გარემოს დაცვის სამინისტრო: საქართველოში ჰაერში ტყვიის შემცველობა ევროპულ დონეს ხუთჯერ ჩამოუვარდება
ფოტო: shutterstock.com
საქართველოში ჰაერში ტყვიის შემცველობა ევროპულ დონეს ხუთჯერ ჩამოუვარდება და ამ მხრივ პრობლემა პრაქტიკულად არ გვაქვს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, ჰაერში ტყვიის შემცველობას გარემოს ეროვნული სააგენტო ლაბორატორიული ანალიზით იკვლევს და მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰაერში ტყვია ფიქსირდება. მეგრელიშვილი ასევე გამორიცხავს საწვავში ტყვიის არსებობას.
მისი თქმით, 2017 წლის შედეგებმა დაადასტურა, რომ ჰაერში ტყვიის შემცველობა ევროპულ დონეზე 35-ჯერ დაბალი იყო. მისივე განცხადებით, ქვეყანაში 2005 წლიდან აკრძალულია ტყვიის შემცველი ბენზინის მოხმარება და ბოლო წლებში ჩატარებულ არცერთი კვლევით, იქნება ეს არასამთაბვრობო სექტორის მონაცემები, ჟურნალისტური გამოძიება თუ სახელმწიფო კონტროლი, ტყვიის დასაშვებზე მეტი შემცველობა ჰაერში არ დაფიქსირებულა.
„ტყვიის წყაროებს სწორად უნდა მივაგნოთ და პრობლემა ვეძებოთ იქ, სადაც ამის ყველაზე მაღალი ალბათობაა – სათამაშოებში, საღებავებში. იყო შემთხვევა, როდესაც ადამიანი დააპატიმრეს იმის გამო, რომ სუნელების რაოდენობას საღებავებით ზრდიდა“, – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.
გოგირდის დიოქსიდზე საუბრისას მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ ჰაერში ამ ნივთიერების შემცველობაც დაბალია. მისი განმარტებით, ასეთი მცირე კონცენტრაციის მიზეზი ისაა, რომ 2012 -2017 წლებში ბენზინში გოგირდის შემცველობა 25-ჯერ შემცირდა და დღეს მოხმარებულ საწვავში ამ ნივთიერების შემცველობა ულტრამცირეა, ერთ კილოგრამ ბენზინზე 10 მილიგრამზე ნაკლები.
ნოე მეგრელიშვილის თქმით, დედაქალაქშიც კი გოგირდის შემცველობა ევროპულ დონეზე გაცილებით დაბალია. რაც შეეხება ბენზოლს, მისივე განცხადებით, მცირე დარღვევები ამ კუთხითაც ერთეულ შემთხვევაში დაფიქსირდა. როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, დედაქალაქსა და მთელ ქვეყანაში მთავარი დამბინძურებელია აზოტის დიოქსიდი, რაც ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების გამონაბოლქვის შედეგია და ასევე, მთავარი დამბინძურებელი მყარი ნაწილაკები – მტვერია.
10 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2018 წლის განახლებული ანგარიშით მეთოდოლოგიური შეცდომა გამოასწორა და საქართველომ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით პირველი ადგილიდან 70-ეზე გადაინაცვლა.
ყველა სიახლე
19 მარტი 2026, 00:30
საზოგადოება
ილია მეორის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა
ილია მეორის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა.
19 მარტი 2026, 00:25
საზოგადოება
სერბეთის პატრიარქი: ილია II-ის მოღვაწეობამ მრავალი ნაყოფი გამოიღო და წარუშლელი კვალი დატოვა
ბელგრადში, საპატრიარქო რეზიდენციის სამლოცველოში, სერბეთის პატრიარქმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.
19 მარტი 2026, 00:19
საზოგადოება
ლელა რაზიკაშვილი: მან თავისი წასვლით, ამხელა ტკივილით კიდევ ერთხელ მოგვახედა ერთმანეთისკენ, ახლა ადამიანები დაყოფილები აღარ არიან, ჩვენ ყველა ერთი დარდის ჭირისუფალი ვართ
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც ხდება ჩვენს გულებში და ამ ადამიანმა მოახერხა ყველას გულში შესულიყო. ახლა ადამიანები დაყოფილები აღარ არიან, ჩვენ ყველა ერთი დარდის ჭირისუფალი ვართ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა პატრიარქზე საუბრისას.
19 მარტი 2026, 00:14
მსოფლიო
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა დონალდ ტრამპსა და ისრაელს მოუწოდა, „რაც შეიძლება მალე“ დაასრულონ ომი ირანში
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა დონალდ ტრამპსა და ისრაელს მოუწოდა, „რაც შეიძლება მალე“ დაასრულონ ომი ირანში და „თავი დაანებონ ლიბანს“. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
19 მარტი 2026, 00:05
საზოგადოება
ლაშა ჟვანია: ბოლო წამებში, ხმამაღლა ვუთხარი, რომ მას მადლიერებით ვუშვებთ ღვთის წინაშე, რადგან ღმერთმა მოგვცა ის დიდი შესაძლებლობა, რომ ის ჩვენთან იყო ამდენი ხანი
ბოლო წამებში, სანამ მისი გული გაჩერდებოდა, ვინც იქ იყო, ყველას თანდასწრებით, ექიმებიც იყვნენ ჩვენთან ერთად, ხმამაღლა ვუთხარი, რომ მას მადლიერებით ვუშვებთ ღვთის წინაშე, საყვედური არ გვაქვს სათქმელი ღმერთთან იმიტომ, რომ ღმერთმა მოგვცა ის დიდი შესაძლებლობა, რომ ის ჩვენთან იყო ამდენი ხანი, - განაცხადა დიპლომატმა, პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქზე საუბრისას. მისივე თქმით, ილია II გახლდათ ერთადერთი ადამიანი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, კულტურულ და სახალხო დიპლომატიას აწარმოებდა იმ მარწუხების პირობებში, რაც საბჭოთა კომუნისტურ პერიოდში ჰქონდა საქართველოს ეკლესიას.
19 მარტი 2026, 00:00
საზოგადოება
წმიდა საყდრის სადესპანო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო
საქართველოში წმიდა საყდრის დესპანმა, ანტე იოზიჩმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
18 მარტი 2026, 23:53
საზოგადოება
ხათუნა ხოფერია პატრიარქზე: მან მრწამსში მე-11 მცნება დაამატა და ეს არის ორი სიტყვა - „საქართველო, მიყვარხარ“. ეს დაგვიტოვა როგორც მრწამსი, რითაც უნდა ვიცხოვროთ
„მან მრწამსში მე-11 მცნება დაამატა და ეს არის ორი სიტყვა - „საქართველო, მიყვარხარ“. ეს დაგვიტოვა როგორც მრწამსი, რითაც უნდა ვიცხოვროთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ პატრიარქზე საუბრისას.
18 მარტი 2026, 23:45
საზოგადოება
ანტიოქიის პატრიარქი ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, უწმინდესმა იგნატიუს აფრემ II-მ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიო მუჯირს, წმინდა სინოდსა და ქართველ მრევლს.
18 მარტი 2026, 23:44
საზოგადოება
იანო ალიბეგაშვილი პატრიარქზე: ძალიან ღრმა იყო როგორც ადამიანი და არ შეიძლებოდა მისი მუსიკაც ასეთივე ღრმა არ ყოფილიყო
ძალიან ღრმა იყო როგორც ადამიანი და არ შეიძლებოდა მისი მუსიკაც ასეთივე ღრმა არ ყოფილიყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საოპერო მომღერალმა იანო ალიბეგაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გახსენებისას. პატრიარქის “ავე მარიას” შემსრულებელი საქართველოს უსამძიმრებს ამ დიდ დანაკარგს.
18 მარტი 2026, 23:32
საზოგადოება
პაატა სალია: საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში
საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია.
18 მარტი 2026, 23:21
საზოგადოება
ნიკუშა შენგელაია: პატრიარქის მიერ დაარსებული ოჯახის სიწმინდის დღე წელს გრანდიოზული უნდა იყოს, მისი ხსოვნის პატივისცემის ნიშნად
პატრიარქის მიერ დაარსებული ოჯახის სიწმინდის დღე წელს გრანდიოზული უნდა იყოს, მის ხსოვნის პატივისცემის ნიშნად - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გახსენებისას. შენგელაიას მიაჩნია, რომ წელს 17 მაისს საზოგადოებამ ყველას უნდა დაანახოს, რომ ქართველი ერი ქრისტეს სარწმუნოების ერთგული ხალხია.
18 მარტი 2026, 23:21
საზოგადოება
რობერტ სტურუა პატრიარქზე: ის იყო ნამდვილად წმინდა ადამიანი, წმინდა ქართველი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება
ის იყო ნამდვილად წმინდა ადამიანი, წმინდა ქართველი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება და იქ ჩვენ შევხვდებით, - განაცხადა რეჟისორმა რობერტ სტურუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ პატრიარქზე საუბრისას.
18 მარტი 2026, 23:19
საზოგადოება
ხათუნა ხოფერია: ჩვენი პატრიარქი დირექტივებს არ იძლეოდა, ის ზეწოლას არავისზე ახდენდა. ის იყო რაღაცნაირად ჩვენი რელიგიის გაგრძელება
„თქვენ ხომ ყოველთვის ასეთ რეჟიმში ხართ, მაგრამ ახლა განსაკუთრებული ღვაწლი გაქვთ იმიტომ, რომ უკანასკნელ გზაზე აცილებთ მამას. მას ხომ არავინ ჰყავდა. ჩვენ ვართ მისი შვილები და თქვენი შრომა, ბევრის კიდევ, ფსალმუნებს ვკითხულობთ, არის მამის გაცილება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ.
18 მარტი 2026, 23:11
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ოჯახთან, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
18 მარტი 2026, 23:09
საზოგადოება
ნიკუშა შენგელაია პატრიარქზე: მამული, ენა, სარწმუნოება - ეს არის ის ფესვები, რომელზეც ილია II იდგა, ხშირად უთქვამს ჩემთვისაც, ეს ფესვები თუ გადაჭრეს მერე ადვილად წაგვაქცევენო
ენა, მამული, სარწმუნოება ეს არის ის ფესვები, რომელზეც ილია II იდგა, ხშირად უთქვამს ჩემთვისაც ეს ფესვები თუ გადაჭრეს მერე ადვილად წაგვაქცევენო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გახსენებისას. შენგელაიამ გაიხსენა ისტორიები, რომელიც მას და მის ოჯახს უწმინდესთან აკავშირებდა.
18 მარტი 2026, 22:58
საზოგადოება
Vatican News: გარდაიცვალა ილია II, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II, სამშაბათს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა, რომელმაც პატრიარქის გარდაცვალების გამო „დიდი მწუხარება“ და „ღრმა სამძიმარი“ გამოთქვა, - წერს გამოცემა Vatican News-ი.
18 მარტი 2026, 22:46
საზოგადოება
საქართველოს პატრიარქის პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში. ფოტოგალერეა
საქართველოს პატრიარქის პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში.
18 მარტი 2026, 22:18
საზოგადოება
ეთერ თათარაიძე პატრიარქზე: ის იყო მსოფლიო პატრიარქი. იმის დაჯერება ძალიან ძნელია, რომ ფიზიკურად ვეღარ შევხვდებით, მაგრამ ვიცი როგორ უმფარველებს თავის სამშობლოს იქ, ზეციური საქართველოდან
ძნელი დღე გათენდა, ძალიან მძიმე, გულით ვუსამძიმრებ მთელ ქრისტიანულ სამყაროს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოეტმა, ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ.
18 მარტი 2026, 21:46
საზოგადოება
სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით
სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით.
18 მარტი 2026, 21:37
საზოგადოება
პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის, მათ შორის უფასო იქნება რკინიგზა
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.


