კალაძე „სვეტის“ დაზარალებულებს: მერიის მხრიდან გექნებათ ყველანაირი მხარდაჭერა
კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერია დაინტერესებულია სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაზარალებულთა პრობლემით და უწყება ყველაფერს გააკეთებს მათ დასახმარებლად.
„ძალიან ბევრი ტექსტური შეტყობინება მომდის, მეკითხებიან, რა იქნება, როგორ იქნება და რა მდგომარეობაა. გასულ კვირას ჩემი მოადგილე ილია ელოშვილი შეხვდა „სვეტის“ დაზარალებულების მიერ შექმნილ საინიციატივო ჯგუფს, გაიარეს ყველაფერი დეტალურად. კიდევ ერთხელ მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა, რომ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ და დაგეხმარებით, რომ არავინ არაფერი არ დაკარგოს. ჩვენს ინტერესებშია, გვერდით დაგიდგეთ და დაგეხმაროთ, რომ ეს პროექტი დასრულდეს. უბრალოდ, ცნობისთვის მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 14 ლოკაციაზე იყო დაწყებული მშენებლობები და 14-ვე იყო უნებართვოდ. ეს არის სერიოზული პრობლემა. უკანონო, უნებართვო მშენებლობები კატეგორიულად მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით ეს იყო 2015-2016 და 2017 წლის ნაწილი, როდესაც მიმდინარეობდა უნებართვო მშენებლობები. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი მხრიდან გექნებათ ყველანაირი მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“ - თქვა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ.
მენაშენეებმა კომპანია „სვეტის“ ოფისი 21 ივნისს დაიკავეს. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ სამშენებლო კომპანია „სვეტს“ შეიძლება რამდენიმე ობიექტზე მშენებლობის გაგრძელების უფლება მისცეს.
20 ივნისის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარების შესახებ იმსჯელა და მის მოადგილეს ილია ელოშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით გეგმის შემუშავება დაავალა. ილია ელოშვილმა განაცხადა, რომ შეჩერებული მშენებლობების დასასრულებლად კომპანიებს შესაძლოა ფინანსური შეღავათები დაუწესდეთ.
ყველა სიახლე
04 ივნისი 2026, 17:34
ეკონომიკა
ინგა ფხალაძემ UNESCAP-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორთან ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარების საკითხები განიხილა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორს, ჰონგპენგ ლიუს შეხვდა. მხარეებმა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარების საკითხები, საქართველოსა და UNESCAP-ს შორის თანამშრომლობის არსებული და სამომავლო მიმართულებები, მდგრადი განვითარების დღის წესრიგი და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.
04 ივნისი 2026, 17:29
პოლიტიკა
გლენ დისენი: ევროკავშირი საქართველოსგან ევროკავშირის ინტერესების წინ წამოწევას ითხოვს. პრობლემა ის არის, რომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტად, არსებითად მარიონეტად გადაქცევას ითხოვს. სურთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას მართავდნენ დასავლური მთავრობების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები
ევროკავშირს შეუძლია ზეწოლა მოახდინოს პატარა ქვეყნებზე. ევროკავშირი საქართველოსგან არსებითად ევროკავშირის ინტერესების წინ წამოწევას ითხოვს, - განაცხადა სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა გლენ დისენმა, რომელიც საქართველოში მიმდინარე მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის მონაწილეა.
04 ივნისი 2026, 17:25
მსოფლიო
The Guardian: კირ სტარმერი მასკს ბრიტანეთის პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ამერიკელ მილიარდერს და კომპანიების SpaceX-ის და Teslas-ს ხელმძღვანელს ილონ მასკს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
04 ივნისი 2026, 17:21
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებზე: გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებითაც, რომ არსებობდეს ბავშვების და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა
გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის, რომ არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებითაც არსებობდეს ბავშვების და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
04 ივნისი 2026, 17:09
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე, შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც ახლა არ ვასახელებთ, თუმცა მშობლების სრულ წრეს ამაზე ექნება სათანადო ინფორმაცია
დღეს გაიმართა მეორე შეხვედრა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან, დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
04 ივნისი 2026, 17:04
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა.
04 ივნისი 2026, 17:01
ჯანდაცვა
ირინე წაქაძემ ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე „Pathfinding Global Alliance“-ის კონფერენციის ფარგლებში ისაუბრა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე „Pathfinding Global Alliance“-ის კონფერენციის ფარგლებში ისაუბრა. „Pathfinding Global Alliance“ გაეროს (UN) ეგიდით შექმნილი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც 2024 წელს დაფუძნდა და ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების საკითხებზე მუშაობს.
04 ივნისი 2026, 16:55
მსოფლიო
ტრამპი წარმომადგენელთა პალატის მიერ მისთვის საომარი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას არაპატრიოტულ საქციელს უწოდებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ წარმომადგენელთა პალატის მიერ მისთვის იმ უფლებამოსილების შეზღუდვას გამოეხმაურა, რომელიც მას ირანის წინააღმდეგ ომის კონგრესის თანხმობის გარეშე გაგრძელების საშუალებას აძლევდა.
04 ივნისი 2026, 16:46
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მეგობრულ სტრატეგიულ ურთიერთობას და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოსა და თურქეთის პარლამენტებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები როგორც სპიკერების, ასევე მეგობრობის ჯგუფებისა და კომიტეტების დონეზე.
04 ივნისი 2026, 16:41
კულტურა
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „ისინი“ გახსნიან
5 ივნისს, 19:00 საათზე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „ისინი“ გახსნიან.
04 ივნისი 2026, 16:21
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ბიზნესაქტივობის მაღალი ტემპით ზრდა გრძელდება, პირველ კვარტალში, ფაქტობრივად, ყველა მაჩვენებელი რეკორდულია, რასაც ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი
ქვეყანაში გრძელდება ბიზნესაქტივობის მაღალი ტემპით ზრდა - 2026 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 10.7%-თ არის გაზრდილი, ფაქტობრივად, ყველა მაჩვენებელი რეკორდულია. ასევე რეკორდულია და 12%-ზე მეტად არის გაზრდილი ბიზნესსექტორის გამოშვება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ბიზნესსექტორში დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებლების შეფასებისას.
04 ივნისი 2026, 16:18
მსოფლიო
გერმანიის მოქალაქე ფრიდრიხ მერცის მიმართ ინტერნეტში დაწერილი კომენტარის გამო დააჯარიმეს, მოქალაქეს 1 თვის ხელფასის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა
„ინტერნეტში გერმანიის კანცლერისთვის მატყუარას წოდება ახლა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ქუჩაში ჩადენილი დანაშაული. როდესაც კანცლერისთვის საკუთარი მოქალაქეების დევნა უფრო მარტივია, ვიდრე სიტყვის შესრულება, ეს უკვე ნაკლებად ჰგავს თავისუფალ ქვეყანას“, - აცხადებს გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი დეპუტატი, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი ევგენ შმიდტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.
04 ივნისი 2026, 16:04
პოლიტიკა
სააკაშვილის მხარდამჭერი მაია ბაჩანაშვილი: მელიას საქათმეში ქათმები ძალიან კრიახობენ თურმე. „კურიცებო“, ემიგრანტების გამოგზავნილი ფულით რომ მობილურები იყიდეთ, ზოგმა იმავე ფულით სახლებში რემონტებიც რომ გაიკეთა, ხმა ჩაიგდეთ, სანამ თქვენი სახელებისა და გვარების საჯაროდ დასახელება არ მომიწია
მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი, საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი, მაია ბაჩანაშვილი, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას, მხარდამჭერებს სოციალურ ქსელში მიმართავს და ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.
04 ივნისი 2026, 15:49
სამართალი
რომეო მიქაუტაძე, რომელიც ცხრა ეპიზოდშია მსჯავრდებული, მეორე ინსტანციის სასამართლოში ცხრავე ეპიზოდის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე, რომელიც ცხრა ეპიზოდშია მსჯავრდებული, მეორე ინსტანციის სასამართლოში ცხრავე ეპიზოდის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.
04 ივნისი 2026, 15:39
ეკონომიკა
გურამ დუმბაძე: საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაწილში, სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები მთლიანად პასუხობს საბაზრო პირობებს და ორი კომპონენტი, რაზეც კომპრომისი ვერ იქნება, არის ხარისხი და სამუშაოების ჩაბარების ვადები
საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაწილში. შეიქმნა სახელმწიფო შესყიდვების ცენტრალიზებული ორგანო, რომელიც 500 ათას ლარს ზევით საქონლისა და მომსახურების შესყიდვას განახორციელებს, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა, გურამ დუმბაძემ.
04 ივნისი 2026, 15:30
სამართალი
აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგად გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები
შეხვედრაზე ამერიკის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეების ამერიკაში უკანონო შეყვანისა და საბუთების გაყალბების ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები და რამდენიმე პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული. მხარეებმა ასევე სხვადასხვა დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების შესახებ და თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრეს.
04 ივნისი 2026, 15:28
მსოფლიო
პოლონელი ევროდეპუტატი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და კიევს პოლონელების გენოციდში დამნაშავე „უკრაინის მეამბოხე არმიის“ განდიდების გამო მწვავედ აკრიტიკებს
პოლონელი ევროდეპუტატი ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრებას ეწინააღმდეგება და კიევს პოლონელების გენოციდში დამნაშავე უკრაინის მეამბოხეთა არმიის განდიდების გამო მწვავედ აკრიტიკებს.
04 ივნისი 2026, 15:17
ეკონომიკა
გენადი არველაძე: საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის, პოზიციის გაძლიერებას
ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის ქვეყნებმა ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის პარტნიორობის შეთანხმების (CARTIF) შესახებ მოლაპარაკების ნულოვანი რაუნდი გამართეს, რომელიც მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში ჩატარდა.
04 ივნისი 2026, 15:17
საზოგადოება
ილია მეორის ტრადიცია გრძელდება - თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მორიგი, 73-ე ეტაპი გაიმართება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მორიგი, 73-ე ეტაპი გაიმართება.
04 ივნისი 2026, 15:15
საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე მიიღო
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მიიღო. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.


