imedi /  23 თებერვალი 2018, 11:35 / სანდო წყარო

ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლუქსემბურგის საჰერცოგოს შესაბამისი გადაწყვეტილება ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებულ გარემოს შესახებ მონაცემებს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები შეუფერხებლად მუშაობენ და ადამიანებს არ ემუქრებათ საფუძვლიანი საფრთხე იმისა, რომ წარმოშობის ქვეყანაში მოხდება მათი დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო. 

აღსანიშნავია, რომ ლუქსემბურგი ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მეშვიდე სახელმწიფოა, ბელგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ბულგარეთის, ავსტრიისა და ისლანდიის შემდეგ, რომელმაც საქართველო აღიარა უსაფრთხო ქვეყნად. 

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმიგრაციის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებენ დაჩქარებულ პროცედურას, რაც განაცხადის განხილვის ჩვეულებრივ ვადას სამჯერ ამცირებს. კ

ერძოდ, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთთათვის 2018 წლის 29 იანვრიდან ამოქმედდა სწრაფი პროცედურა, რომლის მიხედვითაც თავშესაფრის მთხოვნელს ინტერვიუზე იწვევენ თავშესაფრის მოთხოვნიდან ოთხის დღის შემდეგ, ხოლო თავშესაფრის მოთხოვნაზე პასუხს აძლევენ ინტერვიუდან 6 დღეში.

შესაბამისად, ლუქსემბურგში საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განხილვის ვადა ექვსი თვიდან ათ დღემდე შემცირდა. მსგავსი სახის დაჩქარებული პროცედურა მოქმედებს ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან თავშესაფრის მთხოვნელთა მიმართაც. 

”ასევე აღსანიშნავია, რომ რომ 2017 წელს ლუქსემბურგმა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა”,- აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

ყველა სიახლე

ამირან სალუქვაძე

21 მაისი 2026, 12:51

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: ჩემი ინფორმაციით მშენებლობა ნანუკა ჟორჟოლიანის ოჯახს ეკუთვნის - როცა საჯარო პირი არეკლამებ მშენებლობას და მაყურებელს ეუბნები, ჩემი ბინა უკვე აშენდა შანსი არ გაუშვაო, მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს ოჯახის ბიზნესია

ეს ვიდეო ნანახი გექნებათ. ამიტომ ტექსტს გადახედეთ. დამაინტერესა რატომ არეკლამებს ასე მონდომებით ასეთი ცნობილი ჟურნალისტი, პოლიტიკაში მყოფი და ფონდის მმართველი რუსთავში მშენებარე 5-სართულიან სახლს?! მართლა ჩვენზე ზრუნავს, რათა არ გავმაზოთ მომგებიანი შანსი?!- ასე ეხმიანება სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც რუსთავში არსებულ სამშენებლო კომპანიას არეკლამებს.

21 მაისი 2026, 12:44

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს - ერჟან სადენოვს მასპინძლობს. ორი ქვეყნის მინისტრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

21 მაისი 2026, 12:43

მსოფლიო

CNN: ირანი სამხედრო მრეწველობას მოსალოდნელზე სწრაფად აღადგენს და დრონების წარმოებაც დაიწყო

ირანმა აპრილში გამოცხადებული ექვსკვირიანი ზავის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება ნაწილობრივ აღადგინა, რაც მისი სამხედრო შესაძლებლობების აღდგენის ერთ-ერთი ნიშანია. ინფორმაციას CNN-ი ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 მაისი 2026, 12:30

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კუთხით ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას.

იენს სტოლტენბერგი

21 მაისი 2026, 12:29

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: დღევანდელი ნატო აშშ-ის გარეშე ვერ გადარჩება. არ მჯერა, რომ ევროკავშირს ნატოს ჩანაცვლება შეუძლია

„ვერ გადარჩება ის ნატო, რომელსაც ჩვენ თითქმის 80 წელია ვიცნობთ, რადგან მისი არსი სწორედ ევროპისა და შეერთებული შტატების ერთობლიობაში და ყველა საფრთხის წინაშე ერთად დგომაშია. სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ევროპისა და შეერთებული შტატების დაშორების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

შალვა პაპუაშვილი

21 მაისი 2026, 12:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გვაგუებენ, განვიხილოთ ტერიტორიები, როგორც ტვირთი და დამოუკიდებლობა, როგორც ზედმეტი პასუხისმგებლობა, რომლის მოცილებისთანავე გაგვეხსნება ევროკავშირის კარიბჭე - ეს არის 21-ე საუკუნის დანაელების ძღვენი

ამ ადამიანს, კიდევ ერთხელ უნდა აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რომელზე შეყენებასაც ასე ცივსისხლიანად გვიპირებდნენ 2022 წელს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალ საერთო გზიდან“.

ბაჩო ახალაია

21 მაისი 2026, 12:23

პოლიტიკა

ბაჩო ახალაია: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია

„ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა. როდესაც დიქტატურა აწვება, საზოგადოების გზა არის დამხობა. არცერთი ტირანია მთელ ერს არ დაუმხია, მთელი ერი არც მონაწილეობს ხოლმე ამ პროცესში. რეჟიმს მხარდამჭერებიც ჰყავს ხოლმე. რა ძალა, რა ფორმაც არ უნდა გახდეს საჭირო, უნდა მივაღწიოთ რეჟიმის დამხობას და ამ სასამართლო დარბაზებში უნდა გავასამართლოთ. იმ სასამართლოთი უნდა გასამართლდნენ, რომელიც იარსებებს. თქვენ მოგიწევთ „ქოცების“, მოსამართლეების, პროკურორების გასამართლება.

21 მაისი 2026, 12:22

სამართალი

პოლიციის აკადემიამ საბაკალავრო პროგრამის ავტორიზაციის პროცესი დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბაკალავრო პროგრამა წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ფართომასშტაბიანი საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილს, რომლის შესაბამისადაც პოლიციის აკადემიას მიენიჭება უფლებამოსილება, სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის სამწლიანი საბაკალავრო პროგრამაც განახორციელოს.

21 მაისი 2026, 12:14

რეგიონი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

„ჩვენ რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით ერთობლივი პროგრამების განხორციელება, უკვე არსებული გამოცდილების გაძლიერება და მისი მისადაგება დევნილი მოსახლეობის სპეციფიკურ საჭიროებებზე, არის ჩვენი ხელისუფლების საერთო მიზანი. ერთობლივი ძალისხმევით და მჭიდრო კოორდინაციით ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება, რასაც ჩვენი დღევანდელი შეხვედრის დროს განხილული საკითხებიც მოწმობს“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ილონ მასკი

21 მაისი 2026, 12:02

მსოფლიო

ილონ მასკი შესაძლოა მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდეს

კომპანიის IPO-ს წამყვანი ორგანიზატორი ბანკი Goldman Sachs იქნება. 2026 წლის თებერვალში, xAI-სთან (ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპთან) შერწყმის შემდეგ, SpaceX-ი 1,25 ტრილიონ დოლარად შეფასდა.

ირაკლი ლექვინაძე

21 მაისი 2026, 11:49

საზოგადოება

კონკურენციის სააგენტო საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიან საინფორმაციო პლატფორმას ქმნის

სააგენტოს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე, სააგენტოს დაევალა, მომხმარებლებს ქსელურ მარკეტებში საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში შესთავაზოს.

21 მაისი 2026, 11:45

მსოფლიო

მედია: თურქეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 ცნობილი მსახიობი და მომღერალი დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 14 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის არიან ცნობილი მსახიობები, ჟურნალისტები და შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლები. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

21 მაისი 2026, 11:37

სამართალი

„ქრონიკამ“ მოიპოვა კადრები, სადაც საპატრიარქოსთან მომხდარი ინციდენტია ასახული

საპატრიარქოს ეზოში 20 მაისს შევარდა ავტომობილი, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია. თვითმხილველების თქმით, მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.

21 მაისი 2026, 11:35

საზოგადოება

დავით ნარმანია: „Aqualia“-ს სტრატეგიული მიდგომები იძლევა იმის გარანტიას, რომ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ წამყვანი საერთაშორისო წყლის კომპანიის, „Aqualia“-ს მიწვევით, მონაწილეობა მიიღო „გლობალური წყლის სამიტი 2026“-ში (Global Water Summit 2026), რომელიც 18-20 მაისს ესპანეთში, ქ. მადრიდში გაიმართა, - ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

21 მაისი 2026, 11:32

ეკონომიკა

სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი (ENTC) პროექტის განხორციელებას იწყებს, სახელწოდებით: „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს“.

21 მაისი 2026, 11:29

რეგიონი

გონიო-კვარიათში 40-მდე უნებართვო და უსახური ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის გაფრთხილების შემდეგ ნაგებობების უმრავლესობა მეპატრონეებმა თავად დაშალეს და ტერიტორიიდან გაიტანეს. კომერციული ობიექტები ზღვისპირა ზოლში სეზონურად მუშაობდნენ და სანებართვო ხელშეკრულებაც შესაბამისი ვადით ჰქონდათ.

არჩილ გორდულაძე

21 მაისი 2026, 11:27

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე დანიაში აქციის დარბევაზე: არავითარი ორმაგი სტანდარტი აღარ არსებობს ევროპის მხრიდან, ეს არის უბრალოდ მთლიანი სტანდარტების რღვევა

არავითარი ორმაგი სტანდარტი აღარ არსებობს ევროპის მხრიდან, ეს არის უბრალოდ მთლიანი სტანდარტების რღვევა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ დანიაში აქციის დარბევაზე საუბრისას.

ზაზა შათირიშვილი

21 მაისი 2026, 11:26

პოლიტიკა

შათირიშვილი: ტრამპი არ და ვერ წავა ოლიგარქიული ოჯახების ინტერესების წინააღმდეგ. მისი მოჩვენებითი აქტიურობა დიდი თამაშის ნაწილია. ესეც პასუხი კითხვაზე, რატომ დუმს აშშ ევროპაში განვითარებული სამარცხვინო მოვლენების შესახებ

„ესეც პასუხი კითხვაზე, რატომ დუმს ამერიკის შეერთებული შტატები შუაგულ ევროპაში განვითარებული იმ სამარცხვინო და არაჰუმანური მოვლენების შესახებ, რომელიც არა მხოლოდ ევროპულ, არამედ, ზოგადად, დასავლურ ფუნდამენტურ ღირებულებთან არის წინააღმდეგობაში“, - ვკითხულობთ წერილში.

ზაზა შათირიშვილი

21 მაისი 2026, 11:25

პოლიტიკა

შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ რებრენდინგის პროცესი ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება, თანაც იმგვარად, რომ ისინი სულ ახლოს არიან სასურველ მიზანთან - ევროპა დაუძლურებულია და საფუძველშერყეული, მათ ფონზე კი აშშ კვლავ სუპერსახელმწიფოდ ჩანს

ფაქტია ისიც, რომ „დიფ სთეითის“ რებრენდინგის პროცესი ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება, თანაც იმგვარად, რომ ისინი სულ ახლოს არიან სასურველ მიზანთან - ევროპა დაუძლურებულია და საფუძველშერყეული, მათ ფონზე კი ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ სუპერსახელმწიფოდ ჩანს, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

ზაზა შათირიშვილი

21 მაისი 2026, 11:23

პოლიტიკა

შათირიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაბედა და ღიად დასვა კითხვები კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, რომელზეც დღეს თავად ევროპელი მოქალაქეებიც აქტიურად საუბრობენ

ნამდვილად „რაღაც დალპა დანიის სამეფოში“, როგორ ცინიკურადაც არ უნდა იყენებდნენ ამ ფრაზას ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჯარო წერილის შეფასებებისას. მეტიც, „რაღაც დალპა “ არა მხოლოდ „დანიის სამეფოში“, არამედ მთლიანად ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. შესაძლოა ბევრს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას ამ სურათის სრულად დანახვა, ან ხალხისთვის ჩვენება არ სურს, მაგრამ ძლიერი ოლიგარქიული ოჯახების გეგმის მიხედვით მიმდინარე პროცესების უსიამოვნო სუნი უკვე ყველგან მძაფრად იგრძნობა, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში.