დავით სერგეენკო: სტიქიის ზონაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და რეანომობილია მობილიზებული
დავით სერგეენკო
ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და რეანომობილია მობილიზებული. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
სტიქიის ზონაში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჩავიდა. ის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არის, თუმცა არებობს სამოქმედო გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობა გაიყვანონ.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე მედპერსონალის დახმარების საჭიროება არ დამდგარა.
სოფელ დაბასთან, 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიაზე ხანძარი 20 აგვისტოს დღისით გაჩნდა. ცეცხლი 2014-2017 წლებში აღდგენილი ტერიტორიების ზემოთ არსებულ ფერდობზე იყო გავრცელებული. 21 აგვისტოს ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა, ამოვარდნილი ქარის გამო ხანძრის ახალი კერები გაჩნდა.
ყველა სიახლე
02 ოქტომბერი 2026, 18:23
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირში კარგად გადაიაზრებენ და მოუწევთ თვალის გასწორება იმ ყველაფრისთვის, რომ რაც მათივე კვლევებით, ობიექტური საზომით არის დათვლადი და გაზომვადი - ამერიკის შეერთებული შტატებიდან უფრო პოზიტიური სიგნალებია
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ვიზიტები, რომელთა საშუალებითაც პირველ პირებს რეალური ინფორმაცია მიეწოდებათ, ძალიან მნიშვნელოვანია.
02 ოქტომბერი 2026, 18:21
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა, რომელთაც არ გააჩნდათ კანონიერი შემოსავლის წყარო, მათ ხელთ არსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის აქტივების გასათეთრებლად დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს.
02 ოქტომბერი 2026, 18:15
მსოფლიო
ტრამპი: ევროპა ახლახან დათანხმდა თავისი დიზელის საწვავის ჭარბი მარაგების დიდი ოდენობით გათავისუფლებას - პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპამ დიზელის საწვავის დიდი ოდენობის მარაგების ბაზარზე გამოშვების გადაწყვეტილება მიიღო. ტრამპის თქმით, ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება.
02 ოქტომბერი 2026, 18:07
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე: დიალოგი გვაქვს რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართული რეაბილიტაცის პროცესში
„თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი ქართველი მოსახლეობაა რუსეთში. ისინი აღმსარებლები არიან. რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელთაც საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს რუსეთი და ჩვენ დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე. თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართულები რეაბილიტაციაში. ოკუპირებული ტერიტორიები, ძირითადი საკითხი დარჩება ისევ სასაუბროდ, რომ იქ საეკლესიო ცხოვრება მოწესრიგდეს, ასე რომ, თემა ბევრია“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.
02 ოქტომბერი 2026, 18:01
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური IRI-ის კვლევაზე: როგორ შეიძლება 16% უჭერდეს მხარს იმ ძალებს, რომლებიც სახელმწიფოს, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ?!
როგორ შეიძლება 16% უჭერდეს მხარს იმ ძალებს, რომლებიც სახელმწიფოს, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ?! - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“.
02 ოქტომბერი 2026, 17:54
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე ერთი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად, ბრალდებულს იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე, თითქოსდა საინვესტიციო მიზნით, უცხოეთიდან ჩაერიცხა 790 000 ამერიკული დოლარი. მან აღნიშნული თანხა, მისი წარმომავლობის შესანიღბად, ეროვნული ვალუტით დააკონვერტირა და უძრავი ქონების ნასყიდობის ფიქციური ხელშეკრულებების საფუძველზე მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა. შემდგომ ბრალდებულმა თანხა კვლავ უცხოურ ვალუტაზე დააკონვერტირა და შემდგომი ინტეგრაციის მიზნით, უცხო ქვეყნის საბანკო სისტემაში გადაიტანა.
02 ოქტომბერი 2026, 17:54
პოლიტიკა
14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა ბოროტების იმპერიაზე. რომ არა ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელმწიფოებრივი, უაღრესად გაბედული, თუმცა ძალიან რისკიანი გადაწყვეტილება, არ გვექნებოდა სახელმწიფო. სწორედ ამას არ პატიობენ ამ ოჯახს. ამიტომ არის, რომ გამალებით ესხმიან თავს და ათასგვარ ცილისწამებას ავრცელებენ მის მიმართ
14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა, ქართულმა სახელმწიფოებრიობამ გაიმარჯვა ბოროტების იმპერიაზე. რომ არა ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედის და ავანგარდში მყოფი ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელმწიფოებრივი, უაღრესად გაბედული, თუმცა ძალიან რისკიანი გადაწყვეტილება, ჩვენ არ ვილაპარაკებდით დღეს ამ მოცემულობაზე, რეიტინგებზე და ხელშესახებ პროგრესზე, არამედ ჩვენ დღეს არ გვექნებოდა სახელმწიფო, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.
02 ოქტომბერი 2026, 17:50
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ძალიან ხშირად ეკლესიებს შორის ურთიერთობა აღიქმება იმ სათვალით, რომელსაც პოლიტიკური თვალსაზრისით განსჯიან ადამიანები. ეკლესიების ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა და მას თავისი საფუძვლები აქვს
„ძალიან ხშირად ეკლესიებს შორის ურთიერთობა არასწორად აღიქმება, აღიქმება იმ სათვალით, რომელსაც პოლიტიკური თვალსაზრისით განსჯიან ადამიანები. ეკლესიების ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა და მას თავისი საფუძვლები აქვს. ასე რომ, თქვენი შეკითხვა სწორედ აქედან გამომდინარეობს. რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც, ზოგს, მაგალითად. ურთიერთობა გრძელდება და ეს ურთიერთობა გაგრძელდება, ფაქტია ეს - შესაძლებლად კი არ მიმაჩნია, ფაქტი არის“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძე.
02 ოქტომბერი 2026, 17:47
მსოფლიო
POLITICO: საფრანგეთი აშშ-ის წნეხის ფონზე ევროკავშირს ნავთობისა და დიზელის რეზერვების გამოყენებას სთავაზობს
საფრანგეთმა ევროკავშირის ქვეყნებს სტრატეგიული რეზერვებიდან 50 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობისა და 50 მილიონი ბარელი დიზელის საწვავის გათავისუფლება შესთავაზა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
02 ოქტომბერი 2026, 17:43
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული: პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთში მზის მიკროსადგურები ჯამში 58 ოჯახს დაუმონტაჟდა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ხელისუფლების მიერ გაცხადებულ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას, სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლას, მოსახლეობის დამაგრებას და ტურიზმის განვითარებას
პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთში მზის მიკროსადგურები ჯამში 58 ოჯახს დაუმონტაჟდა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ხელისუფლების მიერ გაცხადებულ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას, სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლას, მოსახლეობის დამაგრებას და ტურიზმის განვითარებას, - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში მზის მიკროსადგურების დამონტაჟებასთან დაკავშირებით.
02 ოქტომბერი 2026, 17:37
სამართალი
ბათუმის აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ბათუმის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 745 გრამი) აღმოაჩინეს.
02 ოქტომბერი 2026, 17:33
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი მსჯავრდებულ დავითაძის საქმეზე: რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე - ციხეებში ყველაფერი არის ისე, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს შეეფერება და ვერანაირი ასეთი კამპანია ვერ იმუშავებს
აქაც რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. ის ასე გამოეხმაურა დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას.
02 ოქტომბერი 2026, 17:32
სამართალი
გივი მიქანაძემ „გურიის მოამბის“, მისი მფლობელი ვლადიმერ მენაბდისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
„მიმდინარე წლის 18 აგვისტოსა და მომდევნო დღეებში შპს „გურიის მოამბის“, ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას მიერ ვებგვერდისა და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა ჩემ შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი განცხადებები, რაც წარმოადგენს პირად უფლებებზე განზრახ, არაერთგზის თავდასხმას“.
02 ოქტომბერი 2026, 17:28
მსოფლიო
Bloomberg: უნგრეთი უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას არ გაუგზავნის
უნგრეთის მთავრობა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნას არ გეგმავს და კიევის მხარდაჭერისას ენერგომომარაგებითა და ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება. ინფორმაციას Bloomberg-ი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დიორდ ველკეიმზე დაყრდნობით ავრცელებს.
02 ოქტომბერი 2026, 17:28
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის და მთავრობის წევრების მონაწილეობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. მსჯელობა შეეხო საავტომობილო მაგისტრალური და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების განვითარებას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას, ასევე ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილ ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტებს.
02 ოქტომბერი 2026, 17:25
საზოგადოება
ცესკო 3 ოქტომბრის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს
3 ოქტომბერს, 09:00 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
02 ოქტომბერი 2026, 17:25
სამართალი
ლევან იოსელიანი: პენიტენციური დაწესებულების ვიდეომასალა ჯერ კიდევ 2025 წლის 26 დეკემბერს დავათვალიერეთ და მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ. იმ პერიოდში არც მის ადვოკატს, არც მას ჩვენ მიმართ რაიმე ტიპის პრეტენზია არ გამოუთქვამთ
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მხრიდან მიმართვის დღესვე შეისწავლეს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაღებული ვიდეომასალა და მასში არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახეს.
02 ოქტომბერი 2026, 17:25
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ - ეს გამონათქვამი მიესადაგება ევროკავშირს, თვითონვე ამბობენ, რომ საქართველოში მთავრობის ნდობის ხარისხი არის მაღალი და მეორე მხრივ, ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ხალხის ნებას. რას დავუჯეროთ, მეთოდოლოგიურად გამართულ კვლევებს, თუ კონკრეტული პოლიტიკოსების მიკერძოებულ განცხადებებს?
„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ - არის ასეთი გამონათქვამი და სწორედ მიესადაგება ევროკავშირს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ევროკომისიის კვლევის შედეგებზე საუბრისას, რომლის თანახმად, ნდობის რეიტინგში საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54.1% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაწინაურდა.
02 ოქტომბერი 2026, 17:20
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group - ის (CP Group) თავმჯდომარეს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group - ის (CP Group) თავმჯდომარეს კრის სუოპაკიჯ ჩეარავანონტს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
02 ოქტომბერი 2026, 17:06
მსოფლიო
AP: აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 9 000 სამხედროს და მესამე ავიამზიდს აგზავნის. ტრამპი ირანზე ახალ დარტყმებს განიხილავს
აშშ-ის ხელისუფლება ახლო აღმოსავლეთში დამატებით დაახლოებით 9 000 სამხედრო მოსამსახურეს აგზავნის, მათ შორის მესამე ავიამზიდს მაშინ, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების შესაძლებლობას კვლავ განიხილავს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.


