imedi /  24 იანვარი 2017, 22:19 / სანდო წყარო

მოსამართლეობის კანდიდატების ჩავარდნას თბილისში პოლიტიკური ურთიერთბრალდებები მოჰყვა

ეკა ბესელია, გიორგი კანდელაკი, ანა დოლიძე

ეკა ბესელია, გიორგი კანდელაკი, ანა დოლიძე

24 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა ჩააგდო საქართველოდან წარდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლეების სია თავიდან არის წარსადგენი. კონკურსი აპრილამდე ხელახლა უნდა ჩატარდეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, კანდიდატების ჩავარდნა სამარცხვინოა: “ამის მიზეზი სიის ფორმირების პროცესში არსებული უზარმაზარი დარღვევები, სამარცხვინო დარღვევებია. სიის ჩაგდება ნებისმიერი ქვეყნისთვის არის უდიდესი სირცხვილი და თავის მოჭრა. იმედია, რომ ამის შემდეგ მაინც ისწავლის საქართველოს მთავრობა ოდნავ უფრო ცივილიზებულად მოქცევას.”

"ძალიან ბევრი არასწორი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდება იმ პირების მხრიდან, ვინც არც მონაწილეა ამ პროცესისა და არც პირველწყაროდან აქვს ინფორმაცია. კომიტეტი დახურულია და ინფორმაცია კონფიდენციალურია. განსაკუთრებით მათ, ვისაც დიპლომატიური წარსული აქვთ, უნდა იცოდნენ, რომ ასეთი არასწორი ცნობების გავრცელება დახურული კომიტეტის შინაარსობრივ ნაწილზე არ შეიძლება. რეალობა არის ის, რომ კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ უკეთესი იქნება თუ პროცედურები იქნება გავლილი თავიდან... კომიტეტმა ჩათვალა, რომ საჭიროა მთავრობამ პროცედურა ხელახლა გაიაროს და ახალი კანდიდატები აპრილში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამდე წარადგინოს”, - განაცხადა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

PalitraNews-ის ეთერში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ თქვა, რომ, მისი ინფორმაციით, საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომლებმაც არ დააკმაყოფილეს ევროსაბჭოს სტანდარტები. "სია მთლიანად უარყოფილია, რაც ნიშნავს იმას, რომ სტანდარტები, როგორებიცაა გამჭვირვალობა, საჯაროობა, სამართლიანობა, არადისკრიმინაციულობა, კანდიდატების შერჩევის პროცესში არ გავითვალისწინეთ", - თქვა დოლიძემ და დასძინა, რომ ამ ფაქტს საქართველოსთვის რეპუტაციული ფასიც აქვს.

ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები იყვნენ ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი. ევა გოცირიძე 2013 წლიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია; ალექსანდრე ბარამიძე 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილეა; გიორგი ბადაშვილი 8 წელია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იურისტის პოზიციაზე მუშაობს. საქართველოდან წარდგენილი სამი კანდიდატურიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის ამრჩევ კომიტეტს ერთი მათგანი უნდა დაენიშნა სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესი ეჭვქვეშ დააყენა არსამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, ხოლო ადვოკატთა ასოციაციის თავმდჯომარემ ევა გოცირიძის კანდიდატურის წინააღმდეგ 26 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლოსთან აქცია გამართა.

ყველა სიახლე

ლევან მაჭავარიანი

28 აგვისტო 2026, 18:10

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში - იგი ემსახურებოდა თავის სამშობლოს, თავის გუნდს კეთილსინდისიერად

მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ ფაქტის კომენტირებისას.

დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

28 აგვისტო 2026, 18:01

საზოგადოება

დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმოვანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ. ეს არის ან სრული უმეცრება, ან ცინიკური ფარისევლობა

დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად შორს არის საზოგადოების ნაწილი ელემენტარული ქრისტიანული აზროვნებისგან. პატრიარქ შიოს ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმოვანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ, - წერს საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის დაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი, სოციალურ ქსელში.

რევაზ სოხაძე

28 აგვისტო 2026, 17:52

რეგიონი

ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება

სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც და ჩვენი შესაბამისი სამსახურები ადგილზე აქტიურად მუშაობენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩართულია როგორც ცენტრალური გზების, ისე სხვა დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდაში, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ბაღდათში განვითარებული სტიქიის შედეგების გაცნობის შემდეგ.

ლევან მახაშვილი

28 აგვისტო 2026, 17:33

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული

დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.

ზვიად შამალბერიძე

28 აგვისტო 2026, 17:27

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე: ბაღდათში ამ მომენტისთვის, ელექტროენერგია უმეტესი ნაწილისთვის ჩართულია. საღამოს თითქმის ყველა აბონენტს ჩაერთვება გაზმომარაგება

„მთელი ღამე და დღეს დილიდანაც შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან, რომ ნებისმიერი მიმართულებით იმუშაონ და აღმოიფხვრას ის პრობლემები, რაც წუხელ შეიქმნა. მინისტრთან და გუბერნატორთან ერთად ადგილზე სიტუაციას ვეცნობით. ასეულობით ადამიანს როგორც გაზმომარაგება, ასევე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამ მომენტისთვის, ელექტროენერგია უმეტესი ნაწილისთვის ჩართულია. საღამოს თითქმის ყველა აბონენტს ჩაერთვება გაზმომარაგება“, - აღნიშნა შალამბერიძემ.

ჯონ რეტკლიფი

28 აგვისტო 2026, 17:25

მსოფლიო

The Wall Street Journal: CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში პირადად დონალდ ტრამპმა გააგზავნა

The Wall Street Journal-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში პირადად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააგზავნა.

არჩილ გორდულაძე

28 აგვისტო 2026, 17:25

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძეს განსაკუთრებული კვალი აქვს დატოვებული 10-წლიანი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე - რა თქმა უნდა, პოლიტიკიდან მისი წასვლა დანაკლისია

„მისი ღვაწლი არის უდიდესი ჩვენი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, მისი წასვლა დანაკლისია. მან არაერთხელ ახსენა, რომ არაერთი სპეკულაცია და ჭორი მოჰყვება ამ ყველაფერსო, მაგრამ ისაუბრა ძალიან გულწრფელად. ძალიან გულწრფელი იყო თავის საუბარში. ვინც კი ამ ადამიანს იცნობს, დარწმუნდებოდა მის გულწრფელობაში. თავს მივცემ უფლებას და ვარ ძალიან ბედნიერი,რომ მას ჩემი უფროსი მეგობარი ვუწოდო. ჩვენ წლების განმავლობაში ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა და მომავალშიც გვექნება“, - აღნიშნა გორდულაძემ.

ლევან მაჭავარიანი

28 აგვისტო 2026, 17:22

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციონერი აქტივისტის რუსეთში სტუმრობაზე: ისინი არიან ფარისევლები. რაღაცაზე საუბრობენ, რომ თითქოს ეს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა. ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით

ისინი არიან ფარისევლები. რაღაცაზე საუბრობენ, რომ თითქოს ეს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა. ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის რუსეთში სტუმრობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

თეონა ბაღდავაძე

28 აგვისტო 2026, 17:05

პოლიტიკა

„ერთხელ ვიყავი დაკრძალვაზე, ორჯერ ვიყავი პუტინის დასამხობად“ - კითხვაზე, 2008 წლის ომის შემდეგ იმყოფებოდა თუ არა რუსეთში, თეონა ბაღდავაძე ირონიით პასუხობს

„ქრონიკა“ თეონა ბაღდავაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან თემის გადაფარვა ირონიით სცადა. „ქრონიკის“ ჟურნალისტის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაზე პასუხის მაგივრად ,კი ჟურნალისტის ტელეფონის ნომერი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

28 აგვისტო 2026, 17:00

მსოფლიო

Reuters: ნეპალსა და ჩინეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა

ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 547 ადამიანი შეადგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 15:51

მსოფლიო

Bloomberg: უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტმა 2027 წელს შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს გადააჭარბოს

უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ თავდაცვის დასაფინანსებლად სულ უფრო მზარდი ფინანსური დეფიციტი უჩნდება, რადგან ქვეყანა დასავლელი დონორების მიერ დაპირებული მილიარდობით დოლარის დახმარებაზე წვდომის შენარჩუნებას ცდილობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 15:47

საზოგადოება

იორდანიის დელეგაცია საქართველოს ვეტერინარული კონტროლისა და ბიოუსაფრთხოების სისტემას გაეცნო

ცოცხალი ცხოველის ექსპორტის ხელშეწყობისა და საქართველოში ვეტერინარული კონტროლის მექანიზმების გაცნობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო იორდანიის დელეგაციას მასპინძლობს.

ნიკა ობოლაძე

28 აგვისტო 2026, 15:37

პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე: ჩერგოლეიშვილი 20 წლის ახალგაზრდებს მოუწოდებს, პრეზიდენტი და ამ ქვეყნის შაჰი სალომე ზურაბიშვილია, ყაველაშვილს ნუ აღიარებთო. ოღონდ, თვითონ საარჩევნო კამპანია აქვს, ყაველაშვილის დანიშნული არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა - უტიფრობაში, არათანმიმდევრულობაში და ტყუილში, ჩემპიონები არიან „ფედერალისტები“

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე „ფედერალისტებს“ აკრიტიკებს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ უტიფრობაში, არათანმიმდევრულობაში და ტყუილში ჩემპიონები არიან.

28 აგვისტო 2026, 15:19

მსოფლიო

Daily Wire: ტრამპის ადმინისტრაციამ იმ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდნენ

ამერიკული კონსერვატიული მედია წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იმ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდნენ.

სოზარ სუბარი

28 აგვისტო 2026, 15:09

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ ღვთისმშობლის მიძინების დღეს, ისტორიულ ჰერეთში, ადგილზე, სადაც მოღვაწეობდა წმინდა მოწამე, მღვდელი მიქაელ ყულოშვილი, რომელიც არის არამარტო ქართველი ქრისტიანების, არამედ მთელი საქრისტიანოს მფარველი

„ძალიან მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც მარიამობის დღესასწაულის წირვას დავესწარით, რომელიც მეუფე თეოდორე ჭუაძემ აღასრულა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლისთვის მიმართვისას. აღსანიშნავია, რომ ტაძარი ერთადერთი მუდმივმოქმედი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაა ისტორიულ საინგილოში/ჰერეთში.

28 აგვისტო 2026, 14:55

მსოფლიო

DW: ევროკავშირის ექვსი სახელმწიფო ბრიუსელს ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირებას სთხოვს

ევროკავშირის ექვსმა სახელმწიფომ, ბრიუსელს ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირება მოსთხოვა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

28 აგვისტო 2026, 14:40

მსოფლიო

ფონ დერ ლაიენი: ევროპული ეკონომიკური მოდელი დიდხანს ეყრდნობოდა რამდენიმე ფაქტორს, მათ შორისაა იაფი იმპორტირებული ენერგია, ღია გლობალური ვაჭრობა, ჩინურ ბაზარზე მზადრი წვდომა, ამერიკის მხრიდან სრტატეგიული დაცვა და დასავლეთის ტექნოლოგიური უპირატესობა. ეს ფაქტორები გაქრა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირის ეკონომიკურმა მოდელმა აქამდე არსებული უპირატესობა დაკარგა და მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.

ზაალ ანჯაფარიძე

28 აგვისტო 2026, 14:35

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: რადიკალურ აქციებში მონაწილეთა შეწყალებაზე ატეხილი აჟიოტაჟი მოიხსნა, ოღონდ არა ისე, როგორც მის ავტორებს სურდათ, არამედ ისე როგორც სახელმწიფოს შეეფერება და სჭირდება. შეწყალებულებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, რაც ჩადენილი დანაშაულის აღიარებას ნიშნავს. საპასუხო ჰუმანურმა ნაბიჯმაც არ დააყოვნა

შეწყალებულებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, რაც ჩადენილი დანაშაულის აღიარებას ნიშნავს. საპასუხო ჰუმანურმა ნაბიჯმაც არ დააყოვნა, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში და მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული პირების შეწყალების საკითხს ეხმიანება.

ლევან ზალკალიანი

28 აგვისტო 2026, 14:26

რეგიონი

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ბაღდათის მუნიციპალიტეტში განვითარებულ სტიქიაზე: ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ბრიგადა მუშაობს. ვფიქრობთ, რომ საღამოს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს და ეტაპობრივად მოხდება გაზის მიწოდების აღდგენა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა

ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ბრიგადა მუშაობს. ვფიქრობთ, რომ საღამოს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს და ეტაპობრივად მოხდება გაზის მიწოდების აღდგენა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე საუბრისას.

თამარ ჩერგოლეიშვილი

28 აგვისტო 2026, 14:15

პოლიტიკა

„თითოეული პოლიტპატიმრის გადასაწყვეტია, მოითხოვს თუ არა შეწყალებას“ - აქციების დროს დაკავებული მსჯავრდებულების მიერ პრეზიდენტის მიმართ შეწყალების თხოვნით მიმართვას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან

მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 226 მსჯავრდებულიდან 9, აქციების დროს დაკავებულია. დაკავებულთა მხრიდან დანაშაულის აღიარებასა და პრეზიდენტის მიმართ შეწყალების თხოვნით მიმართვას, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან.