მიხეილ ყაველაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: თითქოს ჩამოვიდა ექსპერტი, განიხილა აქ რეალობა, ესაუბრა ყველას, მაგრამ წინასწარ დაწერილს უფრო ჰგავს, ვიდრე ამ პასუხების შემდეგ შედგენილ აქტს
მიხეილ ყაველაშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
თითქოს ჩამოვიდა ექსპერტი, თითქოს განიხილა აქ რეალობა, ესაუბრა ყველას, მაგრამ წინასწარ დაწერილს უფრო ჰგავს [ანგარიში], ვიდრე ამ პასუხების შემდეგ შედგენილ აქტს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე საუბრისას.
მისი შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტი წინა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების გაგრძელებაა.
„რომ დავიწყოთ პირველი რეზოლუციით, სამარცხვინო რეზოლუციები რომ მიიღეს - სააკიშვილთან მიმართებაში, თითქოს, ვაწამებთ. რიცხვი ხომ არ იცვლება, სულ რაღაც 10 ადამიანია, ვინც მუდმივად ამ თემით სპეკულირებს, ერთი ძალა არის - აქ მყოფი მეხუთე კოლონა და ეს ხალხი, იგივე შემადგენლობაა. ეს მექანიზმიც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
თითქოს ჩამოვიდა ექსპერტი, განიხილა აქ რეალობა, ესაუბრა ყველას, მაგრამ წინასწარ დაწერილს უფრო ჰგავს [ანგარიში], ვიდრე ამ პასუხების შემდეგ შედგენილ აქტს. ძალიან კარგი პასუხი გასცა ჩვენმა წარმომადგენელმა ეუთო-ში ბატონმა მაისურაძემ, ძალიან კარგად, პროფესიონალურად ჩამოაყალიბა, თუ რამდენად შეუსაბამო იყო თავად ეუთო-ს წესებთან. მაგრამ მოთხოვნა მექნება ჩვენი ხელისუფლების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვახსენე, ჩვენმა ელჩმა ძალიან კარგად განმარტა, მაინც იქნება აუცილებელი, რომ თითოეული მოქალაქე ინფორმირებული იყოს სრულყოფილად - თუ რას ემსახურება, ვინ ადგენს ამ აქტს და რასთან არის კავშირში”, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
დოკუმენტის დეზინფორმაციულ შინაარსზე საუბრისას გადაცემის წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ ანგარიში „კამიტის“ ეპიზოდს შეადარა, რასთან დაკავშირებითაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ძალები სხვადასხვა მექანიზმს მიმართავენ.
„კამიტიც“, რეზოლუციაც, ეს აქტიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული და თავისთავად, ვისთანაც პირდაპირ კავშირშია, ეს არის მეხუთე კოლონა, ვინც ამ ყველაფრის შესახებ უნდა ისაუბროს. ასევე, შეგიძლიათ, მიამატოთ, რომ ეს იყო იგივე კამპანია, რომ თითქოს, აქ ტერორისტებს ამზადებენ, იგივე ადამიანების ჯგუფი, ყველას თავისი ფუნქცია აქვს მეხუთე კოლონაში და ეს პროცესიც დაძრულია. სამწუხაროდ, ამ საერთო ძალას ასევე ჰყავს თავისი [მოკავშირე] ამერიკის შეერთებულ შტატებში - კონგრესში ჯო უილსონი, რომელიც მუდმივად პოზიციონირებს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ხომ გახსოვთ, დაიწყეს რუსეთით, გადავიდნენ ჩინეთზე და ახლა ირანზე და ესენიც ერთ ხმაში ამ ყველაფერს აჟღერებენ. ეს ხალხი ერთმანეთთან დაკავშირებულია, ერთად ავითარებენ ამ პროცესებს”, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების ფონზე საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„იცვლება მსოფლიო, იცვლება გარშემო სიტუაციების. სამოქმედო გეგმა და გზა, რაც ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი სახელმწიფოსთვის, ეს არის მთავარი. აქ უნდ აიყოს მოტივირებული ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა. აქტთან დაკავშირებით ხელისუფლებამ კარგად უნდა განუმარტოს ჩვენს საზოგადოებას, თუ რას გულისხმობს ეს აქტი და რატომ არის ეს ჩვენთვის უმნიშვნელო, რატომ არ ექნება ძალა, რომ აქ ჩვენ რაიმე სახით დაგვაზიანოს. ეს არის გარე აქტორებისთვის განხორციელებული, როგორც „კამიტის“ ამბავი, რომ მთელ მსოფლიოს დაანახონ, რომ თითქოს ხელისუფლება წამლავს საკუთარ ხალხს. გზავნილებიც დალაგებულია, ვინ რა უნდა ისაუბროს ანუ ეს ერთიანი ქსელია. მაგრამ პარალელურ რეჟიმში ქვეყანა ვითარდება, მიდის წინ, იცავს თავის ინტერესებს. ეს პროცესი არის უფრო საინტერესო ჩვენი საზოგადოებისთვის და ამასაც ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელებთ, რომ მილევადი გახდეს ის ინფორმაციები, რაზეც არიან ისინი დაფუძნებული”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ყველა სიახლე
30 აპრილი 2026, 15:28
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების რეგიონულ დირექტორს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში სამეჰ ნაგიბ ვაჰბას და რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს შეხვდა.
30 აპრილი 2026, 15:27
რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ტენდერი სოფელ ატენის 300 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის პროექტირებისა და რეაბილიტაციისთვის, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
30 აპრილი 2026, 15:19
საზოგადოება
გივი მიქანაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, საედ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
30 აპრილი 2026, 15:18
ეკონომიკა
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი: განვიხილეთ თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე და როგორ შეიძლება საამიროებმა მხარი დაუჭიროს რეგიონში ენერგეტიკული, სარკინიგზო თუ ლოგისტიკური კავშირების განვითარებას
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, - განცხადება არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
30 აპრილი 2026, 15:18
პოლიტიკა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თორნიკე ფაღავა აირჩიეს
თორნიკე ფაღავა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ფრაქცია „ქართული ოცნების“ კვოტით იყო წარდგენილი. კომიტეტის წევრებმა თავმჯდომარის მოადგილედ თორნიკე ფაღავას კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
30 აპრილი 2026, 15:12
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დახმარების შეწყვეტის მხარდაჭერით ვენსი რუსებს ეხმარება
„თუ ჯეი დი ვენსი ამაყობს იმით, რომ არ გვეხმარება, ეს ნიშნავს, რომ ის ეხმარება რუსებს და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს აძლიერებს.რუსეთი მტერია. ისინი ყოველთვის იქნებიან ამერიკის შეერთებული შტატების მტრები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
30 აპრილი 2026, 15:10
პოლიტიკა
კახა კალაძე პოლონეთის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის გადაცემაზე: გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში, რომელიც პოლონეთის მეგობარი ქვეყანაა, შეტევა მიდის ქართულ ეკლესიაზე
პოლონეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და გულდასაწყვეტია, როდესაც ამ ტიპის ქმედებებს აქვს ადგილი, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის დაარსებასა და მის პირველ გადაცემაზე საუბრისას.
30 აპრილი 2026, 15:09
ეკონომიკა
გენადი არველაძე: გაერთიანებული საამიროების დელეგაციის მხრიდან ინტერესი დაფიქსირდა როგორც სატრანსპორტო-ლოგისტიკის, ისე ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებაზე, შევთანხმდით კონკრეტული მექანიზმის ჩამოყალიბებაზე
საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების მაღალი დონის დელეგაციის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი დაფიქსირდა როგორც სატრანსპორტო-ლოგისტიკის, ისე ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებაზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერისთან შეხვედრის შემდეგ.
30 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციაზე: იმ ადამიანებს, რომლებიც შემჩნეულები არიან მტრულ საქმიანობაში, დაკავებულები არიან მოღალატეობრივი ქმედებებით, არანაირი შანსი არ აქვთ
„როდესაც შენ ხარ პოლიტიკაში და ემსახურები უცხო ქვეყანას, წარმოადგენ აგენტურას, რა თქმა უნდა, არანაირი პოლიტიკური შესაძლებლობები და შანსები არ გაქვს“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ოპოზიციური ალიანსის შანსებისა და რეგიონებში გამართული შეხვედრების შესახებ.
30 აპრილი 2026, 15:05
თავდაცვა
ირაკლი ჩიქოვანი: ქართული ჯარი არა მხოლოდ ჩვენი სამშობლოს დაცვის გარანტია, არამედ ეროვნული ღირებულებების ძლიერი კერაა
საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა დაარსებიდან 35 წლის იუბილე მიულოცა და ღირსეული სამსახურისთვის თითოეულ ჯარისკაცს, მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს, ვეტერანებს, დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს, კადეტებს, იუნკრებს, წვევამდელებსა და მათი ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა, - ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
30 აპრილი 2026, 15:02
საზოგადოება
წყნეთში, ამილახვრის ქუჩაზე ორი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში, დიმიტრი ამილახვრის ქუჩაზე ორ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. კერძოდ, ამილახვრის ქ. N23-ში, დაახლოებით, ჰექტარ ფართობზე კომბინირებული დასასვენებელი სივრცე ეწყობა. თბილისის მერიის ინფორმაციით,იმავე ქუჩაზე მიმდინარეობს 1კმ სიგრძეზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებაც.
30 აპრილი 2026, 15:02
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: მოვლენებს წინ აღარ გავუსწრებ, მაგრამ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები აღდგენილია
„მოვლენებს წინ აღარ გავუსწრებ და აღარ ვიტყვი, რა და როგორ იქნება, მაგრამ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები აღდგენილია. ჩვენთვის სასურველი წერტილია, როცა შევძლებთ ვთქვათ, რომ ეს არის ის დონე, რაც გვაკმაყოფილებს და რაც სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა. იმედია, მაისში მოვლენების რა განვითარების მოლოდინიც გვაქვს, ამ პროცესს არსებითად ხელს შეუწყობს. როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკისა და განათლების მიმართულებით არსებითი ნაბიჯები იყო გადადგმული, რათა აღგვედგინა გაყინული ურთიერთობები, რაც წინა ადმინისტრაციამ დაგვიტოვა და გველაპარაკა შემდეგ ნაბიჯებზე. იმედია, მაისის ვიზიტი თუ შეხვედრები ამ პროცესს ხელს შეუწყობს. აპრილში იყო ვიზიტი, ზარი და ასე შემდეგ. პოლიტიკური ნება არსებობს და სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. 12 მაისის თუ 25 მაისის დასახელებას აზრი არ აქვს, ყინული დაძრულია, ვცდილობთ, ურთიერთობა გაგრძელდეს“, - განაცხადა
30 აპრილი 2026, 14:58
თავდაცვა
ირაკლი ჩიქოვანი: თავდაცვის ძალების დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს მომავალს - იუნკრებს, კადეტებს, წვევამდელებს, რომლებიც ქართულ ჯარს კიდევ უფრო აძლიერებენ
30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. თავდაცვის ძალების 35 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა, ახალწვეულებმა ფიცი დადეს.
30 აპრილი 2026, 14:52
მსოფლიო
ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ ევროკომისია წევრი სახელმწიფოების არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა
უნგრელმა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ ევროკომისია წევრი სახელმწიფოების არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა.
30 აპრილი 2026, 14:40
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქობულეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოში კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. ინდივიდუალური მეწარმე ნ. ჟ. (მის: ქობულეთი, დაბა ჩაქვი მე-7 რაიონი, აჭარის ქუჩა N89) საცხოვრებელი სახლის ეზოში, კუსტარულად მოწყობილ სივრცეში, ფრინველს კლავდა სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე.
30 აპრილი 2026, 14:39
ეკონომიკა
გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს და მის თანმხლებ ბიზნეს დელეგაციას შეხვდნენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის შეხვდნენ, რომელიც საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლობითი დელეგაციით ეწვია, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
30 აპრილი 2026, 14:39
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: „ნაცების“ ალიანსი - ვის ატყუებენ?! სააკაშვილი, გვარამია, ჩერგო თავის მეუღლესთან ერთად - ვინ მივა ახლა „ლუზერების“ გაერთიანებასთან?!
„ნაცების“ ალიანსი - ეს რეალურად ვის ატყუებენ ახლა?! სააკაშვილი, გვარამია, ჩერგო თავის მეუღლესთან ერთად - ვინ მივა ახლა „ლუზერების“ გაერთიანებასთან?! ჩერგოსთან გვერდით როგორ უნდა დადგე და რაზე უნდა ესაუბრო დემოკრატიაზე, ქვეყნის განვითარებაზე, ადამიანის უფლებებზე თუ რაზე, ან კიდევ - ბელად სააკაშვილთან?!“, - აღნიშნა ზარქუამ.
30 აპრილი 2026, 14:38
საზოგადოება
პაატა სალიამ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან ინოვაციებისა და ციფრული მმართველობის განვითარების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრ საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
30 აპრილი 2026, 14:33
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: მოძალადე მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოში მოქმედებს ვითომ ცდილობს საზოგადოებასთან ახლო კომუნიკაცია იქონიოს, ამავდროულად შეხვედრებიდან ყრიან ხალხს, ჟურნალისტებს არ უშვებენ
მოძალადე მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოში მოქმედებს ვითომ ცდილობს საზოგადოებასთან ახლო კომუნიკაცია იქონიოს, ამავდროულად შეხვედრებიდან ყრიან ხალხს, ჟურნალისტებს არ უშვებენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ოპოზიციურ ალიანსზე საუბრისას.
30 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
გორდულაძე ომბუდსმენის კონსტიტუციურ სარჩელზე: დაველოდებით სამოტივაციო ნაწილსაც და თეორიულ რისკებსაც ბოლომდე გადავაზღვევთ, რათა საკანონმდებლო დონეზეც ამ მიმართულებით ადამიანის უფლებების გარანტია იყოს უმაღლეს დონეზე
„საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა აღნიშნული ნორმები და ერთმანეთს შეადარა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა, როდესაც სისხლის სამართლის საქმეს ეხება საქმე და მეორე შემთხვევა, როდესაც არის სავალდებულო, ფსიქიატრიული მკურნალობა. გამომდინარე იქიდან, რომ გაცილებით მაღალი პროცესუალური უფლების დაცვის სტანდარტებია სავალდებულო მკურნალობის შემთხვევაში, აღნიშნული საკითხები არაკონსტიტუციურად მიიჩნია და საქართველოს პარლამენტს აქვს დრო იმისთვის, რომ მოვამზადოთ შესაბამისი ცვლილებები, დაველოდებით სამოტივაციო ნაწილსაც და იმ თეორიულ, სავარაუდო რისკებსაც კი ბოლომდე გადავაზღვევთ, რათა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზეც ამ კონკრეტული მიმართულებით ადამიანის უფლებების გარანტია იყოს უმაღლეს დონეზე და თეორიული რისკებიც კი იყოს გადაზღვეული. რაც მთავარია კონკრეტული დარღვევა უფლებისა, კონკრეტული პიროვნების მიმართ არ დადგენილა. აქ საუბარია სამომავლო თეორიულ პერსპექტიულ საკითხებზე“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.


