გუდაურში ექსპერტიზას საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაატარებენ
დიმიტრი ქუმსიშვილი
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გუდაურში, საბაგიროზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწვეული იქნებიან საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები.
პირველი ვიცე-პრემიერი საძელეზე არსებულ ვითარებას პირადად ადგილზე გაეცნო. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საძელეს საბაგიროს ექსპერტიზა ჩაუტარდება.
„მოწვეული იქნებიან არა მხოლოდ კომპანია „დოპელმაიერის“ ექსპერტები, არამედ საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ექსპერტიზა იყოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილი.
ამასთან ერთად, კომპანია „დოპელმაიერის“ წარმომადგენლები უკვე გამოემართნენ საქართველოში და ხვალ დილით იქნებიან.
გუდაურში უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფრომაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.
გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ყველა სიახლე
11 ივნისი 2026, 10:24
მსოფლიო
რუსეთმა კონსულტაციების შემდეგ სომხეთში ელჩი დააბრუნა
რუსეთმა მოსკოვში გამართული კონსულტაციების შემდეგ ელჩი სერგეი კოპირკინი სომხეთში დააბრუნა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 ივნისი 2026, 10:22
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე: აბსოლუტურად ყველა სფეროში ყველაფრის შესაძლებლობებია ჩინეთში და უფრო და უფრო იხსნება უცხოელებისთვის. ამ დროს ოპოზიცია და ბაბლი ამტკიცებს, რომ ჯო უილსონს უნდა მოვუსმინოთ, რომ ჩინეთთან უკეთესი ურთიერთობა ევროპულ მომავალს მართმევს
22 ივლისს ჩემ სტატიას მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ მეცნიერების ფილოსოფიის კონფერენციაზე წარვადგენ, რომელიც წელს ლიდსის უნივერსიტეტში იმართება. პირველი ქართველი ვარ, რომელიც ამ კონფერენციაზე წარდგება და ბრიტანეთის მეცნიერების ფილოსოფიის საზოგადოების წევრი გახდა. ეს არის 100% ჩინეთის დამსახურება, - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.
11 ივნისი 2026, 10:21
რეგიონი
იმერეთის რეგიონში ფაროსანას საწინააღმდეგოდ კომპლექსური ღონისძიებები მიმდინარეობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იმერეთის რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით ატარებს. თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლების გარე და შიდა პერიმეტრები.
11 ივნისი 2026, 10:16
რეგიონი
თინათინ რუხაძემ ონში მდებარე რაჭის ახალი მუზეუმის შენობაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი მუზეუმის მიმდინარე საჭიროებებს გაეცნო. მუზეუმის გახსნისთვის აუცილებელი სამუშაოების საკითხები მან კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძესთან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძესთან, რაჭის მუზეუმის ხელმძღვანელობასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ნიკორწმინდის ეპისკოპოს ვახტანგთან ერთად განიხილა.
11 ივნისი 2026, 10:15
რეგიონი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში „საქართველოს მელიორაციის“ ახალმა მომსახურების ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება
სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას ახორციელებს.
11 ივნისი 2026, 10:13
სპორტი
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დღეს იწყება⚽
მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ისტორიაში პირველად, მუნდიალს ერთდროულად სამი ქვეყანა - აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებს. ტურნირში ჩვეული 32 გუნდის ნაცვლად, 48 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. სულ მსოფლიო ჩემპიონატზე 104 მატჩი გაიმართება (რაც რეკორდია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში).
11 ივნისი 2026, 09:48
მსოფლიო
ირანმა ჰორმუზის სრუტე სრულად ჩაკეტა
ირანმა ამერიკელების მიერ განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, ჰორმუზის სრუტე სრულად ჩაკეტა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
11 ივნისი 2026, 09:25
მსოფლიო
ირანმა აშშ-ის დაბომბვის საპასუხოდ ქუვეითზე, იორდანიასა და ბაჰრეინზე საჰაერო იერიშები მიიტანა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, აშშ-ის აგრესიის საპასუხოდ, მათ 12 ბალისტიკური რაკეტით იორდანიაში მდებარე ალ-აზრაქის ავიაბაზა დაბომბეს.
11 ივნისი 2026, 09:23
რეგიონი
რუსთავში ქართული ქორეოგრაფიის კონკურ-ფესტივალი „ქართული" ქრისტიანობის 1700 წლისთავის აღსანიშნავად და ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, ქართული საგალობლებით გაიხსნა
რუსთავში ქართული ქორეოგრაფიის კონკურ-ფესტივალი „ქართული" მიმდინარეობს. საზეიმო კონცერტი ქრისტიანობის 1700 წლისთავის აღსანიშნავად და ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, ქართული საგალობლებით გაიხსნა.
11 ივნისი 2026, 09:14
რეგიონი
ახალციხეში ქალაქის იერ-სახის მოწესრიგებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
რეაბილიტაცია დიდიმამიშვილის ქუჩაზე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსსა და შალვა ახალციხელის ქუჩაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობას უტარდება. მიმდინარეობს ნათენაძისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე წრიულებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.
11 ივნისი 2026, 09:09
რეგიონი
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა დაიწყო
ვინაიდან ხანგრძლივი სამუშაოებია საჭირო, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, სამუშაოები მიმდინარე მოვლა-შენახვის ხელშეკრულების ფარგლებში დაეწყო, რათა უზრუნველყოს გზის განვლადობა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება.
11 ივნისი 2026, 09:00
მსოფლიო
აშშ-მა გასულ ღამეს ირანი დაბომბა
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, გასულ ღამეს ამერიკელმა სამხედროებმა ირანში მდებარე რამდენიმე სამიზნე გაანადგურეს.
11 ივნისი 2026, 08:54
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის ალიანსზე: ალიანსი ჩამოიშალა იმ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ რადიკალებმა ვერ შეძლეს საკუთარი პოლიტიკური ეგოს დათრგუნვა - მათი მიზნები თავიდანვე ანტისახელმწიფოებრივი იყო
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოპოზიციური ალიანსის დაშლას აფასებს. მისი თქმით, ალიანსის დაშლის მიზეზი მისი წევრების პოლიტიკური ეგოა.
11 ივნისი 2026, 08:46
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ბევრი ევროპოლიტიკოსის მხრიდან, რომელიც სხვადასხვა გავლენის ქვეშ იმყოფება, არაერთხელ დაისვა ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი. თუმცა, ამ პროცესს აფერხებს ფაქტი, რომ საქართველო ასრულებს ყველა პირობას, რომელიც ჩვენს წინაშე იყო დაწესებული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის შეფასებით, საქართველო ასრულებს ვიზალიბერალიზაციისთვის დაწესებულ წესებს.
11 ივნისი 2026, 08:30
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ივნისს საქართველოში
11 ივნისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.
11 ივნისი 2026, 08:15
სპორტი
ქვემო ქართლსა და კახეთში სპორტული ობიექტებისთვის სპორტის სამინისტრომ სპორტული ინვენტარი შეიძინა
ინვენტარი მოიცავს როგორც სავარჯიშო, ისე საშეჯიბრო ატრიბუტიკას. მინისტრი სპორტული ინფრასტრუქტურის დათვალიერებას, ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტებშიც განაგრძობს. სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სპორტული ობიექტების მომარაგების პროცესი 2027 წლის ბოლომდე დასრულდება.
11 ივნისი 2026, 08:11
საზოგადოება
ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი ვაზისუბნის რამდენიმე კვარტალში კორპუსების მიმდებარედ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
ისნის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მოხდება საცხოვრებელ უბნებში მდებარე ავტოფარეხების დემონტაჟი, რომლის მიზანია, ტერიტორიის გათავისუფლება და მისი ეტაპობრივი გარდაქმნა თანამედროვე რეკრეაციულ და ნაწილობრივ საპარკინგე სივრცედ.
11 ივნისი 2026, 08:00
პოლიტიკა
დღეს ბრიუსელში საქართველოს წარმომადგენლებთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ტექნიკური ხასიათის შეხვედრა გაიმართება
დღეს ბრიუსელში საქართველოს წარმომადგენლებთან, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკომისიის განმარტებითვე, ტექნიკური ხასიათი ექნება. ოფიციალური თბილისი კი ევროკომისიის წარმომადგენლებს კონკრეტულ ფაქტებს წარუდგენს, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციით ნაკისრ ყველა ვალდებულებას ასრულებს.
11 ივნისი 2026, 00:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს შეძლო დაემარცხებინა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც სრული კარტბლანში ჰქონდა მიცემული ევროკავშირისგან და აშშ-ს მაშინდელი ადმინისტრაციისგან. სრული კარტბლანში წამებისთვის, რეკეტისთვის, ადამიანების ხოცვისთვის
ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს შეძლო დაემარცხებინა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც სრული კარტბლანში ჰქონდა მიცემული ევროკავშირისგან და ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ადმინისტრაციისგან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
11 ივნისი 2026, 00:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ქვეყნის გადატრიალებას ვერ შეძლებენ, ამის გარანტორი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ - მე მგონი, რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაასწრებს და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს
მე მგონი რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაასწრებს და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


