გუდაურში ახალი საბაგიროების მშენებლობისთვის 75 მილიონ ლარამდე დაიხარჯება
გუდაურში მომხდარი
უბედური შემთხვევა
ფოტო: არქივი
შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანია" გუდაურში ახალი საბაგიროს მშენებლობისთვის სამუშაოებს გამარტივებული შესყიდვით შეისყიდის. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 75 მილიონი ლარია. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
ახალი საბაგიროები 2018-19 წლის ზამთრის სეზონისთვის უნდა იყოს მზად. გუდაურში არსებული საბაგიროებიდან ,,პირველი" საბაგიროს და ,,სოლიკოს" დემონტაჟი და მათ ნაცვლად ახალი საბაგიროების მშენებლობა, ასევე ,,კუდების" საბაგიროს რეკონსტრუქცია/დამოკლება და მის მიმდებარედ ახალი საბაგიროს მშენებლობა იგეგმება.
გამარტივებულ შესყიდვაზე კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. წინადადებების განხილვა 15 მაისს სრულდება.
შეგახსენებთ, რომ გუდაურში უბედური შემთხვევა 16 მარტს მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახა.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ 11 ადამიანი დაშავდა.
გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ყველა სიახლე
08 აპრილი 2026, 08:34
რეგიონი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია გაიმართა
მუნიციპალიტეტის მერის ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დასუფთავდა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადგილი: გაითიბა სასაფლაოების ტერიტორია, მოწესრიგდა მისასვლელი გზები.
08 აპრილი 2026, 08:30
რეგიონი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ძველი ნაგავსაყრელის დახურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ძველი ნაგავსაყრელის დახურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია. ნაგავსაყრელის ექსპლუატაციის რესურსი ამოწურულია, რის გამოც ის დაიხურება მოქმედი კანონმდებლობისა და გარემოსდაცვითი ნორმების სრული დაცვით
08 აპრილი 2026, 08:27
რეგიონი
გორში, სოფელ რეხის საბავშვო ბაღის შენობა სრულად განახლდება და მოეწყობა ეზო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება ბაღის შენობა და მოეწყობა ეზო
08 აპრილი 2026, 08:24
რეგიონი
კახეთის რეგიონში სეტყვა იყო
სეტყვა იყო კახეთის რეგიონში. გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა ინფრასტრუქტურული, მრავალწლიანი და ერთწლიანი ნარგავების დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
08 აპრილი 2026, 08:14
საზოგადოება
მეუფე საბას თქმით, პატრიარქის მიერ ტახტის მოსაყდრედ მეუფე შიოს გამოცხადება არ იყო ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება
პატრიარქი იყო ამის გამგრძელებელი და, ჩემი აზრით, ამის გამგრძელებელი დღევანდელ საქართველოში არის მეუფე შიო. არა მარტო იმიტომ, რომ ის იქ იყო არჩეული და ამის შესახებ გამოკვლევები აქვს და წერდა, არამედ იმ სკოლის გავლის გათვალისწინებით, რომელიც გაიარა ბერულ ცხოვრებაში, ეს ძალიან ახლოს არის ამ ყველაფერთან. პატრიარქმა ეს ყველაფერი შეისწავლა და, ჩემი აზრით, თითქოს მეუფე შიოში დაინახა ამ ყველაფრის გამგრძელებელი, თითქოს თავის ახალგაზრდობას უყურებდა მასში“, - აღნიშნა მეუფემ.
08 აპრილი 2026, 08:00
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს მასშტაბით ნავარაუდევია ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს მასშტაბით ნავარაუდევია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.
08 აპრილი 2026, 04:39
მსოფლიო
CNN: წყაროს განცხადებით, ისრაელის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით
ისრაელის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული დროებითი ზავის გამო - აცხადებს საკითხში ჩახედული ისრაელური წყარო.
08 აპრილი 2026, 04:29
მსოფლიო
The Wall Street Journal: ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, აშშ-მა ირანში ყველა შეტევითი ოპერაცია შეაჩერა
ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, აშშ-მა ირანში ყველა შეტევითი ოპერაცია შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
08 აპრილი 2026, 04:13
მსოფლიო
პაკისტანის პრემიერი: მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ირანი და აშშ შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე - გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ
უდიდესი თავმდაბლობით, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები, თავიანთ მოკავშირეებთან ერთად, შეთანხმდნენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე ყველგან, მათ შორის ლიბანსა და სხვაგან - გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ, - განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა.
08 აპრილი 2026, 03:53
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ორი კვირის განმავლობაში, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლა შესაძლებელი იქნება ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციითა და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით
ირანი ორი კვირის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას დაუშვებს იმ შემთხვევაში, თუ გემები კოორდინაციას ირანის შეიარაღებულ ძალებთან გაივლიან, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
08 აპრილი 2026, 03:39
მსოფლიო
AXIOS: პარასკევს ისლამაბადში იგეგმება აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი
პარასკევს ისლამაბადში იგეგმება აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მისაღწევად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
08 აპრილი 2026, 03:35
მსოფლიო
The New York Times: ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო იერიშები ირანზე შეჩერებულია
ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები შეაჩერეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
08 აპრილი 2026, 03:06
მსოფლიო
The New York Times: ირანმა პაკისტანის წინადადება ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიიღო
ირანმა პაკისტანის წინადადება ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
08 აპრილი 2026, 02:58
მსოფლიო
CNN: ისრაელი ცეცხლის დროებით შეწყვეტას დათანხმდა
ისრაელი შეუერთდა ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა.
08 აპრილი 2026, 02:36
მსოფლიო
ტრამპი: იმ პირობით, თუ ირანი დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას, თანახმა ვარ, ორი კვირის ვადით შევაჩერო ირანის დაბომბვა - ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა
პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან, შეჰბაზ შარიფთან და ფელდმარშალ ასიმ მუნირთან საუბრის საფუძველზე, რომლებმაც მთხოვეს, შემეჩერებინა დამანგრეველი ძალა, რომელიც ამაღამ ირანისკენ იყო მიმართული - და იმ პირობით, თუ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას - თანახმა ვარ, ორი კვირის ვადით შევაჩერო ირანის დაბომბვა და მასზე თავდასხმა - ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
08 აპრილი 2026, 02:31
მსოფლიო
CBS News: პაკისტანური წყაროების ცნობით, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, შეჰბაზ შარიფი ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღნიშნულ ინფორმაციას CBS News-ს მოლაპარაკებებთან დაახლოებული პაკისტანის სამთავრობო პირები და საკითხში ჩახედული წყაროები უდასტურებენ.
08 აპრილი 2026, 01:24
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი დონალდ ტრამპის მიერ ირანის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში „ძალიან შეშფოთებულია“ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებებით, რომლებიც ირანის წინააღმდეგ „მთელი ცივილიზაციის“ განადგურების მუქარას შეიცავდა. აღნიშნული ინფორმაცია სამშაბათს, 7 აპრილს, გენერალური მდივნის პრესსპიკერმა გაავრცელა.
08 აპრილი 2026, 00:57
მსოფლიო
CNN: წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც პაკისტანმა ტრამპს ირანისთვის დაწესებული ბოლო ვადის გახანგრძლივება სთხოვა, მალე „კარგი ამბებია“ მოსალოდნელი
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა მეომარ მხარეებს მოუწოდა, დაიცვან ორკვირიანი ზავი, რათა „დიპლომატიას მიეცეს საშუალება, მიაღწიოს ომის საბოლოო შეწყვეტას“.
08 აპრილი 2026, 00:41
მსოფლიო
თეთრი სახლი: ტრამპი უპასუხებს წინადადებას ირანისთვის დაწესებული ბოლო ვადის ორი კვირით გადაწევის შესახებ
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა NBC News-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი უპასუხებს პაკისტანის პრემიერ-მინისტრის წინადადებას ირანისთვის დაწესებული ბოლო ვადის ორი კვირით გადაწევის შესახებ.
08 აპრილი 2026, 00:32
მსოფლიო
ტრამპი: ირანის მოწოდება ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ფარის გამოყენების შესახებ სრულიად უკანონოა
NBC News-თან მოკლე სატელეფონო საუბრისას, პრეზიდენტმა ტრამპმა უარი თქვა ირანელებთან მიმდინარე მოლაპარაკებების სტატუსის შესახებ რაიმე განახლებული ინფორმაციის გაჟღერებაზე, თუმცა მკაცრად გააკრიტიკა ირანის მოწოდება ახალგაზრდებისადმი, რომ მათ ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალ ფარად დაიკავონ ადგილები.


