ინაშვილი: არადამაჯერებელია, რომ ივანიშვილი ოქუაშვილს ჩვენი პარტიის დაფინანსებაზე ელაპარაკა
ირმა ინაშვილი
ფოტო: არქივი
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი და დეპუტატი ირმა ინაშვილი Facebook-ზე სტატუს აქვეყნებს, რომელშიც "ომეგა ჯგუფისა" და "იბერიის" თემაზე წერს. ინაშვილის განცხადებით, ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი პარტიაში 2016 წელს მივიდნენ და მათ 2016 წლის არჩევნებისას თავისი წვლილი შეიტანეს პარტიის საარჩევნო კამპანიაში.
როგორც ინაშვილი წერს, არჩევნების შემდგომ პერიოდში პარტიას უამრავი აქტივობა ჰქონდა და ჩხეიძე და ოქუაშვილი, როგორც მონაწილეები, პარტიის აქტივობებში, ყოველთვის მონაწილეობდნენ, "მაგრამ არც ერთ შემთხვევაში, არც ქალბატონ ნატოს და არც ბატონ ზაზას, არც მათი მხრიდან რომელიმე მხარდამჭერს ფინანსური თანამონაწილეობა არ გაუღია და ბატონი ზაზაც თავად ადასტურებს ამას თავისსავე ინტერვიუში", - წერს ინაშვილი.
ირმა ინაშვილის თქმით, პატრიოტთა ალიანს ჩხეიძე და ოქუაშვილისთვის არ უთხოვიათ დაფინანსება, ამასთან ინაშვილი აცხადებს, რომ არ ეჩვენება დამაჯერებლად, რომ ბიძინა ივანიშვილი (ან ვინმე სხვა) ზაზა ოქუაშვილს პატრიოტთა ალიანსის პარტიის დაფინანსებაზე ესაუბრა.
"არასდროს, არც როცა ქალბატონი ნატო და ბატონი ზაზა მოვიდნენ პარტიაში, არც წინასაარჩევნო პერიოდში, არც საპარლამენტო თანამშრომლობისას, კვლავ ვამბობ: არასდროს მათ ჩვენთვის მსგავსი რამ არ უთქვამთ. გაუგებარი და გასაკვირია, რა იყო აქ დასამალი, თუ ასეთი რამ მოხდა? მეტიც, თქვე დალოცვილებო, ჩვენ არასდროს მოგვითხოვია თქვენგან დაფინანსება, არასდროს არაფერი გვითხოვია და გასაოცარი არაა, რომ ჩვენ არ გთხოვთ დაფინანსებას და ვიღაცა სხვა გთხოვთ ჩვენს დაფინანსებას?! მოვითხოვ, რომ ქალბატონმა ნატომ და ბატონმა ზაზამ საჯაროდ დაადასტურონ, რომ ჩვენ 2 წლის მანძილზე არასდროს არ გვითხოვია მათთვის არანაირი დაფინანსება. თუმცა, რომ გვეთხოვა, რატომ იქნებოდა ეს გასაკვირი, ისინი, ხომ , ჩვენი პარტიის დეპუტატები იყვნენ?! კვლავ ვიმეორებ: ჩვენ არასდროს გვითხოვია დაფინანსება და რატომ უნდა დავიჯერო, რომ ვიღაცა სხვა ნატო ჩხეიძესა და ზაზა ოქუაშვილს სთხოვდა ჩვენს დაფინანსებას?! და თუ, დავუშვათ, ხაზს ვუსვამ, დავუშვათ, ეს ასე იყო, ჩვენ რატომ არ გვითხარით?! ორი წელია ერთ პარტიაში ვართ", - წერს ირმა ინაშვილი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნატო ჩხეიძემ პარტიოთა ალიანსი დატოვა.
"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიის, პატრიოტთა ალიანსის დაფინანსება მოსთხოვა.
ზაზა ოქუაშვილის გუშინდელ განცხადებებს დღეს ქართული ოცნების ლიდერებიც გამოეხმაურნენ, მათ შორის ირაკლი კობახიძე და მამუკა ბახტაძე.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 01:03
საზოგადოება
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
13 აპრილი 2026, 00:50
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს
მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.
12 აპრილი 2026, 23:55
მსოფლიო
პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა
უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.
12 აპრილი 2026, 23:39
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას
არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.
12 აპრილი 2026, 23:30
კულტურა
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.
12 აპრილი 2026, 23:07
სპორტი
ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.
12 აპრილი 2026, 22:55
სპორტი
მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია
პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
12 აპრილი 2026, 22:49
პოლიტიკა
მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.
12 აპრილი 2026, 22:30
პოლიტიკა
მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.
12 აპრილი 2026, 22:15
პოლიტიკა
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
12 აპრილი 2026, 22:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული
ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
12 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან
უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.
12 აპრილი 2026, 21:38
საზოგადოება
რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.
12 აპრილი 2026, 21:29
მსოფლიო
ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე
მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.
12 აპრილი 2026, 21:25
მსოფლიო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.
12 აპრილი 2026, 21:25
საზოგადოება
წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.
12 აპრილი 2026, 21:15
საზოგადოება
მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე
„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.
12 აპრილი 2026, 21:02
საზოგადოება
უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.
12 აპრილი 2026, 20:33
საზოგადოება
ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო
2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.
12 აპრილი 2026, 20:30
საზოგადოება
დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე
მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.


