imedi /  24 ივლისი 2017, 21:49 / სანდო წყარო

ვოლსკი: არის თემები, რომელზეც ჩვენ ვერანაირად შევთანხმდებით

გია ვოლსკი

გია ვოლსკი

"არის თემები, რომელზეც ჩვენ ვერანაირად შევთანხმდებით", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას. მმართველი გუნდი იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, შენიშვნების გათვალისიწინებას არ აპირებს.

გია ვოლსკის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხსა და საარჩევნო კოდექსზე შეთანხმება ვერ შედგება. მისივე განმარტებით, შენიშვნებზე მსჯელობამ პოლიტიკური პაექრობის სახე მიიღო.

"წინასწარ ბევრი იყო ამ თემაზე საუბარი და აზრთა სხვადასხვაობა სახეზეა, მაგრამ კომიტეტებში განხილული იქნება. კომიტეტში სწორედ მოტივირებულ შენიშვნებზე იქნება ლაპარაკი საქმიანად, განცხადებების გარეშე. თუმცა მიმაჩნია, რომ არის თემები, რომელზეც ჩვენ ვერანაირად ვერ შევთანხმდებით, თუ კი ვსაუბრობთ ადგილობრივ თვითმმართველობასა და საარჩევნო კოდექსზე, აღნიშნულ თემაზე წინასწარ განცხადებას არ გავაკეთებ",- განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებებს კანონპროექტებზე ვეტოს დადების შემდეგ, კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებული მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოს 21 ივლისს გადაეგზავნა. 

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განსახილველად პარლამენტი რიგგარეშე ფორმატში ქუთაისში ოთხშაბათს შეიკრიბება. არასამთავრობოების ცნობით, თუ თვითმმართველობის კოდექსზე პრეზიდენტის ვეტოს საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს, არასამთავრობო სექტორი კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 11:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ „ნამახვანჰესი 1“ მოაწყო, აწყობს „ნამახვანჰეს 2“-ს „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით - „ალტ ინფო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ენჯეოები“. როგორც ჩანს, ქართველ პროევროპელებს ამ ევროპისკენ მივყავართ - ფაშისტური, ქსენოფობიური ევროპისკენ

იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ „ნამახვანჰესი 1“ მოაწყო, აწყობს „ნამახვანჰეს 2“-ს ამ პროექტთან [„იგლ ჰილსი“] დაკავშირებით - „ალტ ინფო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ენჯეოები“. როგორც ჩანს, ქართველ პროევროპელებს ამ ევროპისკენ მივყავართ - ფაშისტური, ქსენოფობიური ევროპისკენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 11:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანების თუ ჯგუფების დასაფინანსებლად გამოიყენება. ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, რაზედაც აშშ ესაუბრება ევროკავშირს

ნათქვამია, რომ ერთ წყალში ორჯერ არ შედიან, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთმა უცხოელმა დონორმა გადაწყვიტა, რომ მეორეჯერ შევიდნენ იმ წყალში, რომელში შესვლამაც მათ არაფერი კარგი არ მოუტანა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა

შალვა პაპუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 11:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე: მივეცით შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში, თუმცა ვხედავთ, რომ არაფერი შეცვლილა, არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს. შესაბამისად, ეს პარტია ჩვენი წარმოდგენით არის ანტიკონსტიტუციური და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში

მივეცით შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში თუმცა ვხედავთ, რომ არაფერი შეცვლილა, არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს. შესაბამისად, ეს პარტია არის ანტიკონსტიტუციური ჩვენი წარმოდგენით და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გახარიას პარტიაზე საუბრისას.

21 სექტემბერი 2026, 11:26

მსოფლიო

მოლდოვამ უცნობი მფრინავი ობიექტის გამო საჰაერო სივრცე დროებით შეზღუდა

მონაცემების თანახმად, უცნობი საჰაერო სამიზნე ვინიცის ოლქის სოფელ ტრიბუსოვკის მხრიდან არაღიარებულ დნესტრისპირეთში მდებარე ქალაქ ხრუსტოვას მიმართულებით გადაადგილდებოდა. ამის შემდეგ ის ჩრდილოეთისკენ, სასაზღვრო რეგიონში მდებარე ქალაქ იამპოლის მიმართულებით მოძრაობისას დააფიქსირეს.

შალვა პაპუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 11:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე

არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი ჭეიშვილი

21 სექტემბერი 2026, 11:15

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ეს არის გიორგი ბარამიძის მოღალატეობრივი განცხადების გაგრძელება

ეს არის გიორგი ბარამიძის მოღალატეობრივი განცხადების გაგრძელება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ აფხაზებს არ უყვართ ქართველები და არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები.

21 სექტემბერი 2026, 11:15

მსოფლიო

იაპონიაში ტაიფუნის გამო ასობით ავიარეისი გაუქმდა

გაუქმებულია 300-მდე ავიარეისი და შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლის ნაწილი. ასევე გაუქმდა მუსიკალური ფესტივალი Rock in Japan. ადგილობრივი მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ ტაიფუნის შედეგებზე დაკვირვების მიზნით აშშ-ში ვიზიტი გადადო. ​ტაკაიჩი ნიუ-იორკში სამშაბათს უნდა ჩასულიყო, რათა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვედროდა და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსულიყო.

21 სექტემბერი 2026, 11:04

საზოგადოება

ბახმაროში გამართულ სემინარს, რომელიც ევროსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართა, აუდიტის სამსახური შეისწავლის

ბახმაროში გამართულ სემინარს, რომელიც ევროსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართა, აუდიტის სამსახური შეისწავლის. უწყებაში „ქრონიკას“ დაუდასტურეს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში დაწყებულია მონიტორინგი „კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის" მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე.

21 სექტემბერი 2026, 11:01

სამართალი

საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

21 სექტემბერი 2026, 10:58

რეგიონი

წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 118 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში, წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე, ტყის აღდგენის პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

21 სექტემბერი 2026, 10:54

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, დაცული ტერიტორიების განვითარება ბუნების დაცვის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში წარიმართოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა.

21 სექტემბერი 2026, 10:43

საზოგადოება

„არაბიზაცია“ თუ მსხვილი საინვესტიციო პროექტების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური სპეკულაცია - ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში 3,929,581 მოქალაქე ცხოვრობს, საიდანაც მხოლოდ 0,3% ანუ 12,533 არაბია

არ არის მითითებული/უარი პასუხზე - ამ გრაფაში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში 15,828 ადამიანი ანუ საერთო რაოდენობის 0.4% ფიქსირდება.

გიორგი მიქაუტაძე

21 სექტემბერი 2026, 10:42

სპორტი

გიორგი მიქაუტაძემ „ლევანტეს“ გაუტანა⚽

ანგარიში 41-ე წუთზე პერეზმა გახსნა, თუმცა ივან რომერომ წონასწორობა პირველი ტაიმის დასრულებამდე აღადგინა. „ვილიარეალი“ წინ უკვე მეორე ნახევარში, ალბერტო მოლეიროს გოლით გაიჭრა, საბოლოო შედეგი კი უკვე მიქაუტაძემ დააფიქსირა - მან მეტოქის კარი 86-ე წუთზე, თამაშში ჩართვიდან 20 წუთში აიღო.

21 სექტემბერი 2026, 10:31

ტექნოლოგიები

Google-ის AI-მოდელმა ტესტირებისას სამი კომპანია გატეხა

Google-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელმა, Gemini-მ, კიბერუსაფრთხოების სფეროში საკუთარი შესაძლებლობების ტესტირებისას, სამი კომპანიის სისტემა დამოუკიდებლად გატეხა. ინფორმაცია BBC News-ს თავად კომპანიაში დაუდასტურეს. Google-ში აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მათი AI-მოდელი ასე მოიქცა.

21 სექტემბერი 2026, 10:30

საზოგადოება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია პროფესიული განათლების პორტალზე - vet.ge - დღეიდან დაიწყო და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

21 სექტემბერი 2026, 10:29

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ შეძლო შეეცვალა უნგრეთის ხელისუფლება სწორედ იმის გამო, რომ ორბანის მთავრობა ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგებოდა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევრობიუროკრატების მხრიდან უნგრეთზე განხორციელებულ ზეწოლაზე მედიასთან ისაუბრა. დეპუტატმა განაცხადა, რომ ევრობიუროკრატიამ ქვეყნის ხელისუფლება სწორედ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პოზიციის გამო შეცვალა.

21 სექტემბერი 2026, 10:07

საზოგადოება

ComCom-მა ქვეყნის მასშტაბით სკოლებისთვის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა“ მესამედ გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისია სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადას“ უკვე მესამედ აცხადებს. საქართველოს მასშტაბით სკოლებს საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნა 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. ინფორმაციას ComCom-ის პრესსამსახური ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი

21 სექტემბერი 2026, 09:53

მსოფლიო

ზელენსკი და ტრამპი ნიუ-იორკში შეხვედრაზე შეთანხმდნენ

როგორც უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა, რუსტემ უმეროვმა Axios-თან საუბარში დააზუსტა, პრეზიდენტების შეხვედრა 22 სექტემბერს არის მოსალოდნელი. ამ დღეს ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.

პრესლი გერბერი

21 სექტემბერი 2026, 09:44

კულტურა

სინდი კროუფორდის ვაჟი, მოდელი პრესლი გერბერი 27 წლისა გარდაიცვალა

ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის ოფისის ცნობით, გერბერი კვირას, სარეაბილიტაციო ცენტრში ყოფნისას გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი მითითებული არ არის. კროუფორდის პრესმდივანმა ცნობა დაადასტურა და CNN-ს განუცხადა: „ოჯახი ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ უაღრესად მძიმე და მტკივნეულ დროს“.

გურამ ფალავანდიშვილი

21 სექტემბერი 2026, 09:39

პოლიტიკა

გურამ ფალავანდიშვილი: არაბიზაცია არის ტყუილი, არანაირი არაბული ქალაქები არ შენდება - საქართველოში ბოლო 3 წელიწადში ნამდვილად მოხდა მიგრანტების გახუთმაგება, ოღონდ, უკრაინის ომის გამო და არა მუსლიმი მიგრანტების ხარჯზე, როგორადაც სურთ წარმოაჩინონ მავანთ, რათა ქრისტიანი მოსახლეობის ფართო ფენები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ განაწყონ

არაბიზაცია არის ტყუილი. არანაირი არაბული ქალაქები არ შენდება, - წერს გურამ ფალავანდიშვილი, სოციალურ ქსელში.