IMEDI /  09 დეკემბერი 2020, 22:09 / სანდო წყარო

ალეკო ელისაშვილი: მთელი დღეა ვცდილობ გადავარჩინო მოლაპარაკების პროცესი, რომლის საბოტაჟსაც შიგნით ბაქრაძე, გარეთ კი ბოკერია-უგულავა ეწევა

ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ ოთხივე საკითხზე, რომელიც მივიტანეთ, უკან დაიხია. მე რისიც მწამს და მჯერა, მივაწვები ბოლომდე. მთელი დღეა ვცდილობ გადავარჩინო მოლაპარაკების პროცესი, რომლის საბოტაჟსაც ბოკერიას პარტია ეწევა, შიგნით ბაქრაძე, გარეთ ბოკერია-უგულავა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.​

მისი თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პირველი განცხადებების შემდეგ შეიცვალა ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკან დაიხია ოთხივე საკითხზე, რომელიც ოპოზიციამ მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიტანა.

​„დღეს წარმოჩინდა, რომ ალეკო შედის პარლამენტში. არა, მე დღეს მთელი დღეა ვცდილობ, გადავარჩინო მოლაპარაკების პროცესი, რომლის ჩაშლასაც, საბოტაჟს ეწევა ბოკერიას პარტია, შიგნით ბაქრაძე, გარეთ ბოკერია-უგულავა. ვადამდელ არჩევნებზე ხელისუფლებამ გვითხრა, რომ გადავთვლით, აღმოვაჩენთ გაყალბებას და ვადამდელი ჩატარდებაო. მოლაპარაკებებზე მოიტანეს ეს. დეტალებს ვერ ვიტყვი. ოთხივე საკითხზე უკან დაიხიეს, რიგგარეშე ხომ იყო მათი წითელი ხაზი. ვივარგოთ, დავამტკიცოთ, რომ გაყალბდა. ყველაფერზე მოდიან და არის ძალიან სანდო მეთოდები, რითაც შევძლებთ დავუმტკიცოთ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვლმა.

ამავე დროს, ელისაშვილი არ ამბობს, რა მეთოდებით შეიძლება არჩევნების შედეგების გადამოწმება და გაყალბების დადგენა. თუმცა აღნიშნავს, რომ სანდო მეთოდები არსებობს.

ყველა სიახლე

24 აგვისტო 2026, 17:16

თემა

მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?

მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.

24 აგვისტო 2026, 11:15

სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 11:14

საზოგადოება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე: ვულოცავ ყველას კონსტიტუციის მიღების ღირსშესანიშნავ თარიღს! დაე, ვიყოთ ამ კონსტიტუციური იდეალების ღირსეული მიმდევრები და საიმედო მცველები!

ვულოცავ ყველას კონსტიტუციის მიღების ღირსშესანიშნავ თარიღს! დაე, ვიყოთ ამ კონსტიტუციური იდეალების ღირსეული მიმდევრები და საიმედო მცველები! - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 11:06

მსოფლიო

ჩინეთსა და ვიეტნამში ტაიფუნმა წყალდიდობა გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ და ტაიფუნმა „ნორამ“ ჩინეთსა და ტაივანში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ ჩინეთის ჰუანსის პროვინცია პრაქტიკულად მთლიანად დატბორა. სტიქიის ზონიდან ადგილობრივებისა და ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. უკვე გახიზნულია 54 ათასამდე ადამიანი. ტაივანში 4 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

24 აგვისტო 2026, 10:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობას

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვიდეომიმართვაში.

ანდრი სიბიგა და ენდი ბერნემი

24 აგვისტო 2026, 10:53

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ტექნოლოგიებს გადასცემს

ლონდონი კიევს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ტექნოლოგიებს გადასცემს უკრაინაში მათი აწყობისთვის. ევროპულ თავდაცვის კომპანია MBDA-ს ნება დაერთვება, უკრაინას გაუზიაროს საიდუმლო მონაცემები ბრიტანული Storm Shadow-ს ფრანგული ვერსიის​ - SCALP-ის კომპონენტების შესახებ. ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ენდი ბერნემის კიევში ვიზიტამდე გაავრცელა.

დავით ქართველიშვილი

24 აგვისტო 2026, 10:48

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ჰარვარდის ქართველოლოგიის პროგრამა და სამეცნიერო კვლევები გარე ლობისტების მიერ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში „სახარჯ მასალად“ იქნა გამოყენებული

ჰარვარდის ქართველოლოგიის პროგრამა და სამეცნიერო კვლევები გარე ლობისტების მიერ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში „სახარჯ მასალად“ იქნა გამოყენებული, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

24 აგვისტო 2026, 10:33

მსოფლიო

უკრაინამ დაღესტანში, ადიღესა და სტავროპოლის მხარეში Ozon-ის საწყობებს დაარტყა

გარდა ამისა, უკრაინული დრონების დარტყმის ქვეშ მოჰყვა Ozon-ის 3 საწყობი სხვადასხვა რეგიონში - ადიგეისკში, მაჰაჩყალასა და ნევინომისკში. მარკეტფლეისის პრესსამსახურის ინფორმაციით, ​ადიგეისკსა და ნევინომისკში დაშავებულები არ არიან, ხოლო თვითონ ობიექტები და შიგნით არსებული საქონელი „წესრიგშია“. ამასთან, საწყობები ჯერჯერობით დახურულია. მაჰაჩყალაში კი რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

24 აგვისტო 2026, 10:18

რეგიონი

რუსთავში №6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ეტაპზეა

რუსთავში №6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი აქტიურ ფაზაშია, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 10:09

ტაბლოიდი

ბელგიაში ავტომობილების გამყიდველი დნმ-ტესტის შემდეგ სამეფოს პრინცი გახდა👑

ბელგიაში 26 წლის ავტომობილების გამყიდველი, კლემან ვანდენკერკჰოვი პრინცად ცნეს, მას შემდეგ რაც მისი სამეფო წარმოშობა დნმ-ტესტმა დაადასტურა. CNN-ის ცნობით, კლემანი 2000 წლის აგვისტოში დაიბადა. მისი დედა ბელგიელი მომღერალი ირის ვანდერკერკჰოვია, რომელიც სცენაზე ვენდი ვან ვატენის ფსევდონიმით გამოდის, მამა კი მეფე ფილიპეს უმცროსი ძმა - პრინცი ლორანი. წყვილს 1990-იან წლებში ხანმოკლე რომანი ჰქონდა.

24 აგვისტო 2026, 10:04

რეგიონი

ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო. საველე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 09:55

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. დედაქალაქში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 27-32, აღმოსავლეთ საქართველოში კი 30-35 გრადუსი იქნება. დედაქალაქში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. თბილისში ჰაერი 35 გრადუსამდე გათბება.

აბას არაღჩი

24 აგვისტო 2026, 09:45

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ის ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ წარუმატებელი იქნება

ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სანქციებს თეირანი უკვე ბევრჯერ ნანახ ფილმს უწოდებს. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, სანქციები როგორც ადრე, ახლაც წარუმატებელი იქნება.

24 აგვისტო 2026, 09:32

მსოფლიო

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ერონულ დღესასწაულის აღნიშვნას კიევში ევროპელი ლიდერებიც დაესწრებიან

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ერონულ დღესასწაულის აღნიშვნას კიევში ევროპელი ლიდერებიც დაესწრებიან. ისინი კიევში გუშინ ჩავიდნენ და ზელენსკის მასპინძლობით გამართულ სამიტში მიიღეს მონაწილეობა.

24 აგვისტო 2026, 09:27

საზოგადოება

24 აგვისტო კონსტიტუციის დღეა

24 აგვისტო კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, პარლამენტის იმდროინდელმა შემადგენლობამ, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ ქვეყნის უზენაესი კანონი მიიღო.

24 აგვისტო 2026, 09:24

მსოფლიო

წინასწარი შედეგების მიხედვით, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ადალეთი“ ხმების 72.3 პროცენტით ლიდერობს

ყაზახეთში გუშინ ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტის პარტია „ადალეთი“ იმარჯვებს. პოლიტიკურ ძალას ამომრჩევლების 72.3 პროცენტმა დაუჭირა მხარი

24 აგვისტო 2026, 09:17

საზოგადოება

სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან 19 წელი გავიდა

სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან 19 წელი გავიდა. ირინა ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის და სამოქალაქო თავდადებისთვის 2015 წელს პრეზიდენტმა ის თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

24 აგვისტო 2026, 09:10

საზოგადოება

მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge დღეიდან დაიწყო და 8 სექტემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.

24 აგვისტო 2026, 09:03

საზოგადოება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეიმუშავა ონლაინპლატფორმა, რომლითაც მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, სკოლის ფორმა ონლაინ გამოიწერონ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეიმუშავა ონლაინპლატფორმა, რომლითაც მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, სკოლის ფორმა ონლაინ გამოიწერონ. ელექტრონული პლატფორმა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს საშუალებას მისცემს, შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად მიიღოს, მითითებულ მისამართზე. გზავნილის კონკრეტულ მისამართზე მიტანას და მომხმარებლისთვის ჩაბარებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.

კონსტანტინე პეტრიაშვილი

23 აგვისტო 2026, 23:23

სპორტი

კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ბრატისლავაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.