imedi /  26 სექტემბერი 2026, 18:47 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი ეკა გიგაურზე: ჩვეულებრივი პაიკია, რომელიც უცხო დამფინანსებლების დავალებას ასრულებს - მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ აფინანსებს მას

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებას ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, უნდა გაირკვეს, ვინ აფინანსებს ეკა გიგაურის „საერთაშორისო გამჭვირვალობას“.

„როცა მოვძებნით ჯგუფის დამფინანსებელს, მივხვდებით, ვინ არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული კამპანიის ავტორი. არსებობს ვარაუდი, რომ ამის უკან მოქმედებენ სპეცსამსახურები, რომლებსაც სწორედ მიხეილ სააკაშვილი, როგორც თავისი აგენტი, უნდათ დაიხსნან პატიმრობიდან. ახლა ეს დავალება აქვს მიცემული ეკა გიგაურს, რომელიც ამ ყველაფერში ჩვეულებრივი პაიკია, რომელიც უცხო დამფინანსებლების დავალებას ასრულებს. ამიტომ მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ აფინანსებს მას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ეკა გიგაურის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს, რადგან მიაჩნია, რომ მისთვის მისჯილი საპატიმრო ვადა და გამოტანილი განაჩენები, ფარული პოლიტიკური მიზნებია.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

26 სექტემბერი 2026, 19:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ეროვნულ ნაკრებზე თავდასხმაზე: საქმე გვაქვს სექტასთან, რომელსაც თავისმა ქურუმებმა მოუხაზეს, თუ ვინ არიან მათი მტრები. მტრებზე თავდასხმა, ზიზღი წარმოადგენს მათ რელიგიურ, სექტის აქტს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათთვის მტრები არიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში წარმოებული აგრესიული კამპანია შეაფასა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამ მოვლენას უნდა შევხედოთ, როგორც კლინიკურ მოვლენას, როდესაც დაბინდული გონების მქონე ფუნდამენტური სექტის წევრები თავს ესხმიან ესხმიან სხვებს.

ზაალ ანჯაფარიძე

26 სექტემბერი 2026, 19:20

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციაზე: ისევ იგივე სურათი და კომბინაცია, ისევ იგივე სახეები და სახელები, იგივე გზავნილები, რომელთა შინაარსი ერთია - ჩვენ ადგილზე არაფერი შეგვიძლია და ამიტომ თქვენ დაგვეხმარეთ შევცვალოთ ეს ხელისუფლებაო. აი სწორედ ამიტომ ვერ მიიღებენ ვერასდროს ხალხის მხარდაჭერას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის მიერ საფრანგეთის პარლამენტში გამართული შეხვედრების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის გზავნილები კვლავ უცვლელია და მათი მთავარი სათქმელი ისაა, რომ ხელისუფლების შეცვლა თავად არ შეუძლიათ და ამისთვის უცხოელი პარტნიორების დახმარებას ითხოვენ.

26 სექტემბერი 2026, 19:16

საზოგადოება

განათლების სამინისტრო: თბილისის №21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება

„ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, გათვალისწინებულია ფასადზე დაზიანებული ბათქაშის მონაკვეთებისგან კედლების გასუფთავება და გაშიშვლებული ადგილების გალესვა. ასევე, სარდაფის სივრცეში არსებული ბზარები შეივსება მაღალი სიმტკიცის ქვიშა-ცემენტის ან პოლიმერ-ცემენტის ხსნარით. შენობის მდგომარეობაზე ექსპლუატაციის პერიოდში გაგრძელდება მუდმივი დაკვირვება“,

26 სექტემბერი 2026, 19:12

ეკონომიკა

აჭარა ტოკიოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

გამოფენის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები ტურისტულ კომპანიებთან, მედიისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან იაპონიაში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდისა და ქვეყანაში იაპონელი ტურისტების მოზიდვის მიზნით. სამუშაო შეხვედრებში აქტიურადაა ჩართული საქართველოს ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა. გამოფენა 24 სექტემბერს გაიხსნა და 28 სექტემბერს დასრულდება.

26 სექტემბერი 2026, 19:09

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის'' „ქურდული სამყაროს'' წევრობის და ოზურგეთში ჯგუფურად გაზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტებზე ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს'' ორმა წევრმა, პირადი შურისძიების მოტივით, მკვლელობა დაგეგმა. უშუალოდ შემსრულებლად თბილისიდან გურიაში ჩაიყვანეს მათი გარემოცვის წევრი, რომელსაც დაკავების შემთხვევაში დაჰპირდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში მხარდაჭერას, მფარველობას და მატერიალურ უზრუნველყოფას.

მაია ბითაძე

26 სექტემბერი 2026, 19:07

კულტურა

მაია ბითაძე: ლევილი იყო საქართველო საფრანგეთში. და ეს მხოლოდ ისტორიული სიტყვები არ არის. იმ ადამიანებმა, რომლებმაც სამშობლო იძულებით დატოვეს, აქ შეინარჩუნეს ის, რაც ყველაზე ძვირფასი ჰქონდათ - საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნო ამ ისტორიული ადგილის ახალი სიცოცხლის დაწყება. 1922 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ ლევილში დაიდო ბინა, ეს ადგილი საქართველოს ეროვნული იდეის, თავისუფლებისა და ქართული კულტურის ერთგულების კერად იქცა. ლევილი იყო საქართველო საფრანგეთში. და ეს მხოლოდ ისტორიული სიტყვები არ არის. იმ ადამიანებმა, რომლებმაც სამშობლო იძულებით დატოვეს, აქ შეინარჩუნეს ის, რაც ყველაზე ძვირფასი ჰქონდათ - საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

შალვა პაპუაშვილი

26 სექტემბერი 2026, 19:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ბურჭულაძის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი აღიარება 4 ოქტომბრის გადატრიალების ორგანიზატორების მხრიდან, თუ რა იყო მათი მიზნები, რა ეტაპზე მივიდნენ და რა მომენტში დამარცხდნენ

„ამ ადამიანებმა 7 ათასი ქართველი აიყოლიეს. 7 ათასი საქართველოს მოქალაქე 4 ოქტომბერს მივიდა, რომ სისხლი დაეღვარა, რომ სამოქალაქო ომი ყოფილიყო. ეს სექტა მზად იყო, საქართველოში 90-იანი წლები გაემეორებინა, ხელისუფლება დაემხო და საქართველოში სისხლიანი დაპირისპირება წამოეწყოთ. აი ამ მზაობით, 7 ათასი მოქალაქე მივიდა,საკუთარი სამშობლო არეულობისთვის გაწირა. აქედან 20-30 ადამიანია დაკავებული და ამაზეც არ უნდათ, რომ პასუხი აგონ “, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

26 სექტემბერი 2026, 18:55

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყოველ ჯერზე, როდესაც „ალდე“-ს მხრიდან იქნება რაიმე სახის პრეტენზია საქართველოს მიმართ, უნდა მივუტრიალდეთ და ვუთხრათ, რომ არიან ტერორისტების შემწყნარებლები და ახლა თუ რეაგირება არ ექნებათ, არიან ქსენოფობიის შემწყნარებელი ალიანსი

ყოველ ჯერზე, როდესაც „ალდე“-ს მხრიდან იქნება რაიმე სახის პრეტენზია საქართველოს მიმართ, უნდა მივუტრიალდეთ და ვუთხრათ, რომ არიან ტერორისტების შემწყნარებლები და ახლა თუ რეაგირება არ ექნებათ, არიან ქსენოფობიის შემწყნარებელი ალიანსი, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილი

26 სექტემბერი 2026, 18:37

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ათწლეულების მანძილზე აქაურობა შეინარჩუნა და დღემდე მოიტანა, მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც მამულის საქართველოსთვის დაბრუნებისა და მისი რეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობდა

დღეს ლევილში ყოფნას განსაკუთრებული განცდა ახლავს. საქართველოსგან თითქმის ოთხი ათასი კილომეტრით დაშორებული ეს ადგილი საუკუნის განმავლობაში ქართული პოლიტიკური ისტორიის ნაწილი იყო. იმ ისტორიის ნაწილი, რომელიც საქართველოში ვეღარ გაგრძელდა და გაგრძელება უცხო მიწაზე მოუხდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეაბილიტირებული ლევილის ქართველთა მამულის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

შალვა პაპუაშვილი

26 სექტემბერი 2026, 18:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ის, რისი ანტიპოდი არის ევროკავშირი, ზუსტად ის თვისება მიაწებეს ევროკავშირს და წარმოადგინეს ისე, როგორც სალოცავი სიწმინდე, რომელიც უნდა იყოს ყველაფრის განმსაზღვრელი და მისი კრიტიკა არ შეიძლება

საქმე გვაქვს სექტასთან, რომელიც ჩაკეტილია თავის თავში, სამყარო დაყოფილი ჰყავს ჩვენიანებად და სხვისიანებად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას უცხოელი პოლიტიკოსები და ევროკავშირი სიწმინდედ ჰყავთ გამოცხადებული

მაკა ბოჭორიშვილი
მუხთარ ტლეუბერდი

26 სექტემბერი 2026, 18:32

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2026, 18:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მკვდარ თევზებს ნამდვილად წააგავს ოპოზიცია მთელი თავისი შინაარსით, მთელი თავისი დღევანდელი გამოხატულებით, არანაირი რესურსი მათ არ აქვთ არც ქუჩის, არც არჩევნების, მათ არ აქვთ პრინციპები, არ უყვართ ქვეყანა და სწორედ ამის შედეგია ის, რომ ისინი ვერ აღწევენ და ვერც მიაღწევენ ვერავითარ წარმატებას

მკვდარ თევზებს ნამდვილად წააგავს ოპოზიცია მთელი თავისი შინაარსით, მთელი თავისი დღევანდელი გამოხატულებით, არანაირი რესურსი მათ არ აქვთ არც ქუჩის, არც არჩევნების, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2026, 18:27

პოლიტიკა

პრემიერი: ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და მთავარი ანტილიბერალები სწორედ ისინი არიან, არავითარი პრინციპები არ აქვთ, ამის შედეგია, რომ არც ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ აქტს გაემიჯნენ და ზოგადად, არიან ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები

ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და ხედავთ, რომ მთავარი ანტილიბერალები, ამ სიტყვის სათანადო გაგებით, სწორედ ისინი არიან, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2026, 18:24

პოლიტიკა

პრემიერი: ხედავენ საკუთარ წარუმატებლობას და მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, შესაბამისად, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ, როდესაც ყოველგვარი მიზნის გარეშე იკრიბები და იცი, რომ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევ, ეს არის ნამდვილად ერთგვარი სექტის საქმიანობის ფორმა

ამდენი დღის განმავლობაში თვითონ ხედავენ საკუთარ წარუმატებლობას და მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, რაოდენობა დაახლოებით ასეთია, შესაბამისად, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ, ამ ერთობამ, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2026, 18:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არ დატოვეს არც ერთი გამორჩეულად წარმატებული სპორტსმენი, არა მარტო ფეხბურთელი, რომელიც აგენტურას რეალურად არ ჰყავს გალანძღული ან სხვანაირი ფორმით შეურაცხყოფა არ აქვს მიყენებული, ამით ისინი სპორტსმენებს ვერაფერს დააკლებენ, სპორტი არის ის, რაც საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს და აქაც კი, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად სხვაგვარი რიტორიკა შემოიტანონ

პრაქტიკულად არ დატოვეს არც ერთი გამორჩეულად წარმატებული სპორტსმენი, არა მარტო ფეხბურთელი, რომელიც აგენტურას რეალურად არ ჰყავს გალანძღული ან სხვანაირი ფორმით შეურაცხყოფა არ აქვს მიყენებული, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2026, 18:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იყო პერიოდი, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ცდილობდა, ღიად არ გამოეხატა საკუთარი პოლიტიკური მიკერძოება, იფლანგებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები, ოჯახის წევრების სწავლის საფასურსაც კი ბიუჯეტი იხდიდა - დღეს ეს პარტიული ორგანიზაცია კადრულობს და ცდილობს, რომ სააკაშვილის საქმეს პოლიტიკური სარჩული მიაკეროს

იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ცდილობდა, ღიად არ გამოეხატა საკუთარი პოლიტიკური მიკერძოება, თუმცა ახლა ამასაც არ ერიდებიან, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლევილში ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოა“ განცხადების საპასუხოდ.

შალვა პაპუაშვილი

26 სექტემბერი 2026, 18:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ​ვინც ლევილის მამულში ნამყოფია, მიხვდება, თუ რა მასშტაბის სამუშაო ჩატარდა - შენობებთან ერთად მთლიანად ტერიტორია არის გამწვანებული, დარგულია ვაზი და მართლაც პატარა საქართველოა საფრანგეთში

ლევილი ყოველთვის ემოციურია, ვინაიდან წარმოიდგენ, რომ ათწლეულების განმავლობაში როგორ ინახავდა ჩვენი ემიგრაცია საქართველოს დამოუკიდებლობის იმედს. მართალია ზოგიერთი მათგანი ვერც დაბრუნდა დამოუკიდებელ საქართველოში, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველო დაბრუნდა ლევილში და დრეს ეს ტერიტორია, ეს მამული საქართველოს სახელმწიფოს ნაწილია საფრანგეთს შუაგულში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

26 სექტემბერი 2026, 18:04

რეგიონი

„მადლობა მაღაროელს“- ჭიათურაში მაღაროელთა დღე აღნიშნეს

ჭიათურაში ღონისძიება მასშტაბური და გამორჩეული იყო. ზეიმს მთელი ქალაქი შეუერთდა. განსაკუთრებული წვლილისა და პროფესიული დამსახურებისთვის, გამოავლინეს საუკეთესო მაღაროელი. იყო სიტყვით გამოსვლები, გაიმართა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტი.

შალვა პაპუაშვილი

26 სექტემბერი 2026, 17:47

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 70 წლის განმავლობაში ყოველი მომდევნო დღე უფრო და უფრო რთულად წარმოსადგენს ხდიდა ლევილში შენახული იმედის აღსრულებას, მაგრამ საბჭოთა წყობილების პირობებშიც კი საკუთარ მიწას, რწმენას და ენას მიჯაჭვულმა ქართველმა ერმა მოახერხა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება

1921 წელს დამოუკიდებელმა საქართველომ დატოვა საქართველო და მისი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილმა ლევილში გადმოინაცვლა, -განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რეაბილიტირებული ლევილის ქართველთა მამულის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.