27 აპრილი 2026, 10:58 / სანდო წყარო

ოპოზიციონერ აქტივისტებს შორის დაპირისპირება გრძელდება, ამჯერად ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამ მეყანწიშვილი უპირისპირდება: „არსებობს წითელი ხაზები და ვფიქრობ ყველა გადაკვეთე, ძალიან საშიში ადამიანი ხარ“

ოპოზიციონერ აქტივისტებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამ მეყანწიშვილი დაუპირისპირდა და ცრუ ბრალდებების გამო ნანა სანდერის ციხეში მოხვედრაში დასდო ბრალი.

მეყანწიშვილი აცხადებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი საშიში ადამიანია, რომელმაც ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა.

„ნანუკა გაგახსენებ შენ მიერ ცრუ ბრალდებებით ციხეში მოხვედრილ ნანა სანდერს, რომელსაც შენს პოსტებს უდებენ მტკიცებულებად ჩადენილი დანაშაულის!
გაგახსენებ ჩემს თავს იქამდე, სანამ "მეამადან" არ გამომიშვეს რომ არ მოისვენე და მეც სუსად შემრაცხე 1300 ლარიანი სამსახურის გამო!
გაგახსენებ კიდევ ბევრ ეპიზოდს - მიუხედავად ამისა მაინც არასდროს მიწოდებია შენთვის “ჩანერგილი”, სუსი - ქოცებთან გარიგებული -შენი მათდამი მჭიდრო კავშირების მიუხედავადაც კი!
არსებობს წითელი ხაზები და ვფიქრობ ყველა გადაკვეთე ! არ გეტყვი რომ სუსი ხარ მაგრამ გეტყვი რომ ძალიან საშიში ადამიანი ხარ და ძალიან მავნებლობ- იმ ნდობას იყენებ , რომლითაც მსხვერპლი შენამდე მოვიდა და ვხედავთ როგორც მოახდინე პოზიციონირება და როგორ გამოიყენე იმ გოგონას ნდობა!" - წერს მარიამ მეყანწიშვილი.

აღნიშნულ ბრალდებას ჟორჟოლიანი სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ მეყანწიშვილი და მისი თანამოაზრეები მართლები არიან, საჯაროობა არ უნდა აშინებდეთ.

„ცრუობ. იტყუები. ნანა სანდერის საქმეში არანაირი სქრინი არ დევს და კითხვა მაქვს? ამიტომ უნდა მოიქცეთ ისე როგორც იქცევით?
კიდევ კარგი, რომ არსებობს დიალოგის შინაარსის მტკიცებულება. სწორედ ასეთი დეტალები უნდა გახდეს საჯარო და ასეც იქნება.
გახდება კიდეც. ნუ ბორგავთ ტყუილა.
ხომ ხართ მართლები? საჯაროობა ნუ გაშინებთ“, - წერს ჟორჟოლიანი.

საპასუხოდ კი, მეყანწიშვილი ოპოზიციონერ ჟურნალისტს კვლავ სიცრუესა და ბოროტებაში სდებს ბრალს.

„აქ ერთადერთი ვინც ცრუობს ხარ შენ! ნანა სანდერის და ჩემი სასამართლო მაინც არის საჯარო და პროკურატურამ შენი პოსტის სქრინები რომ მოუტანა ეგ მაინც იცის სასამართლო პროცესზე დამსწრეთა 100%.
ძალიან კარგად იცი გოგონა რა მდგომარეობაში მოვიდა შენამდე და პირველი ოჯახიდან გამომდინარე რომ არასაჯაროობა გთხოვა და ამაში დახმარება.
იცი რატომ ხარ ბოროტი?
იცი რომ არცერთი ჩვენგანი არ ვიკადრებთ გოგოს ინტერესებიდან გამომდინარე იმის გასაჯაროებას რაც ამ გოგონას დააზიანებს .
ასე რომ რამდენჯერაც არ უნდა სცადო ჩვენი პროვოცირება და როგორც არ უნდა გვაშავო ჩვენ არ გავყიდით ამ გოგოს ინტერესებს და საჭიროებებს შენგან განსხვავებით!" - წერს მეყანწიშვილი.

ცნობისთვის, რადიკალ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერთ-ერთი აქტივისტი, ლუკა ჭოხონელიძე, მეორე აქტივისტმა, ალბი კორძაიამ, გოგონას გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ჭოხონელიძეს მხარი დაუჭირა ნანუკა ჟორჟოლიანმა და მისმა თანამოაზრეებმა, ხოლო, სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს მხარდაჭერას, კორძაიასთან ერთად, მარიამ მეყანწიშვილი და მათი თანამოაზრეები უცხადებენ.

ყველა სიახლე

27 აპრილი 2026, 12:13

სპორტი

ისტორიაში პირველად 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოფარიკავე ქალმა მედალი მოიპოვა

იტალიის ქალაქ კალიარიში ფარიკაობაში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ხმლით მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

27 აპრილი 2026, 12:08

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.

ფრიდრიხ მერცი და ურსულა ფონ დერ ლაიენი

27 აპრილი 2026, 12:08

მსოფლიო

Politico: გერმანელი კონსერვატორები ურსულა ფონ დერ ლაიენზე ზეწოლას აძლიერებენ, რათა ბრიუსელის „მანქანა“ დაშალოს

კონსერვატიული საპარლამენტო ჯგუფის სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი, რომელიც POLITICO-მ მოიპოვა, აჩვენებს გერმანელი კანონმდებლების მზარდ ხისტ ტაქტიკას. „ევროკავშირის დონეზე ბიუროკრატიის მდგრადი შემცირების დღის წესრიგი“ მოიცავს 27 კონკრეტულ მოთხოვნას ევროკომისიის მიმართ. ერთ-ერთი წინადადება ითვალისწინებს სპეციალური საზედამხედველო ორგანოს შექმნას, რომელსაც ექნება ვეტოს უფლება ნებისმიერ ახალ კანონმდებლობაზე, რომელსაც ევროკომისია შესთავაზებს.

27 აპრილი 2026, 11:55

მსოფლიო

Telegraph: ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად თავდაცვითი ბანკის შექმნას გეგმავს

გამოცემა წერს, რომ 150 მილიარდიანი ბანკის შექმნა იგეგმება ევროკავშირის საკრედიტო პროგრამის ანალოგიური გეგმის მიხედვით, რომელიც ბლოკის წევრებს იარაღის შესყიდვისთვის დაბალპროცენტიანი დაფინანსებით უზრუნველყოფს. ბლოკში, ბრიტანეთის ეგიდით, ნატოს წევრი ათი სახელმწიფოს: ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დანიის, ისლანდიისა და ნიდერლანდების გაერთიანება იგულისხმება.

27 აპრილი 2026, 11:49

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რომ ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე ბავშვებთან ერთად კვლევითი, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებები სახელმწიფო დაფინანსებით ზრდასრულმა პაციენტებმაც მიიღონ

ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რომ ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე ბავშვებთან ერთად კვლევითი, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებები სახელმწიფო დაფინანსებით ზრდასრულმა პაციენტებმაც მიიღონ, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

27 აპრილი 2026, 11:47

მსოფლიო

მედია: თეირანმა ვაშინგტონს მოლაპარაკებებისთვის სამეტაპიანი ფორმულა გაუგზავნა

ირანმა, შუამავლების საშუალებით, შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებისთვის სამეტაპიანი ფორმულა გაუგზავნა. თეირანი ვაშინგტონის მხრიდან მოლაპარაკებების აღდგენის სურვილის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე ცეცხლის სრულად შეწყვეტას და ირანისა და ლიბანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გარანტიას ითხოვს.

ჩარლზ III და დონალდ ტრამპი

27 აპრილი 2026, 11:43

მსოფლიო

აშშ-ში ბრიტანეთის მეფის სახელმწიფო ვიზიტი დღეს იწყება

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე და მისი მეუღლე ოთხდღიან ვიზიტს ვაშინგტონში დღეს დაიწყებენ. დღესვე შედგება შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოჯახთან არაოფიციალური შეხვედრა, ოფიციალური აუდიენცია კი ხვალ გაიმართება. მოგვიანებით ბრიტანეთის მონარქი კონგრესის ორივე პალატის წინაშე სიტყვით გამოვა.

რევაზ სოხაძე

27 აპრილი 2026, 11:43

რეგიონი

რევაზ სოხაძის განცხადებით, ანაკლია-განმუხური მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი გახდება

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და რეგიონების განვითარებაზე.

კეშ პატელი

27 აპრილი 2026, 11:37

მსოფლიო

Politico: შესაძლოა კეშ პატელი თანამდებობიდან უახლოეს პერიოდში დაითხოვონ

მათ შორის სახელდება მრავალრიცხოვანი ნეგატიური პუბლიკაცია, რომელიც პრეზიდენტის გაღიზიანებას იწვევს. პატელს ახლა უკვე იმის ახსნა-განმარტებაც მოუწევს, როგორ შეძლო სასტუმრო „ჰილტონში“ თავდამსხმელმა, მიახლოებოდა დაცულ ღონისძიებას, რომელშიც პრეზიდენტი და ადმინისტრაციის წევრები მონაწილეობდნენ. მედიაში წერენ, რომ პატელის გათავისუფლება დროის საკითხია.

27 აპრილი 2026, 11:35

პოლიტიკა

მესამე დღეა ბრიტანეთის საელჩო არ პასუხობს „ქრონიკის“ კითხვას, რომელიც ნიკა გვარამიას განცხადებას ეხება

მესამე დღეა ბრიტანეთის საელჩო „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს. კითხვა კი ეხება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე ხელისუფლების სანქციების თემა განიხილეს.

დონალდ ტრამპი

27 აპრილი 2026, 11:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სროლის გამო არ ვნერვიულობდი. ჩვენ გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ. მინდოდა მენახა, რა ხდებოდა

„სროლის გამო არ ვნერვიულობდი. ჩვენ გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ. მინდოდა მენახა, რა ხდებოდა. შესანიშნავი ადამიანების დაცვის ქვეშ ვიყავი. ალბათ, გარკვეულწილად შევაყოვნე ისინი. ვეუბნებოდი: „მოიცადეთ, მოიცადეთ“. ნახვა მინდოდა, რა ხდებოდა. თავდამსხმელი ავადმყოფი და რადიკალიზებული ადამიანი იყო. ქრისტიანი, რომელიც შემდეგ ანტიქრისტიანულ პოზიციებზე გადავიდა. მისი ოჯახი ძალიან შეშფოთებული იყო“, - განაცხადა ტრამპმა.

27 აპრილი 2026, 11:28

რეგიონი

2026 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2026 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება.

კოულ ტომას ალენი

27 აპრილი 2026, 11:18

მსოფლიო

მედია: ვაშინგტონში მიღებაზე სროლაში ეჭვმიტანილმა მანიფესტი დაწერა, რომელშიც გაამხილა, რომ მისი სამიზნე ტრამპის ადმინისტრაციის წევრები იყვნენ

ამერიკული მედიის ცნობით, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიღებაზე სროლაში ეჭვმიტანილმა მანიფესტი დაწერა, სადაც მკაფიოდ მიუთითა, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე თავდასხმა სურდა. 31 წლის კოულ ტომას ალენმა მანიფესტი ოჯახის წევრებს გადასცა, ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ის პოლიციას ეჭვმიტანილის ძმამ გადაუგზავნა. რადიკალური განწყობა დაკავებულმა დაკითხვაზეც დაადასტურა.

რევაზ სოხაძე

27 აპრილი 2026, 11:17

პოლიტიკა

რევაზ სოხაძე: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში „მოამბე რეგიონები“ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული ვითარება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რომელსაც ხელისუფლება ღიად აღიარებს და აქტიურად მუშაობს მის გადასაჭრელად.

27 აპრილი 2026, 11:17

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: ხელისუფლებამ ყველანაირი ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს გლობალური ომის პარტიის მომსახურე პერსონალთან, რომლებსაც ელჩები ეწოდებათ და რომლებიც, ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმის გარდა არაფერს აკეთებენ

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

27 აპრილი 2026, 11:14

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ძალიან დიდი გამოწვევაა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, რომ კოორდინაცია ძალოვან უწყებებს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია

„მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ძალიან დიდი გამოწვევაა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, რომ კოორდინაცია ძალოვან უწყებებს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია. დღემდე კარგად მოვდივართ უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. პოზიტიურია ის ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს ძალოვანი სტრუქტურების ურთიერთკოორდინაციას“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

27 აპრილი 2026, 11:12

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიში: ევროკავშირი 6 ევროპული ქვეყნის არჩევნებში ჩაერია

ევროკავშირი ჩაერია არჩევნებში და არ დაუშვა თავისუფალი კენჭისყრა სლოვაკეთში (2023 წელს), ნიდერლანდებში (2023/2025 წლებში), საფრანგეთში (2024 წელს), რუმინეთში (2024 წელს), მოლდოვასა (2024 წელს) და ირლანდიაში (2024/2025 წლებში), - ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიშში, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრების მიერ არის მომზადებული.

27 აპრილი 2026, 11:03

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 3 თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 912 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 912 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

რევაზ სოხაძე

27 აპრილი 2026, 11:00

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: ხარისხზე კომპრომისი არ იქნება - ყველა პროექტი უნდა ემსახურებოდეს მომავალ თაობებს

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში „მოამბე რეგიონები“ საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სამშენებლო პროექტებში ხარისხის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.