როგორ აფასებს ობამას ყველაზე ცნობილი ელჩი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს თავის ახალ წიგნში
მაიკლ მაკფოლი
ფოტო: facebook
2018 წლის ზაფხულში რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის მაიკლ მაკფოლის წიგნი „From Cold War to Hot Peace“ („ცივი ომიდან ცხელ მშვიდობამდე“) გამოქვეყნდა. მაკფოლი, რომელსაც ბარაკ ობამას რუსული პოლიტიკის არქიტექტორს უწოდებენ, 2011 წელს რუსეთში აშშ-ის ელჩად დაინიშნა და ამ პოზიციაზე 2014 წლამდე იმუშავა. ის რუსეთის მთავრობის და სახელმწიფო მედიის განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი იყო და თანამდებობა ვაშინგტონის და მოსკოვის ურთიერთობის გამწვავების ფონზე დატოვა. ახალ წიგნში დიპლომატი ობამას რუსული პოლიტიკის კრიტიკოსებს პასუხობს და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებსაც აფასებს. გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ამ წიგნიდან.
„მიუნხენის კონფერენციაზე თავის ცნობილ გამოსვლაში პუტინმა დაგმო აშშ სუვერენიტეტის უპატივცემულობის გამო. თუმცა ამ გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში პოსტსაბჭოთა საქართველოში რუსი ჯარისკაცების გაგზავნით მან საკუთარი რეკომენდაცია თავად დაარღვია. ის თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ექვსდღიანი ომის დაწყებაზე, დღემდე სადავოა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის ჯარს ბრძანება მისცა შეეტია რუსი სამშვიდობოებისათვის სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონში 2008 წლის 7 აგვისტოს. მაგრამ რუსეთს ხაფანგი გამზადებული ჰქონდა: პუტინს სააკაშვილის შეტევა აწყობდა, რათა რუსეთის ინტერვენცია გაემართლებინა. რუსეთის არმიამ საქართველოს ჯარი დაამარცხა. საბედნიეროდ, პუტინმა თბილისზე თავდასხმა გადაიფიქრა, რასაც ძალიან დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა. თუმცა მან დატოვა სამხედროები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - რეგიონებში, რომლებმაც ამ მოვლენებიდან მალევე დამოუკიდებლობა გამოაცხადეს“.
გადატვირთვის პოლიტიკის კრიტიკოსების მტკიცებით, ჩვენ რომ საქართველოში ინტერვენციისთვის რუსეთის მთავრობის დასჯა გვეცადა, 2009 წელს მათგან უკეთეს შედეგებს მივიღებდით. მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო 2009 წლის იანვარში არგუმენტები არა იზოლაციის, შეკავების ან დასჯის, არამედ თანამშრომლობის სასარგებლოდ უფრო არსებობდა, - წერს დიპლომატი.
„პირველ რიგში, ჩვენ გვქონდა რამდენიმე მთავარი საგარეოპოლიტიკური მიზანი, რომელიც მოსკოვთან თანამშრომლობას მოითხოვდა: სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე ხელშეკრულების განახლება, ირანის ბირთვული საფრთხე და პაკისტანი, რომელზეც უნდა შეგვემცირებინა დამოკიდებულება, როგორც ჩვენი ჯარისკაცების მომარაგების მარშრუტზე ავღანეთში, რადგან ამ ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრტერორისტულ ბრძოლას ვაფართოებდით.
მეორეც, საქართველო-რუსეთის ომის მიზეზებთან დაკავშირებით ამერიკის მთავრობაში კონსენსუსი არ არსებობდა. როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ეჭვები იმის თაობაზე, თუ ვინ იყო დამნაშავე და რამდენად სერიოზული იყო საერთაშორისო დანაშაული, არ არსებობდა და სანქციების და იზოლაციის საკითხების გადაწყვეტაც უფრო იოლი იყო. მაგრამ 2009 წელს, ბევრი ჩემი ახალი კოლეგა აშშ-ის მთავრობაში, მათ შორის ისინიც, ვინც მანამდე ბუშის ადმინისტრაციაშიც მუშაობდა, მიიჩნევდა, რომ ამ ომში თავისი წვლილი სააკაშვილის უგუნურებაც შეიტანა. ერთი წლით ადრე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გამო ირანის თემაზე რუსეთთან თანამშრომლობისთვის უარის სათქმელად ჩვენი წამყვანი ლიდერების უმრავლესობა მზად არ იყო.
მესამეც, ბუშის ადმინისტრაციის რეაქცია რუსეთის საქართველოში ინტერვენციაზე საკმაოდ გრილი გახლდათ. თუკი მან არ აამოქმედა სანქციები და იზოლაციაში არ მოაქცია რუსეთი კონფლიქტის დასრულებისთანავე, ჩვენ როგორ გავაკეთებდით ამას რამდენიმე თვის შემდეგ, მით უფრო იმ ფონზე, როცა ჩვენი ევროპელი მოკავშირეები ჩვენს მაგალითს არ მიბაძავდნენ? მეორე მხრივ, ადმინისტრაციაში ზოგიერთები აცხადებდნენ, რომ მოსკოვთან ძველი უთანხმოებები, მათ შორის საქართველოს საკითხიც უნდა დაგვევიწყებინა და სწრაფად გვეცადა მედვედევთან ურთიერთობის აღდგენა; რომ მოსკოვთან საუკეთესო ურთიერთობის დრო დადგა. მე ეს მიდგომა ცალსახად უარვყავი. ის ჰგავდა ბუშის მმართველობის პირველი წლის გამეორებას, როდესაც ის მთელი ძალით ცდილობდა პუტინთან დაახლოებას, მის სულში ჩახედვას და ა.შ. ჩემთვის საკითხი ასე იდგა: დაეხმარებოდა თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი მიზნების მიღწევაში რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთქმედება. ჩვენ გვჭირდებოდა კონკრეტული შეთანხმებები, რომლებიც შეცვლიდა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ატმოსფეროს და არა პირიქით. მე ვლობირებდი მესამე მიდგომას: თანამშრომლობას რუსეთის მთავრობასთან ჩვენი (და არა მათი) მიზნების მიღწევისთვის, და ამავდროულად მათ კრიტიკას ცუდი ქცევისათვის, საქართველოს და უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაორმაგებას და ჩვენი ღირებულებებისადმი ერთგულების შენარჩუნებას“.
დიპლომატი აღნიშნავს, რომ ობამამ უკრიანის ანექსიის საკითხზე საერთაშორისო მხარდაჭერის თვალსაზრისით შეუდარებლად დიდ წარმატებას მიაღწია, ვიდრე ბუშმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ქვეყნების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებულ შტატებს და დაგმო [ყირიმის] ანექსია. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის საქართველოში ინტერვენციის პასუხად ბუშის ადმინისტრაციას ამ დონის საერთაშორისო მხარდაჭერისთვის არ მიუღწევია; 2008 წლის აგვისტოში რუსეთის საქართველოში ინტერვენციის შემდეგ ბუშის ადმინისტრაციას არ აუმოქმედებია სანქციები არცერთი რუსი პერსონის თუ კომპანიის მიმართ; 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა პრეზიდენტ ბუშს არ გაულახავს პუტინი მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ რიგში ისხდნენ პეკინის ოლიმპიადის გახსნაზე. სინამდვილეში, ბუშმა პუტინის საქართველოში შეჭრის პასუხად იმაზე ბევრად ნაკლები გააკეთა, ვიდრე ობამამ პუტინის ინტერვენციის პასუხად უკრაინაში 2014 წელს“.
მაკფოლი 2010 წელს ჯო ბაიდენის საქართველოში ვიზიტს და სააკაშვილთან მოლაპარაკების სირთულესაც იხსენებს:
„ყველაზე რთული იყო პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ჩვენი ჩახლართული, მრავალსაფეხურიანი სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივის ახსნა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, სააკაშვილი ლოგიკურად მოითხოვდა დამცავ ფარს რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად მომავალში. პრეზიდენტი ბუში და მისი ადმინისტრაცია მას სიტყვიერად ძლიერ მხარდაჭერას აღუთქვამდნენ, მაგრამ შეიარაღებაზე უარს ეუბნებოდნენ. ჩვენ განვაგრძეთ ეს პოლიტიკა, მაგრამ იმავდროულად შევთაზეთ საგზაო რუკა - თუნდაც გრძელი და რთული - თუ როდის გავუწევდით შეიარაღებაზე დახმარებას. ნატოს პოლიტიკის კვალდაკვალ, ჩვენ მინიშნება ალიანსში წევრობაზეც გავაკეთეთ და ხაზი გავუსვით იმას, რომ გვსურს საქართველომ მაპი მიიღოს, მაგრამ ამისთვის ქართველების მხრიდან შესაბამისი რეფორმების გატარება მოვითხოვეთ. თბილისში ჩვენი გზავნილი არავის მოეწონა, მაგრამ კარგი იყო, რომ ის პირადად ბაიდენმა ჩაიტანა. მან იცოდა სააკაშვილთან ლაპარაკი და სააკშვილსაც კარგად ესმოდა, რომ ობამას ადმინისტრაციაში ბაიდენზე უკეთესი მოკავშირე არ ჰყავდა“.
პუტინი, ერაყში აშშ-ის ქმედებებზე მეტად, თავის სამეზობლოში რეჟიმების შეცვლის მხარდაჭერამ შეაშფოთა. აშშ-რუსეთის ურთიერთობა და თანამშრომლობის ატმოსფერო, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ შეიქმნა, არაფერმა ისე არ შეცვალა - არც ანტისარაკეტო ფარზე შეთანხმებამ, არც ნატოს ექსპანსიამ თუ ერაყში ინტერვენციამ - როგორც ეგრეთ წოდებულმა ფერადმა რევოლუციებმა საქართველოსა და უკრაინაში, - წერს მაკფოლი.
„2003 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მომხრეებმა სადავო საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს. დამკვირვებლებმა არჩევნების გაყალბების ფაქტები ამხილეს, რასაც თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტის ნიშნად ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოსვლა მოჰყვა. სამკვირიანი ჩიხური სიტუაციის შემდეგ, რაც დემონტრანტებსა და მთავრობას შორის შეიქმნა, 22 ნოემბერს პრეზიდენტმა შევარდნაძემ ახალი პარლამენტის სხდომის გახსნა სცადა. თუმცა დემონსტრანტების ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით დარბაზში ვარდებით ხელში შეიჭრა და ვითარებაზე კონტროლი აიღო, განაცხადა რა რომ სწორედ ისინი იყვნენ არჩევნებში გამარჯვებულები. შევარდნაძემ მთავრობის ძალთა მობილიზება ვერ შეძლო და მეორე დღეს თანამდებობიდან გადადგა. 6 კვირის შემდეგ სააკაშვილმა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 96.2% მოიპოვა. ზოგიერთმა დასვლურმა მთავრობამ ამ მოვლენებს დემოკრატიული რევოლუცია უწოდა, რუსმა ჩინოსნებმა - სახელმწიფო გადატრიალება. ვარდების რევოლუციამდე აშშ-ის მთავრობა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებდა. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ და დემოკრატიისა და მმართველობის პროგრამებს აფინანსებდნენ USAID და დემოკრატიის მხარდამჭერი სხვა წამყვანი ამერიკული ორგანიზაციები, მათ შორის ჩემი ყოფილი დამქირავებელი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი. ბუნებრივია, ამ ორგანიზაციების გავლენა ისეთ პატარა ქვეყანაზე როგორც საქართველოა, რუსეთისაგან განსხვავებით, დიდი იქნებოდა. პუტინი ამას ყველაზე კარგად მიხვდა და არ მოეწონა. მისი გადმოსახედიდან, შეერთებული შტატები ხელს უწყობდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რეჟიმების შეცვლას. პუტინს არანაირი თბილი ურთიერთობა შევარდნაძესთან არ ჰქონდა, მაგრამ ის ვერ იტანდა სააკაშვილს, რომელიც ხელისუფლებაში ამერიკელების მიერ დასმულ მარიონეტად მიაჩნდა“.
რუსეთის საქართველოში ინტერვენციამ ყველაფერი შეცვალა, - წერს მაკფოლი და იმ დღეს იხსენებს, როდესაც 2008 წლის 8 აგვისტოს დილით მსოფლიომ საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შესახებ შეიტყო. მაკფოლი მაშინ დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის, ობამას კამპანიაში მონაწილეობდა.
„მაკკეინის კამპანიის პასუხი მკაცრი და მტკიცე იყო, მათ რუსეთის ქმედებებს უწოდეს „საერთაშორისო სამართლის ცალსახა დარღვევა, რისი ადგილიც 21-ე საუკუნის ევროპაში არ არის“. ჩვენი კამპანიის პირველი რეაქცია უფრო თავშეკავებული იყო, მოვითხოვეთ ცეცხლის შეწყვეტა და კონკრეტულად არავინ დაგვიდანაშაულებია. როდესაც პრესისთვის გაკეთებული ეს პირველი განცხადება წავიკითხე, ჩვენი ხელმძღვანელები ჩიკაგოში ახალი განცხადების გამოქვეყნების აუცილებლობაში დავარწმუნე, რაც ტრადიციული ნაბიჯი არ არის. ჩვენი მეორე შეფასება მაკკეეინისას ჰგავდა: „რუსეთმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა და ხანგრძლივი დარღვევით გაამწვავა კრიზისი საქართველოში“, რაც ცხადად მიუთითებდა იმაზე, რომ „რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოში შეიჭრნენ“. ჩვენ მოვუწოდეთ ნამდვილი საერთაშორისო სამშიდობო ძალების განთავსებისაკენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.
ჩვენ ვეჭვობდით, რომ იმ მომენტში რომელიმე ქვეყანა გააგზავნიდა თავის ჯარისკაცებს კონფლიქტის ზონაში, მაგრამ რაღაც კონკრეტული უნდა შეგვეთავაზებინა - ეს ჩვენი კამპანიის სტილი იყო. განსხვავებით მაკკეინისგან, ჩვენ ვპოზიციონირებდით არა როგორც იდეოლოგები, არამედ როგორც პოლიტიკოსები, რომლებსაც შეეძლოთ საგარეოპოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტის გზების შეთავაზება. ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებდით განცხადებებს, მაგრამ თავდაცვის მდგომარეობაში აღმოვჩნდით. რუსეთ-საქართველოს ომმა შესანიშნავად აჩვენა მაკკეინის კამპანიის ნარატივი: ის იყო სერიოზული საგარეოპოლიტიკური გამოცდილების მქონე კანდიდატი, ბარაკ ობამა კი ახალბედა. ამასთან, მაკკეინი კარგად იცნობდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში და ამ კრიზისამდეც არაერთი მკაცრი განცხადება ჰქონდა გაკეთებული რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენს კანდიდატს მსოფლიოს ამ რეგიონთან დაკავშირებით ნაკლები გამოცდილება ჰქონდა. არსებობდა კიდევ ერთი ხარვეზი. როდესაც ინტერვენცია მოხდა, ობამა ჰავაიზე მიემგზავრებოდა და მაშინ როდესაც მაკკეინი თავის გზავნილებს ლურჯ მაისურსა და წითელ ჰალსტუხში ამერიკის დროშის ფონზე ვრცელებდა, ობამას კომენტარების გაკეთება ქარის და ტროპიკული ხეების ფონზე უწევდა. იმ პერიოდის კვლევებმა აჩვენა, რომ ამერიკელების უმრავლესობა რუსეთთან საქმის დაჭერას მაკკეინს უფრო ანდობდა, ვიდრე ბარაკ ობამას“.
ყველა სიახლე
30 აგვისტო 2026, 18:20
მსოფლიო
ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.
30 აგვისტო 2026, 18:00
რეგიონი
„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება
ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.
30 აგვისტო 2026, 17:43
რეგიონი
სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი
მცირე დეტალების დასასრულებლად სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ხიდის მოაჯირისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
30 აგვისტო 2026, 17:15
საზოგადოება
გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ
მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.
30 აგვისტო 2026, 17:14
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ასაჯაროებს
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 16:53
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა
დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი.
30 აგვისტო 2026, 16:36
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.
30 აგვისტო 2026, 16:31
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება
ეკონომიკურ რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგვასთან ერთად, იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, ამიტომ, საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის ნეიტრალიტეტი, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ეხმიანება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმას.
30 აგვისტო 2026, 16:27
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 15:59
სპორტი
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
30 აგვისტო 2026, 14:47
მსოფლიო
Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 14:31
მსოფლიო
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
30 აგვისტო 2026, 14:27
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
30 აგვისტო 2026, 14:16
მსოფლიო
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მთავრობაში არსებული კორუფცია გააპროტესტეს. ისმოდა მთავრობის გადადგომისა და არჩევნების ჩატარების მოწოდებები.
30 აგვისტო 2026, 14:12
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც ჩიკვაიძე წერს, რომ მისგან და მისი ბიზნესპარტნიორისგან, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეწყალების თხოვნას „ვერ ეღირსება“.
30 აგვისტო 2026, 14:09
რეგიონი
დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება
ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტები.
30 აგვისტო 2026, 14:05
პოლიტიკა
„მე შეიძლება მეორე დღესვე დავწერო შეწყალება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არ დაწერს, იმის თანასწორი ვიქნები“ - ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა
ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა, რადგან აქციებზე დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. სოციალურ ქსელში დაწერილ მორიგ პოსტში ისევ აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო.
30 აგვისტო 2026, 13:55
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა
ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობასა და სოფელ დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
30 აგვისტო 2026, 12:55
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
30 აგვისტო 2026, 12:34
რეგიონი
ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმის მერიის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბათუმში ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნის საშუალებით დამუშავდა.


