შალვა პაპუაშვილი „კონრად ადენაუერის ფონდის“ საქართველოდან გასვლაზე: საკუთარ განცხადებაშივე აჩვენეს მიზეზი, რატომაც გადიან. ფონდი აცხადებს, რომ პოლიტიკური მისიის შესრულება უნდოდა საქართველოში. წარმოიდგინეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გერმანიაში დაიწყოს პოლიტიკური მისიის განხორციელება. ეჭვი მეპარება გერმანიის ხელისუფლებამ დაუშვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ-პოლიტიკური მისიები შეასრულოს ბერლინში თუ სხვა ქალაქში
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საკუთარ განცხადებაშივე აჩვენეს მიზეზი, რატომაც გადიან. ფონდი აცხადებს, რომ პოლიტიკური მისიის შესრულება უნდოდა საქართველოში. წარმოიდგინეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გერმანიაში დაიწყოს პოლიტიკური მისიის განხორციელება. ეჭვი მეპარება გერმანიის ხელისუფლებამ დაუშვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ-პოლიტიკური მისიები შეასრულოს ბერლინში თუ სხვა ქალაქში, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „კონრად ადენაუერის ფონდის“ საქართველოდან გასვლის შესახებ.
მისი თქმით, ფონდს საქართველოს მთავრობამ შესთავაზა, რომ განეხორციელებინა არა პოლიტიკური, არამედ საგანმანათლებლო და აკადემიური პროექტები, რასაც მოჰყვა მათი საპასუხო განცხადება საქართველოდან გასვლასთან დაკავშირებით.
„ცოტა უცნაური განცხადება იყო და საკუთარ განცხადებაშივე აჩვენეს, ფაქტობრივად, მიზეზი, რატომაც გადიან. განცხადებაში ამბობენ, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მისია და ვინაიდან პოლიტიკური მისიის შესრულების შესაძლებლობა არ აქვთ, ამიტომ აღარ უღირთ ქვეყანაში ყოფნა.
პოლიტიკური ფონდები გახლავთ პარტიებთან აფილირებული ფონდები. „კონრად ადენაუერის ფონდი“ გახლავთ „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ აფილირებული ფონდი. შეგახსენებთ, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ არის IPP-ის წევრი და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტიაა. ეს ფონდი აცხადებს, რომ პოლიტიკური მისიის შესრულება უნდოდა საქართველოში. უცხო ქვეყნის პარტიებს და ფონდებს საქართველოში არანაირი პოლიტიკური მისია შესასრულებელი არ აქვთ, მე მგონი. წარმოიდგინეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გერმანიაში დაიწყოს პოლიტიკური მისიის განხორციელება. ეჭვი მეპარება გერმანიის ხელისუფლებამ დაუშვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ-პოლიტიკური მისიები შეასრულოს ბერლინში თუ სხვა ქალაქში.
მათ მიმართეს მთავრობას და ვინაიდან სწორედ პოლიტიკური შინაარსის და მისიის პროექტები ჰქონდათ, მთავრობისგან მიიღეს წინადადება, რომ მოეცილებინათ პოლიტიკური ხასიათის პროექტები და თუ აკადემიური ან რაიმე სხვა პროექტის განხორციელება სურდათ, ამაზე თანხმობას მიიღებდნენ. მაგრამ მათ, როგორც ჩანს, არანაირი ინტერესი აკადემიური თუ სხვა სფეროების მიმართ არ აქვთ. ინტერესი, როგორც მათივე განცხადები გამოჩნდათ, ჰქონიათ პოლიტიკური მისიების განხორციელებაში და ამ პოლიტიკურ მისიას რომ ვერ ვახორციელებთ, ამიტომ გავდივართო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) გერმანული პოლიტიკური ფონდია და საქართველოში 2003 წლიდან მუშაობს. ფონდმა ოფიციალურად განაცხადა, რომ იძულებულია თბილისის ოფისი დახუროს. ორგანიზაციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მოჰყვა იმას, რომ 2026 წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ უარყო ფონდის განაცხადები მისი პროექტების გაგრძელების თაობაზე.
ყველა სიახლე
02 ოქტომბერი 2026, 13:16
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: როდესაც კლინიკა პაციენტის მიღებაზე ამბობს უარს, ჩვენ ვცდილობთ, საკითხი შევისწავლოთ. რაც შეეხება ზარებს, როდესაც სასწრაფო კლინიკას უკავშირდება, ყველა ზარი იწერება და ეს ყველა ექიმისთვის ცნობილია
როდესაც პაციენტის მიღებაზე კლინიკა ამბობს უარს, ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი და საყურადღებო გარემოება. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენ ვცდილობთ, საკითხი შევისწავლოთ, ხომ არ ჰქონდა ადგილი გადაცდომას.
02 ოქტომბერი 2026, 13:13
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: მონაცემი რომლითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია - ახალი რეკორდია, რომელიც მმართველი გუნდისთვის მანდატია იმაზე, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს მის მიერ გატარებულ კურსს
მონაცემი რომლითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია - ახალი რეკორდია, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით მმართველი გუნდისთვის მანდატია იმაზე, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს მის მიერ გატარებულ კურსს, რაც ქვეყანაში შიდა პოლიტიკური რადიკალიზაციისა და დესტაბილიზაციის რისკს მკვეთრად ამცირებს,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, ევროკომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.
02 ოქტომბერი 2026, 13:11
საზოგადოება
შიო მესამე: ათასგვარი საცდური ცდილობს, ჩაანაცვლოს რწმენა და ფასეულობები, ასეთ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის სიყვარული და სამართლიანობა ის ზნეობრივი ღირებულებებია, რომელთა არსიც არ იცვლება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოვიდა.
02 ოქტომბერი 2026, 13:09
რეგიონი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიისა და ლიის დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიისა და ლიის დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა. ახალი საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის მერმა, დელეგატ ილია ინჯიასთან და სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო მართვის ცენტრის ხელმძღვანელ ნატო კვარაცხელიასთან ერთად გახსნა.
02 ოქტომბერი 2026, 13:06
თავდაცვა
ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკამ უმასპინძლა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მასპინძელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან და თურქ კოლეგა იაშარ გიულერთან ერთად, სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე იმსჯელა.
02 ოქტომბერი 2026, 13:06
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ რეიტინგზე: კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურ ცდომილებაშიც ვერ მოხვდა
„ლელოს“ რომ ჰგონია, რომ რახან „TV პირველი“ აქვთ ნაყიდი, 24 საათი „ლელოს“ ატრიალებენ და ხალხის მხარდაჭერა აქვთ, კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურ ცდომილებაშიც ვერ მოხვდა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
02 ოქტომბერი 2026, 12:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როგორც კი ობიექტური კრიტერიუმებით ფასდება საქართველო, ის არის ლიდერი, მათ შორის ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასთან შედარებით
როგორც კი ობიექტური კრიტერიუმებით ფასდება საქართველო, ის არის ლიდერი, მათ შორის ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასთან შედარებით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
02 ოქტომბერი 2026, 12:59
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა
აზერბაიჯანში, თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში მყოფმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგა იაშარ გიულერთან შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
02 ოქტომბერი 2026, 12:59
თავდაცვა
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. კოლეგებს შორის შეხვედრა აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ შუშაში გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
02 ოქტომბერი 2026, 12:50
პოლიტიკა
სადღობელაშვილი მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე: საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია - საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტების კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებს რეალურ პროგრესს, ევროკომისიის კვლევის შედეგები მკაფიო პასუხია ნებისმიერ პოლიტიკურ სპეკულაციაზე
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ევროკომისიის კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, მთავრობის მიმართ ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს შედეგები მკაფიო პასუხია ნებისმიერ პოლიტიკურ სპეკულაციაზე.
02 ოქტომბერი 2026, 12:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: თავისუფალი ქვეყანა გულისხმობს ქვეყანას, რომელიც თავის თავს მართავს, სუვერენულია ანუ თავისუფალია. ჩვენ ამ თავისუფლებას მივაღწიეთ, მათ შორის გარე ჩარევის შეზღუდვის და წითელი ხაზების გავლების გზით. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ეს 14 წელი, რომ ჩვენ რეალურ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას მივაღწიეთ ამ 14 წლის განმავლობაში
ის, რაც 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ ნახეს, არის ის, რომ შეიძლება, ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს საკუთარი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე და არ არის ჩამოკიდებული სხვა ქვეყნების ინტერესებზე, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
02 ოქტომბერი 2026, 12:35
საზოგადოება
განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოსა და თურქეთს შორის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, შეთანხმება გაფორმდა.
02 ოქტომბერი 2026, 12:33
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში მცხოვრები ფიზიკური პირის ნ. მ.-ის საწარმო შეამოწმეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
02 ოქტომბერი 2026, 12:33
პოლიტიკა
გიორგი ჯინჭარაძე: 34 წელი გავიდა გაგრის დაცემიდან. ამ დღეს შეეწირა მამაჩემი ქვეყნის ერთიანობას. იმ ადამიანების თავგანწირვა ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან ერთად, გაგრის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
02 ოქტომბერი 2026, 12:28
პოლიტიკა
გია აბაშიძე მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე: ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე ლაპარაკობს - არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? საქართველო 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა
ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე ლაპარაკობს, ევროკომისიისავე კვლევა კი „ქართული ოცნების“ მიმართ 54.1%-იან ნდობას ადასტურებს და საქართველოს ევროპის ხუთეულში აყენებს. არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? საქართველოზე ერთი და იმავე ევროპული სივრციდან ორი სრულიად განსხვავებული სურათი მოდის: პოლიტიკური შეფასება და კვლევით გაზომილი საზოგადოებრივი განწყობა,- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
02 ოქტომბერი 2026, 12:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი IRI-ის კვლევაზე: სარკეში დაინახეს თავისი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ თუ სარკეს თვალს აარიდებენ, რეალობას გაექცევიან, მაგრამ რეალობა ყველას დაეწევა. ბევრჯერ დაეწია მათ რეალობა არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც ყველას დაეწევა, ვინც კი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავა
სარკეში დაინახეს თავისი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ თუ სარკეს თვალს აარიდებენ, რეალობას გაექცევიან, მაგრამ რეალობა ყველას დაეწევა. ბევრჯერ დაეწია მათ რეალობა არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც ყველას დაეწევა, ვინც კი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.
02 ოქტომბერი 2026, 12:23
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში
მისი თქმით, ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე ქართული მხარე ადასტურებს, რომ მზად არის დაიწყოს ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან.
02 ოქტომბერი 2026, 12:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ის, თუ როგორ აფასებს ქართველი ხალხი ხელისუფლების მუშაობას, გამოჩნდა IRI-ის კვლევაში, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერის ისტორიული მაქსიმუმი აქვს
ამომრჩევლის პასუხი ყველამ იხილა IRI-ის კვლევაში, სადაც „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერის ისტორიული მაქსიმუმი აქვს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
02 ოქტომბერი 2026, 12:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით: გვექნება თემატური დისკუსია, რომელიც შეეხება ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში მე-17 მუხლის მნიშვნელობას, რომლითაც ევროკავშირი იღებს ვალდებულებას, რომ რელიგიურ ორგანიზაციებთან ჰქონდეს მუდმივი დიალოგი, ასევე გვექნება მეორე მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნება ოჯახისა და ტრადიციული ღირებულებების მნიშვნელობას
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეასთან ერთად ვმართავთ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება ევროპული ცივილიზაციის ქრისტიანულ საფუძვლებს, ასევე პარლამენტების საქმიანობას იმისათვის, რომ ეს ღირებულებითი საფუძვლები აისახოს შემდეგ კანონმდებლობაში და როგორ უნდა მოხდეს ეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან თბილისში მიმდინარე კონფერენციის - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ შესახებ საუბრისას.


