22 ივნისი 2026, 16:18 / სანდო წყარო

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ დადებითად შეაფასა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა წარადგინა.

მომხსენებელმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, სააგენტოს მიერ შეთავაზებულ სერვისებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ყველა რეგიონში, 16 მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი. მისი ინფორმაციით, გასულ თვეს მცხეთაში გაიხსნა ბოლო სერვის-ცენტრი და ამით დასრულდა რეგიონული სერვის-ცენტრების გახსნის პროცესი საქართველოს მასშტაბით. მიმდინარე წელს კი ასევე, დასრულდება ამ სერვის-ცენტრების ფორმირება.

მისი ინფორმაციით, სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მოქალაქეთა მომართვიანობაც.

მომხსენებელმა სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა და ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა დაასახელა.

„სააგენტომ 58 ყველაზე მოთხოვნადი პროფესია დააფინანსა, ითანამშრომლა 30-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო კოლეჯთან. პროგრამაში 3000-ზე მეტი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ჩაერთო და რაც მთავარია, კურსდამთავრებულთა თითქმის 70% დასაქმდა, რაც პროგრამის მაღალეფექტურობაზე მიუთითებს“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ სტაჟირების პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სააგენტომ სტაჟირების ანაზღაურების თანხა გასულ წელს 400 ლარამდე, წელს კი, 500 ლარამდე გაზარდა. მომხსენებელმა ასევე ისაუბრა სააგენტოს კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაზე და შრომითი მიგრაციის მართვის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს წარდგენილი ანგარიშისთვის მადლობა გადაუხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე იყოს დასაქმებული არჩეული პროფესიის შესაბამისად. მსოფლიოში მიმდინარე მიგრაციული პროცესების გათვალისწინებით, საქართველოში 30 000 უცხოელია დარეგისტრირებული დასაქმების მაძიებლად. მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტი საქართველოს მოქალაქეებს მიენიჭოს. მათი უფლებები არ უნდა დაირღვეს“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ყველა სიახლე

ბექა ძამაშვილი

22 ივნისი 2026, 17:35

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: 23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე მოიყრის თავს

„ჩვენი ქვეყნისთვის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა ის ეფექტიანი, გამარტივებული, დაჩქარებული სერვისები, რომელთაც მომსახურების მიმღებ ყველა მსურველს ვთავაზობთ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც თბილისი ამ მსოფლიო დონის ფორუმის მასპინძელ ქალაქად შეირჩა, სწორედ ჩვენ მიერ გატარებული რეფორმებია, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

22 ივნისი 2026, 17:34

საზოგადოება

აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერის გამო მოქალაქეს ორი ათასი ლარი შეეფარდა

აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერის გამო მოქალაქე

22 ივნისი 2026, 17:26

რეგიონი

ბაკურიანი-ღადოლარის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ30-კმ60 (ბაკურიანი-ღადოლარი) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

დონალდ ტრამპი

22 ივნისი 2026, 17:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: რატომ არ მიკავშირდება ჩიკაგოს გუბერნატორი დახმარებისთვის? შემიძლია ჩიკაგო უსაფრთხო ქალაქად ერთ თვეში ვაქციო

ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ილინოისის შტატის გუბერნატორი გააკრიტიკა. დონალდ ტრამპის თქმით, ჩიკაგოში ეროვნული გვარდიის შეყვანა და ერთ თვეში ქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია.

22 ივნისი 2026, 17:23

ეკონომიკა

ავთანდილ კასრაძე: Google არის გლობალური მოთამაშე და ეს თანამშრომლობა უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო მეტ ინტერესს სხვა დიდი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე Google Street View-ს საქართველოში ოპერირების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თანამშრომლობა რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

ნინო წილოსანი

22 ივნისი 2026, 17:23

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს ადგილი ზიზღის და რაც მთავარია, ორგანიზებულად სიძულვილის და ზიზღის გავრცელების

ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს ადგილი ზიზღის და რაც მთავარია, ორგანიზებულად ამ სიძულვილის და ზიზღის გავრცელების, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

ლევან მაჭავარიანი

22 ივნისი 2026, 17:19

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი მამია კვირკველიას საქმეზე: განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა და პოზიციისა, სასამართლო ისე მოქმედებს, როგორც ეს დამოუკიდებელ სასამართლოს შეეფერება

„საზოგადოებას დავპირდით, რომ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ფაშიზმი საქართველოში დასრულდეს და ეს არის ერთ-ერთი მდგენელი ამ გემის, რომელიც პოზიტიურ გავლენას მოახდენს ამ ყველაფერზე. ჩვენ ვნახეთ სასამართლოს გადაწყვეტილებებიც, რაზეც აპელირებდა რადიკალური ოპოზიცია, რომ თითქოს მათი მხრიდან გაკეთებული შეურაცხყოფები დასჯადი იქნებოდა, ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა და პოზიციისა, სასამართლო ისე მოქმედებს, როგორც ეს დამოუკიდებელ სასამართლოს შეეფერება“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

სალომე ქირია

22 ივნისი 2026, 17:14

სამართალი

სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძის მიმართ უხამსი კომენტარისთვის, ივანე კოდელაშვილი სასამართლომ 4 ათასი ლარით დააჯარიმა

კოდელაშვილმა უხამსი კომენტარი ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის მიმართ, „იმედის“ ფეისბუქ-პოსტზე დაწერა. მოსამართლის გადაწყვეტილებით კოდელაშვილს 4 ათასი ლარი შეეფარდა.

რობერტა მეცოლა

22 ივნისი 2026, 17:08

მსოფლიო

რობერტა მეცოლას ევროპარლამენტარებისთვის სიძულვილის ენის გამოყენების გამო სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს

საქმე ეხება ევროპარლამენტში მიგრაციის შესახებ კანონპროექტის განხილვისას მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებასა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებს. რობერტა მეცოლამ სიძულვილის ენაში ბრალდებული ევროპარლამენტარების წინააღმდეგ შესაძლოა სანქციის სხვადასხვა ზომა განიხილოს, მათ შორის ოფიციალური საყვედური, ფინანსური შეზღუდვა ან საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის 60 სამუშაო დღით შეჩერება.

22 ივნისი 2026, 17:06

საზოგადოება

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო პლატფორმა „ბიზნესი განათლებისთვის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო პლატფორმა „ბიზნესი განათლებისთვის“ ფარგლებში გამართულ გახსნით ღონისძიებასა და პანელურ დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა განათლების სექტორში მოკლევადიანი პროგრამების მნიშვნელობას, შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და კერძო სექტორის ჩართულობის მიზნობრიობას გადამზადების პროგრამების შემუშავებაში

22 ივნისი 2026, 17:04

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ სტარმერის გადადგომაზე: ვინც საკუთარი ხალხის ინტერესებს უგულებელყოფს, საბოლოოდ ყოველთვის მარცხდება

„დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, რეიტინგების დრამატული ვარდნის ფონზე, ზაფხულის მიწურულს გადადგომის შესახებ აცხადებს. ვინც საკუთარი ხალხის ინტერესებს უგულებელყოფს, საბოლოოდ ყოველთვის მარცხდება. როდის გამოიტანს, ბოლოს და ბოლოს, გერმანიის პოლიტიკური ელიტაც იგივე დასკვნებს?“ - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

22 ივნისი 2026, 16:41

ჯანდაცვა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში და IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები განიხილა.

22 ივნისი 2026, 16:25

რეგიონი

ზემო აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრებისას, რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ზემო აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა და ხულოს მუნიციპალიტეტში, ინფრასტუქტურულ პროექტებს, კერძოდ, ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო.

22 ივნისი 2026, 16:23

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიში განიხილა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი ანგარიში განიხილა „2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“.

 თამარ იოსელიანი

22 ივნისი 2026, 16:13

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი სარკინიგზო კოდექსში შესატან ცვლილებებზე: სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, როგორც სტრატეგიული აქტივის, გასხვისება იზღუდება

თამარ იოსელიანი განმარტავს, რომ ევროპის წამყვან ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში, ასევე შავი ზღვის რეგიონში მდებარე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში - რუმინეთსა და ბულგარეთში, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს საკუთრებაშია ან სახელმწიფო კომპანიების ბალანსზე ირიცხება, რაც ევროპის საუკეთესო პრაქტიკით სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაცვისა და უწყვეტი მომსახურების უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტიან მოდელად მიიჩნევა.

22 ივნისი 2026, 16:12

პოლიტიკა

ნინო წილოსანმა და ლევან მახაშვილმა საქართველოში ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო წილოსანმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოში ბულგარეთის ელჩ ვესელინ ვალკანოვთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს.

22 ივნისი 2026, 16:08

რეგიონი

ბათუმმა „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმციით, ყველაზე ფერადი ფესტივალი, რომელსაც ბათუმი ყოველწლიურად მასპინძლობს, წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართა უცვლელი სლოგანით „ზაფხული იწყება აქ“.

22 ივნისი 2026, 16:06

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნება ერთიანი საინფორმაციო სისტემა, სადაც თითოეული უცხოელი სტუდენტის ჩარიცხვის, სწავლის და სტატუსის შეჩერების საკითხები აისახება.

22 ივნისი 2026, 15:58

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და აჭარაში სამაცივრე მეურნეობები შეამოწმა

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს შპს "კს.ც"-ის (ს/კ 445543920) კუთვნილ 3 სხვადასხვა ლოკაციაზე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. განთიადში (მე-20 ქუჩა) დარღვევა არ დაფიქსირებულა. ობიექტში დაცული იყო სურსათის ეტიკეტირებისა და სარეალიზაციო ვადები; ვადაგასული სურსათი გამოვლინდა ქობულეთის რაიონის სოფ. გორგაძეებში (მიდია 125 კგ) და ქ. ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქ N 16 ა-ში (კრევეტები მოხარშული და გაყინული ნაჭუჭში 3780 კგ და ზღვის პროდუქტების ნაზავი -16 კგ). ვადაგასული სურსათი დაილუქა და განადგურდება კანონმდებლობის შესაბამისად.