imedi /  17 მარტი 2018, 13:31 / სანდო წყარო

მსოფლიოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე მომხდარი ავარიები. სტატისტიკა

შვეიცარიის ალპები

შვეიცარიის ალპები

სამთო-სათხილამურო კურორტების თითქმის 70-წლიანი არსებობის განმავლობაში უამრავი ავარია და უბედური შემთხვევა მოხდა. სპეციალისტები საბაგირო სავარძლებს სნოუბორდისტების სიცოცხლისთვის ბუნებრივ სტიქიებზე დიდ საფრთხედ მიიჩნევენ. ასეთ ინციდენტებს თავად სპორტის ამ სახეობების მოყვარულები აღრიცხავენ. მათი ინფორმაციით, 2010 წლისთვის მოთხილამურეებისათვის ყველაზე სახიფათო ადგილად ავსტრია რჩებოდა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობდა ადამიანებისთვის მიყენებული ზიანისა და უბედური შემთხვევების სტატისტიკით. 

ამ სიაში მხოლოდ მასშტაბური ავარიებია, რომლებსაც ემსხვერპლა 1 ადამიანი მაინც, ან დაშავდა 10 ტურისტზე მეტი. ჩამონათვალშია 1991 წლის თბილისის ტრაგედიაც.

1947 წლის 9 აპრილი, Monte Serrate, სან-პაულუ, ბრაზილია. დაიღუპა 1, დაშავდა 6 ადამიანი. მონტე სარატეში ფუნიკულორს 30 ადამიანი გადაჰყავდა, როდესაც ფოლადის გვარლი გაწყდა. დაიღუპა ერთი ქალი, კიდევ 6 ადამიანი დაშავდა.

1956 წლის 26 ივლისი, როუ-მაუნთინი, ნიუ-ჰემფშირი, აშშ: დაიღუპა 1, დაშავდა - 7 ადამიანი. ავარიის დროს საბაგირო სავარძელზე 30 ადამიანი იყო. ეს გახლდათ ისტორიაში საბაგირო სავარძელზე მომხდარი პირველი ინციდენტი.

1957 წლის 10 აგვისტო, კონიე, ვალ დაოსტა, იტალია: 1 დაღუპული, 11 დაშავებული. საბაგიროზე ავარია მუშების გადაყვანის დროს მოხდა.

1960 წლის 15 აგვისტო, მონტე-ფაიტო, ნეაპოლი, იტალია: 2 დაღუპული. საბაგირო სარკინიგზო ხაზების თავზე გადიოდა, სადაც მოხდა კიდეც ავარია.

1961 წლის 29 აგვისტო, Aiguille du Midi, მონბლანი, საფრანგეთი: 6 დაღუპული. საბაგირო გზა Vallee Blanche-ს, რომელიც იტალიურ კურმაიორს ფრანგულ შამონისთან აკავშირებდა, საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალთა გამანადგურებელი F-84F დაეჯახა. დაიღუპა 6 ადამიანი, კიდევ 81 მგზავრის გადარჩენა მხოლოდ 20 საათის შემდეგ მოხერხდა. ამ ავარიაში თვითფრინავი არ დაზიანებულა და უსაფრთხოდ დაეშვა აეროდრომზე.

1965 წლის 5 სექტემბერი, ლინკოლნი, ნებრასკა, აშშ: დაიღუპა 2, დაშავდა - 48 ადამიანი. საბაგირო გზის ორი ფოლადის კოშკი ბაზრობაზე მყოფ ხალხის მასას დაეცა.

1965 წლის 25 დეკემბერი, პიუი დე სანსი, საფრანგეთი: 7 დაღუპული, 10 დაშავებული. 1965 წლის შობაზე, ძლიერი ქარის გამო, საბაგიროს მოწყდა გონდოლა, რომელზეც 17 ტურისტი იყო.

1966 წლის 9 ივლისი, Aiguille du Midi, მონბლანი, საფრანგეთი: დაიღუპა 2 ადამიანი, 16 დაშავდა. ვაგონებში სულ 80 ადამიანი იყო. ტრაგედია მოხდა იმის მიუხედავად, რომ საბაგირო დილით შეამოწმეს. სამი გონდოლა სამაგრს მოწყდა და მყინვარის თავზე დაეკიდა.

1968 წლის 15 ივნისი, რატონ პასი, ნიუ-მექსიკო, აშშ: 1 დაღუპული, 7 დაშავებული.
კურორტს სკოლის მოსწავლეების დიდი ჯგუფი ეწვია. სავარძლებიანი საბაგირო გზა გადაიტვირთა და საპირისპირო მხარეს დატრიალდა. მოსწავლეებმა საბაგიროს დამუხრუჭება სცადეს და ფეხებით მიწას მყარად მოეკიდნენ. სისტემამ ქცევა ავარიად აღიქვა და მკვეთრად დაამუხრუჭა. ბიძგისგან მგზავრები სავარძლებიდან გადაცვივდნენ.

1971 წლის 1 აგვისტო, Alagna Valsesia, იტალია: 4 დაღუპული.
წინ მიმავალი გონდოლა სამაგრს მოწყდა, დაცურდა და უკან მიმავალ კაბინას დაეჯახა.

1972 წლის 2 ივლისი, Bettmeralp, შვეიცარია: 12 დაღუპული, 2 დაშავებული. კატასტროფის დღეს საწევი ბაგირი გაწყდა და კაბინა, რომელშიც 14 მგზავრი იყო სადგურის ბეტონის საყრდენს დაეჯახა.

1972 წლის 26 ოქტომბერი, Les Deux, ალპები, საფრანგეთი: 9 დაღუპული. საბაგირო გზის გამოცდის დროს 2 კაბინა ერთმანეთს დაეჯახა.

1976 წლის 9 მარტი, Cavalese, იტალია: 42 დაღუპული, 1 დაშავებული. ფოლადის გვარლი გაწყდა და კაბინა ჩავარდა. 43 მგზავრიდან მხოლოდ 14 წლის გოგო ალესანდრა პიუვეზანი გადარჩა.

1976 წლის 26 მარტი, Vail, კოლორადო, აშშ: 4 დაღუპული, 5 დაშავებული. ცუდად მოვლილი საბაგიროს ფოლადის გვარლი გაწყდა და ორი გონდოლა ჩავარდა.

1978 წლის 15 აპრილი, სკვო-ველი, კალიფორნია, აშშ: 4 დაღუპული, 32 დაშავებული. ქარბუქის დროს ვაგონი, რომელშიც 44 მგზავრი იყო რელსებიდან გადავიდა და 23 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მუხრუჭმა ვაგონს ბოლომდე დაცემის საშუალება არ მისცა, მაგრამ ბიძგისგან ვაგონს იატაკი მოწყდა და 12 ადამიანი მიწაზე დავარდა. სამი ადგილზე დაიღუპა, ერთი - საავადმყოფოში.  

1981 წლის 5 აპრილი, კალიფორნია, აშშ: 17 დაშავებული. იმის გამო, რომ სიმაღლეზე ასვლის დროს ზოგიერთი ტურისტი სავარძლებს არყევდა, რამდენიმე სავარძელი საყრდენ ბოძებს დაეჯახა. ავარიის მიზეზად მგზავრები მიიჩნიეს.

1983 წლის 29 იანვარი, სენტოსა, სინგაპური: 7 დაღუპული, 1 დაშავებული. ფუნიკულორის ორი კაბინა ზღვაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც საბაგირო გზის გვარლი ნავთობმომპოვებელ გემს წამოეგო. 13 ადამიანი ვერტმფრენებით გადაარჩინეს.

1983 წლის 13 თებერვალი, ვალ დაოსტა, იტალია: 11 დაღუპული. ერთი კაბინა სამაგრს მოწყდა და კიდევ ორ კაბინას დაეჯახა. სამივე მიწაზე დაეცა.

1984 წლის 4 თებერვალი, Powderhorn, მიჩიგანი, აშშ: 1 დაღუპული, 8 დაშავებული. საბაგიროს თანამშრომელი, რომელიც მცირე ხარვეზის გამოსწორებას ცდილობდა, გვარლში გაიხლართა. შედეგად თავად მუშა დაიღუპა, კიდევ 8 მგზავრი დაშავდა, რომლებიც სავარძლებიდან გადაცვივდნენ.

1985 წლის 14 დეკემბერი, Keystone, კოლორადო, აშშ: 2 დაღუპული, 48 დაშავებული. კომპანია Lift Engineering-ის (Yan) ცუდი ხარისხით აწყობილი საბგიროს გამო ავარია მოხდა, რომლის დროსაც სავარძლებიდან 50 ადამიანი გადავარდა.

1987 წლის 1 მარტი, Luz-Ardiden, Huates- Pyrénées, საფრანგეთი: 6 დაღუპული, 87 დაშავებული. საბაგირო გზის ერთდროულად 50 სავარძელი გვარლს მოწყდა და მიწაზე დაეცა. 6 ადამიანი დაიღუპა, 87 დაშავებულიდან 41-მა სერიოზული ტრავმები მიიღო.

1989 წლის 13 იანვარი, Alpe d'Huez, საფრანგეთი: 8 დაღუპული. გარემონტებული საბაგიროს გამოცდის დროს ერთ-ერთი კაბინა კაბელს მოწყდა და მოკლა 8 ტექნიკოსი. არაგანზრახ მლვლელობაში დამნაშავედ ცნეს კომპანიის 3 თანამდებობის პირი, რომლებსაც პირობითი განაჩენები გამოუტანეს და ჯარიმები დააკისრეს.

1990 წლის 1 ივნისი, თბილისი, საქართველო: 21 დაღუპული. რამდენიმე კაბინა ფოლადის გვარლს მოწყდა, დაშვების დროს დანარჩენებს დაეჯახა და შემდეგ ყველა ერთად სადგურს შეეჯახა. ავარიის მიზეზი კაბინების გადატვირთულობა და საბაგირო გზის არასწორი მონტაჟი და ექსპლუატაცია იყო.

1991 წლის 24 ნოემბერი, Pico Espejo, ვენესუელა: 2 დაღუპული. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან საბაგიროზე ავარიამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თავად ამ საბაგიროს მშენებლობის დროს 1958 წელს 5 ადამიანი დაიღუპა.  

1992 წლის 29 იანვარი, Nassfeld, ავსტრია: 4 დაღუპული, 9 დაშავებული. საბაგიროზე ავარიის დროს კაბინიდან რამდენიმე ადამიანი გადავარდა.

1993 წლის 4 აპრილი, Sierra Ski, კალიფორნია, აშშ: 1 დაღუპული, 1 დაშავებული. საბაგიროს სავარძლებთან თამაშის დროს 9 წლის ბავშვი დაიღუპა, მისი 14 წლის მეგობარი დაშავდა.

1993 წლის 28 აგვისტო, მონტე სოლარო, იტალია: 1 დაღუპული, 10 დაშავებული. ტრაგედია კუნძულ კაპრიზე, სამთო-სათხილამურო კურორტზე ხანძრის გამო მოხდა. მგზავრების ნაწილი, რომელიც კვამლის და ცეცხლისგან გადარჩენაც დილობდა, კაბინებიდან გადახტა. უკანასკნელი მგზავრი საბაგიროდან 40 საათის შემდეგ ჩამოიყვანეს. 

1995 წლის 23 დეკემბერი, Whistler, კანადა: დაიღუპა 2 ადამიანი, 10 დაშავდა. სისტემის არასწორი წყობის და პროექტირების გამო გვარლს ოთხი სავარძელი მოწყდა.

1996 წლის 12 ოქტომბერი, კვებეკი, კანადა: 1 დაღუპული, 15 დაშავებული. ფუნიკულორი, რომლის  ბორტზეც 16 ტურისტი იყო, საბაზო სადგურს შეეჯახა. მიზეზად მუხრუჭების გაუმართაობა დასახელდა.

1996 წლის 6 დეკემბერი, Snow Valley, ონტარიო, კანადა: დაიღუპა 1 ადამიანი, 1 დაშავდა. თხილამურის ინსტრუქტორი დაიღუპა, როდესაც სავარძელი რომელზეც ის იჯდა, საყრდენ ბოძს დაეჯახა.

1996 წლის 14 დეკემბერი, Riederalp, შვეიცარია: 1 დაღუპული, 18 დაშავებული. საბაზო სადგურზე მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლის გამო მიწაზე 3 გონდოლა ჩავარდა.

1998 წლის 3 თებერვალი, Cavalese, იტალია: 20 დაღუპული. საბაგირო გზის გვარლი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა გამანადგურებელმა დააზიანა. 20 ადამიანი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ყველა დაიღუპა.

1999 წლის 1 ივლისი, სენტ-ეტიენი, Devoluy, საფრანგეთი: 20 დაღუპული. გონდოლა გვარლს მოწყდა და მიწას დაეჯახა. საბაგირო, ბურეს ობსერვატორიას ემსახურებოდა და ტურისტებისათვის დაიკეტა.

1999 წლის 26 დეკემბერი, Crans Montana, შვეიცარია: 1 დაღუპული, 4 დაშავებული. ძლიერი ქარის დროს (წამში 42 მეტრის სიჩქარე) მოგლეჯილი ხე საბაგირო გზის გვარლს დაეცა.
 
2000 წლის 6 ივლისი, Oberstdorf, გერმანია: 32 ადამიანი დაშავდა. ელექტრონული სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო, საბაგირო გზის 2 კაბინა ბეტონის კედელს დაეჯახა.

2000 წლის 11 ნოემბერი, კაპრუნი, ავსტრია: 155 დაღუპული. საბაგირო გზის გვირაბში ხანძრის დროს 2 ფუნიკულიორი დაიწვა. ხანძარს 155 ადამიანი ემსხვერპლა.

2001 წლის 1 თებერვალი, სან-ფრანცისკო, აშშ: 1 დაღუპული, 7 დაშავებული. Lift Engineering (Yan) ვაგონები ერთმანეთს დაეჯახა.

2003 წლის 3 იანვარი, არტურს სიტი, მელბურნი, ავსტრალია: 18 დაშავებული. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ამ საბაგიროზე კიდევ ორი ავარია მოხდა. მისი მფლობელი მოგვიანებით გაასამართლეს და საბაგირო გზა დაიკეტა.

2003 წლის 19 ოქტომბერი, დარჯილინგი, ინდოეთი: 4 დაღუპული, 11 დაშავებული. სამი ვაგონი 30 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა. ასეთი ავარიისთვის მსხვერპლის რაოდენობა მინიმალური იყო.

2005 წლის 5 სექტემბერი, ზელდენი, ავსტრია: 9 დაღუპული, 10 დაშავებული. ვერტმფრენს, რომელიც სამშენებლო მოედანზე მუშაობდა, მასზე მიმაგრებული 750-კილოგრამიანი ბეტონის ბლოკი მოწყდა, რომელიც ერთ-ერთ გონდოლას დაეცა. დარტყმისგან საბაგირო გზა მკვეთრად შეირყა და სხვა ვაგონების მგზავრები ფანჯრებიდან გადაცვივდნენ.

2007 წლის 24 მაისი, ცილერტალი, ავსტრია: 1 დაღუპული, 2 დაშავებული. საბაგირო გზის ტესტირების დროს ლიფტის კაბინა 40 მეტრიდან გადავარდა. კაბინაში 3 მუშა იყო.

2008 წლის 3 იანვარი, გრინდელვალდი, შვეიცარია: 1 დაღუპული, 3 დაშავებული. ძალიერი ქარის გამო საბაგირო გზის გვარლს რამდენიმე სავარძელი მოწყდა.

2009 წლის 17 დეკემბერი, ვისკონსინი, აშშ: 14 დაშავებული. საბაგიროს გადატვირთვის გამო სავარძლები მკვეთრად ირყეოდა წინ ან უკან. მგზავრების დიდი ნაწილი სავარძლებიდან გადაცვივდა.

ბოლო წლებში მომხდარი მსგავი ავარიის შესახებ ინფორმაციის გაცნობაამ ბმულზე შეგიძლიათ.

ყველა სიახლე

დონალდ ტუსკი

10 სექტემბერი 2026, 21:57

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში

პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

10 სექტემბერი 2026, 21:51

მსოფლიო

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ განჟა იუწყება.

10 სექტემბერი 2026, 20:49

პოლიტიკა

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უბიძგებს თუ არა გერმანიის ფედერალურ მიწაზე, საქსონია-ანჰალტში, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვება ევროკავშირის ხელმძღვანელობას სადამსჯელო ზომებისკენ.

10 სექტემბერი 2026, 20:44

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ,1886 საბავშვო ბაღს შეამოწმებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უსაფრთხო, ბალანსირებული და ჯანსაღი კვება საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის. სურსათის ეროვნული სააგენტო ბაღების მონიტორინგს აწარმოებს. შემოწმდება 1886 ბაღი, მათ შორის 241 კერძო ბაღია.

10 სექტემბერი 2026, 20:43

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

10 სექტემბერი 2026, 20:40

პოლიტიკა

ყველა ყველას წინააღმდეგ - ოპოზიციაში მწვავე ურთიერთბრალდებები ახალ ძალებს იკრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყველა ყველას წინააღმდეგ - საჯარო სივრცეში დაწყებული დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. ნიკა გვარამიას მიერ ყოფილი თანაპარტიელების თუ კოლეგების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, ადრესატების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა.

ლევან მახაშვილი

10 სექტემბერი 2026, 20:38

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: მათ უნდა დაეკითხო ყველაფერს ვისთან გქონდეს ურთიერთობა, როდის ისუნთქო და რამდენი. ასეთ აბსურდამდე მივიდა არასწორი პოლიტიკა

მათ უნდა დაეკითხო ყველაფერს, ვისთან გქონდეს ურთიერთობა, როდის ისუნთქო და რამდენი - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.

ეკა კუპატაძე

10 სექტემბერი 2026, 20:38

სამართალი

ეკა კუპატაძე ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ: სასამართლო პროცესზე ლეკიშვილი იცინოდა, უტეხად მიყურებდა. ანასტასია ბერუაშვილზეც მინდა ვთქვა, ჩემი აზრით ეს გოგო შეურაცხადია იმიტომ, რომ მეჭყანებოდა სასამართლო პროცესზე

გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო გაიმართა. სხდომაზე იმყოფებოდა ორივე ბრალდებული. ასევე, პროცესს ესწრებოდა გიგა ავალიანის დედაც.

10 სექტემბერი 2026, 20:32

პოლიტიკა

კონფლიქტების გაღვივება დიპლომატიური დარეგულირების ნაცვლად - ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების დამაზიანებელი განცხადებები. მარტა კოსი მომავალ წევრებს „მაგასთან“ თანამშრომლობას უკრძალავს. როგორ აფასებს კოსის განცხადებას მმართველი გუნდი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მარტა კოსი მომავალ წევრებს ტრამპის ორგანიზაცია „მაგასთან“ თანამშრომლობას უკრძალავს. ამ მოწოდების საპასუხოდ ხელისუფლება ამბობს, რომ არ აპირებს მაგასთან ურთიერთობები გაწყვიტოს.

10 სექტემბერი 2026, 20:31

სამართალი

სასამართლო პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - რა გადაწყვეტილებები მიიღეს მოსამართლეებმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისი, მცხეთა, გორი, ქუთაისი - რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს.

ირაკლი კირცხალია

10 სექტემბერი 2026, 20:30

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის - ომი და თავდადება. არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი დესტრუქციული განცხადებები

ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა, პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის - ომი და თავდადება. არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი დესტრუქციული განცხადებები, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

მედეა ცირამუა

10 სექტემბერი 2026, 20:30

სამართალი

პროკურორი ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის გამოკითხვის შემდეგ: ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მათი ურთიერთობა კორესპონდენტის და რესპონდენტის ურთიერთობას არ გაცდენია. როგორც მოწმემ განაცხადა, თუ კი ლაზარე ჯორბენაძისთვის მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნის ფაქტს ექნებოდა ადგილი, ასეთი ინფორმაცია ექნებოდა

ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მათი ურთიერთობა კორესპონდენტის და რესპონდენტის ურთიერთობას არ გასცდენია. როგორც მოწმემ განაცხადა, თუ კი ლაზარე ჯორბენაძისთვის მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნის ფაქტს ექნებოდა ადგილი, ასეთი ინფორმაცია ექნებოდა - განაცხადა პროკურორმა მედეა ცირამუამ, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

10 სექტემბერი 2026, 20:24

სამართალი

ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე სასამართლოში გამოიკითხა: ეს ინტერვიუ იმდენად სკანდალური იყო და იმდენად ისეთი სიტუაცია იყო, რომ ეჭვი, რომ მეპარებოდა იმიტომ ვკითხე ათჯერ და თხუთმეტჯერ, რომ თქვენი თვალით ნახეთ?! ნამდვილად ნახეთ?!

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე გამოიკითხა. მან ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს, მოსამართლის, თანდასწრებით უპასუხა. ჩუბინიძე ლაზარე ჯორბენაძესთან სატელეფონო საუბრის მთავარი ფიგურანტია, სადაც საუბარი დავით გარეჯის გასხვისებას ეხებოდა.

10 სექტემბერი 2026, 20:19

მსოფლიო

The New York Times: ხუთშაბათს ნავთობის ფასმა ბარელზე 105 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ხუთშაბათს ნავთობის ფასმა ბარელზე 105 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

10 სექტემბერი 2026, 20:15

პოლიტიკა

პარიზის გლობალური სამიტი დასრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო შეუერთდა კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე, სამიტის ფარგლებში მიღებულ სამ დეკლარაციას. ის, რომ საქართველო ამ დისკუსიის ნაწილია, ქართული დელეგაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია.

10 სექტემბერი 2026, 20:07

ეკონომიკა

თორნიკე სულაბერიძე: ინვესტიციების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ექსპორტისა და ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის, ჩინეთში გამართულ CIFTIS-ის გამოფენაზე

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, ბიზნესგარემოსა და ტექნოლოგიურ ეკოსისტემას, - განაცხაა ინვესტიციების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ, რომელიც პეკინში მიმდინარე მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში (China International Fair for Trade in Services – CIFTIS) მონაწილეობს.

შაკო კუჭაშვილი

10 სექტემბერი 2026, 19:42

პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი: მზაკვრობით, ვირეშმაკობითა და მოღალატეობრივი ქმედებებით ცნობილმა გახარიას პარტიამ, მომენტით ისარგებლა და სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბი განცხადებების გავრცელება დაიწყო - ზღვარს გადავიდა საზღვარგარეთელი პოლიტიკოსი და ძალიან ცდება, თუ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი უპასუხოდ დარჩება

მზაკვრობით, ვირეშმაკობითა და მოღალატეობრივი ქმედებებით ცნობილმა გახარიას პარტიამ მომენტით ისარგებლა და სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბი განცხადებების გავრცელება დაიწყო, - წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში.

10 სექტემბერი 2026, 19:29

მსოფლიო

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური: რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მდებარე ერთკილომეტრიან ზოლში სპეციალური სასაზღვრო რეჟიმი დაწესდა

რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მდებარე ერთკილომეტრიან ზოლში სპეციალური სასაზღვრო რეჟიმი დაწესდა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა.

10 სექტემბერი 2026, 19:09

პოლიტიკა

გახარიას პარტიის მხარდამჭერ ჯგუფში ვრცელდება თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც არის ყალბი და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

გახარიას პარტიის მხარდამჭერ ჯგუფში ვრცელდება თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც არის ყალბი და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

10 სექტემბერი 2026, 18:56

მსოფლიო

ევროპარლამენტის 100-ზე მეტმა წევრმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, ხელახლა დაიწყონ მოლაპარაკებები რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების შესახებ

ევროპარლამენტის 100-ზე მეტმა წევრმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, ხელახლა დაიწყონ მოლაპარაკებები რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების შესახებ.