, რაც აშშ-ის ტრადიციული სამართლებრივი პრინციპის გადახედვას წარმოადგენს, - წერს გამოცემა The Hill-ი.
27 ივნისი 2026, 01:56
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განახორციელა
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) დაადასტურა, რომ ირანის მიერ კომერციულ გემზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-ის საჰაერო ძალებმა ირანის სამხედრო ობიექტების მიმართულებით ოპერაცია ჩაატარეს.
27 ივნისი 2026, 00:11
მსოფლიო
ევროკომისიის სპიკერი: ევროკავშირი მზად არის, მყისიერი ზომები მიიღოს, თუ დონალდ ტრამპი ციფრული მომსახურების გადასახადის გამო ევროკავშირის ქვეყნებს 100-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებს
ევროკავშირი მზად არის, მყისიერი ზომები მიიღოს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაპირებას შეასრულებს და ციფრული მომსახურების გადასახადის გამო ევროკავშირის ქვეყნებს 100-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებს.
26 ივნისი 2026, 23:37
საზოგადოება
პატრიარქი: ყველა ძალიან დაგვამწუხრა ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ. ხიზირის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა - მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა. გვჯერა, ხიზირის თავდადებული საქციელი და ნათელი ხსოვნა მრავალი ადამიანის გულში დარჩება მოყვასის სიყვარულისა და თავგანწირვის გამორჩეულ მაგალითად
„პატარა ხიზირმა მეგობრის გადასარჩენად გაიღო სიცოცხლე და იქცა ნამდვილი ვაჟკაცობისა და გმირობის ნიმუშად. ამ საერთო ტკივილმა ჩვენი გულები გააერთიანა და, მწუხარებასთან ერთად, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა ძალა აქვს ადამიანთა თანადგომას და ერთობას“.
26 ივნისი 2026, 23:25
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია გარკვეული სამხედრო შესაძლებლობები, თუმცა - უმნიშვნელო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ამჟამინდელი სამხედრო მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტმა აღიარა, რომ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციების მიუხედავად, თეირანს „გარკვეული“ სამხედრო შესაძლებლობები კვლავ შენარჩუნებული აქვს.
26 ივნისი 2026, 23:25
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმის მნიშვნელობაზე: კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის წარმომადგენლებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან.
26 ივნისი 2026, 23:10
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან და ჩარევებისგან დაიცვას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას უცხოური გავლენებისა და ჩარევებისგან სახელმწიფოს დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, სწორედ ამ მიმართულებით მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომელიც აძლიერებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც აღნიშნულ სფეროს არეგულირებს.
26 ივნისი 2026, 23:00
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში მედიასთან საუბრისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობა და დუბროვნიკის ფორუმი კარგი შესაძლებლობა იყო, განხილულიყო საქართველოში ორგანიზაციის საქმიანობა, ასევე საქართველოს როლი და წვლილი მის ფარგლებში.
26 ივნისი 2026, 22:32
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
26 ივნისი 2026, 22:27
მსოფლიო
The Times of Israel: ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ ჩარჩო-ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ისრაელის თავდაცვითი ძალები სამხრეთ ლიბანიდან ნაწილობრივ გასვლას დაიწყებენ
ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ ჩარჩო-ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ისრაელის თავდაცვითი ძალები სამხრეთ ლიბანიდან ნაწილობრივ გასვლას დაიწყებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
26 ივნისი 2026, 22:12
მსოფლიო
„ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, ცდილობს თუ არა უცხოური მთავრობა აშშ-ში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას“ - სენატორები მხარს უჭერენ უცხოური გავლენის წინააღმდეგ ორპარტიულ შეთანხმებას
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა ორპარტიული კანონპროექტი, სახელწოდებით „მოწინააღმდეგის გავლენის, დეზინფორმაციისა და დაფარული უცხოური დაფინანსების აღკვეთის შესახებ“.
26 ივნისი 2026, 21:42
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. აღინიშნა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაძლიერება.
26 ივნისი 2026, 21:34
მსოფლიო
გაერო ვენესუელაში ჰუმანიტარულ კატასტროფაზე: ეს არის უკიდურესად რთული სამაშველო ოპერაცია, 50 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება და 500-ზე მეტი გარდაცვლილია - ნანგრევების გაწმენდა და ძიება კოლოსალურ ამოცანას წარმოადგენს
ვენესუელაში მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფა გრძელდება. გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ხელმძღვანელის, ტომ ფლეტჩერის განცხადებით, ამ დროისთვის 50 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა.
26 ივნისი 2026, 21:20
პოლიტიკა
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის ღონისძიებები გრძელდება
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის ღონისძიებები გრძელდება.
26 ივნისი 2026, 21:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს წარდგენილი საკუთარი კანდიდატურა მომავალ წელს ეუთო-ს თავმჯდომარის პოსტზე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ეუთო-ს ყველა წევრ სახელმწიფოსთან კონსულტაციები და მუშაობა, რომ საქართველოს ჰქონდეს საჭირო მხარდაჭერა
დუბროვნიკის ფორუმი კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
26 ივნისი 2026, 21:12
რეგიონი
მრავალფეროვანი კერძები, ადგილობრივი პროდუქცია და გასტრონომიული ტრადიციები - გემოფესტი იმერეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იმერეთში ყველაზე გემრიელი ფესტივალი უკვე მეოთხედ იმართება. „გემოფესტმა“ წელსაც გააერთიანა კულინარიის მოყვარულები, მეწარმეები და შეფ-მზარეულები იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.


