პარლამენტში გენდერული კვოტების საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა იწყება
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი გენდერული კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა (Task Force) 37 000-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვების შედეგად წარადგინა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარში" განმარტავენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიხედვითაც, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.
იმ შემთხვევაში კი, თუ არჩეული წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, მაშინ დეპუტატის მანდატს იმავე სქესის რიგით მომდევნო კანდიდატი მიიღებს.
რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციამ (საია) თავის ვებგვერდზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის განცხადება გამოქვეყნა.
ყველა სიახლე
14 მარტი 2026, 22:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მას შემდეგ რაც 2008 წლის ომი, კატასტროფა, დასრულდა საქართველოსთვის, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას, იგივე ხალხი გვირჩევდა, რომელიც დღეს სტრატეგიული კონფრონტაციისკენ გვიბიძგებს რუსეთთან
მას შემდეგ რაც 2008 წლის ომი, კატასტროფა, დასრულდა საქართველოსთვის, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას, იგივე ხალხი გვირჩევდა, რომელიც დღეს სტრატეგიული კონფრონტაციისკენ გვიბიძგებს რუსეთთან, ვგულისხმობ სხვადასხვა ჯგუფებს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას საქართველო დიდი ხანია აწარმოებს.
14 მარტი 2026, 22:03
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპის კავშირთან დაპირისპირების სპირალი იწყება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ - ჩვენ არ უნდა გვიყურონ რუსეთის ჭრილში, ჩვენ არ უნდა ვიყოთ რუსეთის გამაღიზიანებელი და არ უნდა შეგვხედონ ასე
„იმის გამო, რომ ჩვენ არ ვიყავით მათთვის კომფორტული ხელისუფლება და არ გავყევით მათ ყველაფერ იმაში, რაც გვთხოვეს, შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ სხვა ძალებზე დაედოთ ფსონი და გადაწყვიტეს საქართველოში რეჟიმის ცვლილება“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
14 მარტი 2026, 21:57
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ომიდან სამ დღეში „ვითიბი“ ბანკმა ისე შეაჩერა მოქმედება, დიდად ვერავინ იგრძნო, ვინაიდან მათ შორის სახელმწიფომ საკუთარი როლი შეასრულა ამაში. საპირწონედ მივიღეთ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და პოლიტიკური ოპოზიცია
ომიდან სამ დღეში „ვითიბი“ ბანკმა ისე შეაჩერა მოქმედება, რომ ეს დიდად ვერავინ იგრძნო, ვინაიდან მათ შორის სახელმწიფომ საკუთარი როლი შეასრულა ამაში, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
14 მარტი 2026, 21:55
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში გამნაღმველებივით ვმუშაობთ - ერთი ნაბიჯი იქეთ ან აქეთ და შეიძლება ქვეყანა აგვიფეთქდეს, ამიტომ ამას სჭირდება იუველირული სიზუსტით მოქმედება
„ევროპის კავშირთან დაპირისპირების სპირალი იწყება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე მოვლენას. ჩვენ არ უნდა გვიყურონ რუსეთის ჭრილში, ჩვენ არ უნდა შეგვხედონ ისე, რომ საქართველოს რა და როგორ შეუძლია ავნოს რუსეთს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ რუსეთის გამაღიზიანებელი და არ უნდა შეგვხედონ ასე“.
14 მარტი 2026, 21:42
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ნიკა ობოლაძეს: თქვენ თუ ამბობთ, რომ ჩვენ არ გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას [რუსეთისთვის], ეს დიდი ტყუილია, გვთხოვდნენ 2022 წელს და გვთხოვენ 2026 წელსაც
თქვენ თუ ამბობთ, რომ ჩვენ არ გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას [რუსეთისთვის] ეს დიდი ტყუილია, გვთხოვდნენ 2022 წელს და გვთხოვენ 2026 წელსაც, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ნიკა ობოლაძის განცხადების პასუხად. „სანქციების საკითხი, რომ განვმარტოთ, ვინ ითხოვდა და ვინ არა. ვინ ითხოვდა და დღემდე ვინ ითხოვს დოკუმენტებშია ჩამოთვლილი, მათ შორის ყველაზე ბოლოს ევროპული საბჭოს დოკუმენტშიც კი არის ნახსენები, რომ საქართველომ სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს იმიტომ, რომ იყოს სრულ თანხვედრაში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, ამიტომ თქვენ თუ ამბობთ, რომ ჩვენ არ გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას [რუსეთისთვის] ეს დიდი ტყუილია, გვთხოვდნენ 2022 წელს და გვთხოვენ 2026 წელსაც“, - განაცხადა სამხარაძემ.
14 მარტი 2026, 21:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ეს მექანიზმი დააინიციირა პოლონეთმა, თუმცა შემდეგ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, რათა მისი კანდიდატი ექსპერტად ყოფილიყო წარმოდგენილი ამ დასკვნის შესადგენად
„მოსკოვის მექანიზმი“ დააინიციირა პოლონეთმა, თუმცა შემდეგ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, რათა მისი კანდიდატი ექსპერტად ყოფილიყო წარმოდგენილი ამ დასკვნის შესადგენად, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
14 მარტი 2026, 21:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპონენტებს: ეგ კითხვა შეგიძლიათ, დაუსვათ ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას, თუ რამდენად დგას დღევანდელი ბრიუსელი ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე. თუნდაც „იმედზე“ თავდასხმა ლონდონის მხრიდან, ამის კარგი დასტურია
ეგ კითხვა შეგიძლიათ, დაუსვათ ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას და ისინი მოგვიყვებიან თუ რამდენად დგას დღევანდელი ბრიუსელი ადამიანის უფლებებზე და კანონის უზენაესობაზე, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპონენტების პასუხად.
14 მარტი 2026, 21:22
პოლიტიკა
ნიკა ობოლაძე: ყველა მტერიაო, როგორ შეიძლება, ყველა მტერი იყოს?
როგორც სომხეთისთვის, რომელსაც გიუმრის ბაზა აქვს, სადაც ახლა ამერიკული ინვესტიციები ხორციელდება, არავის მოუთხოვია ომის დაწყება და ცეცხლის გახსნა, ისე არ მოუთხოვიათ საქართველოსთვის არავის, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა ნიკა ობოლაძემ.
14 მარტი 2026, 21:21
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ნიკა ობოლაძეს: იმ პარტნიორობას, რომელსაც თქვენ სუვერენიტეტის გარანტს და ცივილიზაციურ კავშირს ეძახით, სინამდვილეში ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან მოჰყვა გაგება, როგორც დაქვემდებარება
„ფაქტია, რომ 2020 წლის არჩევნებს გვიყალბებდნენ პარალელური დათვლით, ფაქტია რომ ამაში ჩართული იყო USAID-ის დაფინანსება, ფაქტია, რომ 2021 წელს მიხეილ სააკაშვილი გარე ძალებმა შემოგვიპარეს საქართველოში, ფაქტია, 2022 წელს გვითრევდნენ ომში, აი ეს იყო დასაწყისი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
14 მარტი 2026, 21:08
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: მაქვს მოლოდინი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრებისა, თუმცა ეს არის სამუშაო პროცესი. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმ საკითხებზე, რომლებიც ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია
მაქვს მოლოდინი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრებისა, თუმცა ეს არის სამუშაო პროცესი, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
14 მარტი 2026, 21:03
პოლიტიკა
ვახტანგ მეგრელიშვილი „ქართულ ოცნებას”: ამერიკას რას ვთავაზობთ? რა წინადადებით მივდივართ ამერიკასთან?
ერთადერთი გზა, რომელიც მე მეჩვენება, რომ „ქართული ოცნების ინტერესში უნდა იყოს, ეს არის ვაშინგტონთან სიტუაციის დალაგება, ამერიკას რას ვთავაზობთ? რა წინადადებით მივდივართ ამერიკასთან? - ეს კითხვები ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა “ქართული ოცნების” ლიდერების მისამართით დასვა. მისივე თქმით, დასავლური ცივილიზაციის ზედნაშენი [ბიუროკრატია] არის გენერატორი დაავადებების.
14 მარტი 2026, 21:00
პოლიტიკა
დავით დარჩიაშვილი „იმედის“ დებატებში: იმდენად დავცილდით და გავიყავით ერთმანეთისგან, რომ მართალი გითხრათ, დილემა იყო, აქ მოვიდე-არ მოვიდე
ჩვენ იმდენად დავცილდით და გავიყავით ერთმანეთისგან, რომ მართალი გითხრათ დილემა იყო აქ მოვიდე-არ მოვიდა, არა იმიტომ რომ საუბარი არ მინდა ბატონ ნიკოლოზთან, ბატონ შალვასთან ან მაგდასთან, რომელსაც წლებია ვიცნობ, არამედ იმის გამო, რომ ადგილი, სადაც ჩვენ ვხვდებით სანქცირებულია, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ილიაუნის პროფესორმა დავით დარჩიაშვილმა.
14 მარტი 2026, 20:55
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ინტერესებით უნდა ვესაუბროთ სხვებს და არა მათ ინტერესებს მოვარგოთ ჩვენი შიდა პოლიტიკა, სასამართლო და სხვა საკითხები
„ჩვენ არ უნდა მოვერგოთ, ჩვენ უნდა ვთქვათ რა არის ჩვენი ინტერესები და ასე ვესაუბროთ. სხვა შემთხვევაში, ეს არის იდეოლოგიური ლოიალობის ტესტი. ჩვენი ღირებულებები არ იტესტება სხვაგან, ჩვენი ღირებულებები ჩვენია და იტესტება ჩვენთან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
14 მარტი 2026, 20:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი პატრიცია გჟებიკზე: ორი დღით იყო ადამიანი ჩამოსული, რომელსაც არანაირი პროფესიული კავშირი საქართველოსთან არ ჰქონია და რამდენიმე დღეში გვეუბნებიან, რომ 100 გვერდიანი დასკვნა დაწერა
ორი დღით იყო ადამიანი ჩამოსული, რომელსაც არანაირი პროფესიული კავშირი საქართველოსთან არ ჰქონია და რამდენიმე დღეში გვეუბნებიან, რომ 100 გვერდიანი დასკვნა დაწერა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პატრიცია გჟებიკზე საუბრისას.
14 მარტი 2026, 20:18
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი დავით დარჩიაშვილს: თქვენი ხედვა და პერსპექტივა ხომ არ არის შემოსატრიალებელი?
თქვენი ხედვა და პერსპექტივა ხომ არ არის შემოსატრიალებელი? თქვენ თქვით, ბოლო ფრაზა რაც იყო, რომ ის ცენტრები, რომლებიც არსებობს და რომელთა მიმართაც პატივისცემა გაქვთ, თქვენ ზომავთ საქართველოს მთავრობას იმით თუ რა ურთიერთობა აქვს ამ ცენტრებთან, სწორედ ამის საპირისპიროს ვამბობთ ჩვენ, როცა ვსაუბრობთ ეროვნულ ინტერესებზე, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დავით დარჩიაშვილის განცხადების პასუხად. მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკა უნდა იზომებოდეს არა იმით, რომელ ცენტრებთან რა ურთიერთობა არსებობს, არამედ უპირველეს ყოვლისა იმით თუ რა ეროვნული ინტერესების გატარებას ცდილობს საქართველოს. “ჩვენთან არის არევა მიზეზისა და შედეგისა. უპირველეს ყოვლისა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე და ამაზე დაფუძნებით საერთაშორისო პარტნიორობის დამყარებაზე. თუ კი ვთანხმდებით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რა ურთიერთობა შეიძლება გვქონდეს ქვეყანასთან, ორგანიზაციასთან, პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც ჩვენგან ითხოვს მაგალითად, კონფრონტაციაში შესვლას რუსეთთან. განმსაზღვრელია ჩვენი ეროვნული მიზნები და ამ მიზნებიდან გამომდინარე უნდა ვისწრაფოთ შესაბამისი ცენტრებისაკენ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
14 მარტი 2026, 20:16
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ყველა ჩვენი ნაბიჯი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით იზომება ამ საზომით - გვაახლოებს ის უფრო მეტად თუ გვაშორებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და უფრო უზრუნველყოფს თუ არა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას
ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ „ქართული ოცნების” და ამ ქვეყნის მთავარი ეროვნული ამოცანა არის ორი - ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, ამ ორ მიზანს ემსახურება ჩვენი საშინაო პოლიტიკა და შესაბამისად საგარეო პოლიტიკაც იზომება ამ ორი კრიტერიუმით, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკა ეს არ არის თეორიული დისკუსია საერთაშორისო ურთიერთობებზე, საგარეო პოლიტიკა ეს არის ქვეყნის ინსტრუმენტი, რომლითაც ის იცავს საკუთარ ხალხს და საკუთარ ეროვნულ ინტერესებს.
14 მარტი 2026, 20:11
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, სავსეა მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს
ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, სავსეა მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე საუბრისას.
14 მარტი 2026, 19:02
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ის ძირითადი არგუმენტები მოიყვანა, რომლებიც საქართველოს პოტენციალს მის გარშემო მიმდინარე ტურბულენტობის პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
14 მარტი 2026, 19:00
საზოგადოება
ანა ფაჩუაშვილი: არაერთი ეფექტური მექანიზმი შევქმენით - შემაკავებელი ორდერი, რისკის შეფასების ინსტრუმენტი, ელექტრონული ზედამხედველობა, ელექტრონული სამაჯური, რომლითაც მოძალადეებს ვაკონტროლებთ და ძალადობის პრევენციას ვახდენთ
ოჯახში ძალადობა სხვაგვარი სოციალური მოვლენაა. ეს ხდება ძირითადად ოჯახში, ვიწრო წრეში და ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახში ძალადობა ორ ადამიანს შორისაა, მას ვერ ხედავს და ვერ ამჩნევს სხვა, - განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სამართალწარმოების ხარისხის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ანა ფაჩუაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
14 მარტი 2026, 18:59
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში - მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა
შესაძლოა საქართველოს განხილვა ორშაბათს - არა იმდენად „საქართველოს კრიზისს“ ეხებოდეს, რამდენადაც ბრიუსელის მცდელობას, შეინარჩუნოს გავლენის ბერკეტები რეგიონში, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვაჭრობის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო კავშირების თვალსაზრისით ევროპასა და აზიას შორის,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროკავშირის მოახლოებულ მინისტერიალზე.


