imedi /  24 თებერვალი 2018, 13:47 / სანდო წყარო

გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს

მთავარი პროკურატურა

მთავარი პროკურატურა

2001 წელს, საკუთარ სახლში მოკლული, ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს, ყოფილი პანკისური დაჯგუფების წევრის, პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყოს. დღეს გიორგი სანაიას დაბადების დღეა, ის 43 წლის გახდებოდა. 

გიორგი სანაიას ძმა, ჟურნალისტი ვახო სანაია მოითხოვს, დაიკითხოს ყველა ის პირი - შევარდნაძის მთავრობის მაღალჩინოსნები, ვინც ფიგურირებს კოტე ციხისთავის განცხადებაში. მისივე თქმით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში სატელევიზიო სიუჟეტის გასვლის შემდეგ საგამოძიებო ორგანოდან ოჯახს არავინ დაკავშირებია.

“როგორც მკვლელობის პირველივე დღიდან, ჩვენ დღესაც დარწმუნებული ვართ, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა, რომ ამას ჰყავდა შემკვეთები, ორგანიზატორები, დამხმარეები და შემსრულებლები. ოჯახი ვითხოვთ, რომ მოხდეს პროკურატურის მხრიდან ამაზე რეაგირება. რამდენიმე დღეში, ოფიციალურად, წერილობითაც მივმართავთ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება, დაკითხოს კოტე ციხისთავი. ჩვენ არ ვიცით, რა ინტერესით და რატომ დაიწყო ახლა მან ამ თემაზე საუბარი. ჩვენ არასდროს გავსულვართ სამართლებრივი სივრციდან და არც გავალთ. ეს ყველაფერი არის გამოძიების, სახელმწიფოს, პროკურატურის გასაკეთებელი. ჩვენ ამდენი წელია ვითხოვთ ამ საქმის გამოძიებას. პროკურატურას ახლაც მივმართავთ მედიის საშუალებით და რამდენიმე დღეში განცხადებასაც შევიტანთ. ჩვენ მივაწვდით სატელევიზიო ინტერვიუს სრულ ვარიანტსაც, რომ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყონ”, - განაცხადა ვახო სანაიამ.

ჟურნალისტი გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლეს. მას გამჭოლი ცეცხლსასროლი ჭრილობა კეფის არეში ჰქონდა მიყენებული. სანაიას მკვლელობისთვის გაასამართლეს გრიგოლ ხურცილავა (ზედმეტსახელად გრიცკო). სამივე ინსტანციის სასამართლომ მკვლელობა სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად შეაფასა. 2013 წელს ხურცილავას ამნისტია შეეხო და ციხიდან გათავისუფლდა. გიორგი სანაიას ოჯახს გამოძიების ამ ვერსიის არასდროს სჯეროდა და სხვადასხვა დროს საქმის ხელახლა გამოძიებას მოითხოვდა.

18 თებერვალს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არხს "ნომერ პირველ ტერორისტად ცნობილი შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრი, კონსტანტინე ციხისთავი დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად ციხეშია". ტელეკომპანიის ცნობით, ციხისთავი ამტკიცებს, რომ გიორგი სანაია შოთა ჭაჭიაშვილმა მოკლა და რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა [შევარდნაძის] მთავრობაში დაიგეგმა; ციხისთავმა სანაიას მკვლელობის დამკვეთებს შორის კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილიც (ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი) დაასახელა; ციხისთავმა ახსენა ასევე ვიდეომასალა, რომელიც წლების განმავლობაში ფიგურირებდა სანაიას საქმეში და განაცხადა, რომ ეს ვიდეო მასალა მათი ბანდის წევრებმა გადაიღეს (შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი დეპუტატი ელენე თევდორაძე, დღესაც მკვლელობის მოტივად გიორგი სანაიასთვის პანკისიდან ჩამოტანილ ვიდეოკასეტას ასახელებს, რომელზეც მისი თქმით, „ნარკოტიკებზე იყო საუბარი“. თევდორაძის მტკიცებით კასეტა მას პანკისიდან გამოუგზავნეს, მან კი ის სანაიას პარლამენტის ფოიეში გადასცა. ოფიციალური გამოძიების საქმის მასალებში კასეტა არ ფიგურირებდა).

კონსტანტინე ციხისთავი, 2000-იან წლებში პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების მოწმე და ბევრი კრიმინალური საქმის უშუალო შემსრულებელია, მის სახელს უკავშირდება, ესპანელი ბიზნესმენების, პეტრე ცისკარიშვილისა და სხვათა გატაცება თუ მკვლელობაა.

რაც შეეხება შოთა ჭიჭიაშვილს, ის ფიგურირებს დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეშიც. თარგამაძის მტკიცებით, მისი მანქანის აფეთქების უკან სწორედ ჭიჭიაშვილი დგას. თარგამაძის მანქანა 2016 წლის 4 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების წინ თბილისში, ათონელის ქუჩაზე ააფეთქეს. ამ საქმეში ბრალდებული დავით (დრაჩო) ხეჩუაშვილია, რომელმაც მომხდარის შემდეგ ქვეყანა დატოვა. საქმეში ასევე ფიგურირებენ ხეჩუაშვილის სიძე და დიმიტრი აბრამიშვილი, რომელიც არსებული ინფორმაციით შოთა ჭიჭიაშვილის ახლობელია. თავად ჭაჭიაშვილმა თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან კავშირი უარყო.

შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილმა ციხე 2013 წლის 3 ივნისს, ამნისტიის საფუძველზე დატოვა. მას ადამიანის გატაცებებისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ყველა სიახლე

07 ივნისი 2026, 15:25

მსოფლიო

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 14:00 საათისთვის 33,84% შეადგინა

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე, 14:00 საათის მონაცემებით, ხმა 847 226 ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33,84%-ს შეადგენს.

07 ივნისი 2026, 15:11

მსოფლიო

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნებზე სავარაუდო დარღვევების ბრალდებით 6 დაკავებულის შესახებ განაცხადა

უწყების ცნობით, დაფიქსირდა სავარაუდო განმეორებითი ხმის მიცემის 6 და კენჭისყრის ფარულობის შესაძლო დარღვევის 5 შემთხვევა. შეგროვებული მასალები გადაეგზავნა წინასწარი გამოძიების ორგანოებს.

07 ივნისი 2026, 14:53

სპორტი

თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის „ტენერიფეს დაუპირისპირდება🏀

საკალათბურთო კლუბი „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა „მურსია“ 100-76 დაამარცხეს და სერიაში 2-1 გაიმარჯვეს. 34 წლის ქართველმა კალათბურთელმა 24 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

07 ივნისი 2026, 14:53

მსოფლიო

კოსოვოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

კოსოვოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

07 ივნისი 2026, 14:50

მსოფლიო

ჩინეთი ტაივანის აღმოსავლეთით სპეციალურ საზღვაო ოპერაციას ატარებს

ჩინეთი ტაივანის აღმოსავლეთით სპეციალურ საზღვაო ოპერაციას ატარებს. ოპერატიული მანევრები მას შემდეგ დაიწყო, რაც იაპონიამ და ფილიპინებმა ტაივანის აღმოსავლეთით მდებარე საზღვაო საზღვრების დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება გამოაცხადეს. პეკინი ამას ჩინეთის ტერიტორიული სუვერენიტეტის, ასევე მისი საზღვაო უფლებებისა და ინტერესების დარღვევად მიიჩნევს.

დონალდ ტრამპი

07 ივნისი 2026, 14:49

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანელები ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებებს აიათოლა იღებს. ყველასთან შეხვედრის სურვილი მაქვს და რაღაც ეტაპზე, ალბათ მასაც შევხვდები

„ვერ ვიტყოდი, რომ გაბრაზებული ვიყავი. ცოტა გამაღიზიანა იმან, რომ მუდმივად ებრძვის ლიბანს. მე ვუთხარი: „ბიბი, ეს უნდა შეწყდეს“, მაგრამ ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს. ის ომში მყოფი ქვეყნის პრემიერია, მე ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი. კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ირანელები ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებებს აიათოლა იღებს. ასე ხდება დიდი ხანია, ჯერ მამამისი იღებდა, ახლა თვითონ იღებს, როგორც მემკვიდრე, მაგრამ ჩვენ კარგად მივდივართ. რაც შეეხება მასთან შეხვედრას, ამაზე არ მიფიქრია. ვისურვებდი მასთან შეხვედრას. ყველასთან შეხვედრის სურვილი მაქვს და რაღაც ეტაპზე, ალბათ მასაც შევხვდები“, - განაცხადა ტრამპმა.

07 ივნისი 2026, 14:43

საზოგადოება

სტამბოლში გამართულ ფორუმზე „ნულოვანი ნარჩენი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საქართველოს მდგრადი აგროსასურსათო სისტემების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა

თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში გამართულ ფორუმში „ნულოვანი ნარჩენი“ სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე დელეგაციის 1600 წარმომადგენელი, მათ შორის, პოლიტიკის შემმუშავებლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრუქტურები, კერძო სექტორი, აკადემიური წრეები და სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობდა.

07 ივნისი 2026, 14:41

კულტურა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავით ონიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მკვლევრისა და მთარგმნელის, დავით ონიაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. მისი ვინაობა კარგად არის ცნობილი ინგლისში, თუმცა სამშობლოში მისი აღმოჩენა ახლა ხდება. ის არის ერთ-ერთი ხელმომწერი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. საბჭოთა კავშირის დროს ის რეპრესირებული იყო.

07 ივნისი 2026, 14:37

საზოგადოება

მთაწმინდის პარკი ყველის ფესტივალს მასპინძლობს

მთაწმინდის პარკი ტრადიციად ქცეულ ყველის ფესტივალს მასპინძლობს. წარმოდგენილია ყველის არაერთი სახეობა როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე ევროპიდან. გაიმართება სულგუნის, ღომისა და ელარჯის მომზადების მასტერკლასები.

07 ივნისი 2026, 14:36

მსოფლიო

ლიეტუვაში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ კოალიციური მთავრობიდან პარტია „ნემანის განთიადი“ გარიცხა და ახალი მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება

„ნემანის განთიადის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე გასული წლის დეკემბერში ვილნიუსის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ებრაელების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებაში, რაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებს უკავშირდებოდა.

შიო მესამე

07 ივნისი 2026, 14:34

საზოგადოება

შიო მესამე: დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის

უწმინდესმა და უნეტარესმა, საკვირაო წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. მან მრევლს ყოველთა წმინდანთა ხსენება მიულოცა, რომელიც სულთმოფენობის მომდევნო კვირას აღინიშნება. ამის შემდეგ მართლმადიდებლებისთვის პეტრეპავლობის მარხვა იწყება

დავით მათიკაშვილი

07 ივნისი 2026, 14:32

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიციას არანაირი უნარი არ გააჩნია, რაიმე სოლიდური შექმნას. ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს

„ოპოზიციას არანაირი უნარი არ გააჩნია, რაიმე სოლიდური შექმნას. უსუსურობა და უნიათობა, საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების შეუძლებლობა არის ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს, იშვერენ თითს, ისმის ლანძღვა-გინება. საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელ შემიძლია გავუსვა ხაზი იმას, რომ ეს არის ძალიან კარგი ჩვენი საზოგადოებისთვის, რამეთუ საბოლოოდ დარწმუნდნენ იმაში, რომ წარმოუდგენელია დაბრუნდეს მეხუთე კოლონა და მოხდეს კოლექტიური ნაცმოძრაობის რევანში. ამბიციები კი დიდი აქვთ, მაგრამ ამ ამბიციებს არანაირი პრაქტიკული საფუძველი არ გააჩნია“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.

დიმიტრი ხუნდაძე

07 ივნისი 2026, 14:29

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალური ოპოზიცია მილევად რეჟიმშია და ეს დაპირისპირებები უკვე წესად იქცა

რადიკალური ოპოზიცია მილევად რეჟიმშია, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

გაგიკ ცარუკიანი

07 ივნისი 2026, 14:25

მსოფლიო

ოპოზიციის ლიდერებმა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს

სომხეთის ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმები დააფიქსირეს. საარჩევნო უბნების დატოვების შემდეგ ისინი ჟურნალისტებს გაესაუბრნენ.

გიორგი კალანდარიშვილი

07 ივნისი 2026, 14:21

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი სომხეთში მიმდინარე არჩევნებზე: იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვადასხვა დამკვირვებელს შეხვდით, შეიძლება ითქვას, რომ სამზადისისთვის ძალიან დიდი სამუშაოებია გაწეული

ჩვენი მანდატის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დავაკვირდებით როგორც გახსნის, ასევე მიმდინარეობასა და შემდგომ დახურვის ეტაპებს და ბუნებრივია, ჩვენს მოსაზრებებს და რეკომენდაციებს წარუდგენთ საარჩევნო ადმინისტრაციას, - განუცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკას“, რომელიც სომხეთში იმყოფება და დელეგაციასთან ერთად აკვირდება საპარლამენტო არჩევნების პროცესს.

შიო მესამე

07 ივნისი 2026, 14:11

საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

07 ივნისი 2026, 14:09

მსოფლიო

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი: ღამით საარჩევნო უბნის 2 თავმჯდომარე და 1 მდივანი დააკავეს

„ისინი ღამით დააკავეს. საარჩევნო კოდექსი მუშაობის გაგრძელების საშუალებას იძლევა მაშინაც კი, თუ კომისიის წევრები არ გამოცხადდებიან; საჭიროების შემთხვევაში, [საუბნო საარჩევნო კომისიის] ახალი წევრები ინიშნებიან“, - დასძინა ცესკოს თავმჯდომარემ.

ანა წითლიძე

07 ივნისი 2026, 14:02

პოლიტიკა

ანა წითლიძე: ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ „ჩერგოდ" მოგვევლინა. კარგად მახსოვს, გვარამია როგორ ამბობდა ხოლმე: „ჩერგო რომ ვინმეს იცავს, ეს უკვე დიაგნოზიაო" - და ახლა რა ჰგონია ნეტავ?

ღალატი მხოლოდ წასვლა არ არის. ღალატი მაშინ არის, როდესაც თანამებრძოლს ყველაზე მძიმე მომენტში ტოვებ, მის პოლიტიკურ კაპიტალს იყენებ, მის მხარდამჭერებზე პრეტენზიას აცხადებ და შემდეგ მათივე ხარჯზე საკუთარ პოლიტიკურ პროექტს აშენებ, - წერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე, პარტია "ახალის" ლიდერის, ნიკა გვარამიას შესახებ.

07 ივნისი 2026, 13:55

მსოფლიო

ისრაელში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ისრაელში, სროლების სერია მოხდა. ხელისუფლებამ მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ერთი ადამიანი, ხუთი კი დაიჭრა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

07 ივნისი 2026, 13:21

მსოფლიო

უკრაინაში ჩერნობილში ბირთვულ ობიექტზე რუსული იერიშის შესახებ განაცხადეს

„უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურის ობიექტი. და უაღრესად მზაკვრული რუსული დარტყმა. რუსეთმა შეგნებულად მიიტანა იერიში სწორედ ბირთვული ინფრასტრუქტურის ამ ობიექტზე. ამ დროისთვის რადიაციული ფონის ნორმის გადაჭარბება არ ფიქსირდება. მაგრამ ცალსახად გადაჭარბებულია ისედაც ყოველგვარ საზღვრებს გასული რუსული თავხედობა. უკრაინელმა მაშველებმა დარტყმის შემდეგ ამ ობიექტზე ხანძარი ჩააქრეს. და საჭიროა რეალური, ახალი ნაბიჯები მსოფლიოს მხრიდან, რათა რუსებმა იგრძნონ, რომ მათი ასეთი ტერორისტული ომი არის დარტყმა თავად რუსეთზე “, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.