25 იანვარი 2021, 11:14 / სანდო წყარო

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი თბილისს ეწვია

ტოივო კლაარი

ტოივო კლაარი

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი თბილისს ეწვია და დღეიდან შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

კლაარი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება ქართულ მხარესთან ერთად სამხრეთ კავკასიაში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას. ევროპელი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

ყველა სიახლე

24 ივნისი 2026, 11:21

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ 625 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

24 ივნისი 2026, 11:20

ჯანდაცვა

სახელმწიფო 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივ კოხლეარულ იმპლანტაციას დააფინანსებს

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები და მათი იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს.

ილონ მასკი

24 ივნისი 2026, 11:08

მსოფლიო

Bloomberg: SpaceX-ის აქციები გაიაფდა. ილონ მასკი ტრილიონერი აღარ არის

Bloomberg Billionaires Index-ის შეფასებით, ილონ მასკის ქონება ერთ ტრილიონ დოლარზე დაბლა — 957 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ეს მისი კომპანიის, SpaceX-ის აქციების საბირჟო ფასის კლებამ გამოიწვია.

24 ივნისი 2026, 11:07

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი ბოლივიაში მიმდინარე მოვლენებზე: საგზაო ბლოკადები და მთავრობის დამხობის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, კონსტიტუციურ წესრიგსა და კანონის უზენაესობას

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, არგენტინამ, ბოლივიამ, კანადამ, ჩილემ, კოსტა-რიკამ, დომინიკელთა რესპუბლიკამ, ეკვადორმა, ელ სალვადორმა, გვატემალამ, გაიანამ, ჰონდურასმა, იამაიკამ, პანამამ, პარაგვაიმ და პერუს მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ბოლივიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოთქვეს. განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 11:01

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, რაც ჩამდენ პირთა 91%-ის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში გამოიხატებოდა

2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე 4585 პირის მიმართ დავიწყეთ სისხლისსამართლებრივი დევნა, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

24 ივნისი 2026, 10:56

პოლიტიკა

საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დელეგაციამ აშშ-ის კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს (CISA) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს უფროსის - ბექა მამარდაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა.

24 ივნისი 2026, 10:54

საზოგადოება

116 ტრენინგი და 1700 გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა საჩხერეში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ საჩხერის მუნიციპალიტეტში დაასრულა, შედეგად მაღალი დაინტერესებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, ყველაზე მეტი - 116 ტრენინგი ჩაატარა და უპრეცედენტო რაოდენობის - 1700 ადგილობრივი ბენეფიციარი გადაამზადა. სამიზნე დასახლებებში, ადგილობრივ მოსახლეობას სერტიფიცირებული ტრენინგები, სრულიად უფასოდ, ოთხივე მოდულით: „ციფრული წიგნიერება”, „ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება”, „ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება” და „ინტერნეტი დასაქმებისთვის” ჩაუტარდათ.

24 ივნისი 2026, 10:53

საზოგადოება

მაგდა კლდიაშვილი ცნობილ ვიდეოზე, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავს: დღემდე ყველა სიტყვას ხელს ვაწერ, რაც ვთქვი

სპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი, რომელიც ცნობილ ვიდეოში, დავით ერაძესთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავს და ამცირებს, აცხადებს, რომ „ყველა სიტყვას ხელს აწერს“, რაც მაშინ თქვა.

24 ივნისი 2026, 10:52

კულტურა

Stray Kids-მა ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა და ალბომი და მსოფლიო ტური დააანონსა

კეი-პოპ ჯგუფმა Stray Kids ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა. კომპოზიცია Run It ჯგუფის ახალ ალბომში This and That შევა, რომელიც აგვისტოს დასაწყისში. Spotify-ს ინფორმაციით, ჩანაწერში 8 კომპოზიცია შევა.

24 ივნისი 2026, 10:48

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირი მიგრანტების ცენტრების შექმნას რუანდასა და უზბეკეთში განიხილავს

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უკანონო მიგრანტების რუანდასა და უზბეკეთში გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას POLITICO სამ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 10:43

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: კიბერდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 3 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ფულადი თანხა და ვირტუალური აქტივი ჩამოერთვათ

კიბერდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 3 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ფულადი თანხა და ვირტუალური აქტივი ჩამოერთვათ - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 10:37

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: მოლოდინი გვაქვს, რომ თაღლითობის საქმეებზე სპეციალიზაციის დანერგვა და ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა დადებითად აისახება ამ კატეგორიის დანაშაულებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღებაზე

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას თაღლითობის დანაშაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თაღლითობა კომპლექსური დანაშაულია და მასზე რეაგირებას დრო და სათანადო უნარ-ჩვევები სჭირდება.

24 ივნისი 2026, 10:32

რეგიონი

იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

24 ივნისი 2026, 10:28

მსოფლიო

Reuters: ყოველი მეოთხე ამერიკელი ირანთან ომს გამართლებულად მიიჩნევს

ამერიკელების 24% ფიქრობს, რომ ირანთან ომი გაწეულ ხარჯებს ამართლებს, მაშინ როცა მოსახლეობის ნახევარი ამბობს, რომ ეს ამად არ ღირდა. კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს Reuters-ი ავრცელებს.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 10:26

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: 2025 წელს გაიზარდა რეალიზატორების გამოვლენისა და მათი დანაშაულებრივი კავშირების გამოძიების პრაქტიკა

„ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა მზარდი რაოდენობის მიუხედავად, პროკურატურა მათ მიმართ ატარებდა დაბალანსებულ პოლიტიკას და იყენებდა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშემწყობ სასჯელს, რომელიც დანაშაულის გავრცელების შემცირებისა და მომხმარებლის დამოკიდებულებისგან გათავისუფლების ხელშემწყობ საშუალებას წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

24 ივნისი 2026, 10:26

ტექნოლოგიები

კვლევა: სტრესის დროს კატებთან ურთიერთობა მდგომარეობას აუარესებს

ექსპერიმენტში 188 ადამიანი მონაწილეობდა. 5 დღის განმავლობაში ისინი სპეციალური შეხსენების საფუძველზე ეთამაშებოდნენ ცხოველებს. ძაღლების პატრონებს სტრესის დროს შვება პრაქტიკულად არ უგრძნიათ, კატების მფლობელებმა კი ნეგატიური ემოციების გაძლიერება დააფიქსირეს. მკვლევრები ამ თავისებურებას ცხოველების ქცევას უკავშირებენ.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 10:24

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად 2025 წელს თბილისის პროკურატურაში არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო შეიქმნა

როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო დაკომპლექტდა სპეციალიზებული პროკურორებით, რომლებიც საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას ახორციელებენ მხოლოდ ამ საქმეებზე.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 10:05

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტია

დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტია - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

დონალდ ტრამპი

24 ივნისი 2026, 09:54

მსოფლიო

ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დაავალა შეისწავლოს, რატომ არ ამცირებენ ნავთობკომპანიები ბენზინზე ფასებს ისე სწრაფად, როგორც ეს ნედლი ნავთობის შემთხვევაში ხდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნავთობკომპანიები ბენზინგასამართ სადგურებზე ფასებს იმ ტემპით არ ამცირებენ, რა ტემპითაც თავად ნავთობს იაფად ყიდულობენ.

დონალდ ტრამპი პიტ ჰეგსეტი

24 ივნისი 2026, 09:31

მსოფლიო

აშშ-ში კოსმოსური თავდაცვის ახალი სისტემა, „ოქროს გუმბათი“ გამოცადეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა პირველად გამოცადეს კოსმოსური თავდაცვის ახალი სისტემა, „ოქროს გუმბათი“.