imedi /  11 დეკემბერი 2020, 12:41 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: დროა საჯაროდ დავგმოთ ანტიკონსტიტუციური გზა და ლეგიტიმურ ხელისუფლებას და ყოფილ უზენაეს საბჭოს კუთვნილი ადგილი აღვუდგინოთ ჩვენს ისტორიაში

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

დღეს ამ ისტორიის გადაფასების დრო დადგა. ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, გადავდგა პირველი ნაბიჯი და ეს სიმართლე ყველამ ერთად ვაღიაროთ. დროა ჩვენი ისტორია, სამართლებრივ და სამართლიან გზას დავაბრუნოთ. დროა საჯაროდ დავგმოთ ანტიკონსტიტუციური გზა და ლეგიტიმურ ხელისუფლებას და ყოფილ უზენაეს საბჭოს კუთვნილი ადგილი აღვუდგინოთ ჩვენს ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა ახალი ეტაპის დაწყება და საქართველოს სჭირდება უახლესი ისტორიის გადაფასება და ახალი მიდგომები.

„ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ ახალი ეტაპი და საქართველოს სჭირდება:

უახლესი ისტორიის გადაფასება

30 წლის წინ საქართველომ წარმატებით ჩააბარა დემოკრატიის ტესტი. გამოხატა საკუთარი ნება არჩევნებისა და რეფერენდუმის მეშვეობით. დიდი უმრავლესობით გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ, გაიმარჯვეს ეროვნულმა ძალებმა. ამ ხელისუფლებამ ბევრი შეძლო: უპირველეს ყოვლისა, დაგვიბრუნა განცდა, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდა, გააღვივა ეროვნული სიამაყე და ენერგია. ამ პერიოდს საქართველო albaT შეცდომების გარეშე ალაბათ ვერ გაივლიდა, მაგრამ ეს არ ამართლებს ქუჩის, იარაღის თუ გადატრიალების გზას!

დღეს ამ ისტორიის გადაფასების დრო დადგა. ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, გადავდგა პირველი ნაბიჯი და ეს სიმართლე ყველამ ერთად ვაღიაროთ. დროა ჩვენი ისტორია, სამართლებრივ და სამართლიან გზას დავაბრუნოთ. დროა საჯაროდ დავგმოთ ანტიკონსტიტუციური გზა და ლეგიტიმურ ხელისუფლებას და ყოფილ უზენაეს საბჭოს კუთვნილი ადგილი აღვუდგინოთ ჩვენს ისტორიაში.

გვჭირდება ასევე, ახალი მიდგომები

ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება მომავლის ორიენტირი ანუ პერსპექტივა, ხედვა. ახალი მიდგომა გვჭირდება ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ აფხაზ და ოს მოსახლეობასთან დასაახლოვებლად. ოკუპაციაზე მხოლოდ მუდმივად აპელირება არასაკმარისია, თუ იმავდროულად არ ვეძებთ გზებს აფხაზებთან და ოსებთან ფიზიკური და ზნეობრივი დისტანციის შემცირებისთვის და ერთობის აღდგენისთვის. თუ იმავდროულად ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში ქართველი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას ვერ ვახერხებთ; ოკუპაციას არ ვეგუებით და არ შევეგუებით! ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, მხოლოდ გაჩერება დამღუპველია.

გაყინული კონფლიქტებისა და ოკუპაციის დასაძლევად გვჭირდება ახალი მიდგომა და თვითიზოლაციიდან გამოსვლა: შეიძლება არ გვჯეროდეს, რომ დიალოგი რამის მომტანია. გასაგებია, რომ არ ვენდობოდეთ ქვეყანას, რომელმაც მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. თუმცა არ შეიძლება, მთელი მსოფლიოსგან და ჩვენი უახლოესი პარტნიორებისგან განსხვავებით, ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დიპლომატიაზე უარს ამბობს.

ისიც უნდა ითქვას და ამაში ოპოზიციას გარკვეულწილად ვეთანხმები, რომ რუსეთთან მხოლოდ პარალელური დიპლომატია არ ამართლებს, რადგან მას აკლია ის ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რაც თან ახლავს ფორმალურ მოლაპარაკებებს. უნდა ვიცოდეთ, რომ დიალოგი არ ნიშნავს რამის აღიარებას, მოლაპარაკება არ ნიშნავს დათმობას, ხოლო დიპლომატიაზე უარის თქმა ნიშნავს ყველა ბერკეტის ხელიდან გაშვებას და გაყინვას. დიალოგს კი თავისი ფორმატი აქვს და ჩვენთვის აუცილებელია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ მიმართულებითაც.

ახალი მიდგომა გვჭირდება კავკასიაში ჩვენი მეზობლების და ახალი მოცემულობის გათვალისწინებით, საჭიროა საქართველომ დაიბრუნოს ისტორიული როლი, როგორც კავკასიის ძრავამ და გამაერთიანებელმა. ამისთვის შესაძლებელია ვიფიქროთ „კავკასიური მშვიდობის პლატფორმის“ იდეაზე, რომელიც შეკრებს კავკასიის ქვეყნებს, გარე აქტორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ასეთი პლატფორმა ხელს შეუწყობს ერთობლივი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ კულტურული პროექტების წარდგენასა და განხორციელებას. გააძლიერებს ამ რეგიონის პოტენციალს, შეასრულოს სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ენერგეტიკის „hub“- ის როლი. თბილისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ადგილი, როგორც კავკასიური იდენტობისა და კავკასიური კვლევების ცენტრმა. ჩვენ თუ ამას არ ვითავებთ, ამისთვის ბევრი სხვა კანდიდატი უკვე მზად არის.

ახალი მიდგომა ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, რამეთუ მხოლოდ ლაპარაკი, რომ ევროპასა და ნატოს ვუახლოვდებით და გაწევრიანებისთვის კარი ღიაა, არასაკამრისია! ჩვენ მეტი გვინდა! მოლოდინის დრო აღარაა. აქტიურობის, ახალი ნაბიჯების მოფიქრების და გადადგმის დრო მოვიდა.

ევროკავშირთან გვჭირდება აქტიური ორმხრივი პროცესი, რომელშიც ჩვენ მას ქცევით და აზროვნებით დავუახლოვდებით და უფრო სწრაფად გავითავისებთ ევროპული სტანდარტებს (მაგალითად, შრომის უსაფრთხოება, ეკოლოგია, სურსათის უვნებლობა და სხვა). იმის დროც მოვიდა, რომ ინტეგრაციის პროცესის თანაავტორი გავხდეთ, მეტი ინიციატივა გამოვიჩინოთ, პარტნიორებს დავანახოთ ჩვენი პრიორიტეტები და მათთან ერთად განვსაზღვროთ შემდეგი ეტაპის კონკრეტული საფეხურები.

იგივე მიდგომა გვჭირდება ნატოსთან და ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში: ახალი ინიციატივები მაგალითად, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში. საჭიროა ნატოსთან თანამშრომლობის ახალი ფორმების მოფიქრება ეს კი ჩვენგან მოითხოვს მეტ აქტიურობას, მეტ მოქნილებას და მომავლის ხედვას!

ახალი მიდგომა გლობალური გამოწვევებთან მიმართებაშიც გვჭირდება. პანდემიამ საერთაშორისო ურთიერთობების ახალი რაელობა შექმნა, რომელშიც დღესდღეობით მთავარ აქტორებად მხოლოდ დიდი ქვეყნები რჩებიან. ამ მოცემულობაში გამოსაკვეთია პატარა ქვეყნების გააქტიურების მექანიზმები. შესაძლებელია, რომ ასეთი ინიციატივით საქართველოც გამოვიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია აქტიური მოთამაშე გავხდეთ როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო ასპარესზე, ვაყალიბებდეთ საკუთარ ხედვას და მისგან გამომდინარე ინციატივებს გლობალურ საკითხებთან მიმართებაში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ყველა სიახლე

ანდრეი მელნიკი

25 აგვისტო 2026, 04:23

მსოფლიო

გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი: რა სამარცხვინოა, რომ დღემდე გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო ეფექტური ზომების მიღება რუსეთის პასუხისგებაში მისაცემად და უკრაინელი ხალხის იმ ყოველდღიური გენოციდის აღსაკვეთად, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება

გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს უუნარობა, დაუპირისპირდეს რუსეთის გენოციდურ ქმედებებს, სამარცხვინოა. მან პარტნიორებს მოუწოდა, კიევს Patriot-ის ტიპის ყველა ხელმისაწვდომი რაკეტა გადასცენ.

25 აგვისტო 2026, 04:14

მსოფლიო

ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას

სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორშაბათს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

25 აგვისტო 2026, 03:57

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომი საშიშ სპირალში შედის

უკრაინაში ომი „საშიშ სპირალში“ შედის - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

25 აგვისტო 2026, 03:40

მსოფლიო

The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის

აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.

25 აგვისტო 2026, 03:24

მსოფლიო

აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო

ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო, რაც დამასკოს განცხადებით, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ბოლო მთავარი დაბრკოლება იყო. ამ ნაბიჯით ვაშინგტონი სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობებს აღრმავებს.

მუჰამედ ბაღერ ყალიბაფი

25 აგვისტო 2026, 03:16

მსოფლიო

ირანის პარლამენტის სპიკერი: აშშ იმ პოზიციაში არ არის, რომ ეკონომიკური ურთიერთობები შეზღუდოს

ირანის პარლამენტის სპიკერი და ქვეყნის მთავარი მოლაპარაკებელი, მუჰამედ ბაღერ ყალიბაფი აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სხვა ქვეყნებისთვის შეზღუდვების დაწესების ეკონომიკური შესაძლებლობა არ გააჩნია.

25 აგვისტო 2026, 03:04

მსოფლიო

NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება

ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე იმ უცხოელისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების გაუქმებას გეგმავს, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს ან ამჟამად ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.

25 აგვისტო 2026, 02:51

მსოფლიო

ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ

დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდის პირობა დადეს. მოკავშირეთა შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა, მხარეებმა განაცხადეს, რომ კიევს საიდუმლო ტექნოლოგიებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს დაჩქარებული წესით მიაწვდიან.

ნიკოლ ფაშინიანი

25 აგვისტო 2026, 02:40

მსოფლიო

ფაშინიანი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს - ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში თავის საქმიანობას არ გაააქტიურებს და ორგანიზაციის მიმართ ინტერესი ამოწურულია.

დენ ნეგრეა

25 აგვისტო 2026, 02:33

მსოფლიო

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დენ ნეგრეამ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.

25 აგვისტო 2026, 02:22

მსოფლიო

ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“

ძვ. წ. 458 წელს, რომის გადარჩენის შემდეგ, ცინცინატუსი კვლავ მიწათმოქმედებას დაუბრუნდა, 1945 წელს ომით გადაღლილმა ბრიტანულმა საზოგადოებამ უინსტონ ჩერჩილი თანამდებობას ჩამოაცილა - 2026 წელს დგება თუ არა დრო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ანალოგიურად ჩამოკიდოს ლურსმანზე თავისი მწვანე მაისური? - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“

ალი მადანიზადე

25 აგვისტო 2026, 02:04

მსოფლიო

ირანის ფინანსთა მინისტრი: თეირანი სანქციებისთვის სრულად მზადაა

თეირანი „სრულად მზადაა“, დაუპირისპირდეს ამერიკულ სანქციებს, რომლებიც იმ ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული, ვინც ირანთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ამის შესახებ ირანის ფინანსთა მინისტრმა, ალი მადანიზადემ ორშაბათს სახელმწიფო ტელეკომპანია IRINN-ს განუცხადა.

დონალდ ტრამპი

25 აგვისტო 2026, 01:55

მსოფლიო

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა: ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

Reuters/Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

25 აგვისტო 2026, 01:47

მსოფლიო

ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება ირანის წინააღმდეგ მეორად სანქციებს, რომლებიც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა.

პიტ ჰეგსეტი

25 აგვისტო 2026, 01:44

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების რეჟიმი გამოაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 აგვისტო 2026, 01:28

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ომზე დაახლოებით 340 მილიარდ ევროს ხარჯავს, მაშინ როდესაც უკრაინის დანახარჯები 140 მილიარდ ევროს შეადგენს.

სკოტ ბესენტი

25 აგვისტო 2026, 00:43

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თავი აარიდა კონკრეტული ვადების დასახელებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ეკონომიკური კავშირები ირანთან, ვიდრე მათ აშშ-ის მხრიდან ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ანდრის კულბერგსი

25 აგვისტო 2026, 00:35

მსოფლიო

„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს

ევროპის ქვეყნებს რუსული აგრესიის შედეგების ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან არ უნდა უწევდეთ, ამის სანაცვლოდ, ამ მიზნისთვის რუსეთის გაყინული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 აგვისტო 2026, 00:28

მსოფლიო

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს, კიევში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ სამიტის პრესკონფერენციაზე.

24 აგვისტო 2026, 23:55

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ხელისუფლება მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.