თბილისში საწვავის ფასის ზრდას მოქალაქეები აქციით აპროტესტებენ
ამ წუთებში თბილისში აქცია „ერთად შევცვალოთ საწვავის ფასი“ მიმდინარებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი პროტესტის მიზეზი საწვავზე ფასის ხელოვნური ზრდაა.
აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქცია პერმანენტული იქნება და თბილისის პარალელურად აქცია საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.
აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად მანქანებით მსვლელობა წრიულად ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით დაიწყეს.
ყველა სიახლე
21 აგვისტო 2026, 14:19
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: რომ ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, ამ ხალხის ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის. ეს არის ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები
ამ ხალხს რომ ამას ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, ამ ხალხის ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის. ეს არის ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა.
21 აგვისტო 2026, 14:14
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების განცხადებაზე: სააკაშვილი რომ დარბოდა და სტრატეგიულ ობიექტებს აძლევდა რუსებს, მაშინ სად იყვნენ? გიგაურის ბელადი საზღვარზე რუსებს რომ ეპატიჟებოდა მობრძანდითო, ჩვენი ბიჭების ცხედრები ჯერ კიდევ ბრძოლის ველზე ეყარა - ეს მაშინ არ იყო შეშფოთების საფუძველი?!
სააკაშვილი რომ დარბოდა და სტრატეგიულ ობიექტებს აძლევდა რუსებს, მაშინ სად იყვნენ? ომი არ იყო დამთავრებული, რუსთაველზე რომ ტაშ-ფანდური გამართა, შეშფოთება რატომ არ გამოთქვეს გიგაურებმა და ხიდაშელებმა?, - ასე გამოეხმაურა დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების განცხადებას, სადაც საკუთარ თავს „საქართველოს პატრიოტებს" უწოდებენ და ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებენ.
21 აგვისტო 2026, 14:12
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს უმასპინძლა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს უმასპინძლა.
21 აგვისტო 2026, 14:12
მსოფლიო
გერმანული მედია: ბერლინთან ახლოს იპოვეს იარაღის სამალავი, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირდება
გერმანულმა სპეცსამსახურებმა ბერლინთან ახლოს, ბრანდენბურგის ტყეში, იარაღის პროფესიონალურად მოწყობილი სამალავი აღმოაჩინეს.
21 აგვისტო 2026, 14:11
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: სასაცილოა, როდესაც გიგაური და მისი კოლეგა „ენჯეოების“ წარმომადგენლები საკუთარ თავს პატრიოტებს უწოდებენ - ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას წლების განმავლობაში იმის სანაცვლოდ, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესები განვითარებულიყო
სასაცილოა, როდესაც გიგაური და მისი კოლეგა „ენჯეოების“ წარმომადგენლები საკუთარ თავს პატრიოტებს უწოდებენ - ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას წლების განმავლობაში იმის სანაცვლოდ, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესები განვითარებულიყო, - განაცხადა კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.
21 აგვისტო 2026, 13:52
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: რადიკალურ ოპოზიციას მოქმედი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთთან დიპლომატიური კავშირების ნორმალიზება არ აწყობს, რადგან ეს მათ მთავარ პოლიტიკურ ინსტრუმენტსა და ეგზისტენციალურ ნარატივს დააკარგვინებს
მარია ზახაროვას გუშინდელი მორიგი განცხადება იმის შესახებ, თითქოს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მხოლოდ „სააკაშვილის ტრაგიკული მემკვიდრეობის ნაწილია“, შერჩევითი ისტორიული მეხსიერების კლასიკური მაგალითია, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
21 აგვისტო 2026, 13:31
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში მცენარეთა დაცვის საშუალებების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში, პესტიციდების და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინეს.
21 აგვისტო 2026, 13:11
მსოფლიო
Euronews: ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ რუსეთის სავარაუდო აგრესიის შესაკავებლად ევროპას 100 000-მდე სამხედროს სწრაფი მობილიზებისა და განლაგების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს - ექსპერტები, თავის მხრივ, აღნიშნული ამოცანის შესრულების გზაზე არსებულ გამოწვევებზე მიუთითებენ
თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ რუსეთის სავარაუდო აგრესიის შესაკავებლად ევროპას 100 000-მდე სამხედროს სწრაფი მობილიზებისა და განლაგების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
21 აგვისტო 2026, 12:30
მსოფლიო
ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შემქმნელებს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, „მაშა და დათვი“ საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შემქმნელებს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ პორტალზე ხუთშაბათს, 20 აგვისტოს გამოქვეყნდა.
21 აგვისტო 2026, 12:28
ჯანდაცვა
ლევან ჯღარკავა: რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მმართველობაში არსებული მარნეულის ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერების, არსებული საჭიროებებისა და სამომავლო განვითარების საკითხებზე ლაბორატორიის დირექტორმა ლევან ჯღარკავამ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.
21 აგვისტო 2026, 12:21
საზოგადოება
აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა
აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დაცული ტერიტორიების მიმართულებით 12 გიდი გადაამზადა. ინფორმაციას ტურიზმის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
21 აგვისტო 2026, 12:20
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: რუსეთი მზადაა განიხილოს ახალი წინადადებები უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, თუმცა ნებისმიერი ინიციატივა „ადგილზე არსებულ რეალობას“ უნდა ემყარებოდეს
რუსეთი მზადაა განიხილოს ახალი წინადადებები უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, თუმცა ნებისმიერი ინიციატივა „ადგილზე არსებულ რეალობას“ უნდა ემყარებოდეს. ამის შესახებ რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატმა განაცხადა.
21 აგვისტო 2026, 12:20
საზოგადოება
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც გადაადგილების თვალსაზრისით სერიოზული დისკომფორტიც ახლავს თან.
21 აგვისტო 2026, 12:15
საზოგადოება
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ეს არ არის დისკომფორტი, რომელიც იმიტომ იქმნება, რომ ქალაქში არაფერი კეთდება - პირიქით, ეს არის დროებითი დისკომფორტი იმისთვის, რომ შემდეგ ათწლეულების განმავლობაში გვქონდეს სრულად განახლებული გამზირი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა
თბილისის მერი კახა კალაძე თბილისელებს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.
21 აგვისტო 2026, 11:59
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე NGO-ებს: „გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, მსოფლიო პრაქტიკაში ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. რამდენჯერაც არ უნდა უწოდოთ საკუთარ თავს პატრიოტი ფაქტებს ვერ შეცვლით
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ეკა გიგაურის, თინა ხიდაშელის, გიორგი მშვენიერაძის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ეხმიანება.
21 აგვისტო 2026, 11:52
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ მდიდარ NGO-ებს და მათ ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალ აქტივისტებს ბოდიში აქვს მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ აქციებით ხელისუფლებას აიძულებდნენ ჩართულიყო ომში, ხოლო, მეორე მხრივ, იმისათვის, რომ ფაშისტური მეთოდებით აიძულებდნენ ჩვენს მოქალაქეებს ამ აქციებში მონაწილეობას
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, აცხადებს, რომ აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ არასამთავრობო სექტორსა და აქტივისტებს საზოგადოებისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი, როგორც „რუსული კანონის“ კამპანიის, ისე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გამართული აქციებისა და საზოგადოებაზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის.
21 აგვისტო 2026, 11:40
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
2026 წლის საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრა ცესკოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.
21 აგვისტო 2026, 11:33
სამართალი
სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები მრავალმიზნობრივ საზღვაო სწავლებაში „Tomis 2026“ მონაწილეობდნენ
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საზღვაო სწავლება რუმინეთის შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, მრავალმიზნობრივი საზღვაო ოპერაციის - „Western Black Sea 2026“ ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანი კი საზღვაო სფეროში ურთიერთთავსებადობისა და თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერება, ასევე, მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციისა და ერთობლივი მოქმედების შესაძლებლობების გაუმჯობესება წარმოადგენდა.
21 აგვისტო 2026, 11:07
მსოფლიო
თეირანი ტრამპის ეკონომიკურ მუქარას გმობს და მას „ომის მეორე მხარედ“ აფასებს
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „უკანონო“ მუქარა თეირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების თაობაზე.
21 აგვისტო 2026, 11:07
რეგიონი
ქალაქ ახალციხეში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ ახალციხეში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


