12 სექტემბერი 2026, 14:58 / სანდო წყარო

თენგიზ შარმანაშვილი რადიკალებზე: მიხვდნენ, რომ აშშ-მა გადადგა ამერიკისთვის სწორი ნაბიჯები. მათთვის ტრამპიც საძულველია, ჩვენც საძულველი ვართ, ყველანაირი ადამიანი საძულველია, ვინც მათ ულტრალიბერალურ დღის წესრიგს არ მიჰყვება

თენგიზ შარმანაშვილი

თენგიზ შარმანაშვილი

ახლა მიხვდნენ, რომ აშშ-მა გადადგა ამერიკისთვის სწორი ნაბიჯები. მილიარდები, რომლებიც უცხო ქვეყნებში რევოლუციებისთვის იხარჯებოდა, ეს ორგანიზაციები გააუქმა, - განაცხადა ქართულ ოპოზიციასა და მის მედიაზე საუბრისას თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, მათ სურთ მეგობრობდნენ იმ ამერიკელებთან, რომლებიც არიან ულტრარადიკალები, ულტრამემარცხენეები და ულტრალიბერალები.

„ჩვეულებრივი პოლიტიკური სექტაა და აქაური სექტანტები არიან იმ დიდი სექტის ნაწილი - მათ უნდათ იმეგობრონ იმ ამერიკელებთან, რომლებიც არიან ულტრარადიკალები, ულტრამემარცხენეები და ულტრალიბერალები. იქ თუ ვინმე, სხვა გაჭაჭანდა, ამერიკულ პოლიტიკაში, ის მათი მტერია. ასევე აკეთებენ ევროპელები. მარტა კოსმა ხომ განაცხადა, რომ მაგასთან ვისაც ექნება ურთიერთობა, ის ჩვენთან ვერ იმეგობრებს. მათთვის ტრამპიც საძულველია, ჩვენც საძულველი ვართ, ყველანაირი ადამიანი საძულველია, ვინც მათ, ამ ულტრალიბერალურ დღის წესრიგს არ მიჰყვება.

არხები, რომლებიც ფინანსდებიან და რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობიდან“ ან კრებსითი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ისინი ხარჯავენ ამაში ფულს, აი, ამ პროპაგანდას ეწევიან. ახლა მიხვდნენ, რომ აშშ-მა გადადგა ამერიკისთვის სწორი ნაბიჯები. მილიარდები, რომლებიც უცხო ქვეყნებში რევოლუციებისთვის იხარჯებოდა, ეს ორგანიზაციები გააუქმა და ეს ფული მოაკლდა ამ ხალხს. უკვე აღარ ფინანსდებიან - USAID-ი არ არის, NED-ი არ არის და ასე შემდეგ. ასეთ ვითარებაში, როდესაც ისინი ფინანსურ სარგებელს ვეღარ ხედავენ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციისგან, მათ წარმოდგენაში, როგორც იდეოლოგიურად, ასევე პრაგმატულად, ფულს რომ აღარ აძლევენ, არიან მტრები“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

ამერიკის ხელისუფლების სწორი პოლიტიკა ოპოზიციური მედიის მიერ წარმოებული ანტიამერიკული კამპანიის სამიზნე გახდა.

ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში, წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა და სტუმარმა, „ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარმა, გიგა ჯოხაძემ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია და პირადად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღია თავდასხმის, დაცინვისა და კრიტიკის ობიექტად აქციეს.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 15:50

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მეზიზღება, როცა ვხედავ, თუ რა მოსდის ევროპას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ეზიზღება, როცა ხედავს, თუ რა მოხდის დღეს ევროპას.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 15:38

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ სიამოვნებით იხილავდა გაერთიანებულ ირლანდიას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან მიხოლ მარტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სიამოვნებით იხილავდა ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებას.

12 სექტემბერი 2026, 14:56

საზოგადოება

ექვსი თვის წინ ჩამოყალიბებულმა დომინოს ფედერაციამ ფართომასშტაბიანი შესარჩევი ეტაპები ჩაატარა

ექვსი თვის წინ ჩამოყალიბებულმა დომინოს ფედერაციამ, უკვე შეძლო ფართომასშტაბიანი შესარჩევი ეტაპების ჩატარება. თბილისის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა 1000-მდე მსურველმა მიიღო.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 14:55

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ირანთან ომი ამერიკის კონგრესში ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება.

გივი მიქანაძე

12 სექტემბერი 2026, 14:48

საზოგადოება

გივი მიქანაძე: საამაყოა, რომ რეგიონის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს საუნივერსიტეტო ტრადიციას, იძლევა მაღალი სტანდარტის და ხარისხის განათლებას და ხელს უწყობს ახალგაზრდებისთვის არა მხოლოდ განათლების მიცემის, არამედ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას

გვქონდა შესაძლებლობა მიგველოცა 300-ზე მეტი კურსდამთავრებულისთვის 4 ფაკულტეტის დამთავრება, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 14:36

მსოფლიო

ტრამპი ფიქრობს, რომ ფოლკლენდის კუნძულების პრობლემა მისი მოსაგვარებელი გახდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არგენტინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ფოლკლენდის კუნძულების გარშემო არსებული დავა მისი გადასაწყვეტი იქნება.

12 სექტემბერი 2026, 14:22

სამართალი

შსს: ამ ეტაპზე დადასტურებულია კესო დეკანოსიძის თვითმკვლელობის ფაქტი. უწყება სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს აქვეყნებს

შსს კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.

ლევან მაჭავარიანი

12 სექტემბერი 2026, 14:10

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ეს ყველაფერი მან კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება

ეს ყველაფერი მან კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას.

12 სექტემბერი 2026, 14:05

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს

საგამოძიებო უწყების განმარტებით, ბარამიძის ქმედებამ დააზიანა თავდაცვის ძალების რეპუტაცია, საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა. ის სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, იაგო ხვიჩიას გადაცემაში გაკეთებულ, უსაფუძვლო და გამოგონილი ინფორმაციის გავრცელებას ედავება.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 13:56

მსოფლიო

Reuters: ტრამპი ირლანდიაში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის ლიდერებს შეხვდება და გოლფის ტურნირს დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დუბლინში ჩავიდა, სადაც ირლანდიის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება, შემდეგ კი საკუთარ ერთ-ერთ კურორტზე გამართულ გოლფის ტურნირს დაესწრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 13:40

მსოფლიო

Reuters: სი ძინპინი პირველად შვიდი წლის შემდეგ ინდოეთში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ჩავიდა, სადაც ორგანიზაცია BRICS-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 13:34

საზოგადოება

ზაფხულის პერიოდში საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი გაიზარდა

2026 წლის ზაფხულის სამი თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა, - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 13:14

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, ის მზადაა პუტინს აშშ-ში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა აშშ-ში დეკემბერში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.

12 სექტემბერი 2026, 13:13

საზოგადოება

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომისტთა რიგით მე-8 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ეკონომისტთა რიგით მე-8 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.

12 სექტემბერი 2026, 13:09

სპორტი

სპორტის მინისტრი საქართველოს მოკრივეთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა

სამინისტროს ინფორმაციით, ნაკრების წევრები ქალაქ წყალტუბოში ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებაზე იმყოფებიან. მინისტრმა მათ კონტინენტის პირველობაზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა და სპორტული ეკიპირება გადასცა.

12 სექტემბერი 2026, 12:40

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა რუსეთი „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გასამართ ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე ოფიციალურად მიიწვია

თეთრი სახლის წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსი ოფიციალური პირი მომავალ კვირას ჰიუსტონში „დიდი ოცეულის“ ენერგეტიკულ შეხვედრას დაესწრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 11:50

მსოფლიო

დონალდ ტრამპი 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლებზე: ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ. სწორედ ამიტომ ვიბრძვით დღეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა არასდროს ივიწყებს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს და სწორედ ამიტომ იბრძვის დღეს.

12 სექტემბერი 2026, 11:37

კულტურა

კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

კაია კალასი

12 სექტემბერი 2026, 11:32

მსოფლიო

კაია კალასი: ევროკავშირმა უნდა დაასანქციროს ებრაული დასახლებები ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო დასახლებებთან საქონლით ვაჭრობა უნდა აკრძალოს ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის შემთხვევაში. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.