ირაკლი კობახიძე: იყო პერიოდი, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ცდილობდა, ღიად არ გამოეხატა საკუთარი პოლიტიკური მიკერძოება, იფლანგებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები, ოჯახის წევრების სწავლის საფასურსაც კი ბიუჯეტი იხდიდა - დღეს ეს პარტიული ორგანიზაცია კადრულობს და ცდილობს, რომ სააკაშვილის საქმეს პოლიტიკური სარჩული მიაკეროს
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ცდილობდა, ღიად არ გამოეხატა საკუთარი პოლიტიკური მიკერძოება, თუმცა ახლა ამასაც არ ერიდებიან, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლევილში ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოა“ განცხადების საპასუხოდ.
მთავრობის მეთაურის თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში იფლანგებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები და ოჯახის წევრების სწავლის საფასურსაც კი ბიუჯეტი იხდიდა, თუმცა დღეს ეს ორგანიზაცია ცდილობს, რომ სააკაშვილის საქმეს პოლიტიკური სარჩული მიაკეროს.
„იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ცდილობდა, ღიად არ გამოეხატა საკუთარი პოლიტიკური მიკერძოება, თუმცა ახლა ამასაც არ ერიდებიან. ყველამ კარგად იცის, რა საქმეზეა საუბარი - იფლანგებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები, წარმოიდგინეთ, რომ ოჯახის წევრების სწავლის საფასურსაც კი ბიუჯეტი იხდიდა. არაფერს აღარ ვამბობ კონკრეტულ ფუფუნების საგნებზე, სახელმწიფო თანამდებობის პირების დასვენებაზე, სხვადასხვა კურორტზე ქვეყნის გარეთ. წარმოიდგინეთ, ერთი ასეთი შემთხვევა რომ მოხდეს დღევანდელ დღეს, რა ჯანსაღი უარყოფითი რეაქცია ექნებოდა ამაზე საზოგადოებას. დღეს ეს პარტიული ორგანიზაცია კადრულობს და ცდილობს, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული მიაკეროს, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია“, - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
26 სექტემბერი 2026, 18:55
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ყოველ ჯერზე, როდესაც „ალდე“-ს მხრიდან იქნება რაიმე სახის პრეტენზია საქართველოს მიმართ, უნდა მივუტრიალდეთ და ვუთხრათ, რომ არიან ტერორისტების შემწყნარებლები და ახლა თუ რეაგირება არ ექნებათ, არიან ქსენოფობიის შემწყნარებელი ალიანსი
ყოველ ჯერზე, როდესაც „ალდე“-ს მხრიდან იქნება რაიმე სახის პრეტენზია საქართველოს მიმართ, უნდა მივუტრიალდეთ და ვუთხრათ, რომ არიან ტერორისტების შემწყნარებლები და ახლა თუ რეაგირება არ ექნებათ, არიან ქსენოფობიის შემწყნარებელი ალიანსი, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
26 სექტემბერი 2026, 18:47
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ეკა გიგაურზე: ჩვეულებრივი პაიკია, რომელიც უცხო დამფინანსებლების დავალებას ასრულებს - მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ აფინანსებს მას
„როცა მოვძებნით ჯგუფის დამფინანსებელს, მივხვდებით, ვინ არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული კამპანიის ავტორი. არსებობს ვარაუდი, რომ ამის უკან მოქმედებენ სპეცსამსახურები, რომლებსაც სწორედ მიხეილ სააკაშვილი, როგორც თავისი აგენტი, უნდათ დაიხსნან პატიმრობიდან. ახლა ეს დავალება აქვს მიცემული ეკა გიგაურს, რომელიც ამ ყველაფერში ჩვეულებრივი პაიკია, რომელიც უცხო დამფინანსებლების დავალებას ასრულებს. ამიტომ მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ აფინანსებს მას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
26 სექტემბერი 2026, 18:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ათწლეულების მანძილზე აქაურობა შეინარჩუნა და დღემდე მოიტანა, მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც მამულის საქართველოსთვის დაბრუნებისა და მისი რეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობდა
დღეს ლევილში ყოფნას განსაკუთრებული განცდა ახლავს. საქართველოსგან თითქმის ოთხი ათასი კილომეტრით დაშორებული ეს ადგილი საუკუნის განმავლობაში ქართული პოლიტიკური ისტორიის ნაწილი იყო. იმ ისტორიის ნაწილი, რომელიც საქართველოში ვეღარ გაგრძელდა და გაგრძელება უცხო მიწაზე მოუხდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეაბილიტირებული ლევილის ქართველთა მამულის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
26 სექტემბერი 2026, 18:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ის, რისი ანტიპოდი არის ევროკავშირი, ზუსტად ის თვისება მიაწებეს ევროკავშირს და წარმოადგინეს ისე, როგორც სალოცავი სიწმინდე, რომელიც უნდა იყოს ყველაფრის განმსაზღვრელი და მისი კრიტიკა არ შეიძლება
საქმე გვაქვს სექტასთან, რომელიც ჩაკეტილია თავის თავში, სამყარო დაყოფილი ჰყავს ჩვენიანებად და სხვისიანებად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას უცხოელი პოლიტიკოსები და ევროკავშირი სიწმინდედ ჰყავთ გამოცხადებული
26 სექტემბერი 2026, 18:32
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
26 სექტემბერი 2026, 18:29
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მკვდარ თევზებს ნამდვილად წააგავს ოპოზიცია მთელი თავისი შინაარსით, მთელი თავისი დღევანდელი გამოხატულებით, არანაირი რესურსი მათ არ აქვთ არც ქუჩის, არც არჩევნების, მათ არ აქვთ პრინციპები, არ უყვართ ქვეყანა და სწორედ ამის შედეგია ის, რომ ისინი ვერ აღწევენ და ვერც მიაღწევენ ვერავითარ წარმატებას
მკვდარ თევზებს ნამდვილად წააგავს ოპოზიცია მთელი თავისი შინაარსით, მთელი თავისი დღევანდელი გამოხატულებით, არანაირი რესურსი მათ არ აქვთ არც ქუჩის, არც არჩევნების, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
26 სექტემბერი 2026, 18:27
პოლიტიკა
პრემიერი: ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და მთავარი ანტილიბერალები სწორედ ისინი არიან, არავითარი პრინციპები არ აქვთ, ამის შედეგია, რომ არც ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ აქტს გაემიჯნენ და ზოგადად, არიან ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები
ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და ხედავთ, რომ მთავარი ანტილიბერალები, ამ სიტყვის სათანადო გაგებით, სწორედ ისინი არიან, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
26 სექტემბერი 2026, 18:24
პოლიტიკა
პრემიერი: ხედავენ საკუთარ წარუმატებლობას და მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, შესაბამისად, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ, როდესაც ყოველგვარი მიზნის გარეშე იკრიბები და იცი, რომ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევ, ეს არის ნამდვილად ერთგვარი სექტის საქმიანობის ფორმა
ამდენი დღის განმავლობაში თვითონ ხედავენ საკუთარ წარუმატებლობას და მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, რაოდენობა დაახლოებით ასეთია, შესაბამისად, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ, ამ ერთობამ, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
26 სექტემბერი 2026, 18:21
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: არ დატოვეს არც ერთი გამორჩეულად წარმატებული სპორტსმენი, არა მარტო ფეხბურთელი, რომელიც აგენტურას რეალურად არ ჰყავს გალანძღული ან სხვანაირი ფორმით შეურაცხყოფა არ აქვს მიყენებული, ამით ისინი სპორტსმენებს ვერაფერს დააკლებენ, სპორტი არის ის, რაც საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს და აქაც კი, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად სხვაგვარი რიტორიკა შემოიტანონ
პრაქტიკულად არ დატოვეს არც ერთი გამორჩეულად წარმატებული სპორტსმენი, არა მარტო ფეხბურთელი, რომელიც აგენტურას რეალურად არ ჰყავს გალანძღული ან სხვანაირი ფორმით შეურაცხყოფა არ აქვს მიყენებული, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
26 სექტემბერი 2026, 18:17
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვინც ლევილის მამულში ნამყოფია, მიხვდება, თუ რა მასშტაბის სამუშაო ჩატარდა - შენობებთან ერთად მთლიანად ტერიტორია არის გამწვანებული, დარგულია ვაზი და მართლაც პატარა საქართველოა საფრანგეთში
ლევილი ყოველთვის ემოციურია, ვინაიდან წარმოიდგენ, რომ ათწლეულების განმავლობაში როგორ ინახავდა ჩვენი ემიგრაცია საქართველოს დამოუკიდებლობის იმედს. მართალია ზოგიერთი მათგანი ვერც დაბრუნდა დამოუკიდებელ საქართველოში, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველო დაბრუნდა ლევილში და დრეს ეს ტერიტორია, ეს მამული საქართველოს სახელმწიფოს ნაწილია საფრანგეთს შუაგულში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
26 სექტემბერი 2026, 18:04
რეგიონი
„მადლობა მაღაროელს“- ჭიათურაში მაღაროელთა დღე აღნიშნეს
ჭიათურაში ღონისძიება მასშტაბური და გამორჩეული იყო. ზეიმს მთელი ქალაქი შეუერთდა. განსაკუთრებული წვლილისა და პროფესიული დამსახურებისთვის, გამოავლინეს საუკეთესო მაღაროელი. იყო სიტყვით გამოსვლები, გაიმართა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტი.
26 სექტემბერი 2026, 17:47
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: 70 წლის განმავლობაში ყოველი მომდევნო დღე უფრო და უფრო რთულად წარმოსადგენს ხდიდა ლევილში შენახული იმედის აღსრულებას, მაგრამ საბჭოთა წყობილების პირობებშიც კი საკუთარ მიწას, რწმენას და ენას მიჯაჭვულმა ქართველმა ერმა მოახერხა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება
1921 წელს დამოუკიდებელმა საქართველომ დატოვა საქართველო და მისი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილმა ლევილში გადმოინაცვლა, -განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რეაბილიტირებული ლევილის ქართველთა მამულის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
26 სექტემბერი 2026, 17:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ქართველ ფეხბურთელებზე თავდასხმაზე: საზოგადოება ძალიან მარტივად ხედავს, რომ ეს უსამშობლოთა გაერთიანება ყველაფერ ქართულს უპირისპირდება - ბოღმით სავსე ადამიანები საბაბს ეძებენ, რომ ეს ბოღმა გამოუშვან
ოპოზიციის სიძულვილის კამპანია, ქვეყნის წარმატების წინააღმდეგაა მიმართული, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ქართველ ფეხბურთელებზე თავდასხმას, რომლებიც გუშინ ირლანდიასთან მარცხის შემდეგ, ბულინგის და შეურაცხყოფის სამიზნედ აქციეს.
26 სექტემბერი 2026, 17:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ლევილი იყო პატარა სივრცე საფრანგეთში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს მეხსიერება ინახებოდა. დღეს ეს მამული ისევ საქართველოს ეკუთვნის, რომელსაც დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო მას ახალ მისიას და სიცოცხლეს სძენს
დღეს ლევილში ყოფნას განსაკუთრებული განცდა ახლავს. საქართველოსგან თითქმის ოთხი ათასი კილომეტრით დაშორებული ეს ადგილი საუკუნის განმავლობაში ქართული პოლიტიკური ისტორიის ნაწილი იყო. იმ ისტორიის ნაწილი, რომელიც საქართველოში ვეღარ გაგრძელდა და გაგრძელება უცხო მიწაზე მოუხდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რეაბილიტირებული ლევილის ქართველთა მამულის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
26 სექტემბერი 2026, 17:21
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე, საგანძურზე არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ ყველგან, სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება, ლევილის ქართველთა მამული არ არის მხოლოდ მუზეუმი - ის იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში
ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე, საგანძურზე არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ ყველგან, სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
26 სექტემბერი 2026, 17:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ ლევილში დააფუძნა ეროვნული კერა, რომელიც გახდა ქართული სახელმწიფოებრიობის, თავისუფლებისა და ეროვნული იდეის უმთავრესი დასაყრდენი ევროპაში, აქ ცოცხლობდა პირველი რესპუბლიკის ხსოვნა, აქ ინახებოდა ჩვენი უახლესი ისტორია და ურყევი რწმენა იმისა, რომ საქართველო ერთხელაც აუცილებლად დაიბრუნებდა თავისუფლებას
დღეს თითოეული ჩვენგანისთვის მართლაც ძალიან ემოციური და ნამდვილად განსაკუთრებული დღეა. სივრცეს, სადაც ახლა ვიმყოფებით, ქართველი ერის მეხსიერებაში სრულიად გამორჩეული ადგილი უკავია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
26 სექტემბერი 2026, 17:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა
ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
26 სექტემბერი 2026, 17:04
საზოგადოება
საფრანგეთში ლევილის ქართველთა მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ღონისძიება გაიმართა
საფრანგეთში ლევილის ქართველთა მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ღონისძიება გაიმართა.
26 სექტემბერი 2026, 16:43
მსოფლიო
The Guardian: კიევი ფრონტისპირა ქალაქად იქცა
The Guardian-ი უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა უკრაინის დედაქალაქში იმოგზაურა და გახშირებული რუსული თავდასხმების ფონზე დაასკვნა, რომ კიევი სულ უფრო ემსგავსება ფრონტისპირა ქალაქს.


