კირცხალია: ის მართული ადამიანები, რომლებიც მოკალათებული არიან პოლიტიკურ თანამდებობებზე, უნდა აცნობიერებდნენ, რომ სადამსჯელო ღონისძიებების არ გვეშინია, არც ჩვენს გუნდს და არც იმ საზოგადოებას, რომელმაც მეათედ გვანდო ქვეყნის სადავეები
ირაკლი კირცხალია
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ხელისუფლება ცდილობს თავისი ქვეყანა დაიცვას უსამშობლოებისგან, რომლებიც ფინანსდებიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას.
მისი თქმით, მათი შემცირებული დაფინანსება პირდაპირ აისახებოდა იმ უსამშობლო და ყოვლად უსაფუძვლო აქციებზე, რომელსაც ისინი მართავდნენ რუსთაველზე.
„ახლა თანხა შეზღუდული აგენტურა ელოდება, რომელი გზით მიიღებს თანხას. გამჭვირვალობის კანონის დროს 400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა, რომელიც 20%-ზე მეტს იღებს უცხოეთიდან დაფინანსებას და აქედან 80% იმ ბიუჯეტისა, რომელიც აკუმულირდებოდა ამ ასობით არასამთავრობო ორგანიზაციაში, იყოფოდა 2-3 აქაურ დედა არასამთავრობო ორგანიზაციაზე - გიგაურზე, ლომჯარიაზე და ა.შ. - აგენტურაზე და რევოლუციის ავტორებზე. ახლა ელოდებიან დაფინანსებას, რა თქმა უნდა. ევროპაში აიმაღლეს ხმა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, აშშ-ც ამას ამბობს; შეგახსენებთ აუდიტის დასკვნებს, ევროკომისიის დასკვნას ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თუ რამხელა თანხები იფლანგება სხვა მიზნებით შეფარული სხვადასხვა ქვეყანაში“, - აღნიშნა მან.
კითხვაზე - რა რეაქციები მოჰყვება ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ევროკომისიის მხრიდან, რა იქნება ხელისუფლების პასუხი და ხომ არ გაქვთ მოლოდინი, რომ საპასუხოდ ისინი რაიმე სადამსჯელო ზომებს მიიღებენ? - კირცხალიამ ასე უპასუხა:
„მე მგონი ის მართული ადამიანები, რომლებიც მოკალათებული არიან პოლიტიკურ თანამდებობებზე, ის ბიუროკრატია, უნდა აცნობიერებდეს კარგად, რომ ჩვენ არავითარი სადამსჯელო ღონისძიებების არ გვეშინია, არც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და არც იმ საზოგადოებას, რომელმაც უკვე მეათედ გვანდო ქვეყნის სადავეები. ევროკავშირის დროშა რას ნიშნავს და რა ღირებულებებს ემსახურებოდა, ეს რომ დაავიწყდათ, სწორედ ამიტომ გასცა ყველა ღირსეულმა ქვეყანამ პასუხი, რაც საქართველომ მათ გასცა. ვის ეშინია მათი შანტაჟის და მუქარის? ხმამაღლა ვიტყვი ყველა ტრიბუნიდან, რომ ისტორიაში არასოდეს ქართველს არ შეშინებია შანტაჟის და არასდროს დაუხუჭავს თვალი ჩაგვრასა და უსამართლობაზე. რა მოლოდინი უნდა მქონდეს იმ პოლიტიკური ჯგუფისგან, რომელიც აფილირებულია იმ აგენტურასთან, რომელიც საქართველოში მოქმედებს და რომელიც ღიად გვეუბნება რა ვიწრო პოლიტიკური და მერკანტილური ინტერესებიც ამოძრავებს. ეს ის ხალხი არაა, რომელიც გვეუბნებოდა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის?! დღეს კი ამბობენ, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან თურმე უნდა ისაუბრონ, სავაჭრო ურთიერთობები უნდა ჰქონდეთ. მთელს მსოფლიოს თვალებში ნაცარს აყრიან“, - განაცხადა კირცხალიამ.
ყველა სიახლე
23 მაისი 2026, 09:38
საზოგადოება
ქუთაისში თანამედროვე სარეკრეაციო სივრცეებისა და პარკების მოწყობა მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მათ შორის, აქტიურ ფაზაშია მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკისა და ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ბულვარის მოწყობა. ასევე, პროექტირების ეტაპზეა ქუთაისის მრავალფუნქციური პარკი.
23 მაისი 2026, 09:29
მსოფლიო
ტრამპი გრენლანდიით კვლავ დაინტერესდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც მკითხველს შეახსენა, რომ ის დედამიწის უდიდესი კუნძულით, გრენლანდიით კვლავ არის დაინტერესებული.
23 მაისი 2026, 09:22
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 მაისს საქართველოში
23 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
23 მაისი 2026, 08:31
მსოფლიო
სლოვენიის პრემიერი დონალდ ტრამპის მომხრე, მემარჯვენე იანეზ იანშა გახდა
სლოვენიის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მემარჯვენე პოპულისტური „სლოვენიის დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი იანეზ იანშა დანიშნა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
23 მაისი 2026, 08:00
პოლიტიკა
ღია ეთერი - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეტაპი, სად გადის ზღვარი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და აგრესიულ რიტორიკას შორის. დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეტაპი; სად გადის ზღვარი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და აგრესიულ რიტორიკას შორის; სტრასბურგის მკაფიო ვერდიქტი თანამდებობის პირთა შეურაცხყოფის საქმეზე. როგორ ასაბუთებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომ საჯარო მოხელის ღირსების შელახვას გამართლება არ აქვს.
23 მაისი 2026, 04:24
მსოფლიო
რუბიო: აშშ-სა და მის მოკავშირეებს გეგმა „ბე“ უნდა ჰქონდეთ, იმ შემთხვევისთვის, თუ ირანი ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე უარს იტყვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პარასკევს განაცხადა, რომ აშშ-სა და მის მოკავშირეებს გეგმა „ბე“ უნდა ჰქონდეთ, იმ შემთხვევისთვის, თუ ირანი ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე უარს იტყვის.
23 მაისი 2026, 04:12
მსოფლიო
მარკ რუტე: ირანის ქმედებები ჰორმუზის სრუტის გარშემო ნაოსნობის თავისუფლებასა და გლობალურ ვაჭრობაზე პირდაპირი თავდასხმაა
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პარასკევს განაცხადა, რომ ირანის ქმედებები ჰორმუზის სრუტის გარშემო ნაოსნობის თავისუფლებასა და გლობალურ ვაჭრობაზე „პირდაპირი თავდასხმაა“.
23 მაისი 2026, 04:02
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი: მჯერა, რომ კომუნიზმის მარწუხებისგან კუბის საოცარი ხალხის გათავისუფლება ახლოსაა
ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელიც წარსულში დონალდ ტრამპის მწვავე ოპონენტი, ამჟამად კი მისი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მიანიშნა, რომ კუბის კომუნისტური მთავრობის დასამხობად აშშ-ის სამხედრო თავდასხმა, შესაძლოა, გარდაუვალი იყოს.
23 მაისი 2026, 03:53
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: მათ არასოდეს ექნებათ ბირთვული იარაღი, ამ საკითხს მალე მოვაგვარებთ - ყველაფერი მალე დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტი „მალე დასრულდება“.
23 მაისი 2026, 03:45
მსოფლიო
ტრამპი: ვენესუელაში იმდენად დიდი რაოდენობის ნავთობი მოვიპოვეთ, რომ ირანის ომის ხარჯები დაახლოებით 25-ჯერ აანაზღაურა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელის ნავთობმა ირანის ომის ხარჯები „25-ჯერ აანაზღაურა“.
23 მაისი 2026, 03:29
მსოფლიო
CBS News: ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების ახალი რაუნდისთვის ემზადება
ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების ახალი რაუნდისთვის ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ CBS News-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 მაისი 2026, 00:38
მსოფლიო
ზელენსკი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალ ფორმატებთან დაკავშირებით აშშ-ის წინადადებებს ელოდება
დიპლომატიური ძალისხმევა უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად უნდა გააქტიურდეს, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს და დასძინა, რომ იგი ელოდება აშშ-ის ახალ წინადადებებს იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართება ეს დიპლომატია.
22 მაისი 2026, 23:38
მსოფლიო
ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება ცხრათვიანი გამონაკლისის დაშვების შესახებ იმ ჩინურ ნახევარგამტარების კომპანიასთან თანამშრომლობაზე, რომელიც შეყვანილია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში
ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება ცხრათვიანი გამონაკლისის დაშვების შესახებ იმ ჩინურ ნახევარგამტარების კომპანიასთან თანამშრომლობაზე, რომელიც შეყვანილია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ევროკომისიის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 მაისი 2026, 23:19
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 29 მარტს, მეწარმის წარმომადგენელს ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად შემოჰქონდა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 000 000 რუსული რუბლი, (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი) რომელიც საბაჟო შემოწმების შემდგომ, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ჩამოერთვა.
22 მაისი 2026, 23:09
მსოფლიო
ტრამპი ადასტურებს, რომ „მნიშვნელოვანი პერიოდის“ გამო შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილს ვერ დაესწრება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვაშინგტონში, თეთრ სახლში რჩება და სახელმწიფო საქმეების გამო შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილს ვერ დაესწრება.
22 მაისი 2026, 22:35
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტში საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე განცხადებით, ახალი საცხენოსნო ინფრასტრუქტურა ღორჯომს მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად აქცევს და ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას.
22 მაისი 2026, 22:16
პოლიტიკა
ბითაძე ფიშერის განცხადებაზე: საქართველოს არ აქვს მოლოდინი, რომ ვინმე ევროკავშირში დერეფნის გამო მიიღებს, აქ მთავარი არის ის დამსახურება, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის გზაზე
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადების იმ ნაწილს პასუხობს, სადაც ელჩი ამტკიცებს, რომ შუა დერეფანი და ამ პროექტში საქართველოს როლი ისეთი მნიშვნელობის არ არის, რომ ამის გამო ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს.
22 მაისი 2026, 22:15
მსოფლიო
პეტერ მადიარი: უნგრეთი უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს კრძალავს
უნგრეთი უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.
22 მაისი 2026, 21:48
მსოფლიო
ტრამპი: სამწუხაროდ, შესანიშნავად გაწეული მუშაობის შემდეგ, ტულსი გაბარდი 30 ივნისს დატოვებს ადმინისტრაციას - მის საოცარ მეუღლეს ცოტა ხნის წინ ძვლის კიბოს იშვიათი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს და მას, სრულიად სამართლიანად, სურს მის გვერდით იყოს, ვიდრე ისინი ერთად გადიან ამ რთულ ბრძოლას
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ მის მოვალეობას დროებით მისივე პირველი მოადგილე შეასრულებს.
22 მაისი 2026, 21:38
მსოფლიო
ტულსი გაბარდი ტრამპისადმი წერილში: სამწუხაროდ, იძულებული ვარ წარვადგინო ჩემი განცხადება გადადგომის შესახებ - ჩემს მეუღლეს ცოტა ხნის წინ ძვლის კიბოს უიშვიათესი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს, ამ ეტაპზე უნდა ჩამოვშორდე საჯარო სამსახურს, რათა ვიყო მის გვერდით და სრულად დავუჭირო მხარი ამ ბრძოლაში
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი თანამდებობას ტოვებს, რის შესახებაც პრეზიდენტს ოფიციალური წერილით უკვე აცნობა.


