27 აპრილი 2026, 11:17 / სანდო წყარო

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: ხელისუფლებამ ყველანაირი ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს გლობალური ომის პარტიის მომსახურე პერსონალთან, რომლებსაც ელჩები ეწოდებათ და რომლებიც, ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმის გარდა არაფერს აკეთებენ

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ „ხელისუფლებამ ყველანაირი ურთიერთობა და კომუნიკაცია უნდა გაწყვიტოს გლობალური ომის პარტიის მომსახურე პერსონალთან, რომლებსაც ელჩები ეწოდებათ და რომლებიც, ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმის, დესტრუქციისა და დანაშაულის წახალისების გარდა არაფერს აკეთებენ“.

„საქართველოში საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ევროკავშირისა და კონკრეტული ევროპული სახელმწიფოების ელჩები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების მიმართ მტრულად არიან განწყობილი. ამ ყველაფერს, უკვე თითოეული რიგითი მოქალაქე, მათ შორის პოლიტიკური პროცესით ნაკლებად დაინტერესებული ადამიანებიც კარგად იაზრებენ, თუმცა, „ქართული ოცნება“ დიპლომატებთან კომუნიკაციას მაინც განაგრძობენ, რასაც, თეორიულად რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ისინი ან ბოლომდე კარგად ვერ იაზრებენ კონკრეტულ ევროპელ ელჩებს რა განზრახვები ამოძრავებთ, ან თავს იტყუებენ და ელიან, რომ ელჩები დამოკიდებულებას შეიცვლიან. არის კიდევ ერთი ვერსია - ხელისუფლება ყველაფერს კარგად აანალიზებს, თუმცა, ფიქრობს, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე დიპლომატებთან ურთიერთობა ამ ეტაპზე მაინც დასაშვებია.

საზოგადოებამ მოისმინა პაველ ჰერჩინსკის განცხადება, როდესაც ევროკავშირის ელჩი საქართველოს ბნელ წარსულში დაბრუნებით, სიდუხჭირითა და სამოქალაქო ომის გაჩაღებით დაემუქრა. თანაც, ცინიკურად, აღნიშნული კომენტარი, თითქოს, ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის მოტივით გააკეთა. მისი განცხადების რეალური მიზნის ამოცნობა არავის გასჭირვებია. უკვე მომდევნო დღეს, ბრიტანეთის ელჩი შეხვდა ე.წ. ოპოზიციურ ალიანსს, რომელიც, სინამდვილეში მრავალჯერ დაშლილი და გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის რეანიმაციის კიდევ ერთი მცდელობაა. იქ შემავალი ძალების ლიდერები თავად იყვნენ მოძალადე რეჟიმის არქიტექტორები, ხელისუფლებიდან მათი ჩამოშორების შემდეგ კი, უკვე მეთოთხმეტე წელია, საკუთარი დესტრუქციული, ანტიეროვნული, გარე ძალების ინტერესებზე მორგებული ქმედებებით საკუთარ ქვეყანასა და ხალხს აზიანებენ. შეხვედრიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური კრიმინალია და ამჟამად გარე პატრონებისგან კიდევ ერთხელ გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის მართვა აქვს ჩაბარებული, განაცხადა, რომ შეხვედრაზე ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებაზე, ქვეყნის შიგნით აქციების, ხოლო უცხოეთიდან სანქციების პოლიტიკის გაგრძელებაზე გაკეთდა აქცენტი.

ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არ არის, როდესაც კონკრეტული უცხოელი ელჩი არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მორჩილ ადგილობრივ რადიკალებს ხვდება და მათ დირექტივებს აძლევს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში საფრანგეთის ელჩი არაოფიციალურ გარემოში, საელჩოს ნაცვლად ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში კონსპირაციულად შეხვდა უცხოეთიდან დაფინანსებულ NGO-ებს, თუმცა, როდესაც შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, კონკრეტულად რაზე ისაუბრეს და რა დავალებები მიიღეს, ამის შესახებ კითხვებს, ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თავი აარიდეს.

ამას გარდა, საზოგადოებას კარგად ახსოვს ნიდერლანდების ელჩისა და აგენტურული ქსელის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალი ფიგურის, ელენე ხოშტარიას შეხვედრა არაფორმალურ გარემოში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია კონტექსტიც, რადგანაც აღნიშნული შეხვედრა ხოშტარიას მხრიდან „ქართული ოცნების“ კუთვნილი საარჩევნო ბანერის გამიზნულად დაზიანებიდან მეორე დღეს გაიმართა, რითაც ელჩმა მის მიმართ მხარდაჭერა გვიჩვენა, ეს კი სხვა არაფერია თუ არა რადიკალიზმის, ექსტრემიზმისა და დანაშაულის წახალისება.

კიდევ ერთი ფიგურა, რომელიც დიპლომატის სტატუსს ამოფარებული საქართველოსა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს აქტიურად ებრძვის - გერმანიის ელჩია. პეტერ ფიშერმა ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის პროცესში თითქმის ყველა დიპლომატიური სტანდარტი ფეხქვეშ გათელა, არაერთხელ დაარღვია ვენის კონვენცია, ის ხშირად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და გარე ძალების მორჩილ ადგილობრივ რადიკალებთან აქტიურ კოორდინაციაში იმყოფება. ეს ადამიანი ხან არაფორმალურ გარემოში, ხანაც საელჩოში ხვდება რადიკალებს, თუმცა, ვის, როდის და რა კრიტერიუმებით არჩევს პირებს, რომლებსაც შეხვედრაზე იბარებს, ამაზე კომენტარს, როგორც წესი არ აკეთებს.

საინტერესოა, რომ სწორედ ასეთი შეხვედრების შემდეგ აქტიურდებიან ადგილობრივი ოპოზიციონერები, აქტივისტები თუ „NGO-ების“ წარმომადგენლები, რაც საფუძვლიანად აჩენს მოსაზრებას, რომ ისინი დიპლომატებისგან კონკრეტულ დავალებებს იღებენ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ და როგორი დღის წესრიგი უნდა შექმნან.

ეს მაგალითები ადასტურებს, რომ „დიპლომატები“ ერთი სტრატეგიით მოქმედებენ და მათი ხელწერაც იდენტურია. ეს კი თავის მხრივ ცხადად ადასტურებს, რომ თითქმის ყველა მათგანი ერთი ხელით, ძირითადად ბრიუსელიდან იმართება, და ისევე, როგორც ევროპული ბიუროკრატიის უდიდესი ნაწილი, საქართველოში მოქმედი ევროპელი ელჩებიც „დიფ სთეითის“, იგივე გლობალური ომის პარტიის მორჩილი აგენტურაა. თუ მათ ქმედებებსა და ადგილობრივ რადიკალებთან ურთიერთობას გავაანალიზებთ, ძალიან მარტივად დავინახავთ, რომ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მორჩილი აგენტურის სუბორდინაციულ ვერტიკალში ევროპელ ბიუროკრატებსაც. ევროპელ დიპლომატებსაც და მათ მორჩილ ადგილობრივ ოპოზიციასა თუ NGO-ებსაც საკუთარი იერარქიული ადგილი უკავიათ, ყველანი კი ერთ ბოროტ ძალას ემსახურებიან.

გვესმის „ქართული ოცნების“ სტრატეგია, რომ მოთმინებით ელიან ბრიუსელში არსებული აგენტურის ცვლილებას. მათი გათვლა იმაზე გადის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ევროპა თვითგანწმენდას მოახერხებს, „დიფ სთეითის“ მარწუხებიდან გათავისუფლდება და ევროპული ქვეყნებისა თუ ევროკავშირის ხელმძღვანელობა საკუთარ სახელმწიფოებსა და კონტინენტზე დაიწყებენ ზრუნვას, რაც საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებას აუცილებლად გამოიწვევს, თუმცა, ეს როდის მოხდება და ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს რა იძლევა, გაუგებარია.

ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ ყველანაირი ურთიერთობა და კომუნიკაცია უნდა გაწყვიტოს გლობალური ომის პარტიის მომსახურე პერსონალთან, რომლებსაც ელჩები ეწოდებათ და რომლებიც, ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმის, დესტრუქციისა და დანაშაულის წახალისების გარდა არაფერს აკეთებენ. ამავდროულად ისინი აქტიურ კოორდინაციაში არიან, დავალებებს აძლევენ და განაგებენ ქვეყნის მტერი ოპოზიციის ქმედებებს. მათ არ შეიძლება ეწოდოთ დიპლომატები, ისინი ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უპირისპირდებიან, შესაბამისად მათთან ურთიერთობა საქართველოსთვის ზიანის მოტანისა და საფრთხის ზრდის მეტს არაფერს გამოიწვევს! ამიტომ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიაზრონ და ელჩების სტატუსის მქონე ამ ადამიანებთან ურთიერთობა დაუყოვნებლივ უნდა გაწყვიტონ. აუცილებლად მიგვაჩნია დიპლომატიური პრაქტიკიდან ასეთი ზომების გამოყენება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

27 აპრილი 2026, 12:13

სპორტი

ისტორიაში პირველად 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოფარიკავე ქალმა მედალი მოიპოვა

იტალიის ქალაქ კალიარიში ფარიკაობაში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ხმლით მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

27 აპრილი 2026, 12:08

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.

ფრიდრიხ მერცი და ურსულა ფონ დერ ლაიენი

27 აპრილი 2026, 12:08

მსოფლიო

Politico: გერმანელი კონსერვატორები ურსულა ფონ დერ ლაიენზე ზეწოლას აძლიერებენ, რათა ბრიუსელის „მანქანა“ დაშალოს

კონსერვატიული საპარლამენტო ჯგუფის სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი, რომელიც POLITICO-მ მოიპოვა, აჩვენებს გერმანელი კანონმდებლების მზარდ ხისტ ტაქტიკას. „ევროკავშირის დონეზე ბიუროკრატიის მდგრადი შემცირების დღის წესრიგი“ მოიცავს 27 კონკრეტულ მოთხოვნას ევროკომისიის მიმართ. ერთ-ერთი წინადადება ითვალისწინებს სპეციალური საზედამხედველო ორგანოს შექმნას, რომელსაც ექნება ვეტოს უფლება ნებისმიერ ახალ კანონმდებლობაზე, რომელსაც ევროკომისია შესთავაზებს.

27 აპრილი 2026, 11:55

მსოფლიო

Telegraph: ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად თავდაცვითი ბანკის შექმნას გეგმავს

გამოცემა წერს, რომ 150 მილიარდიანი ბანკის შექმნა იგეგმება ევროკავშირის საკრედიტო პროგრამის ანალოგიური გეგმის მიხედვით, რომელიც ბლოკის წევრებს იარაღის შესყიდვისთვის დაბალპროცენტიანი დაფინანსებით უზრუნველყოფს. ბლოკში, ბრიტანეთის ეგიდით, ნატოს წევრი ათი სახელმწიფოს: ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დანიის, ისლანდიისა და ნიდერლანდების გაერთიანება იგულისხმება.

27 აპრილი 2026, 11:49

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რომ ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე ბავშვებთან ერთად კვლევითი, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებები სახელმწიფო დაფინანსებით ზრდასრულმა პაციენტებმაც მიიღონ

ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რომ ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე ბავშვებთან ერთად კვლევითი, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებები სახელმწიფო დაფინანსებით ზრდასრულმა პაციენტებმაც მიიღონ, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

27 აპრილი 2026, 11:47

მსოფლიო

მედია: თეირანმა ვაშინგტონს მოლაპარაკებებისთვის სამეტაპიანი ფორმულა გაუგზავნა

ირანმა, შუამავლების საშუალებით, შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებისთვის სამეტაპიანი ფორმულა გაუგზავნა. თეირანი ვაშინგტონის მხრიდან მოლაპარაკებების აღდგენის სურვილის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე ცეცხლის სრულად შეწყვეტას და ირანისა და ლიბანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გარანტიას ითხოვს.

ჩარლზ III და დონალდ ტრამპი

27 აპრილი 2026, 11:43

მსოფლიო

აშშ-ში ბრიტანეთის მეფის სახელმწიფო ვიზიტი დღეს იწყება

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე და მისი მეუღლე ოთხდღიან ვიზიტს ვაშინგტონში დღეს დაიწყებენ. დღესვე შედგება შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოჯახთან არაოფიციალური შეხვედრა, ოფიციალური აუდიენცია კი ხვალ გაიმართება. მოგვიანებით ბრიტანეთის მონარქი კონგრესის ორივე პალატის წინაშე სიტყვით გამოვა.

რევაზ სოხაძე

27 აპრილი 2026, 11:43

რეგიონი

რევაზ სოხაძის განცხადებით, ანაკლია-განმუხური მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი გახდება

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და რეგიონების განვითარებაზე.

კეშ პატელი

27 აპრილი 2026, 11:37

მსოფლიო

Politico: შესაძლოა კეშ პატელი თანამდებობიდან უახლოეს პერიოდში დაითხოვონ

მათ შორის სახელდება მრავალრიცხოვანი ნეგატიური პუბლიკაცია, რომელიც პრეზიდენტის გაღიზიანებას იწვევს. პატელს ახლა უკვე იმის ახსნა-განმარტებაც მოუწევს, როგორ შეძლო სასტუმრო „ჰილტონში“ თავდამსხმელმა, მიახლოებოდა დაცულ ღონისძიებას, რომელშიც პრეზიდენტი და ადმინისტრაციის წევრები მონაწილეობდნენ. მედიაში წერენ, რომ პატელის გათავისუფლება დროის საკითხია.

27 აპრილი 2026, 11:35

პოლიტიკა

მესამე დღეა ბრიტანეთის საელჩო არ პასუხობს „ქრონიკის“ კითხვას, რომელიც ნიკა გვარამიას განცხადებას ეხება

მესამე დღეა ბრიტანეთის საელჩო „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს. კითხვა კი ეხება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე ხელისუფლების სანქციების თემა განიხილეს.

დონალდ ტრამპი

27 აპრილი 2026, 11:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სროლის გამო არ ვნერვიულობდი. ჩვენ გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ. მინდოდა მენახა, რა ხდებოდა

„სროლის გამო არ ვნერვიულობდი. ჩვენ გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ. მინდოდა მენახა, რა ხდებოდა. შესანიშნავი ადამიანების დაცვის ქვეშ ვიყავი. ალბათ, გარკვეულწილად შევაყოვნე ისინი. ვეუბნებოდი: „მოიცადეთ, მოიცადეთ“. ნახვა მინდოდა, რა ხდებოდა. თავდამსხმელი ავადმყოფი და რადიკალიზებული ადამიანი იყო. ქრისტიანი, რომელიც შემდეგ ანტიქრისტიანულ პოზიციებზე გადავიდა. მისი ოჯახი ძალიან შეშფოთებული იყო“, - განაცხადა ტრამპმა.

27 აპრილი 2026, 11:28

რეგიონი

2026 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2026 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება.

კოულ ტომას ალენი

27 აპრილი 2026, 11:18

მსოფლიო

მედია: ვაშინგტონში მიღებაზე სროლაში ეჭვმიტანილმა მანიფესტი დაწერა, რომელშიც გაამხილა, რომ მისი სამიზნე ტრამპის ადმინისტრაციის წევრები იყვნენ

ამერიკული მედიის ცნობით, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიღებაზე სროლაში ეჭვმიტანილმა მანიფესტი დაწერა, სადაც მკაფიოდ მიუთითა, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე თავდასხმა სურდა. 31 წლის კოულ ტომას ალენმა მანიფესტი ოჯახის წევრებს გადასცა, ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ის პოლიციას ეჭვმიტანილის ძმამ გადაუგზავნა. რადიკალური განწყობა დაკავებულმა დაკითხვაზეც დაადასტურა.

რევაზ სოხაძე

27 აპრილი 2026, 11:17

პოლიტიკა

რევაზ სოხაძე: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში „მოამბე რეგიონები“ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული ვითარება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რომელსაც ხელისუფლება ღიად აღიარებს და აქტიურად მუშაობს მის გადასაჭრელად.

გურამ მაჭარაშვილი

27 აპრილი 2026, 11:14

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ძალიან დიდი გამოწვევაა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, რომ კოორდინაცია ძალოვან უწყებებს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია

„მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ძალიან დიდი გამოწვევაა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, რომ კოორდინაცია ძალოვან უწყებებს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია. დღემდე კარგად მოვდივართ უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. პოზიტიურია ის ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს ძალოვანი სტრუქტურების ურთიერთკოორდინაციას“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

27 აპრილი 2026, 11:12

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიში: ევროკავშირი 6 ევროპული ქვეყნის არჩევნებში ჩაერია

ევროკავშირი ჩაერია არჩევნებში და არ დაუშვა თავისუფალი კენჭისყრა სლოვაკეთში (2023 წელს), ნიდერლანდებში (2023/2025 წლებში), საფრანგეთში (2024 წელს), რუმინეთში (2024 წელს), მოლდოვასა (2024 წელს) და ირლანდიაში (2024/2025 წლებში), - ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიშში, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრების მიერ არის მომზადებული.

27 აპრილი 2026, 11:03

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 3 თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 912 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 912 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

რევაზ სოხაძე

27 აპრილი 2026, 11:00

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: ხარისხზე კომპრომისი არ იქნება - ყველა პროექტი უნდა ემსახურებოდეს მომავალ თაობებს

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში „მოამბე რეგიონები“ საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სამშენებლო პროექტებში ხარისხის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

27 აპრილი 2026, 10:58

პოლიტიკა

ოპოზიციონერ აქტივისტებს შორის დაპირისპირება გრძელდება, ამჯერად ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამ მეყანწიშვილი უპირისპირდება: „არსებობს წითელი ხაზები და ვფიქრობ ყველა გადაკვეთე, ძალიან საშიში ადამიანი ხარ“

ოპოზიციონერ აქტივისტებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამ მეყანწიშვილი დაუპირისპირდა და ცრუ ბრალდებების გამო ნანა სანდერის ციხეში მოხვედრაში დასდო ბრალი.