საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს სრულდება
ფოტო: განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეს სრულდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, აღნიშნულ ეტაპზე ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელია იმ საჯარო სკოლებში, სადაც ხელმისაწვდომია თავისუფალი ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებული ადგილები.
საჯარო სკოლებში არსებული თავისუფალი ადგილების, ცვლებისა და სექტორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ონლაინპორტალზე - skolebi.emis.ge.
რეგისტრაციისთვის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა სასურველ საჯარო სკოლაში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლები.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზზე - (+995 32) 2 200 220 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე - info@emis.ge.
ყველა სიახლე
15 სექტემბერი 2026, 20:53
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: Trump Tower Tbilisi თბილისის ახალ სავიზიტო ბარათად იქცევა და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მთელი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და საერთაშორისო ცნობადობის შემდგომ ზრდაში
Trump Tower Tbilisi, რომელიც ფართომასშტაბიანი პროექტის - Downtown Tbilisi-ის მთავარ და გამორჩეულ ელემენტს წარმოადგენს, საქართველოს დედაქალაქს იმ გლობალური ქსელის ნაწილად აქცევს, რომელსაც ტრამპის ორგანიზაცია ათწლეულების განმავლობაში ქმნის და რომელიც უძრავი ქონების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ბრენდად ჩამოყალიბდა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
15 სექტემბერი 2026, 20:48
ეკონომიკა
პრემიერი: პროექტი Downtown Tbilisi და მის მთავარ სიმბოლოდ ჩაფიქრებული Trump Tower Tbilisi სცდება მხოლოდ ურბანული მშენებლობის ჩარჩოებს, 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 600 ათასი კვადრატული მეტრი თანამედროვე სივრცე დედაქალაქის ცენტრში ქვეყნისთვის ახალ რეალობას, გამორჩეულ ეკონომიკურ და ტურისტულ მიზიდულობას შექმნის
დღევანდელი დღე, თამამად შეიძლება ითქვას, არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
15 სექტემბერი 2026, 20:45
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: Trump Tower Tbilisi საქართველოს დედაქალაქს იმ გლობალური ქსელის ნაწილად აქცევს, რომელსაც ტრამპის ორგანიზაცია ათწლეულების განმავლობაში ქმნის
Trump Tower Tbilisi, რომელიც ფართომასშტაბიანი პროექტის - Downtown Tbilisi-ის მთავარ და გამორჩეულ ელემენტს წარმოადგენს, საქართველოს დედაქალაქს იმ გლობალური ქსელის ნაწილად აქცევს, რომელსაც ტრამპის ორგანიზაცია ათწლეულების განმავლობაში ქმნის და რომელიც უძრავი ქონების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ბრენდად ჩამოყალიბდა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
15 სექტემბერი 2026, 20:37
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე: ყველაზე დიდი წარმატება იწყება განათლებით და პატრიოტიზმით
აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძესთან, განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონის რამდენიმე საჯარო სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 20:32
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: გუშინ განცხადება გავაკეთე, რომ გახარიას ე.წ. პარტია საკონსტიტუციო სარჩელს დაემატება და ამის შემდეგ საღად მოაზროვნე ადამიანი როგორ იფიქრებს, რომ უმრავლესობის რომელიმე დეპუტატი მათ კანონპროექტს მხარს დაუჭერს - დარწმუნებული ვარ, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ მომზადებული ცვლილებებისთვის ხმა არ მიუცია და, სავარაუდოდ, იყო ტექნიკური ხარვეზი, რაც, მისი თქმით, საპარლამენტო ცხოვრებაში ხშირად ხდება.
15 სექტემბერი 2026, 20:07
ეკონომიკა
Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს
Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
15 სექტემბერი 2026, 20:04
რეგიონი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ქალაქის სხვადასხვა სკოლას ესტუმრა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულ იოსებ ალიბეგაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან, მერისა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ხათუნა ხმალაძესთან ერთად, ქალაქის სხვადასხვა სკოლას ესტუმრა. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 19:59
მსოფლიო
კაია კალასმა განაცხადა, რომ უპასუხებდა ზარს ვლადიმირ პუტინისგან ან სერგეი ლავროვისგან
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ის უპასუხებდა ზარს ვლადიმირ პუტინისგან ან სერგეი ლავროვისგან. ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა რუსეთთან დიალოგი მოსკოვის პირობებით არ უნდა დაიწყოს.
15 სექტემბერი 2026, 19:59
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე დაბა ხულოსა და ბეღლეთის საჯარო სკოლებში იმყოფებოდა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრ მინურ პაქსაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ხულოსა და ბეღლეთის საჯარო სკოლებში იმყოფებოდა. ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 19:56
ეკონომიკა
ნათია თურნავამ მომხმარებლის დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გამართულ, მომხმარებლის დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მაღალი დონის კონფერენციაში „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“ მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 19:52
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი: 2026 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2026 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295.2 მლნ აშშ დოლარი (772.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.2%-ით (26.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2025 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 19:48
მსოფლიო
YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანიაში მმართველი ბლოკის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა
ბრიტანული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტ YouGov-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, გერმანიის მმართველი კონსერვატიული ბლოკის - „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) - რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე, 18%-მდე დაეცა.
15 სექტემბერი 2026, 19:45
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად, ქალაქ ბოლნისის N1 და N5 საჯარო სკოლებს და სოფელ ჭაპალის საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად, ქალაქ ბოლნისის N1 და N5 საჯარო სკოლებს, ასევე, სოფელ ჭაპალის საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 19:38
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს 2026-2027 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს 2026-2027 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 19:29
სამართალი
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ძალადობის ფაქტზე ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკებისას ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს ორ ადამიანზე, რის შედეგადაც ერთ დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენეს.
15 სექტემბერი 2026, 19:28
საზოგადოება
„ფორმულას“ ჟურნალისტი ელენე ბენიძე: ამ კომპანიაში თანამშრომელი და მისი საჭიროებები არასდროს არის პრიორიტეტი. თანამშრომელს ვალდებულად თვლიან, ემსახუროს კომპანიას მაშინაც კი, როცა ამისთვის ანაზღაურებას არ იღებს. ბევრი თხოვნისა და გაფრთხილების მიუხედავად, პასუხიც კი არ მიმიღია კითხვაზე როდის და რა გზით მივიღებ ჩემს კუთვნილ თანხას- აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში
„ფორმულას“ ჟურნალისტი ელენე ბენიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კომპანიაში არსებულ ფინანსურ კრიზისსა და თანამშრომლების უფლებების შელახვაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ტელეკომპანიას მის წინაშე აქვს ფინანსური დავალიანება, რომლის გადახდაზე პასუხსაც კი არ იძლევა.
15 სექტემბერი 2026, 19:21
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ადგილობრივი ოფიციალური პირები ემზადებიან კრიზისული სცენარისთვის, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენლად ითვლებოდა - რა მოხდება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ფედერალური მთავრობის ძალაუფლების გამოყენებას არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შემოსატრიალებლად შეეცდება?
აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, რომელმაც შესაძლოა ვაშინგტონში ძალთა ბალანსი შეცვალოს, ადგილობრივი და შტატის ოფიციალური პირები მთელი ქვეყნის მასშტაბით ემზადებიან კრიზისული სცენარისთვის, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენლად ითვლებოდა - რა მოხდება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ფედერალური მთავრობის ძალაუფლების გამოყენებას არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შემოსატრიალებლად შეეცდება? - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
15 სექტემბერი 2026, 18:38
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება საზოგადოებას, ბათუმისა და ქობულეთის საჯარო სკოლებიდან მიულოცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და აჭარის განათლების და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 18:35
მსოფლიო
ილჰამ ალიევი: როგორც ევროპის საბჭოს წევრი, ჩვენ წავაწყდით უსამართლობას, ახლაც ვაწყდებით და, სავარაუდოდ, მომავალშიც წავაწყდებით
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილეებთან შეხვედრაზე, ევროპულ ორგანიზაციებში ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრა.
15 სექტემბერი 2026, 18:27
მსოფლიო
ილჰამ ალიევი: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა
ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.


