სახალხო დამცველი: ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით 189 საჯარო სკოლა ავარიულია
სახალხო დამცველის აპარატი განათლების სამინისტროს სკოლის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების და მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვისთვის რეკომენდაციით მიმართავს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, 189 საჯარო სკოლა ავარიულია და თითქმის ყველა საჯარო სკოლა საჭიროებს ცალკეულ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოს.
”საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2016-2017 წლების განმავლობაში აქტიურად სწავლობდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობასა და ფიზიკური გარემოს განვითარების საკითხებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, 189 საჯარო სკოლა ავარიულია. 2016 წელს ავარიულ მდგომარეობაში ფუნქციონირებდა 209 საჯარო სკოლა, მათგან 42 არ ექვემდებარებოდა აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს. ამასთან, თითქმის ყველა საჯარო სკოლა საჭიროებს ცალკეულ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოს. ავარიულ და სარეაბილიტაციო საჯარო სკოლებში 42 394 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაცემებიც. მოწოდებული ინფორმაციით, ავარიულ სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით ტარდება აუცილებელი ღონისძიებები, თუმცა, მსგავსი ღონისძიებები რიგ შემთხვევებში სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა უსაფრთხოების ჯეროვან დაცვას.
მისასალმებელია, რომ 2015–2017 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალი საჯარო სკოლები შენდება, თუმცა, მათი რიცხვი მცირეა. მცირეა ასევე აღდგენა-სარეაბილიტაციო (გამაგრებითი) ღონისძიებები.
გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისა (CRC) და ამავე კონვენციის N1 ზოგადი კომენტარის თანახმად, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ზოგადი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა და საგანმანათლებლო დაწესებულებების უსაფრთხო ფუნქციონირება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოს შესაბამისი სტანდარტების დაცვა.
საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ აუცილებელია, აქტიურად განხორციელდეს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს განათლების ხელმისაწვდომობასა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო ფიზიკური გარემოს უზრუნველყოფაზე. ასევე, უნდა გაუმჯობესდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და განახლდეს სასწავლო ინვენტარი, განსაკუთრებით, სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში. მნიშვნელოვანია, უფრო ინტენსიური გახდეს ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა”, - ნათქვამის სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 23:38
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: რადიკალების უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რომ ეს მხარდაჭერა მოიპოვონ
მათი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რომ ეს მხარდაჭერა მოიპოვონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, რადიკალირ ოპოზიციაზე საუბრისას.
16 აპრილი 2026, 23:31
პოლიტიკა
გიორგი კახიანი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია
დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.
16 აპრილი 2026, 23:29
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპთან შეხვედრა აუცილებელი არ არის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კითხვაზე, იქნებოდა თუ არა მზად შეხვედროდა პაპ ლეო XIV-ს მათ შორის არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად, უპასუხა, რომ ეს აუცილებლად არ მიაჩნია.
16 აპრილი 2026, 23:21
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ
ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება გარკვეულწილად თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ და ბუნებრივია, შეეცდებიან გარკვეული, მათ შორის ასეთი ტრენინგების შედეგად მიღებული მოქმედებების განხორციელებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
16 აპრილი 2026, 23:04
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი შეთანხმებას მიაღწევენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებას მიაღწევენ.
16 აპრილი 2026, 22:57
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ურანის გადაცემაზე დათანხმდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა თავისი გამდიდრებული ურანის გადაცემას.
16 აპრილი 2026, 22:48
მსოფლიო
ტრამპი: რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ ურთიერთობებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ამჟამად თეირანთან ურთიერთობის ახალი ეტაპი ფიქსირდება.
16 აპრილი 2026, 22:07
მსოფლიო
ტრამპი: ირანს სურს შეთანხმების მიღწევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად და იმ პირობების განსახილველად, რომლებზეც რამდენიმე თვის წინ უარს ამბობდა.
16 აპრილი 2026, 21:52
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას
საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
16 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 21:42
მსოფლიო
რომის პაპმა მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე
რომის პაპმა ლეომ მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე და განაცხადა, რომ მსოფლიოს „ერთი მუჭა ტირანები ანადგურებენ“.
16 აპრილი 2026, 21:36
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი და ნატო ურთიერთობების გასამტკიცებლად იმუშავებენ
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეთანხმდა, მომდევნო კვირების განმავლობაში იმუშაონ ევროკავშირისა და სამხედრო ალიანსის ურთიერთობების გასამტკიცებლად.
16 აპრილი 2026, 21:21
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გაი რაიდერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბრისას აღინიშნა, რომ თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კოორდინირებულ საერთაშორისო თანამშრომლობას.
16 აპრილი 2026, 21:10
პოლიტიკა
ეკონომიკის სამინისტრო აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე: არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე
არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 21:02
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვევს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვევს.
16 აპრილი 2026, 20:59
პოლიტიკა
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა და საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი - ამ თემების შესახებ დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე ისაუბრა. „ქრონიკი“ სიუჟეტი
ომების და არასტაბილურობის ფონზე, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მარშრუტების საჭიროება დაადასტურა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმაც.
16 აპრილი 2026, 20:51
პოლიტიკა
საგარეო ჩარევა და მშვიდობა - პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მიმართა. გზავნილები და ორმხრივი შეხვედრები - „ქრონიკა” სტამბოლიდან
სუვერენიტეტი ვერ იქნება შერჩევითი და უსაფრთხოება ვერ იქნება ცალმხრივი. უხილავი გავლენების ეპოქა და ორმაგი სტანდარტები - პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მიმართა.
16 აპრილი 2026, 20:43
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ვაიმარის სამკუთხედის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების წარმომადგენლები - საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორი ბრის როკეფეი, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მიხალ გიერგონი.
16 აპრილი 2026, 20:32
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ანტალიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგება
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიაში, ქართველ ჟურნალისტებთან ქართული დელეგაციის ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
16 აპრილი 2026, 20:30
პოლიტიკა
რატომ რჩება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე პრეზიდენტად ზურაბიშვილი? „ქრონიკის“ სიუჟეტი
ერთადერთი განმარტება და თავის მართლება პრობლემის ტექნიკურ ხარვეზად წარმოჩენას გულისხმობს, თუმცა საგულისხმოა, რომ ტექნიკური ხარვეზი მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით არსებობს, სხვა ყველა ქვეყნის შემთხვევაში ინფორმაცია განახლებადია.


