კობა დავითაშვილის მეუღლე: ყველას აპატია, მაგრამ სააკაშვილს არა, არ აპატია, როგორ მოექცა თავის ხალხს
ინგა ბიწაძე
ფოტო: IMEDI
კობა დავითაშვილის მეუღლე, ინგა ბიწაძე წლების შემდეგ პირველად თანხმდება ინტერვიუს. „იმედის კვირასთან“ საუბარში ის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ოჯახის პრობლემებს იხსენებს და მაინც არ ნანობს, რომ მისმა ოჯახმა ეს გზა გაიარა. დავითაშვილი იყო პოლიტიკოსი, რომელიც დასაწყისში სააკაშვილის თანამებრძოლი იყო, მას ერთ-ერთი პირველი დაუპირისპირდა და სიცოცხლის ბოლომდე ამ პოზიციას უერთგულა.
„მსხვერპლად არ თვლიდა თავს, თვლიდა რომ ყველას ვალია სამშობლოსთვის იღვაწოს. ასე რომ სიცოცხლეც არ დანანებია, რაც ჰქონდა ძვირფასი, ისიც არ დანანებია. თვითონ არ ეგონა თუ ასე მალე წავიდოდა თორემ კარგად დაწერდა ყველაფერს. სააკაშვილს არ აპატია და დანარჩენს ყველას აპატია. არ აპატია, როგორც მოექცა თავის ხალხს. ერთხელ ხუმრობით ვუთხარი მოდი შეურიგდი მეთქი, ისე გამიბრაზდა, ერთი კვირა არ მელაპარაკებოდა. დანარჩენს ყველას აპატია, მაგრამ სააკაშვილს არა“, - ამბობს ბიწაძე.
კობა დავითაშვილი 2020 წელს, 49 წლისა გარდაიცვალა.
ყველა სიახლე
05 მაისი 2026, 21:33
მსოფლიო
ნიკ პეტრო: ფრთხილად უნდა იყოთ გადაწყვეტილების მიღებისას, იხელმძღვანელეთ საკუთარი ქვეყნის ინტერესებით
„ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც შეზღუდული რესურსების პატრონია, ძალიან რთული არჩევანის წინაშეა, მიუხედავად ამისა მიმაჩნია, რომ გამოსავალი არსებობს. ფრთხილად უნდა იყოთ გადაწყვეტილების მიღებისას, იხელმძღვანელეთ საკუთარი ქვეყნის ინტერესებით. გვაქვს მაგალითი, სხვისი ინტერესების გათვალისწინების პოლიტიკამ რა შედეგები დააყენა უკრაინაში. უკრაინას ბევრი არაფერი შეუძლია, ამას ვუწოდებ საკუთარი ნების დაკარგვას, სუვერენიტეტის დაკარგვას“, - აღნიშნა პერტომ.
05 მაისი 2026, 21:27
მსოფლიო
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელში ქრისტიანები უსაფრთხოდ არიან
ისრაელში ქრისტიანები უსაფრთხოდ არიან, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა თავის გერმანელ კოლეგასთან, იოჰან ვადეფულთან შეხვედრის შემდეგ.
05 მაისი 2026, 21:21
პოლიტიკა
ნიკ პეტრო უკრაინის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაზე: ეს პოლიტიკა კი წარიმართება ომის გაგრძელების ინტერესის კარნახით. საბოლოო ჯამში ეს ემსახურება დროის მოგებას, რათა ევროპამ გადაიარაღება მოასწროს
ეს პროპაგანდისტული სლოგანია, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ როდ-აილენდის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკ პეტრომ. მან ამგვარად შეაფასა გადაცემის წამყვანის, ბრიტანელი დიპლომატის, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტის, იან პრაუდის მიერ მოყვანილი, NEW YORK TIMES-ის ციტატა, რომ „ვოლოდიმირ ზელენსკის თავისუფალი სამყაროს ახალი ლიდერია“.
05 მაისი 2026, 21:19
მსოფლიო
ლავროვმა და რუბიომ საერთაშორისო დღის წესრიგი და რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას საერთაშორისო დღის წესრიგი, მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობები და ორმხრივი კონტაქტების განრიგი განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
05 მაისი 2026, 21:12
მსოფლიო
ნიკ პეტრო: იმ შემთხვევაში, თუ კიევი საკუთარი ნებით შეეცდება მშვიდობის მიღწევას, ევროკავშირი უკრაინას დაემუქრება უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, სამხედრო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თანადგომის გაუქმებით
როდ-აილენდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ნიკ პეტრომ საკუთარ წიგნზე, „უკრაინის ტრაგედია - რას გვასწავლის კლასიკური ბერძნული ტრაგედია კონფლიქტის მოგვარების შესახებ“, გადაცემაში „თბილისის დროით“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, წიგნის მთავარი არგუმენტია გავიაზროთ, რომ ეს კონფლიქტი არის იმ განსხვავებულ კულტურებს შორის დაპირისპირება, რომლებიც ისტორიული უკრაინის ნაწილს წარმოადგენენ.
05 მაისი 2026, 21:03
კულტურა
ეთნო-ჯაზ ჯგუფმა „ირიაომ“ გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე ალბომი „კამარა“ წარადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეთნო-ჯაზ ჯგუფმა „ირიაომ“ გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე მსმენელს ახალი ალბომი „კამარა“ გააცნო. კონცერტზე ალბომში შესული ახალი და კარგად ნაცნობი კომპოზიციები შესრულდა.
05 მაისი 2026, 21:02
პოლიტიკა
ელექტროენერგიის ახალი ტარიფი - სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გაზრდილი ხარჯის სუბსიდირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი რჩება.
05 მაისი 2026, 21:02
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 აპრილს, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ „მარანჭალაში“ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
05 მაისი 2026, 20:56
სამართალი
ბრძოლა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ და ბოლო დღეებში გაძევებული უცხო ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრძოლა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ. სამართალდამცველებმა ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
05 მაისი 2026, 20:56
ეკონომიკა
საქართველოს რკინიგზის სრული განახლება იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეფექტიანობა, მართვის ხარისხი და შედეგი პრიორიტეტი ხდება. გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია შემუშავებულია და ის სამ საკვანძო მიმართულებას ეფუძნება, ესენია: ინფრასტრუქტურის განვითარება, სატვირთო გადაზიდვების გაძლიერება და სამგზავრო მიმართულების მოდერნიზაცია.
05 მაისი 2026, 20:52
მსოფლიო
ტრამპი: ირანის ბლოკადა საოცარი აღმოჩნდა, ის ფოლადივით მტკიცეა - ბლოკადას ვერავინ დაუპირისპირდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის პორტებში გემების შესვლა-გამოსვლის ბლოკადას ვერავინ დაუპირისპირდება და იმედი გამოთქვა, რომ თეირანის ფინანსური სისტემა ჩამოიშლება.
05 მაისი 2026, 20:50
პოლიტიკა
„ლელოს“ ანგარიში დიპლომატებს და ოპოზიციური ალიანსის კრიზისი - როგორ აფასებს მმართველი გუნდი ოპონენტების მდგომარეობას. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
მთავრობის მეთაური კიდევ ერთხელ ამბობს იმას, რაც არაერთხელ თქმულა - ოპოზიცია გარედან იმართება. სხვისი დავალებით მოქმედებაში კი იძულებითი ერთობაცაა. დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები ალიანსში თვალსაჩინოა. პარალელურად დღეს პარტია „ლელომ“ ანგარიში დიპლომატებს ჩააბარეს.
05 მაისი 2026, 20:46
პოლიტიკა
სამხრეთ კავკასიის რეალობა და მშვიდობის მნიშვნელობა- „ერევნის დიალოგი 2026“. „ქრონიკა“ სომხეთიდან
სამხრეთ კავკასიის რეალობა და მშვიდობის მნიშვნელობა - სომხეთის დედაქალაქი „ერევნის დიალოგს“ მასპინძლობს. ღონისძიებაში მონაწილეობს ქართული მხარე. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია დისკუსიის ფორმატში სიტყვით გამოვიდა.
05 მაისი 2026, 20:36
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან - არის თუ არა კიევი მზად ურთიერთობის გადასატვირთად. „ქრონიკის“ სიუჟეტი
არის თუ არა კიევი თბილისთან ურთიერთობის გადასატვირთად მზად - დისკუსია მას შემდეგ გააქტურდა, რაც უკრაინული მხარის ინიციატივით საქართველოს მთავრობის მეთაურსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა შედგა. პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლების პოლიტიკაა მაქსიმალური პრაგმატიზმი და დიპლომატია.
05 მაისი 2026, 20:32
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ევროკავშირის კრიზისსა და საქართველოს გამოსავალზე მსჯელობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ევროკავშირის კრიზისსა და საქართველოს გამოსავალზე მსჯელობს. პარტიისთვის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა მიუღებელია და პოზიციების გადახედვას მოითხოვენ, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მათთვის მთავარი მოქალაქის კეთილდღეობა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაა.
05 მაისი 2026, 20:27
მსოფლიო
ტრამპი: როდესაც ომი დასრულდება, ნავთობის ფასი უბრალოდ დასტაბილურდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნავთობის ბარელის ფასი იმაზე მეტად არ გაზრდილა, ვიდრე ის მოელოდა.
05 მაისი 2026, 20:21
პოლიტიკა
იუკნევიჩიანის მომზადებული დოკუმენტი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს, პირველი არ არის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იუკნევიჩიანის მომზადებული დოკუმენტი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს, პირველი არ არის. დეზინფორმაციად შეფასდა ბოლო ორი რეზოლუციაც 2025 წლის თებერვალსა და ივლისშიც.
05 მაისი 2026, 20:20
პოლიტიკა
პერსონალური სანქციები და სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დასჯა - რას მოითხოვს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტმოკავშირე რასა იუკნევიჩიენე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა დეპუტატ რასა იუკნევიჩიენეს მოხსენებას მხარი დაუჭირა. ევროპის სახალხო პარტიის, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მოკავშირე ლიეტუველი დეპუტატი პერსონალური სანქციების და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პათოსით არაერთი რეზოლუციის ავტორია და შესაბამისად, მსჯავრდებულის საჯარო მადლობათა ადრესატია.
05 მაისი 2026, 20:16
სამართალი
ჯაშუშობა ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ - რა ინფორმაცია გამოავლინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჯაშუშობა ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ. დაკავებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი - გიორგი უძილაური. ის წლების წინ „ქართუ ჯგუფშიც” მუშაობდა. რა ინფორმაცია გამოავლინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა?
05 მაისი 2026, 20:05
პოლიტიკა
საგარეო უწყება ევროპარლამენტის ანგარიშზე: ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას, ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით, აბსურდული ბრალდებებით და ინფორმაციით მანიპულირების მეთოდების გამოყენებით ტირაჟირებას უკეთებს დეზინფორმაციას
ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას, ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით, აბსურდული ბრალდებებით და ინფორმაციით მანიპულირების მეთოდების გამოყენებით ტირაჟირებას უკეთებს დეზინფორმაციას, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში, რომელშიც უწყება საქართველოს თაობაზე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს.


