26 მაისი 2026, 18:05 / სანდო წყარო

გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული რევოლუციის მუქარის ან მცდელობების რეჟიმში ვცხოვრობთ. და მაინც, არათუ გადარჩა ჩვენი ქვეყანა, არამედ მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც შესაშურია ბევრისთვის

2012 წლიდან მოყოლებული რევოლუციის მუქარის ან მცდელობების რეჟიმში ვცხოვრობთ. და მაინც, არათუ გადარჩა ჩვენი ქვეყანა, არამედ მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც შესაშურია ბევრისთვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მან გაიხსენა საქართველოს ისტორიის ის უახლესი წარსული, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენამდე გაიარა და აღნიშნა, რომ განვლილი პერიოდი მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის.

„108 წლის წინ მოხდა დამოუკიდებლობის აღდგენა, მართალია დიდი ხნით არ გაგრძელებულა მაგრამ იმ პერიოდში უკვე აჩვენა, რომ საქართველოს ერს აქვს იმხელა ინტელექტუალური უნარი, წონა, რომ დამოუკიდებლად სახელმწიფოს არსებობა, განვითარება შესაძლებელი იყო. 35 წლის წინათ, როდესაც დაუბრუნდა საქართველო დამოუკიდებლობის ამ სტადიას, ისტორიული მოვლენა მოხდა. მაშინ საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ წაიშალა ყველანაირი ხაზი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთს აპირისპირებდა - პოლიტიკურ ნიშნით იქნებოდა თუ გარკვეული სხვა მოსაზრებებით. გაერთიანდა ერი, ბედნიერება იყო, საქართველოში სუფევდა ერთიანობა და დამოუკიდებლობის ეს წყურვილი იყო დაკმაყოფილებული.

მაგრამ შემდეგ მოხდა ის, რაზეც მერაბ კოსტავამ განაცხადა, რომ „თუკი ასე გავაგრძელებთ, მოვა დრო, როცა სიბნელეში დავუწყებთ ერთმანეთს ხელების ცეცებით ძებნას და გაგვიჭირდება ერთმანეთის მიგნება“.

ფაქტია, რომ ეს სამწუხარო ამბავი ჩვენს ისტორიაში მოხდა. ფაქტი ერთია, რომ პოლიტიკური შეფასება არის აუცილებლად გასაკეთებელი. დასკვნა უნდა გავაკეთოთ აქედან, თუნდაც იმ პერიოდის მოვლენებიდან, რომ ერთობა არ ნიშნავს მაინც და მაინც ერთმანეთის მიმართ დითირამბების მღერას.

განსხვავებული აზრების მიუხედავად, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად ჩვენ ძალა უნდა მოგვეძებნა, რომ ერთმანეთს შევჯიბრებოდით სხვადასხვა პროგრამით, შეხედულებებით, დამოკიდებულებით ჩვენი მომავლის მიმართ და არჩევნებზე უნდა გადაგვებარებინა ყველაფერი, რასაც უთანხმოება ჰქვია. არ მოხდა ეს. ძალიან რთული პერიოდი გამოიარა საქართველომ.

2008 წელს მოხდა უბედურება. საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. 2012 წლიდან მოყოლებული ან რევოლუციის მუქარის ან მცდელობების რეჟიმში ვცხოვრობთ. და მაინც, არა თუ გადარჩა ჩვენი ქვეყანა, არამედ მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც შესაშურია ბევრისთვის, ვისაც არ უყვარს საქართველო და ბევრისთვის კიდევ მისაბაძია, ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ არის პოზიტიურად განწყობილი. ეს ყველაფერი ასახულია იმ კვლევებში, რომელიც ყველაზე დიდმა საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტებმა გამოაქვეყნა. ამით მოვედით დღემდე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

31 ივლისი 2026, 13:48

პოლიტიკა

კახა კალაძე საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე: ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცულობა არ გულისხმობს ბილწსიტყვაობის და შეურაცხყოფის მიყენების უფლების ქონას, ეს კანონის გზით არის დასარეგულირებელი

საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან ეროვნული სიწმინდეებისა და ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების ინიციატივას.

31 ივლისი 2026, 13:45

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს.

31 ივლისი 2026, 13:39

რეგიონი

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.

დავით ჩიხელიძე

31 ივლისი 2026, 13:23

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: სააკაშვილი - თუ რევოლუცია არ დავაორგანიზეთ, სხვა შანსი არ გვაქვსო, ხოშტარიამ თქვა - არჩევნები უნდა ჩატარდეს "ქართული ოცნების" გარეშეო, თენგომ - ემიგრანტებს ხმის უფლება უნდა დავუბრუნოთო. შესაშური თანმიმდევრობაა ოპოზიციაში

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

31 ივლისი 2026, 13:17

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

ოპერაციის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფის 12 წარმომადგენელი საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ფრეგატზე - HS NIKIFOROS FOKAS (F 466)-ზე იყო განთავსებული. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საბერძნეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ სწავლებებში - ახლო საბრძოლო მოქმედებები (CQB), პრაქტიკული საცეცხლე-ტაქტიკური მომზადება, ასევე, ფრეგატის ეკიპაჟთან ერთად ჩატარდა ძებნა-გადარჩენისა და ევაკუაციის ოპერაციები.

31 ივლისი 2026, 13:16

მსოფლიო

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

ევროპის საფეხბურთ ასოციაციების კავშირის (UEFA) და ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის საფეხბურთო ორგანიზაციის (CONCACAF) შემდეგ FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც (AFC) გამოუცხადა.

ვახტანგ ცინცაძე

31 ივლისი 2026, 13:04

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის

საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

31 ივლისი 2026, 12:56

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.

ჯო’მაჯზე ლარი

31 ივლისი 2026, 12:43

მსოფლიო

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ის ინდიანის შტატში 15 წლის მოზარდს 100 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც იგი 2025 წელს მომხდარ სროლის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 12:37

რეგიონი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგების ფუნდამენტური პრინციპის დარღვევის, ტარიფის თვითნებური გაზრდისა და სალიცენზიო ვალდებულებების განგრძობად შეუსრულებლობის გამო,მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან უქმდება გაზგამანაწილებელი კომპანია შპს „მამედის“ სახელზე გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია.

31 ივლისი 2026, 12:16

მსოფლიო

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

ირანის მოკავშირე იემენელმა „ჰუსიტებმა“ მიმდინარე კვირაში საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან შეუტიეს, რასაც, სავარაუდოდ, ერაყულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან კოორდინაციით ახორციელებდნენ. ინფორმაციას Reuters-ი საუდის არაბეთისა და რეგიონის პარტნიორი ქვეყნების შეფასებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 11:58

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

31 ივლისი 2026, 11:48

მსოფლიო

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO-ს ინფორმაციით, იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლები ესპანეთის შენგენის ზონიდან გარიცხვას მოითხოვენ. ამის მიზეზი მაროკოს სანაპიროსთან მდებარე ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამწვავებაა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ათასობით მიგრანტი შევიდა.

31 ივლისი 2026, 11:44

საზოგადოება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 300-მდე ავტომანქანით განახლდა. ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში გადანაწილდა. ახალ ავტოტრანსპორტს შორისაა როგორც მსუბუქი, ასევე მაღალმთიანი რეგიონებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილები, მათ შორის, ეკოლოგიურად ეფექტური ჰიბრიდული მოდელები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 11:41

საზოგადოება

გლდანის რაიონის გამგეობა ბრონშტეინის ქუჩის ნაწილზე კაპიტალურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებს

გლდანის რაიონის გამგეობა მორიგ ინფრასტრუქტურულ პროექტს მარკ ბრონშტეინის ქუჩაზე ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარეობს ბრონშტეინის ქუჩის N21-დან ქობის ქუჩამდე, ასევე ბრონშტეინის II შესახვევში.

31 ივლისი 2026, 11:39

საზოგადოება

,,თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, წყნეთის ტყე-პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა

დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ, ვაკის რაიონის გამგებელ ლევან ყიფიანთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან და ვაკის რაიონის დელეგატ ზურაბ რურუასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ასევე, პროცესში კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვნენ ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. კამპანიის ფარგლებში, წყნეთის ტყე-პარკი დაგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სრულად დასუფთავდა.

31 ივლისი 2026, 11:32

ეკონომიკა

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა. დაფიქსირებული შედეგები ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით ვითარდება. 2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 14.0%-ით გაიზარდა. ამასთან, 13.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაშიც.

31 ივლისი 2026, 11:21

მსოფლიო

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

მაროკოდან ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში ათასობით მიგრანტის შესვლამ ქალაქში ქაოსი გამოიწვია და პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მიგრაციული პოლიტიკის მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გააძლიერა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

31 ივლისი 2026, 11:11

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შეფასებისას.

31 ივლისი 2026, 11:09

საზოგადოება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ახალი ინიციატივა სტუდენტებისათვის კულტურისა და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა სახელობით სტიპენდიებსა და სახელოვნებო სტაჟირებას მოიცავს. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.