31 ივლისი 2026, 11:21 / სანდო წყარო

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

მაროკოდან ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში ათასობით მიგრანტის შესვლამ ქალაქში ქაოსი გამოიწვია და პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მიგრაციული პოლიტიკის მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გააძლიერა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის შეფასებით, ეს სეუტისთვის ყველაზე მასშტაბური სასაზღვრო კრიზისია 2021 წლის შემდეგ, როდესაც მაროკოდან ქალაქში სულ მცირე 8 000 ადამიანი შევიდა. სეუტა და მელილია ესპანეთის ორი ავტონომიური ქალაქია, რომლებიც ევროკავშირის ერთადერთი ტერიტორიებია, რომლებსაც აფრიკის კონტინენტთან სახმელეთო საზღვარი აქვთ.

POLITICO-ს ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სეუტაში ზღვის გავლით შემსვლელი მიგრანტების რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა. სეუტის პრეზიდენტმა ხუან ხესუს ვივასმა ჟურნალისტებთან საუბრისას ვითარებას „აბსოლუტური ჰუმანიტარული და სოციალური საგანგებო მდგომარეობა“ უწოდა და ცენტრალურ ხელისუფლებას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა.

გუშინ ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა - სეუტაში ათასობით მიგრანტი როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო გზით შევიდა, რის გამოც მიმღები ცენტრები გადაიტვირთა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ადამიანები ნაპირზე საცურაო ჰიდროკოსტიუმებისა და მცურავი საშუალებების გამოყენებით გადადიან.

პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მაროკოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, რათა ვითარება რაც შეიძლება სწრაფად დასტაბილურდეს, და პირობა დადო, რომ მთავრობა დაუყოვნებლივ იმოქმედებს.

როგორც POLITICO წერს, სასაზღვრო კრიზისი ესპანეთის უზენაესი სასამართლოს რამდენიმე კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ განვითარდა, რომლის მიხედვითაც ზღვის გზით ქვეყანაში ჩასული მიგრანტების დაუყოვნებლივი დეპორტაცია დაუშვებელია.

სანჩესის პოლიტიკურმა ოპონენტებმა პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელებში მწვავედ გააკრიტიკეს. მათ შორის იყვნენ ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ის ლიდერი სანტიაგო აბასკალი, რომელმაც მიმდინარე მოვლენებს „შეჭრა“ უწოდა, და ოპოზიციური „სახალხო პარტიის“ (PP) ლიდერი ალბერტო ნუნიეს ფეიხო.

სეუტაში განვითარებულ მოვლენებს ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც გამოეხმაურნენ მიგრაციის გამკაცრების მომხრე პოლიტიკოსები. მათ შორის იყვნენ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD)-ის თანათავმჯდომარე ალის ვაიდელი და „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) პრეზიდენტი მანფრედ ვებერი, რომელმაც განაცხადა: „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ რამეს: მიგრაციის პაქტი და დაბრუნების რეგულაცია დღესვე უნდა ამოქმედდეს და არა ხვალ. ასევე საჭიროა Frontex-ის გაძლიერება“.

ესპანეთში მიგრაციის საკითხზე დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც სანჩესის მთავრობამ არალეგალურად მყოფ მიგრანტებს ქვეყანაში ლეგალური სტატუსის მიღებისა და დარჩენის შესაძლებლობა მისცა. ამ პროგრამით უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, წერს POLITICO.

ყველა სიახლე

31 ივლისი 2026, 11:48

მსოფლიო

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO-ს ინფორმაციით, იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლები ესპანეთის შენგენის ზონიდან გარიცხვას მოითხოვენ. ამის მიზეზი მაროკოს სანაპიროსთან მდებარე ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამწვავებაა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ათასობით მიგრანტი შევიდა.

31 ივლისი 2026, 11:44

საზოგადოება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 300-მდე ავტომანქანით განახლდა. ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში გადანაწილდა. ახალ ავტოტრანსპორტს შორისაა როგორც მსუბუქი, ასევე მაღალმთიანი რეგიონებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილები, მათ შორის, ეკოლოგიურად ეფექტური ჰიბრიდული მოდელები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 11:41

საზოგადოება

გლდანის რაიონის გამგეობა ბრონშტეინის ქუჩის ნაწილზე კაპიტალურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებს

გლდანის რაიონის გამგეობა მორიგ ინფრასტრუქტურულ პროექტს მარკ ბრონშტეინის ქუჩაზე ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარეობს ბრონშტეინის ქუჩის N21-დან ქობის ქუჩამდე, ასევე ბრონშტეინის II შესახვევში.

31 ივლისი 2026, 11:39

საზოგადოება

,,თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, წყნეთის ტყე-პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა

დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ, ვაკის რაიონის გამგებელ ლევან ყიფიანთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან და ვაკის რაიონის დელეგატ ზურაბ რურუასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ასევე, პროცესში კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვნენ ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. კამპანიის ფარგლებში, წყნეთის ტყე-პარკი დაგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სრულად დასუფთავდა.

31 ივლისი 2026, 11:32

ეკონომიკა

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა. დაფიქსირებული შედეგები ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით ვითარდება. 2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 14.0%-ით გაიზარდა. ამასთან, 13.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაშიც.

თენგიზ შარმანაშვილი

31 ივლისი 2026, 11:11

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შეფასებისას.

31 ივლისი 2026, 11:09

საზოგადოება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ახალი ინიციატივა სტუდენტებისათვის კულტურისა და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა სახელობით სტიპენდიებსა და სახელოვნებო სტაჟირებას მოიცავს. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 11:04

ეკონომიკა

საქსტატი: 2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ს ზრდამ 8,6% შეადგინა, პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 7.9%-ით განისაზღვრა

2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8,6 პროცენტი შეადგინა, პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 7.9 პროცენტით განისაზღვრა.

31 ივლისი 2026, 10:59

სამართალი

სამართალდამცველებმა გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, ბრალდებულმა გორში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა ორ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

31 ივლისი 2026, 10:54

საზოგადოება

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს სრულდება

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეს სრულდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, აღნიშნულ ეტაპზე ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელია იმ საჯარო სკოლებში, სადაც ხელმისაწვდომია თავისუფალი ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებული ადგილები.

31 ივლისი 2026, 10:52

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინეს.

31 ივლისი 2026, 10:51

საზოგადოება

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეებთან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, თავდაცვისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეებთან, სხვადასხვა სამინისტროს დეპარტამენტებისა და მათ სისტემაში შემავალი სსიპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილეს სახელმწიფო სერვისების განვითარების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები, რომლებშიც გაწერილია სერვისების შემდგომი განვითარების გრძელვადიანი ხედვა.

31 ივლისი 2026, 10:47

საზოგადოება

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას (BSC) შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის“ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ანტონიო ტაიანი

31 ივლისი 2026, 10:40

მსოფლიო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას მხარს ვუჭერ

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის მხარს უჭერს მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას.

31 ივლისი 2026, 10:38

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძემ შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორთან ონკოლოგიური დაავადებების და დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ იმსჯელა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს, ტერეზა გრეჰემს შეხვდა.

31 ივლისი 2026, 10:21

სამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უკრაინის მოქალაქეა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 10:19

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.

31 ივლისი 2026, 10:19

სამართალი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ მგზავრობის საფასურის გამო ტაქსის მძღოლსა და არასრულწლოვანს შორის დაწყებული კონფლიქტის შედეგად, დანაშაულში ბრალდებულმა პირმა ცივი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ტაქსის მძღოლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავეს.

31 ივლისი 2026, 10:18

სამართალი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი, ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.