Imedi /  01 ოქტომბერი 2018, 11:59 / სანდო წყარო

ბახტაძე: თუ ოქუაშვილს რაიმე ფაქტები აქვს, მან ისინი ერთად უნდა შეკრას და საგამოძიებო ორგანოს მიაწოდოს

ირაკლი კობახიძე მამუკა ბახტაძე


მამუკა ბახტაძე

ტელეკომპანია "იბერიისა" და "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ, განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთეს.

ირაკლი კობახიძემ ამ თემას ზაზა ოქუაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი უწოდა, რომელშიც ხელი "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეუწყო.

"ნაცმოძრაობა არის ზუსტად ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ზაზა ოქუაშვილს წაართვა ბიზნესი და ტელევიზია. ახლა ოქუაშვილი შეკრულია ამ პოლიტიკურ ძალასთან და აბსოლუტურად გაუგებარი აუდიოჩანაწერებით, სადაც გაუგებარია, რაზეა საუბარი და ვინ საუბრობს, ის ცდილობს ქართული ოცნების დისკრედიტირებას. ბუნებრივია, ეს არის ის სპექტაკლი, რომელიც ჩვენ გვახსოვს მთელი ამ წლების განამვლოაბში. ეს ნაცმოძრაობის და რუსთავი 2-ის ხელწერაა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ზაზა ოქუაშვილი ყველაფერს იწერდა და თურმე როგორც თავად ამბობს, ის შეხვედრია ბიძინა ივანიშვილს, "თუმცა როგორც ჩანს, იქ ჩაწერა არ განუხორციელებია. ზაზა ოქუაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც ქართული ოცნების ხმარდაჭერით მოახერხა საკუთარი ბიზნესის და ტელევიზიის დაბრუნება. ეს ქართულმა ოცნებამ სრულიად უანგაროდ გააკეთა.... ლევან ყიფიანს ქართულ ოცნებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, შესაბამისად, ჩვენი ინტერესი ლევან ყიფიანთან საუბარი არ არის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

"ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის არცერთი შემთხვევა და ფაქტი არ არსებობს, შესაბამისად, ვერავინ ვერ წარმოადგენს ვერცერთ მტკიცებულებას", - დასძინა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით კი თუ ზაზა ოქუაშვილს რაიმე ფაქტები აქვს, მან ეს ფაქტები ერთად უნდა შეკრას და თავისი იურისტის მეშვეობით, საგამოძიებო ორგანოებს უნდა წარუდგინოს.

"ასე ხდება ცივილურ საზოგადობებში. მაგრამ როდესაც ამას აქვს რაღაცა პროცესის შექმნის იმიტაცია, მაშინ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეკითხვა ჩნდება. მეც და საზოგადოების დიდ ნაწილსაც უჩნდება ეს კითხვები. 

ჩვენ უნდა გავყოთ ის საკითხი, რომლის გაყოფაც არ სურს, როგორც ჩანს, ზაზა ოქუაშვილს - ეს არის საქმე, რომელიც ეხება გადასახადების გადახდას და დანარჩენი კი არის ყველა სხვა ეპიზოდი. არ არსებობს ინდულგეცია იმისთვის, რომ გადასახადი არ გადაიხადო. უფრო მეტი უპასუხისმგებლობა გახლავთ ის, რომ ტელეკომპანიის საქმიანობა თურმე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, იქიდან გამომდინარე, რომ გადასახადებს არ იხდის თამბაქოს მწარმოებელი ქარხანა. ეს ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია, ეს არის უპასუხისმგებლობის ზენიტი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ როგორ დააგროვა "ომეგა ჯგუფმა" ამდენი ლარის დავალიანება. პრემიერის თქმით, როდესაც ფინანსთა მინისტრი იყო, არაერთხელ თქვა, რომ მისთვის მნშვნელოვანი სამუშაო ადგილები იყო და ნებისმიერი ვინც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის "ძალიან დიდ პატივისცემას და მხარდაჭერას იმსახურებს საქართველოს მთავრობის მხრიდან".

"შესაბამისად, როდესაც ორგანიზაცია მოდის და ამბობს, რომ მას ამ საქმიანობის გაგრძელება სურს, მას სურს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, სახელმწიფო მას აუცილებლად უნდა დაუდგეს გვერდში. მე როცა ფინანსთა მინისტრი ვიყავი, ამ ორგანიზაციას უკვე ჰქონდა მსხვილი დავალიანება, შესაბამისად ეს დავალიანება კიდევ უფრო გაიზარდა. სახელმწიფომ მაქსიმალურად გააკეთა ყველაფერი - 11-ჯერ მოახდინა შემოსავლების სამსახურმა იმ ნაბიჯების გადავადება, რომლებიც ასეთ პერიოდში დგება ხოლმე. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს კეთილგანწყობას. თუმცაღა, რა თქმა უნდა, როგორ დააგროვა მან (ომეგა ჯგუფმა) ეს დავალიანება თავის დროზე, ამასთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს ობიექტური შეკითხვები და მათ პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეთ", - განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა ზაზა ოქუაშვილის ნათქვამზე, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილი ფულს ითხოვდა: "ზაზა ოქუაშვილის განცხადება შევა კიდევ ერთი ანეკდოტების სიაში, რომელსაც ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ. ანეკდოტურია, ღიმილის მომგვრელია ჩემთვის. მე რომ ეს წავიკითხე, ეს ჩემთვის იყო ღიმილის მომგვრელი, რომ ბიძინა ივანიშვილი ფულს სთხოვს მეწარმეს", - განაცხადა ბახტაძემ.

"ომეგა ჯგუფისა" და "იბერიის" საქმეზე საუბარი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს"განცხადებაშიც არის, რომელიც დღეს კახა კალაძემ წაიკითხა. კალაძემ "იბერიის" საქმეს "გამოგონილი" უწოდა და განაცხადა, რომ ომეგა ჯგუფისა და ნაციონალების "ატაცებული ბინძური კამპანიაა", რომლის მიზანიც, კალაძის თქმით, ბიუჯეტის კუთვნილი 50 მილიონის გადაუხდელობა და ხელისუფლების იმიჯის შელახვაა. კალაძის განცხადებით, ზაზა ოქუაშვილი თავის ყოფილ ჯალათ სააკაშვილს შეეკრა და ცდილობს, ხალხის ფული აღარ გადაიხადოს. 

26 სექტემბერს გაირკვა, რომ "ომეგა ჯგუფმა" ლონდონის სასამართლოში საქართველოს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ "ომეგა ჯგუფის" ადვოკატმა კოლინ გიბსონმა თქვა. 

მედიაში გავრცელებული ჩანაწერების გამო პროკურატურაში გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო, ჩანაწერებზე ექსპერტიზის ჩატარება იგეგმება. 

პირველი ჩანაწერი რამდენიმე კვირის წინ "იბერიას" ეთერში გამოქვეყნდა, რომლის მფლობელიც "ომეგა ჯგუფია". არხი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება „ომეგას“ ბიზნესზე ზეწოლით მას ავიწროებს და „თავისუფალი სიტყვის ჩახშობა სურს“. ფინანსთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფს“ 51 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება აქვს და სახელმწიფოსგან შეღავათიანი რეჟიმის დაწესების მიუხედავად ვალის გადახდა არ სურს, ტელევიზიას კი შანტაჟისთვის იყენებს.   

„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული სავარაუდო კორუფციული სკანდალის ფარული ჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტია, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური. ის ჩანაწერს ცრუს უწოდებს და „ომეგას“ საქმესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

პატივისა და ღირსების შელახვისთვის სამართლებრივ დავას აპირებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

"იბერიისა" და "ომეგა ჯგუფის" თემას 12 სექტემბერს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური სანქციების დაწესებისგან მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას. ბახტაძის თქმით, უწყებებმა კომპანია 11-ჯერ გააფრთხილეს, თუმცა ამის შემდეგ ვალი კიდევ უფრო გაიზარდა.

14 სექტემბერს სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიცია დატოვა. 17 სექტემბერს კი ის პროკურატურაში გამოკითხეს.

ყველა სიახლე

13 აპრილი 2026, 01:03

საზოგადოება

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

საფლავთა კურთხევა

13 აპრილი 2026, 00:50

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

პიტერ მაგიარი

12 აპრილი 2026, 23:55

მსოფლიო

პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა

უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.

12 აპრილი 2026, 23:39

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას

არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.

12 აპრილი 2026, 23:30

კულტურა

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.

12 აპრილი 2026, 23:07

სპორტი

ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.

ცოტნე ჩხაიძე მაია ბოჭოიძე

12 აპრილი 2026, 22:55

სპორტი

მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია

პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

12 აპრილი 2026, 22:49

პოლიტიკა

მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.

12 აპრილი 2026, 22:30

პოლიტიკა

მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.

12 აპრილი 2026, 22:15

პოლიტიკა

ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მაკა ბოჭორიშვილი

12 აპრილი 2026, 22:04

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული

ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

12 აპრილი 2026, 21:52

პოლიტიკა

გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან

უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.

12 აპრილი 2026, 21:38

საზოგადოება

რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.

ტომაშ შუიოკი

12 აპრილი 2026, 21:29

მსოფლიო

ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე

მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.

12 აპრილი 2026, 21:25

მსოფლიო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.

12 აპრილი 2026, 21:25

საზოგადოება

წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.

12 აპრილი 2026, 21:15

საზოგადოება

მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე

„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.

12 აპრილი 2026, 21:02

საზოგადოება

უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.

ლაშა ჟვანია

12 აპრილი 2026, 20:33

საზოგადოება

ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო

2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.

12 აპრილი 2026, 20:30

საზოგადოება

დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე

მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.