imedi /  09 თებერვალი 2018, 18:58 / სანდო წყარო

მერია და გამგეობები ამხანაგობების მიერ წარდგენილ პროექტებს 100%-ით დააფინანსებენ

თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს. დეპუტატებს პროექტი თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა წარუდგინა. მან ახალი წესის სამი ძირითადი მიმართულება გამოყო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ცვლილებების თანახმად, მერია და გამგეობები ამხანაგობების მიერ წარდგენილ პროექტებს 100%-ით დააფინანსებენ, აქამდე არსებული წესით, ამხანაგობა ვალდებული იყო სამუშაოების 20%-ის ღირებულება თავად გადაეხადა.

ამასთან, კომპანიები, რომლებიც დაფინანსებული პროექტების სამუშაოებს შეასრულებენ, ტენდერების მიხედვით შეირჩევიან. მანამდე არსებული წესის მიხედვით, კომპანიებს თავად ამხანაგობების თავმჯდომარეები არჩევდნენ.

მესამე საკითხი პროექტების დაფინანსებაში მოქალაქეთა მონაწილეობას გულისხმობს. კერძოდ, ამხანაგობა გამგეობის მიერ სრულად დაფინანსებული პროექტის 10%-ს თვითდაფინანსებისთვის გაიღებს. ეს თანხა ამხანაგობის ანგარიშზე იქნება და გამგეობასთან შეთანხმებით დაიხარჯება. ამასთან, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირები აღნიშნული თვითდაფინანსების გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

ახალი წესის ამოქმედებისთვის ამხანაგობების ხელახალი დარეგისტრირება მოხდება და მოსახლეობა ამხანაგობების თავმჯდომარეებს თავად აირჩევს.

ყველა სიახლე

გენადი არველაძე

29 აპრილი 2026, 15:44

ეკონომიკა

გენადი არველაძე: შეიქმნება სპეციალური საინვესტიციო მექანიზმი ჩინეთთან, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ორმხრივად განვიხილოთ მსხვილი საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩინეთი დაგვეხმარება მათ შორის მსხვილ და საშუალო კორპორაციებთან კონტაქტის დამყარების და კონკრეტულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით

ჩინეთი მაღალ დონეზე იქნება ჩართული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, როდესაც სამთავრობო დონეზე, სპეციალური საინვესტიციო მექანიზმის ფორმატის ფარგლებში, საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვიხილავთ და მოვიწონებთ,” - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ გადაცემა Business Insider Georgia -ში სპეციალური საინვესტიციო მექანიზმის თაობაზე ჩინეთის მხარესთან მიღწეული შეთანხმება.

მიხეილ სარჯველაძე

29 აპრილი 2026, 15:44

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: 2023-2025 წლებში მოსახლეობამ ჯამში 853 მლნ ლარით ნაკლები გადაიხადა მედიკამენტებზე, საშუალოდ 40%-ით ნაკლები

კვლევების მიხედვით დასტურდება, რომ რეფერენტული ფასების რეფორმის შედეგად 2023-2025 წლებში მოსახლეობამ ჯამში 853 მლნ ლარით ნაკლები გადაიხადა მედიკამენტებზე, საშუალოდ 40%-ით ნაკლები“- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

29 აპრილი 2026, 15:41

ეკონომიკა

WIPO-სა და საქპატენტის ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციაზე კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს მოულტრი პრეზენტაციით წარსდგა

მან თავის პრეზენტაციაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წარმატებული დიზაინი ქმნის დამატებით ეკონომიკურ ღირებულებას, რაც აისახება როგორც პროდუქტის ფასის ზრდაზე ისე კომპანიების მოგებაზე. ამ კონტექსტში, დიზაინი განიხილება არა მხოლოდ ვიზუალურ ელემენტად, არამედ როგორც სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ კომპონენტებს.

მიხეილ სარჯველაძე

29 აპრილი 2026, 15:34

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც კი. EMA წერს - „კვლევამ ვერ აჩვენა, რომ ელევიდისს 12 თვის შემდეგ რაიმე გავლენა ჰქონდა პაციენტების მოძრაობის უნარზე“

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გენურ თერაპიასა და პრეპარატ ელევიდისზე და აღნიშნა, რომ თავდაპირველად ის მართლაც იმედისმომცემად გამოიყურებოდა, თუმცა მოგვიანებით ევროპის წამლის სააგენტომ მას ავტორიზაცია არ მიანიჭა, ხოლო აშშ-ის შესაბამისმა მარეგულირებელმა უწყებამ მკაცრი გაფრთხილებები გასცა.

29 აპრილი 2026, 15:27

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ონკოლოგიის დაფინანსება მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და 2025 წელს ჯამში შეადგინა 400 მილიონზე მეტი

კარგია, რომ შეუნიშნავთ კითხვის ავტორებს და აღიარებენ, რომ ონკოლოგიის დაფინანსება მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მაინც ვიტყვი მნიშვნელოვან რიცხვებს, რომელიც კორელაციაშია, მათ შორის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის საკითხთან დაკავშირებით, რომ არავის არ შეექმნას შთაბეჭდილება, რომ თანხა და ფული აქ პირველხარისხოვანი მნიშვნელობის საკითხია.

ტიმურ მინდიჩი

29 აპრილი 2026, 15:14

მსოფლიო

უკრაინული მედია: ზელენსკის მეგობარი და სკანდალური კორუფციული საქმის მონაწილე ტიმურ მინდიჩი უკრაინელ მაღალჩინოსნებთან თავდაცვის სფეროში მრავალმილიონიან კონტრაქტებს განიხილავდა

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო გარემოცვის წევრი და სკანდალური კორუფციული საქმის მონაწილე ტიმურ მინდიჩი უკრაინელ მაღალჩინოსნებთან თავდაცვის სფეროში მრავალმილიონიან კონტრაქტებს განიხილავდა.

ზაალ მიქელაძე

29 აპრილი 2026, 15:10

პოლიტიკა

ზაალ მიქელაძე: არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემები - სახელმწიფოს ვალდებულებაა მოუსმინოს როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ასევე კონსტრუქციულ ოპონენტებს, ექიმებსა და პაციენტებს

„2012 წლიდან დაწყებული რეფორმების მთავარი მიზანი იყო - არცერთი ადამიანი არ დარჩეს მარტო დაავადებასთან ბრძოლაში. სწორედ ერთიანობით და თანამშრომლობით არის შესაძლებელი არსებული პრობლემების გადაჭრა და სისტემის კიდევ უფრო განვითარება“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

29 აპრილი 2026, 14:56

მსოფლიო

Reuters: ირანში ხელისუფლება გუშაგთა კორპუსმა ჩაიგდო ხელში

ირანში ხელისუფლება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჩაიგდო ხელში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

29 აპრილი 2026, 14:49

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არ მომერიდება იმის თქმა, რომ მომავალში ეს სამსახური, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, კიდევ უფრო გაძლიერდება

მე არ მომერიდება იმის თქმის, რომ მიმაჩნია, რომ მომავალში ეს სამსახური, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით კიდევ უფრო გაძლიერდება,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ სუს-ში გეკა გელაძეზე საუბრისას.

ნინო წილოსანი

29 აპრილი 2026, 14:41

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: უგულავა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უდგება ოპოზიცია ჩვენს ეკლესიას, ამ რადიკალებს როგორ ეზიზღებოდათ პატრიარქი და როგორ გააკეთებენ ყველაფერს, რომ ახლად არჩეული პატრიარქი შეურაცხყონ

უგულავა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უდგება ოპოზიცია ჩვენს ეკლესიას, ამ რადიკალებს როგორ ეზიზღებოდათ პატრიარქი და როგორ გააკეთებენ ყველაფერს, რომ ახლად არჩეული პატრიარქი შეურაცხყონ და მას ავნონ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა გიგი უგულავაზე საუბრისას.

29 აპრილი 2026, 14:37

პოლიტიკა

რა კომენტარები კეთდება ქუთაისში გამართულ დახურულ შეხვედრაზე, სადაც ოპოზიცია არასასურველ ადამიანებს დარბაზს ატოვებინებს

ხელისუფლების შეფასებით, ოპოზიციას არ აქვს ხალხთან ურთიერთობის რესურსი. კომენტარები კეთდება ქუთაისში გამართულ დახურულ შეხვედრაზე, სადაც ოპოზიცია რამდენიმე ათეულ ადამიანს შეხვდა.

29 აპრილი 2026, 14:36

პოლიტიკა

ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

ნათია იოსელიანმა განსაკუთრებული ყურადღება დეზინფორმაციის საკითხს დაუთმო და ის საარჩევნო პროცესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა, ამასთან მან ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო.

გეკა კელაძე

29 აპრილი 2026, 14:33

პოლიტიკა

გეკა გელაძე: მადლობა ბატონო მამუკა, რადიკალურად განსხვავებული და ბევრად უფრო გაძლიერებული ინსტიტუცია დაგვხვდა - ამ რეფორმის აღსრულების პროცესის დიდი მხარდამჭერი ვიქნები და ეს ინსტიტუცია კიდევ უფრო გაძლიერდება

„მადლობა პრემიერო, რომ ამ თანამდებობაზე წარმადგინეთ, მადლობა საქართველოს პარლამენტს გუშინდელი მხარდაჭერისთვის, მადლობა ბატონო მამუკა, რადიკალურად განსხვავებული და ბევრად უფრო გაძლიერებული ინსტიტუცია დაგვხვდა და ამისთვის მადლობა თქვენ, თქვენს გუნდსა და თითოეულ თქვენგანს იმ სწორი, სისტემური მიდგომებისა და ნაბიჯებისთვის, რომელიც ამ ინსტიტუციის გაძლიერებისთვის გადაიდგა“.

ლუიშ მონტენეგრო

29 აპრილი 2026, 14:19

მსოფლიო

POLITICO: პორტუგალიის პრემიერმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინის მიწვევის იდეას მხარი დაუჭირა

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუიშ მონტენეგრომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აშშ-ში გასამართ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვევის იდეას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

29 აპრილი 2026, 14:17

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: მამუკა მდინარაძის პოლიტიკაში მობრუნება ძალიან არ ესიამოვნა ოპოზიციას, რადგან მათ კარგად იციან რა წონის ფიგურაა, რისი გაკეთება და ორგანიზება შეუძლია და იციან, რომ საქართველოს საკეთილდღეოდ უკან არაფერზე დაიხევს

მამუკა მდინარაძის პოლიტიკაში მობრუნება ძალიან არ ესიამოვნა ოპოზიციას, რადგან მათ ძალიან კარგად იციან რა წონის ფიგურაა, რისი გაკეთება და ორგანიზება შეუძლია, როგორი ანალიზი შეუძლია და საქართველოს საკეთილდღეოდ უკან რომ არაფერზე დაიხევს ესეც იციან, - განუცხადა „ქრონიკას“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე

29 აპრილი 2026, 13:37

ჯანდაცვა

სარჯველაძე: პაციენტებს ვერ უშველის თანხის დახარჯვა; ბავშვს უშველის მხოლოდ სწორი და რეალური წამალი. ერთადერთი განსახილველი საკითხია ის, რამდენად არის ეს პრეპარატი ის, რომელსაც შეუძლია სიკეთის მოტანა ფატალური რისკების გარეშე

მათ გასაგონად ვამბობ, ვინც პაციენტებს ვგულშემატკივრობთ და არა მათთვის, ვინც ამ თემით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობს - პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა; ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი. ერთადერთი განსახილველი საკითხი არის ის, თუ რამდენად არის ეს პრეპარატი ის, რომელსაც შეუძლია სიკეთის მოტანა ფატალური რისკების გარეშე, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში.

შაჰინ მუსტაფაევი

29 აპრილი 2026, 13:36

მსოფლიო

მედია: სომხეთში აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი ჩავიდა

აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი, შაჰინ მუსტაფაევი დელეგაციასთან ერთად სომხეთში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

29 აპრილი 2026, 13:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ახალი არაფერია იმაში, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ ზიზღი აქვს ჩამოყალიბებული. ქართველი ხალხის რეაქციას ეგუებიან, რათა თავი მოაწონონ უცხოელ დამკვეთებს

ახალი არაფერია იმაში, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ ზიზღი აქვს ჩამოყალიბებული. დავაკვირდეთ, გიგი უგულავას, არჩილ გამზარდიას და სხვებს, ამ ხალხს ვინ ჩამოართმევს ხელს, რომელი უცხოელი. იციან, რომ ამ განცხადებების გამო ქართველები შეაჩვენებენ, მაგრამ ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

29 აპრილი 2026, 13:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს დიდი ხანია უარი აქვს ნათქვამი სატელიტობასა და ვასალობაზე, როდესაც საბჭოთა კავშირი არა დაშლის შედეგად, არამედ ჩვენი გაცნობიერებული გადაწყვეტილებით დავტოვეთ, ვასალობაში ვერავინ მიგვაბრუნებს

საქართველოს, დიდი ხანია უარი აქვს ნათქვამი სატელიტობასა და ვასალობაზე, როდესაც საბჭოთა კავშირი არა დაშლის შედეგად, არამედ ჩვენი გაცნობიერებული გადაწყვეტილებით დავტოვეთ, ვასალობაში ვერავინ მიგვაბრუნებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

29 აპრილი 2026, 13:27

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,ბუპრენორფინი" აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრის მიერ, შეჩერებული უცხო ქვეყნის მოქალაქის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა ყავისთვის განკუთვნილ ორ ჰერმეტულ შეფუთვად დაფასოებული, საერთო ჯამში 1 კილოგრამი ,,ბუპრენორფინის“ შემცველი აბები (2 500 აბზე მეტი).