გუდაურის ინციდენტის კადრები. თვითმხილველის გადაღებული ვიდეო
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუდაურში უბედური შემთხვევა მოხდა. კერძოდ. გუდაურში გონდოლები ერთმანეთს შეეჯახა. სავარაუდოდ, დაშავებულია 10-12 ადამიანი.
ორი მათგანი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, უკვე გადამოჰყავთ თბილისში. ამ ინფორმაციას ყაზბეგის მერი, ალექსანდრე ზაგაშვილი ავრცელებს. მისივე ინფრომაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახა.
სოციალურ ქსელში გუდაურში მომხდარის ამსახველი ვიდეო ვრცელდება.
ყველა სიახლე
28 ივნისი 2026, 15:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავისი ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე
დღეს, როდესაც ძალაუფლების ცენტრები მრავლდება და ეკონომიკური კონკურენცია სულ უფრო მეტად განსაზღვრავს საერთაშორისო პოლიტიკას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ქვეყნებს, რომლებიც არა დაყოფის, არამედ დაკავშირების ფუნქციას ასრულებენ. საქართველოს სწორედ ასეთი როლი აქვს, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ხორვატიაში, დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „ძალაუფლების ცენტრებს შორის: მრავალვექტორული დიპლომატიის გაკვეთილები“ სიტყვით გამოსვლისას.
28 ივნისი 2026, 15:36
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე ბუდაპეშტში პრაიდის ჩატარებაზე: ურსულა ფონ დერ ლაიენმა - LGBT მთავარმა ლობისტმა, საგანგებოდ დალოცა ეს მოვლენა, რაც ალბათ მორიგ ევროტრანშს გაუხსნის უნგრეთს. რას იზამ, ფულის გამო რას არ გაყიდი
ხელისუფლებიდან ორბანის წასვლა, როგორც მოსალოდნელი იყო ევროპასთან მისი უძღები შვილის უნგრეთის დაბრუნებით აღინიშნა და რა უნდა ყოფილიყო ამის ყველაზე დამაჯერებელი მარკერი? რა თქმა უნდა, პირველი აქამდე აკრძალული LGBT პიაიდის გამართვა ბუდაპეშტის ცენტრში, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
28 ივნისი 2026, 15:31
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე: სამწუხაროდ, ევროპული სტრუქტურები სიტყვით გვარწმუნებენ, რომ ლგბტ თემი და ევროკავშირში ინტეგრაცია ერთმანეთთან კავშირში არ არის, თუმცა საქმითა საპირისპიროს გვიმტკიცებენ. სამწუხაროა, როდესაც დასავლეთის მხრიდან ღირებულებების ასეთ დეგრადაციას და ჭეშმარიტების გზიდან აცდენას ვხედავთ
„რა თქმა უნდა თითოეული ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს და ეს პრინციპი მნიშვნელოვანია, საბედნიეროდ საქართველოში უფლებების დაცვის კუთხით პრობლემა არ არსებობს და საქართველოს სახელმწიფო ყველას ერთნაირად იცავს. თუმცა, არ მინდა ისეთი გარემო, სადაც საზოგადოების სიამაყის მთავარ სიმბოლოდ ლგბტ პრაიდი იქცევა და არა ქვეყნის რეალური მიღწევები, კულტურა, მეცნიერება, განათლება, ეკონომიკური განვითარება თუ ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერება. სამწუხაროდ, ევროპული სტრუქტურები სიტყვით გვარწმუნებენ, რომ ლგბტ თემი და ევროკავშირში ინტეგრაცია ერთმანეთთან კავშირში არ არის, თუმცა საქმით საპირისპიროს გვიმტკიცებენ. სამწუხაროა, როდესაც დასავლეთის მხრიდან ღირებულებების ასეთ დეგრადაციას და ჭეშმარიტების გზიდან აცდენას ვხედავთ“, - წერს ჩიხელიძე.
28 ივნისი 2026, 15:14
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო - ევროპელი ჩინოვნიკებისგან მოწონების შეფასება მიეღო. საქართველომ მსგავს „სიამაყეზე“ - მტკიცე უარს აცხადებს
ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მრავალი კონსერვატიულად განწყობილი უნგრელი მსგავს განცხადებებს საკუთარი ქვეყნის მიმართ კომპლიმენტად კი არა, ზემოდან ყურებისა და კოლონიალური დამოკიდებულების გამოვლინებად აღიქვამს. ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის თვალსაზრისით, უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო - ევროპელი ჩინოვნიკებისგან მოწონების შეფასება მიეღო. საქართველომ მსგავს „სიამაყეზე“ - მტკიცე უარს აცხადებს. მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის სჯიან“, - წერს ქართველიშვილი.
28 ივნისი 2026, 15:11
პოლიტიკა
გია აბაშიძე ურსულა ფონ დერ ლაენის განცხადებაზე: პრაიდი და ევროინტეგრაციის კორელაცია ოდენ „რუსული პროპაგანდაა“, თუმცა ასევე სახეზეა ევროკავშირის კულტურული იმპერიალიზმი. ფაქტია, რომ საქართველოს ხალხი არანაირ ხელოვნურ კულტურულ მოდელს არ მიიღებს და თუ ეს ევროკრატიაში არ ესმით, მათ ზედაპირულად მოაზროვნეობას აჩვენებს
„როგორ წარმოუდგენიათ ევრობლოკში, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის აღტყინებას ბუდაპეშტში გამართულ პრაიდზე, საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა სიხარულით გაიზიარებს? წლებია ევრობიუროკრატიიდან ისმის ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები - პრაიდი და ევროინტეგრაციის კორელაცია ოდენ "რუსული პროპაგანდაა", თუმცა ასევე სახეზეა ევროკავშირის კულტურული იმპერიალიზმი. ფაქტია, რომ საქართველოს ხალხი არანაირ ხელოვნურ კულტურულ მოდელს არ მიიღებს და თუ ეს ევროკრატიაში არ ესმით, მათ ზედაპირულად მოაზროვნეობას აჩვენებს“, - წერს აბაშიძე.
28 ივნისი 2026, 15:02
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა: რეალობა ნათლად მოწმობს ერთ რამეს: თუკი „ანკორიჯის სულისკვეთება“ საერთოდ არსებობდა, ახლა ის ნამდვილად მკვდარია
„რეალობა ნათლად მოწმობს ერთ რამეს: თუკი „ანკორიჯის სულისკვეთება“ საერთოდ არსებობდა, ახლა ის ნამდვილად მკვდარია. რუსეთისთვის ანკორიჯის გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინის მონაწილეობის გარეშე შემუშავდება, განწირულია იმისთვის, რომ სულად იქცეს და გაქრეს“,- დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში.
28 ივნისი 2026, 14:46
პოლიტიკა
სადღობელაშვილი გახარიას პარტიის წევრ ფარულავაზე: ვინ არის მოძალადე, ლაშა ტალახაძე თუ ეს პროვოკატორი? რომელმა მიაყენა პატრიარქს შეურაცხყოფა? - იპროვოკატორა, წამოიწყო ხელჩართული ჩხუბი, გაილახა და ახლა წუწუნებს! არ შეშვენის ქართველ კაცს ასე დაცემა!
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და დაპირისპირების დაწყების ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
28 ივნისი 2026, 14:25
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ფონ დერ ლაიენი აღფრთოვანებას ვერ მალავს უნგრეთის დედაქალაქში გამართული ლგბტ პრაიდის გამო - ევროპა, რომელიც ლგბტ პრაიდებით ამაყობს, საქართველოსთვის ვერასოდეს იქნება მისაღები და მისაბაძი
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ბუდაპეშტში გამართულ პრაიდის მსვლელობასთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას აფასებს.
28 ივნისი 2026, 14:20
მსოფლიო
გერმანიაში პოლიციამ ხალხის გასაგრილებლად წყლის ჭავლი გამოიყენა
გერმანიაში პოლიციამ ხალხის გასაგრილებლად წყლის ჭავლი გამოიყენა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მხოლოდ შაბათს სამართალდამცველებმა 18 000-მდე ლიტრი წყალი დახარჯეს.
28 ივნისი 2026, 14:18
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ყოფილი ლიდერის ძმისშვილის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადეს
ვალიდ ჰანიე ჰამასის სამხედრო ფრთის, „ნუხბას“ ქვედანაყოფის მეთაურის მოადგილე იყო და ისრაელის მხარის მტკიცებით, 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს ისრაელის ტერიტორიაზე ტერორისტთა ჯგუფის შეღწევას ხელმძღვანელობდა.
28 ივნისი 2026, 14:13
საზოგადოება
ლევან მოსეშვილი: Norwegian-ის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ქვეყნის ევროპასთან საჰაერო დაკავშირებადობისა და ავიაციის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ნორვეგიის ყველაზე დიდმა და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-მა დაიწყო. ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეგულარული რეისი შეასრულა, რითაც თბილისსა და კოპენჰაგენს შორის ისტორიაში პირველი პირდაპირი რეგულარული ფრენა განხორციელდა.
28 ივნისი 2026, 14:12
მსოფლიო
ზელენსკიმ რუსეთში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმის შესახებ განაცხადა
„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ოპერაციებს, რომლებიც რუსეთის მიერ ამ ომის წარმოების შესაძლებლობებს ასუსტებს. ჩვენი თითოეული შორი მანძილის სანქცია არის იმ რესურსების შემცირება, რომლებიც რუსულ სამხედრო მანქანაზე მუშაობს, და კიდევ ერთი ნაბიჯი მშვიდობისკენ“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
28 ივნისი 2026, 14:10
საზოგადოება
შიო მესამე: ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა, ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვა და განათლების მნიშვნელობაზე ილაპარაკა. შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა.
28 ივნისი 2026, 13:50
მსოფლიო
მაღალი სიცხის ფონზე საფრანგეთში სიკვდილიანობის მაჩვენებლები გაიზარდა
„რეგისტრირებული სიკვდილიანობის უფრო გამოხატული ზრდა დაფიქსირდა იმ რეგიონებში, სადაც საფრთხის „წითელი“ დონე მოქმედებს, განსაკუთრებით მათ შორის, ვინც საკუთარ სახლში გარდაიცვალა“, - ნათქვამია უწყების პრესრელიზში.
28 ივნისი 2026, 13:28
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩ ბექა დვალს შეხვდა
ბექა დვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში, მათ შორის იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიაში.
28 ივნისი 2026, 13:28
სამართალი
საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
28 ივნისი 2026, 13:25
სამართალი
სამართალდამცველებმა ძებნაში მყოფი სამი არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდნენ და მათ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდათ შეფარდებული.
28 ივნისი 2026, 13:25
პოლიტიკა
ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ბექა დვალი დაინიშნა
„სხვადასხვა დროს გახლდათ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
28 ივნისი 2026, 13:25
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავა
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავეების ვინაობა მალევე დაადგინეს და ბრალდებულების სახით რუსთავში დააკავეს, ხოლო ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
28 ივნისი 2026, 13:05
თავდაცვა
თავდაცვის ძალებში სამხედრო სწავლებები ჩატარდა
აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადამ ვაზიანის სასროლეთზე საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა. სწავლებაში ინტეგრირებულად მოქმედებდა სადაზვერვო, ცეცხლის მართვისა და საცეცხლე ელემენტები, რამაც


