17 ივნისი 2022, 00:38 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ჩნდება ლეგიტიმური კითხვები ელენე ხოშტარიას მიმართ, ხომ არ აქვს ამ მილიონობით რუბლს კავშირი 20 ივნისის აქციასთან

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ორშაბათს ელენე ხოშტარია არის ბაკურიანის შეკრების მონაწილეთა აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, ამავდროულად მას ერიცხება რუსეთიდან თანხები, მილიონობით რუბლი, არ არის საინტერესო, არ უნდა ჩავეძიოთ ამ ყველაფერს? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა განაცხადა.

მისი თქმით, ამიტომ ჩნდება ლეგიტიმური კითხვები ელენე ხოშტარიას მიმართ, რომლის მორალთან დაკავშირებით ისედაც სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს, ხომ არ აქვს ამ მილიონობით რუბლს კავშირი 20 ივნისის აქციასთან.

„ძალიან საინტერესოა, ორშაბათს ელენე ხოშტარია არის ბაკურიანის შეკრების მონაწილეთა აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, ამავდროულად მას ერიცხება რუსეთიდან თანხები, მილიონობით რუბლი, არ არის საინტერესო, არ უნდა ჩავეძიოთ ამ ყველაფერს? წარმოიდგინეთ, „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელს რუსეთიდან რომ ჩარიცხოდა მილიონობით რუბლი ამ ომის პერიოდში, მე რომ ჩამრიცხოდა რაღაც და შეიძლება მეც მყავდეს ბაბუა შემოქმედი რაღაც ჰონორარებით. წარმოიდგინეთ, რომ მე მილიონობით რუბლი მერიცხება და არაფერს ვამბობ, ამ დროს მეორე მხრივ ვამტკიცებ, რომ ყველაფერ რუსულზე მაკანკალებს. კითხვები ხომ გაგიჩნდებოდათ? ამიტომ მიჩნდება ლეგიტიმური კითხვები ელენე ხოშტარიას მიმართ, რომლის მორალთან დაკავშირებით ისედაც სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს, ხომ არ აქვს მაგალითად ამ მილიონობით რუბლს კავშირი 20 ივნისის აქციასთან. საინტერესოა. თქვენც ხომ ხედავთ, რომ ცალსახად ორმაგი სტანდარტია, იქ აკანკალებს ყველაფერ რუსულზე და აქეთ იღებს რუსულ ფულს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, როდესაც ერთი ადამიანი, რომელიც არის სიყალბე თავისი არსით, იმიტომ, რომ გეუბნება, რომ ყველაფერი რუსული მისთვის გულის ამრევია, თან რუსულ ფულს, მილიონობით რუბლს იღებს, მეორე მხრივ, 20 ივნისის აქციის მთავარი ორგანიზატორია, არის რბილი ძალის რისკი, რაც ცნობილი პრობლემაა არა მარტო საქართველოში, არამედ ძალიან დიდ ქვეყნებშიც.

„უნდა დაინტერესდეს ალბათ ვიღაც, მაინც და მაინც გამოძიებაზე არ მაქვს საუბარი, შეიძლება ჟურნალისტური გამოძიება წარიმართოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა კავშირია ამ მილიონობით რუბლსა და 20 ივნისის აქციას შორის, რომელსაც აწყობს ელენე ხოშტარია, ან პოზნერს რომ მიუვარდა და რისკები რომ შექმნა უსაფრთხოების თვალსაზრისით, ესეც იმ მილიონობით რუბლთან ხომ არ იყო დაკავშირებული, 20 ივნისს რასაც აკეთებდა თავის დროზე, ესეც იმ მილიონობით რუბლთან ხომ არ იყო დაკავშირებული. ჩემი უფლება არ არის, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ საგამოძიებო ორგანოებს მივმართო, იქნებ ჟურნალისტები და პოლიტიკსები დაინტერესდნენ, ჩასაძიებელი ყველა შემთხვევაშია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

რასა იუკნევიჩიანე

12 მარტი 2026, 02:26

პოლიტიკა

რასა იუკნევიჩიანე: საქართველო და ქართველებო, თქვენ ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, დაკარგულები არ ხართ

საქართველო და ქართველებო, თქვენ ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, დაკარგულები არ ხართ, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.

ვოპკე ჰუკსტრა

12 მარტი 2026, 02:06

პოლიტიკა

ევროკომისარი ვოპკე ჰუკსტრა: ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი

ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ყველა მათგანს, ვინც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში თვითნებურად იქნა დაკავებული, დაექვემდებარა სასტიკ მოპყრობას ან დაპატიმრებული იყო, მათ შორის ელენე ხოშტარიას, - განაცხადა კლიმატის საკითხებში ევროკომისარმა, ვოპკე ჰუკსტრამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.

კრისტიან ტერეში

12 მარტი 2026, 01:58

პოლიტიკა

კრისტიან ტერეში ევროპარლამენტს: სად იყავით 2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს? რა გააკეთეთ თქვენ და რა გავაკეთეთ ჩვენ ყველამ 2008 წლის შემდეგ რუსეთის შესაჩერებლად, გარდა უბრალო განცხადებების გავრცელებისა?

ის გამოსვლები, რომლებსაც დღეს ამ პლენარულ სხდომაზე ვისმენ, არ მგონია, რომ საერთოდ ეხმარებოდეს საქართველოს, პირიქით - 2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, არა მხოლოდ ამ პლენარულმა სხდომამ, არამედ ბევრმა სხვა პარლამენტმა მთელ მსოფლიოში მრავალი რეზოლუცია წარადგინა და გაგზავნა და მეტი არაფერი. საბოლოო ჯამში, იმ დროს ქართველი ხალხი იყო ის, ვინც გადაიხადა ფასი იმისთვის, რომ მათმა ქვეყანამ დასავლური გზა აირჩია, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, კრისტიან ტერეშმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.

დაინიუს ჟალიმასი

12 მარტი 2026, 01:53

პოლიტიკა

ლიეტუველი ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი: საქართველო იქცა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის კერად - ომისთვის საჭირო საქონლის რეექსპორტიდან დაწყებული, ნავთობპროდუქტების წარმომავლობის შენიღბვით დასრულებული

საქართველო იქცა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის კერად - ომისთვის საჭირო საქონლის რეექსპორტიდან დაწყებული, ნავთობპროდუქტების წარმომავლობის შენიღბვით დასრულებული, - განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, დაინიუს ჟალიმასმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.

ტიერი მარიანი

12 მარტი 2026, 01:46

პოლიტიკა

ტიერი მარიანი ევროპარლამენტს: 2024 წლიდან მოყოლებული, თქვენ იყენებთ მეთოდებს საქართველოში ლეგიტიმურად არჩეული მთავრობისთვის ძირის გამოსათხრელად - შეწყვიტეთ ეს ჩარევა, ზეწოლა და შანტაჟი ამ დემოკრატიულ ქვეყანაში

ეს პარლამენტი აგრძელებს ყურადღების ფოკუსირებას საქართველოზე აღმაშფოთებელი სიტყვებით, პოლიტიკური ზეწოლით, შანტაჟითა და ფინანსური მუქარებით ბრიუსელის მხრიდან ამ ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.

ტომაშ ფროელიხი

12 მარტი 2026, 01:40

პოლიტიკა

ტომაშ ფროელიხი ევროპარლამენტს: საქართველოს არ სჭირდება ჭკუის სწავლება, არ სჭირდება რეჟიმის ცვლილება, მათ სჭირდებათ პატივისცემა - მხოლოდ ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა

ჩვენ კვლავ ვსაუბრობთ საქართველოზე. რატომ? იმიტომ, რომ ის განსხვავებულია. ის განასახიერებს ქრისტიანულ ღირებულებებს, იცავს თავს „ვოუქ“ იდეოლოგიისგან და აქვს პრაგმატული მიდგომა საგარეო პოლიტიკის მიმართ. მათ არ სურთ კიევად გადაქცევა და ეს მათი უფლებაა - ისინი სუვერენული სახელმწიფოა და ჩვენ ეს უნდა ვცეთ პატივი, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ტომაშ ფროელიხმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.

შალვა პაპუაშვილი

12 მარტი 2026, 01:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან გვქონდა საუბარი 2024 წელს დაკავებული პატიმრების გათავისუფლების საკითხზე და ავუხსენი, რომ ეს პარლამენტის კომპეტენცია არანაირად არ არის

მნიშვნელოვანია, ყველას, მათ შორის იმ ორგანიზაციას, რომლის წევრიც ვართ, ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია, რა მდგომარეობაა სასჯელაღსრულების სისტემაში. ამ მხრივ ყველანაირი ინფორმაცია აქვთ, არაფერი იმალება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

ირაკლი კირცხალია

12 მარტი 2026, 00:40

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ოჯახებში თესავდნენ პოლარიზაციას - როდესაც საზოგადოებიდან დაკვეთაა, რომ იყოს ჯანსაღი სიტუაცია როგორც პოლიტიკაში, ასევე მედიაში, კეთილი ინებონ და საზოგადოებრივი აზრი, ყველა მხრივ წარმოადგინონ კორექტულად

როდესაც საზოგადოებიდან დაკვეთაა, რომ იყოს ჯანსაღი სიტუაცია როგორც პოლიტიკაში, ასევე მედიაში, კეთილი ინებონ, გააშუქონ და საზოგადოებრივი აზრი ყველა მხრივ წარმოადგინონ კორექტულად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

შალვა პაპუაშვილი

12 მარტი 2026, 00:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს საქართველოს ხელისუფლების ოპოზიცია რეალურად არის ბრიუსელი, რომელიც პირდაპირ ცდილობს კანონდარღვევით ფულის შემოტანას და პოლიტიკაში დაბანდებას ისე, რომ ხალხმა არ გაიგოს

ჩვენ გვახსოვს, 2024 წელს რომ თქვეს, თითქოს 300 000 ზეციური ქართველი არსებობდა, რომელიც არსაიდან გამოჩნდა და „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, თითქოს „ოცნებამ“ ასე მიიღო 1 120 000 ხმა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

ირაკლი კირცხალია

12 მარტი 2026, 00:26

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ეუთო-ს დელეგაციის ვიზიტზე: მნიშვნელოვანი, ობიექტური მესიჯები გამოვიდა იმიტომ, რომ ძალიან მაღალ დონეზე ჰქონდათ მათ შეხვედრები აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო დონეზე. ე.წ. ოპოზიციასაც შეხვდნენ ისინი

ეუთო-ს დელეგაციის ვიზიტი შეაფასა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

12 მარტი 2026, 00:21

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: რა უნდა ვესაუბრო გვარამიას, სააკაშვილის პარტიას, რომელიც ყიდდა თავის ქვეყანას 2012 წლამდე და რომელიც ყიდის დღეს

საქართველოში უნდა გამოინახოს პოლიტიკური ველი ჯანსაღი ოპოზიციისთვის და არა იმ აგენტურისთვის, რომელიც ღალატობს თავის ქვეყანას, რა უნდა ვესაუბრო გვარამიას, სააკაშვილის პარტიას, რომელიც ყიდდა თავის ქვეყანას 2012 წლამდე და რომელიც ყიდის დღეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკაში დიალოგის ადგილი არ არის რუსთაველის გამზირზე მოლოტოვის კოქტეილებით ხელში.

შალვა პაპუაშვილი

12 მარტი 2026, 00:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ხალხს, ვინც საკუთარი თავი დააყენა დემოკრატიულ პროცესებს მიღმა, ვერაფერს ვაიძულებთ, ეს არ არის საბავშვო ბაღი, ხელი ჩავჭიდოთ, ბრიუსელმა მათ უბიძგა ქუჩისკენ და ახლა მოუარონ ქუჩაში

დიალოგი იგულისხმება პოლიტიკურ თანაარსებობაში და აზრების გაცვლაში, ამის ყველა პლატფორმა გათვალისწინებულია ჩვენი კონსტიტუციით, ამისთვის არსებობს არჩევნები, ევროკავშირს რადიკალებისთვის არ უნდა ებიძგებინა, რომ არ ეღიარებინათ არჩევნების შედეგები, წასულიყვნენ ტყუილზე და ძალადობაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ირაკლი კირცხალია

12 მარტი 2026, 00:11

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: როგორ მეტყვი არგუმენტს, რომ გამჭვირვალობა არაევროპულია, როგორ მეტყვი არგუმენტს, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა არაევროპულია? როდესაც დისკუსიაში ვერ შემოდიხარ, პრორუსულის იარლიყის მიკერება ყველაზე მარტივია

მათთვის რუსულის იარლიყის მიკერება ყველაზე მარტივია, - ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემა „იმედი LIVE”-ში კითხვას, რომელიც მარტა კოსის განცხადებას ეხებოდა. საუბარია

ირაკლი კირცხალია

12 მარტი 2026, 00:03

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: სრულიად განადგურებული, პოლიტიკურად გარდაცვლილი სახელი და გვარები, ნიღაბჩამოხსნილი, სამარცხვინო, უსამშობლო წარსულით

ძალიან კარგად თქვა პრემიერ მინისტრმა, ნულს პლუს ნული არის ნული. სრულიად განადგურებული, პოლიტიკურად გარდაცვლილი სახელი და გვარები, ნიღაბჩამოხსნილი, სამარცხვინო, უსამშობლო წარსულით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის ალიანსზე საუბრისას. მისივე თქმით, ოპოზიცია გარე დავალების შესაბამისად მოქმედებს და ერთი და იგივე წრეზე დადის.

ირაკლი კირცხალია

12 მარტი 2026, 00:02

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენი ქვეყანა მუქარას არ ექვემდებარება. ამ პოლიტიკის ხელში, რომელი პოლიტიკაც დღეს მძვინვარებს ბრიუსელში, ამათ ხელში დგას დღეს ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ბრიუსელი ვერ გადაგვიწყვეტს ჩვენ შიდა პოლიტიკას

„პასუხი იქნება იგივე, რომ ჩვენი მხრიდან არ არის არანაირი საფუძველი. არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი, რომ საერთოდ ეს დღის წესრიგში დადგეს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ კითხვის პასუხად, რომ შესაძლოა თუ არა საქართველოს წინააღმდეგ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ბერკეტი იყოს გამოყენებული.

ირაკლი კირცხალია

11 მარტი 2026, 23:46

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: პეტერ ფიშერმა ვენის კონვენცია, პირდაპირი მნიშვნელობით, თავზე დაიხია. გერმანიის ელჩი, სამწუხაროდ, არის „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი პარტაქტივის წევრი, ის ჩვენთვის არ არის გერმანია და გერმანელი ხალხი

გერმანიის ელჩი სამწუხაროდ არის “ნაციონალური მოძრაობის” ჩვეულებრივი პარტაქტივის წევრი, გერმანულენოვანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პეტერ ფიშერზე საუბრისას, რომელიც 24 თებერვალს ამტკიცებდა რომ ევროკავშირის სასანქციო პაკეტში ყულევის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით მტკიცებულებები არსებობს. მისივე თქმით, გერმანელმა დიპლომატმა “ვენის კონვენცია, პირდაპირი მნიშვნელობით, თავზე დაიხია”.

ირაკლი კირცხალია

11 მარტი 2026, 23:42

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა ეს დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან

ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა დეზინფორმაცია [ემსახურება] იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან, რომ მოარყიონ ეკონომიკა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

შალვა პაპუაშვილი

11 მარტი 2026, 23:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთია, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ შეიძლება, ეს ორი ჭეშმარიტება ვერ ვათქმევინეთ ​​ევროკავშირს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთია, რომელმაც ორი მარტივი ჭეშმარიტება თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ არის პოლიტიკური პროცესის ჩამნაცვლებელი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

ირაკლი კირცხალია

11 მარტი 2026, 23:33

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დეკანოიძე, დანი და ძმანი მისნი ქადაგებდნენ, რომ თურმე საქართველო ყოფილა შავი ხვრელი, თურმე ჩვენი ქვეყანა გამოიყენებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს ხომ გამოვიარეთ, ეს ხომ ვნახეთ

ამას კიდევ ერთხელ დაესვა წერტილი სწორედ იმ სახელი და გვარების მიერ და მხრიდან, რომელთაც ერთხელ უკვე დაუსვეს ამ ბინძურ სპეკულაციას წერტილი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ რადიკალების ცრუ ნარატივთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის სანქციების გვერდის ავლის ჰაბი.

ირაკლი კირცხალია

11 მარტი 2026, 23:21

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, როგორც კი ვნახეთ, რომ გამძაფრდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, ისევ დაიქოქა ეს მანქანა, ისევ მოღალატეობრივი განცხადებები

ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, როგორც კი ვნახეთ, რომ გამძაფრდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში ისევ დაიქოქა ეს მანქანა, ისევ მოღალატეობრივი განცხადებები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის პოლიტიკაზე საუბრისას. მისივე თქმით, დღევანდელ რეალობაში მშვიდობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, განსაკუთრებით ოპოზიციის მცდელობების ფონზე.