პატრიარქის ფაქსიმილე და ბეჭედი დაიკარგა
დაიკარგა პატრიარქის ფაქსიმილე და ბეჭედი. უცნობია, ვინ მოიპარა ისინი, თუმცა, ცნობილია, რომ ფაქსიმილეს და ბეჭდის დაკარგვა პატრიარქის გერმანიაში წასვლას ემთხვევა. როგორც თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი აცხადებს, ილია მეორის ფაქსიმილე და ბეჭედი გამოიყენეს გერმანიისა და ავსტრიის ვაკანტური ეპარქიის შესავსებად, სადაც ყოვლად მოულოდნელად, დანიშნეს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე. მისი თქმით, ეს წმინდა სინოდის პრეროგატივა იყო და აქედანაც ჩანს, რომ რაღაც გარკვეულ მზაკვრობასთან გვაქვს საქმე.
დოკუმენტიდან, რომელიც "იმედის დროს" კონფიდენციალურმა და საპატრიარქოსთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა, ირკვევა, რომ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე ნამდვილად დაინიშნა გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დროებით მმართველად. დოკუმენტი 9 თებერვლით თარიღდება. ეს ის პერიოდია, როდესაც პატრიარქი ჯერ კიდევ გერმანიის "ჰელიოს ბერლინ ბუხის" კლინიკაში მკურნალობს.
"იმედის დროს" ცნობით, მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა, მისი დაწინაურება მისსავე ეპარქიაში დაადასტურეს.
ბეჭდის და ფაქსიმილეს მოპარვა, შესაძლოა, პირდაპირ კავშირში იყოს პატრიარქის ანდერძის გაყალბებასთან. ამას ჟურნალისტთან პირად საუბარში ანონიმური წყარო, საჯაროდ კი თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ადასტურებს.
"თუკი კათოლიკოსი უნებლიეთ, ოპერაციის შედეგად გადაყვებოდა ოპერაციას, ამ შემთხვევაში მათ სასწრაფო წესით უნდა გამოეცხადებინათ მემკვიდრე. ეს იქნებოდა, ცხადია, გაყალბებული დოკუმენტი", - აცხადებს ტიგინაშვილი.
ემზადებოდნენ თუ არა პატრიარქის სიცოცხლეშივე ეკლესიის დროებითი მმართველისთვის და ჰქონდა თუ არა ფუნქცია ამ პროცესში მიტროპოლიტ გერასიმე შარაშენიძეს, წყაროს ინფორმაციით, გამოძიება, ავარაუდოდ, ამ სკანდალურ ფაქტებსაც სწავლობს.
მეუფე გერასიმე სკანდალში რემდენიმე კვირის წინაც გაეხვა, მაშინ, როდესაც გერმანიაში ჩაწერილი პატრიარქის მიმართვა მისივე ეპარქიის ფეისბუქ გვრდზე აიტვირთა, ოღონდ დამონტაჟებული ვერსიით.
დამონტაჟებული მიმართვის ამბავი ბოლომდე გარკვეული არ არის. ერთადერთი, ვინც ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა, პატრიარქის ძმისშვილი მიტროპოლიტი დიმიტრია, რომელიც მიმართვის ჩაწერის პროცესს ესწრებოდა. ის ამბობს, რომ ფრაზა ილია მეორესთან შეთანხმებით ამოჭრეს.
შესაძლო მოწამვლის ფაქტზე დღემდე მხოლოდ სპეკულაციები ვრცელდება. "იმედის დროს" საპატრიარქოსთან დაახლოებული წყარო ადასტურებს, რომ უნდა მომხდარიყო არა ხოლოდ უწმინდესის, არამედ სხვა მაღალი იერარქიის საერო და სასულიერო პირების მოწამვლა.
ასევე, მისი მონაყოლიდან ირკვევა, რომ, სავარაუდოდ, ციანიდს პატრიარქამდე მიიტანდა ადამიანი, რომელიც უწმინდესს უვლის, მის გვერდითაა და ხშირად ჭამაშიც ეხმარება. ასეთი პირი, "იმედის დროს" ცობით, რამდეიმეა - მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, პატრიარქის თანამესაკნე დედა ალექსანდრა და ასევე მისი თანამესაკნე მამა დავით ჭინჭარაული.
"იმედის დრომ" სკანდალური ინფორმაცია საპატრიარქოსთან დაახლოებულ რამენიმე პირთან გადაამოწმა, თუმცა, ერთადერთი, ვინც ამ თემაზე ღიად საუბრობს, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძეა, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლება მოწამვლის ფაქტს არ გაასაჯაროებდა და ბუნებრივ პროცესს დააბრალებდა.
"იმედის დროს"ინფორმაციით, საქმეში დევს რამდენიმესაათიანი აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. მასში სავარაუდოდ, ბრალდებულის და მოწმის გარდა, სხვა პირებიც ფიგურირებენ. შესაძლოა ირაკლი მამალაძის გარდა, იყოს კიდევ ერთი ჟურნალისტი და მაღალი იერარქიის სასულიერო პირი.
წყაროს მიერ მოწოდებული ამ ინფორმაციის ნაწილი ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დაადასტურა.
რეზონანსული საქმის დეტალები ჯერ ისევ ბუნდოვანია. ბუნდოვანია ისიც, თუ რატომ არ დაკითხა პროკურატურამ მამა გირგი მამალაძე, რომელიც მზად იყო, რამდენიმე დღიანი დუმილი დაერღვია. გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა შორენა თეთრუაშვილიც, თუმცა, მისი დაკითხვაც არ მომხდარა.
დეკანოზის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ ბრალდებულის დაკითხვის შემდეგ საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთება, რაც მამალაძის ციანიდთან შემხებლობას გამორიცხავს.
მოლოდინია, რომ ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის ჩვენება საქმეშიც და საპატრიარქოშიც ბევრ გარემოებას შეცვლის. ცვლილებები უკვე დაწყებულია და ჩვენება სავარაუდოდ ამ პროცესს ხელს შეუწყობს.
ამ დროისთვის მამა მიქაელ ბოტკოველი აღარ არის პატრიარქის მდივანი; პატრიარქს აღარ იცავს მისივე ნათესავი, დიმირტი შიოლაშვილის სიძე სოსო ოხანაშვილი; საპატრიარქოდან დაითხოვეს დაცვის 17 წევრი; ილია მეორის დაცვის სამსახური ზურაბ ბუჩუკურს ჩააბარეს.
"იმედის დროს" ინფორმაციით, 23 თებერვალს საპატრიარქოში ჩხრეკა ჩატარდა, რომლის შედეგად სამართალდამცველებმა სხვასხვა ტიპის საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. იარაღის საქმე, შესაძლოა, ან ციანიდის საქმის მნიშვნელოვანი დეტალი, ან სულაც საპატრიარქოსთვის ახალი სკანდალი გახდეს.
ყველა სიახლე
12 სექტემბერი 2026, 17:24
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს - გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან, გია ბარამიძის თემაზე მე ჩემი პოზიცია გამოვხატე
ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს, - განუცხადა „ქრონიკას“ სატელეფონო საუბრისას „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით.
12 სექტემბერი 2026, 17:23
პოლიტიკა
ნიკა გვარამია იაგო ხვიჩიას: აი, შენს ეთერში ნათქვამის გამო უდანაშაულო კაცს რომ ხელებზე ბორკილებს დაადებენ, რეალურად, ტყვედ აიყვანენ და არათუ სიტყვას არ დაძრავ მის დასაცავად, მთლად რამიშვილის სტუდიაში დაჯდები და გიჟივით კიდევ გვარამიას 400 კილო ფულზე და საარჩევნო ბიულეტენიდან კოალიციის ამოშლაზე ილაპარაკებ, აი ამისთვის კი უნდა გაიპ.ზდო, საშვილიშვილოდ რომ გახსოვდეს
„ახლახან იაგო ხვიჩიას ვიდეო ამომიგდო, სადაც ამბობს, გვარამიას ოფისში 400 კილოგრამი ფული შეიტანესო. ნუ, გუშინ უკეთეს მდგომარეობაში ვიყავი: უბრალოდ, დავრბოდი და ვყვიროდი: მერაბი ვარ, კოსტავა-თქო. დღეს მთლად 400 კილოთი დავმძიმდი“.
12 სექტემბერი 2026, 17:19
სამართალი
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
12 სექტემბერი 2026, 17:04
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ პროპაგანდაზე: ტრამპის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული, რომელთაგან არაფერი ჯდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დღის წესრიგში. შესაბამისად, ამ ძალების მართული აგენტურა - პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები - ყველანაირად ეცდებიან ტრამპის ადმინისტრაციის „გაშავებას“
საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ მიზეზებს განმარტავს, რომელთა გამოც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი პროპაგანდისტი მედიასაშუალებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას დასცინიან და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.
12 სექტემბერი 2026, 16:50
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს
12 სექტემბერი 2026, 16:47
მსოფლიო
ტრამპი: სავარაუდოდ, საუდის არაბეთის ნავთობსადენზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია საუდის არაბეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი გაითიშა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 16:28
მსოფლიო
პესკოვი: თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.
12 სექტემბერი 2026, 16:12
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ირლანდიის გაერთიანების საკითხი განხილვას არ ექვემდებარება
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
12 სექტემბერი 2026, 15:50
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: მეზიზღება, როცა ვხედავ, თუ რა მოსდის ევროპას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეზიზღება, როცა ხედავს, თუ რა მოხდის დღეს ევროპას.
12 სექტემბერი 2026, 15:38
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ სიამოვნებით იხილავდა გაერთიანებულ ირლანდიას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიხოლ მარტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სიამოვნებით იხილავდა ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებას.
12 სექტემბერი 2026, 14:58
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი რადიკალებზე: მიხვდნენ, რომ აშშ-მა გადადგა ამერიკისთვის სწორი ნაბიჯები. მათთვის ტრამპიც საძულველია, ჩვენც საძულველი ვართ, ყველანაირი ადამიანი საძულველია, ვინც მათ ულტრალიბერალურ დღის წესრიგს არ მიჰყვება
ახლა მიხვდნენ, რომ აშშ-მა გადადგა ამერიკისთვის სწორი ნაბიჯები. მილიარდები, რომლებიც უცხო ქვეყნებში რევოლუციებისთვის იხარჯებოდა, ეს ორგანიზაციები გააუქმა, - განაცხადა ქართულ ოპოზიციასა და მის მედიასთან დაკავშირებით თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 14:56
საზოგადოება
ექვსი თვის წინ ჩამოყალიბებულმა დომინოს ფედერაციამ ფართომასშტაბიანი შესარჩევი ეტაპები ჩაატარა
ექვსი თვის წინ ჩამოყალიბებულმა დომინოს ფედერაციამ უკვე შეძლო ფართომასშტაბიანი შესარჩევი ეტაპების ჩატარება. თბილისის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა 1000-მდე მსურველმა მიიღო.
12 სექტემბერი 2026, 14:55
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ირანთან ომი ამერიკის კონგრესში ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება.
12 სექტემბერი 2026, 14:48
საზოგადოება
გივი მიქანაძე: საამაყოა, რომ რეგიონის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს საუნივერსიტეტო ტრადიციას, იძლევა მაღალი სტანდარტისა და ხარისხის განათლებას და ხელს უწყობს ახალგაზრდებისთვის არა მხოლოდ განათლების მიცემის, არამედ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
გვქონდა შესაძლებლობა მიგველოცა 300-ზე მეტი კურსდამთავრებულისთვის 4 ფაკულტეტის დამთავრება, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას.
12 სექტემბერი 2026, 14:36
მსოფლიო
ტრამპი ფიქრობს, რომ ფოლკლენდის კუნძულების პრობლემა მისი მოსაგვარებელი გახდება
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არგენტინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ფოლკლენდის კუნძულების გარშემო არსებული დავა მისი გადასაწყვეტი იქნება.
12 სექტემბერი 2026, 14:22
სამართალი
შსს: ამ ეტაპზე დადასტურებულია კესო დეკანოსიძის თვითმკვლელობის ფაქტი. უწყება სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს აქვეყნებს
შსს კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.
12 სექტემბერი 2026, 14:10
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ეს ყველაფერი მან კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება
ეს ყველაფერი მან კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით.
12 სექტემბერი 2026, 14:05
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს
საგამოძიებო უწყების განმარტებით, ბარამიძის ქმედებამ შელახა თავდაცვის ძალების რეპუტაცია, საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა. ის სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იაგო ხვიჩიას გადაცემაში უსაფუძვლო და გამოგონილი ინფორმაციის გავრცელებას ედავება.
12 სექტემბერი 2026, 13:56
მსოფლიო
Reuters: ტრამპი ირლანდიაში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის ლიდერებს შეხვდება და გოლფის ტურნირს დაესწრება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დუბლინში ჩავიდა, სადაც ირლანდიის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება, შემდეგ კი საკუთარ ერთ-ერთ კურორტზე გამართულ გოლფის ტურნირს დაესწრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 13:40
მსოფლიო
Reuters: სი ძინპინი, პირველად შვიდი წლის შემდეგ, ინდოეთში ჩავიდა
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ჩავიდა, სადაც ორგანიზაცია BRICS-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


