12 მარტი 2026, 18:49 / სანდო წყარო

გურამ მაჭარაშვილი: მარკეტა გრეგოროვა და სხვა ბევრი ევროპარლამენტარი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ განცხადება გააკეთა, საერთოდ არ იცნობს ჩვენს ქვეყანას - ისინი „დიფ სთეითის“ დავალებებს ასრულებენ

ევროპარლამენტარების განცხადებებსა და საქართველოს მიმართ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი. მისი თქმით, ზოგიერთი ევროპარლამენტარი, მათ შორის მარკეტა გრეგოროვა, საქართველოს შესახებ განცხადებებს საკმარისი ინფორმაციის გარეშე აკეთებს.

მაჭარაშვილის განცხადებით, მსგავსი პოზიციები ეწინააღმდეგება ევროკომისიის იმ ანგარიშებსაც, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პროგრესზე მიუთითებს.

„მარკეტა გრეგოროვა, ისევე როგორც მისი თანამოაზრეები ევროპარლამენტში, წარმოადგენენ “დიფ სთეითის” ფასიან ევროპარლამენტარებს. რასაც ეტყვიან, იმას იმეორებენ. დარწმუნებული ვარ, არა მარტო გრეგოროვა, არამედ ბევრი ევროპარლამენტარი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ გააკეთა განცხადება, საერთოდ არ იცნობს საქართველოს და ნამყოფიც არ არის აქ. თუ ყოფილა, შესაძლოა აეროპორტიდან პირდაპირ „ნაცმოძრაობის“ ოფისში მივიდა და შემდეგ, უკან გაფრინდა.

საერთოდ არ იცნობენ ქართულ ხასიათს, არც ისტორიას და არც ქართველი ადამიანის ფსიქიკას, არც ფლობენ ინფორმაციას მიმდინარე პროცესებზე — ეს ხომ გამოჩნდა. სამი წელია საუბარია ხოშტარიას რუბლებზე. თავად აღიარა, რომ იღებს თანხას რუსეთის ბიუჯეტიდან და მთელი საქართველო ამაზე საუბრობდა, ხოლო გრეგოროვა ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება გრეგოროვამ იცოდეს, „იმედი“ და „პოსტივი“ დასასანქცირებელია თუ არა? უბრალოდ უთხრეს, რომ ეს არის ტელევიზიები, რომლებსაც შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს. სწორედ აქედან ჩანს, რომ არის ფასიანი ევროპარლამენტარი. არ ვიცი ვინ უხდის და რამდენს, მაგრამ “დიფ სთეითზე” დამოკიდებული ევროპარლამენტარია და მის განცხადებებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

არამარტო გრეგოროვა — ბევრი ევროპარლამენტარი ეწინააღმდეგება ევროკომისიის ანგარიშებსაც კი. წესით, მაგიდაზე უნდა ედოთ ევროკომისიის ანგარიში, სადაც წერია, რომ საქართველოში არის წინსვლა დემოკრატიულ განვითარებაში, მთავრობისადმი ნდობაში, გამჭვირვალობაში და ეკონომიკურ განვითარებაში. ამ დროს ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პროცესია.

ეუთო/ოდირის დასკვნაში დაგმობილია პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, ხოლო ამავე დროს ამბობენ, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი პირები პოლიტპატიმრები არიან და უნდა გათავისუფლდნენ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა ევროპარლამენტში, რის გამოც მან უკვე დაკარგა როგორც სახე, ისე ღირებულებაც.

არამარტო ქართულ, არამედ ევროპულ საზოგადოებაშიც ცნობილია დაკნინებული ევრობიუროკრატია. ევროკავშირში სულ უფრო იზრდება იმ სახელმწიფოების რაოდენობა, რომლებიც ხედავენ, რომ ასეთი გზით ევროკავშირს მომავალი არ აქვს. თუ ევროპულ სახელმწიფოებში ხელისუფლებების უმრავლესობა შეიცვლება, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი დაუბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებიც დაკარგა,”—განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველა სიახლე

ჯეიმს კომი

29 აპრილი 2026, 02:16

მსოფლიო

FBI-ის ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალი წარედგინა დონალდ ტრამპის მისამართით მუქარის გამოქვეყნებისთვის

FBI-ის ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალი წარედგინა დონალდ ტრამპის მისამართით მუქარის გამოქვეყნებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოეთ კაროლინას აღმოსავლეთ ოლქის ფედერალური სასამართლოს ელექტრონულ ბაზაში გამოქვეყნებულ დოკუმენტებში.

29 აპრილი 2026, 01:50

მსოფლიო

მეფე ჩარლზი: უკრაინას ჩვენი ურყევი მხარდაჭერა სჭირდება

აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ ხაზი გაუსვა უკრაინის „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ აუცილებლობას გლობალური არასტაბილურობის ფონზე.

ჯული დევისი

29 აპრილი 2026, 01:44

მსოფლიო

Financial Times: უკრაინაში აშშ-ის ელჩი პრეზიდენტ ტრამპთან არსებული უთანხმოების გამო თანამდებობას დატოვებს

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული, ჯული დევისი თანამდებობის დატოვებას გეგმავს. როგორც Financial Times-ი იუწყება, ამის მიზეზი დონალდ ტრამპთან არსებული უთანხმოება და ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება გახდა.

მეფე ჩარლზ III

29 აპრილი 2026, 01:31

მსოფლიო

მეფე ჩარლზი აცხადებს, რომ ლოცულობს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ალიანსის გაგრძელებისთვის, რათა მათ კვლავაც „დაიცვან საერთო ღირებულებები“

გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ღრმა ურთიერთობა არის „შერიგებისა და შესანიშნავი პარტნიორობის“ მაგალითი, - განაცხადა მეფე ჩარლზმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას და იმედი გამოთქვა, რომ ეს კავშირი ორმხრივ რწმენაზე დაფუძნებით მომავალშიც გაგრძელდება.

მეფე ჩარლზ III

29 აპრილი 2026, 01:25

მსოფლიო

მეფე ჩარლზი: ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებისა და მისი მოკავშირეების ერთგულება და გამოცდილება ნატოს საფუძველია

მეფე ჩარლზმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის ნაწილი ნატოს შექებასა და იმ როლის ხაზგასმას დაუთმო, რომელსაც თავდაცვის ალიანსი ასრულებს მოქალაქეებისა და საერთო ინტერესების დაცვაში.

ხვიჩა კვარაცხელია

29 აპრილი 2026, 01:06

სპორტი

კვარაცხელიას PSG-მ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა - ქართველმა დუბლი შეასრულა

კვარაცხელიას PSG-მ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა. შეხვედრაში ქართველმა დუბლი შეასრულა - კვარაცხელიამ „ბაიერნის“ კარში გოლები 24-ე და 56-ე წუთებზე გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელია

29 აპრილი 2026, 00:20

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „ბაიერნთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა

ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. თამაშის 56-ე წუთზე ქართველის მიერ გატანილი მეორე გოლის შემდეგ PSG მიუნხენის „ბაიერნს“ 4:2 უგებს.

28 აპრილი 2026, 23:28

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის „ბაიერნს“ გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნის“ კარში გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ ანგარიში PSG-ბაიერნის შეხვედრის 24-ე წუთზე გაათანაბრა.

დონალდ ტრამპი

28 აპრილი 2026, 22:30

მსოფლიო

ტრამპი: ფრიდრიხ მერცმა არ იცის, რას ამბობს - გასაკვირი არაა, რომ გერმანიას საქმეები ასე ცუდად მისდის, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მხრივაც

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ფიქრობს, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა მისაღებია - მან არ იცის, რას ამბობს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენბტმა, დონალდ ტრამპმა.

აბას არაღჩი

28 აპრილი 2026, 22:22

მსოფლიო

CNN: წყაროების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ირანი მალე წარადგენს სამშვიდობო წინადადების განახლებულ ვერსიას

პაკისტანელი შუამავლები უახლოეს დღეებში ირანისგან ომის დასრულების თაობაზე განახლებულ წინადადებას ელიან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მანამდე არსებულ ვერსიას არ მიიღებდა - ამის შესახებ CNN-ს მოლაპარაკებების პროცესთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს.

ნინო წილოსანი

28 აპრილი 2026, 22:00

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი ნოტის სახით კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის, რომ დროა წარსულიდან გამოვიდნენ და აღიარონ, რომ საქართველოში ვითარდება პოლიტიკური პროცესები და ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არ არის სალომე ზურაბიშვილი

ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი ნოტის სახით კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის, რომ დროა, წარსულიდან გამოვიდნენ და აღიარონ, რომ საქართველოში ვითარდება პოლიტიკური პროცესები და საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ნამდვილად არ არის სალომე ზურაბიშვილი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 აპრილი 2026, 21:56

მსოფლიო

ზელენსკიმ იარაღის ექსპორტის დაწყება გამოაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინული იარაღის ექსპორტის გახსნა დააანონსა. მისი თქმით, ეს იქნება „რეალური“ პროცესი, რადგან ყველა დეტალი სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე უკვე შეთანხმებულია.

ეკა სეფაშვილი

28 აპრილი 2026, 21:51

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე მონაცემების არგანახლებაზე: მათ აქვთ გაცილებით ღრმა ჩანაფიქრი, რომელიც სცდება ტექნიკურ ხარვეზს - არ ცნობენ საერთაშორისო სამართლის წესებს, რაც გერმანიისგან გასაკვირი და სამწუხაროა

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემების არგანახლებას აფასებს.

ირაკლი კირცხალია

28 აპრილი 2026, 21:36

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენ ვნახეთ გახსნილი საქმეები, რაც ეხება ანტი ნარკოტიკულ კამპანიას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, დარწმუნებულები ვართ, რომ იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს ბატონი გეკა ახალი პოზიციიდან მუშაობას

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის მისი პროფესიული წარსული და მისი დიდი გამოცდილება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გეკა გელაძეზე საუბრისას.

დათა გვასალია

28 აპრილი 2026, 21:29

პოლიტიკა

დათა გვასალია: ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები - ოპოზიციურ გურუებს „ჰერმეტული დემოკრატია“ აქვთ და ვინმემ ფანჯარა გამოუღეთ

ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის ჯგუფური თერაპია, სადაც დახურულ კარს მიღმა „პარტ-აქტივი“ და „ლიდერობა“ ერთმანეთს ტრავმებს უზიარებს,- წერს ჟურნალისტი, დათა გვასალია სოციალურ ქსელში.

28 აპრილი 2026, 21:12

საზოგადოება

საპატრიარქო წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს

საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს. „2026 წლის 28 აპრილს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.

28 აპრილი 2026, 21:07

საზოგადოება

სახელმწიფო პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ გრძელდება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სახელმწიფო პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ გრძელდება. მისი მიზანი ქვეყნის მაღალმთიან სოფლებში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

28 აპრილი 2026, 21:06

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლების სამუშო ვიზიტი მიუნხენში და შეხვედრა ბავარიის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი მიუნხენში - უკვე მეოთხე დღეა დელეგაციის წევრები გერმანიაში მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავენ.

28 აპრილი 2026, 20:59

პოლიტიკა

ქუთაისში ოპოზიციური ალიანსის ჩასვლას ხმაური მოჰყვა, ალიანსში კი დაპირისპირება გრძელდება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ქუთაისში ოპოზიციური ალიანსის ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას ხმაური მოჰყვა. ერთ-ერთ მოქალაქეს დარბაზი დაატოვებინეს. მედიასაშუალებებს კი შეხვედრაზე დასწრების საშუალება არ მისცეს. პარალელურად ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაც გრძელდება.

28 აპრილი 2026, 20:55

პოლიტიკა

ვენეციის კომისიის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი დებატი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები პარიზში იმყოფებიან. „ქრონიკა“ საფრანგეთიდან

სანდო და ინკლუზიური საარჩევნო პროცესი, სტანდარტები და დამკვირვებელთა როლი, ეს არის პარიზში მიმდინარე ერთობლივი დებატის მთავარი თემა. დისკუსიაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.