imedi /  23 იანვარი 2020, 19:25 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: კონგრესმენების წერილში წერია, რომ ანაკლიის კონსორციუმის უკან აშშ იდგა, რაც არასწორია

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე კონგრესმენების წერილში არსებულ ფაქტობრივ შეცდომებზე მიუთითებს. ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ამის რამდენიმე მაგალითი დაასახელა. 

მისი თქმით, წერილში ერთ-ერთი ნაწილი ეხება ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელიც როგორც წერილში წერია, ასოცირებულია პროპორციული არჩევნების შესახებ კენჭისყრის ჩავარდნასთან.

„ანუ, გვეუბნებიან, რომ 14 ნოემბრის შემდეგ პოლიცია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობდა. თქვენ გახსოვთ, რომ 20 ივნისის შემთხვევაში იყოს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, რაც ერთმანეთის მიყოლებით აღიარეს ნიკა მელიამ, მიხეილ სააკაშვილმა, რასაც მოჰყვა გრიგოლ ვაშაძის ძალიან საინტერესო აღიარება იმის თაობაზე, რომ ყველაფრის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა. ეს აღიარებები და წამოცდენები არის ძალიან საინტერესო და ამას პასუხი გაეცემა ოქტომბრის არჩევნებში

რაც შეეხება 20 ივნისს, კონკრეტული ზომები იყო მიღებული არა მშვიდობიანი დემონსტრანტების, არამედ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს პარლამენტში შეჭრას. ძალა იყო გამოყენებული იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტის შენობაში იჭრებოდნენ.

ამას მოჰყვა მშვიდობიანი მანიფესტანტების ჯანმრთელობის დაზიანებაც, რაც იყო ყველაზე მძიმე. რაც შეეხება 14 ნოემბრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, პოლიციას არც ერთ შემთხვევაში არ უძალადია მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. შესაბამისად, ამ წერილში არის ხარვეზი ამ მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე შეფასებით, კიდევ ერთი ხარვეზი ანაკლიის პორტის საკითხს ეხება. 

„საუბარია ანაკლიის პორტის პოლიტიზირებაზე. ვინ ახდენს ამ საკითხის პოლიტიზირებას, კარგად ხედავს საზოგადოება - ის ადამიანები, რომლებმაც ვერ შეძლეს პროექტის განხორციელება.

თუ იყო ასეთი გლობალური სტრატეგიული ინტერესი, რაზეც ამ წერილშია საუბარი, კონსორციუმს ინვესტორის მოძიება არ გაუჭირდებოდა. ამ შემთხვევაშიც ფაქტები არის დამახინჯებული. 

ასევე წერია, რომ კონსორციუმის უკან იდგა აშშ, რაც ასევე არასწორია. პროექტის მხარდამჭერი პირველ რიგში არის საქართველოს კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ ანაკლიის პროექტი უნდა განხორციელდეს.

კონსტიტუციიდან გამომდინარე, ამ პროექტის მხარდამჭერები ვართ ჩვენ, მაგრამ აქ რაზეა საუბარი - მოცემულობის არასწორად შეფუთვა ხდება და საუბარი არის რაზე - რომ თითქოს ამ პროექტის განხორციელება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს სურდა და ამისთვის იდგა სახელმწიფო კონკრეტული კონსორციუმის უკან, რაც არასწორია, რადგან აშშ, როგორც სახელმწიფო არ იდგა კონსორციუმის უკან. ეს იყო არსებითად ქართული კომპანია თავისი ქართველი ლიდერებით. ჯერ დაიწყეს დასავლური კომპანიების მოზიდვა, რაც ვერ მოახერხეს და შემდეგ გადავიდნენ სხვა კომპანიებზე და ესეც ვერ მოახერხეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.   

რაც შეეხება სოციალური ქსელის გამოყენების თემას, მმართველი გუნდის წევრის შეფასებით, Facebook-ის შემთხვევაში ეწერა, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ აღვივებდა ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ გრძნობებს.

„ეს ხომ ტყუილია, ასეთი კონტენტი არსად ვრცელდებოდა, Facebook-ში მილიონი ქართველია გაწევრიანებული და ყველა ხედავს, რა შინაარსი ვრცელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

კიდევ ერთი თემა, რაზეც წერილშია საუბარი, სისხლის სამართლის ძველი საქმეების ხელახლა წამოწყებაა, ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

„წერილში წერია - პოლიტიკური ფიგურები, მედია ოპერატორები, აქ საუბარია ძველ საქმეებზე. თუ იცით, ძველი საქმე, რომელიც მედია ოპერატორებზე არის აღძრული?! არის ერთადერთი საქმე, რომელიც ეხება ნიკა გვარამიას და ეს არ არის ძველი. ანუ, აქ ტყუილია გაპარული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მან ამერიკული კომპანიების შევიწროების თემაზეც ისაუბრა, რომელშიც „ფრონტერა“ იგულისხმება. 

„ეს სრული საოცრებაა. შეგიძლიათ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებები ამოიღოთ, თუ რას ფიქრობენ ისინი „ფრონტერაზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ორ პარტიულ მხარდაჭერას, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს აშშ-ის მხრიდან ფიქსირდება კონკრეტულ დოკუმენტებში და ამას არაფერი ემუქრება იქედან გამომდინარე, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა.

ოთხმა კონგრესმენმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით 22 იანვარს მიმართა

გარდა ამისა, რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი გიორგი გახარიასადმი 19 იანვარს გაგზავნილ წერილში „საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკის გაუარესებით“ შეშფოთებულია.

მანამდე კი ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერის თაოსნობით, საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით 2019 წლის 16 დეკემბერსაც მიმართეს და პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს.

ყველა სიახლე

14 ივლისი 2026, 00:15

მსოფლიო

ლინდსი გრემს სენატში მისი და ჩაანაცვლებს

სამხრეთ კაროლინას გუბერნატორმა, ჰენრი მაკმასტერმა ლინდსი გრემის ადგილმონაცვლედ მისი და, დარლინ გრეჰემ ნორდონი დანიშნა.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 00:04

მსოფლიო

CNN: ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორშაბათს CNN-ს განუცხადა.

იულია სვირიდენკო

13 ივლისი 2026, 23:53

მსოფლიო

იულია სვირიდენკომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა

უკრაინის პარლამენტში შევიდა პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ამის შესახებ რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

13 ივლისი 2026, 22:46

მსოფლიო

The New York Times: დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

13 ივლისი 2026, 22:37

მსოფლიო

Reuters: უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის გადაყენების შესახებ კანონი დაამტკიცა

უნგრეთის პარლამენტმა ორშაბათს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტ ტამაშ შულიოკის გადაყენების შესახებ, რომელიც, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის თქმით, ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „მარიონეტია“. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

13 ივლისი 2026, 22:18

რეგიონი

მომსახურების სააგენტო: 14 ივლისიდან თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 14 ივლისიდან ქალაქ თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩატარდება.

13 ივლისი 2026, 21:38

საზოგადოება

უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა დამსვენებლებისთვის - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წყლის ხარისხი შეისწავლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა დამსვენებლებისთვის - გარემოს ეროვნული სააგენტოს უახლესმა კვლევამ, რომლის მიხედვითაც ათობით პარამეტრი შემოწმდა, აჩვენა რომ საქართველოს სანაპირო ზოლში წყლის ხარისხი ნორმას სრულად აკმაყოფილებს.

ვლადიმირ პუტინი

13 ივლისი 2026, 21:36

მსოფლიო

The Telegraph: წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა - უკრაინაში პუტინის შეჭრის შემდეგ, რუსეთი თხევადი ბუნებრივი აირიდან მიღებული შემოსავლების რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

13 ივლისი 2026, 21:25

რეგიონი

სტიქია კახეთში და სალიკვიდაციო სამუშაო - რა გამოწვევები რჩება რეგიონში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ბოლო ათწლეულების ყველაზე მძლავრი სტიქია კახეთში. შესაბამისი უწყებები საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პრობლემების უმეტესობა მოგვარდა, თუმცა ნაწილობრივ გამოწვევად რჩება ელექტროენერგია და გაზით მომარაგება.

13 ივლისი 2026, 21:23

მსოფლიო

მედია: ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა - მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ნავთობის ფასის ლიმიტებთან დაკავშირებული საკითხებია

ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა - მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ნავთობის ფასის ლიმიტებთან დაკავშირებული საკითხებია, - წერს „პოლონური რადიო“.

კაია კალასი

13 ივლისი 2026, 21:16

მსოფლიო

კაია კალასი: მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ამიტომ ევროკავშირი ამისთვის ემზადება

მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ვინაიდან რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ განახორციელებს ავიაიერიშებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ევროკავშირი უკვე ემზადება უკრაინისთვის დახმარების გასაწევად. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

13 ივლისი 2026, 21:16

სამართალი

პირადი ცხოვრების და სექსუალური ძალადობის კადრებით სავსე კასრები - „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებები და გიორგი ბარამიძის თავის მართლება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ იქცა სისტემური დანაშაული გიორგი ბარამიძესთვის „თავდაცვით ზღუდედ“? „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ცნობილი სახე, სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი უმძიმესი კადრების გამართლებას ცდილობს.

13 ივლისი 2026, 21:07

ეკონომიკა

13 მილიარდ დოლარამდე 6 თვეში - გაზრდილი საგარეო ვაჭრობა, ექსპორტი და იმპორტი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 6%-ით გაიზარდა და 13 მილიარდ დოლარს მიაღწია.

დონალდ ტრამპი

13 ივლისი 2026, 21:01

მსოფლიო

ტრამპი: ამ მომენტიდან აშშ იქნება ცნობილი, როგორც „ჰორმუზის სრუტის მცველი“, მაგრამ როგორც ასეთი, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მას აუნაზღაურდება გადაზიდული ტვირთის 20%-ის ოდენობით ყველა ის ხარჯი, რაც აუცილებელია მსოფლიოს ამ მეტად არასტაბილურ მონაკვეთში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აღადგენს ირანული გემების ბლოკადას ჰორმუზის სრუტეში და დააკისრებს საფასურს სხვა ნებისმიერ გემს, რომელიც აღნიშნულ სრუტეში გაივლის.

13 ივლისი 2026, 21:00

ეკონომიკა

15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პირდაპირი ფრენები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო გაამყარებს და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით.

13 ივლისი 2026, 20:56

ეკონომიკა

საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულში - ეკონომიკური კრიზისი და მდგრადობა. ანგარიშს ევროპარლამენტის კვლევითი სამსახური აქვეყნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკონომიკური კრიზისი და მდგრადობა - ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს აღიარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და ლარის გამყარების შედეგია.

13 ივლისი 2026, 20:42

მსოფლიო

„ახლა სიკვდილის დრო არ არის. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებია მისაღები“ - გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს ლინდსი გრემის სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ნათქვამ სიტყვებს

სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელიც გასულ შაბათს მოულოდნელად გარდაიცვალა, თავისი სიცოცხლის უკანასკნელი კვირები საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობათა ნორმალიზების ამბიციური გეგმისთვის ნიადაგის მომზადებას დაუთმო, - წერს ამერიკული გამოცემა AXIOS-ი.

13 ივლისი 2026, 20:38

ეკონომიკა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მასშტაბური პროექტი დაიწყო - 150 მლნ. დოლარის ინვესტიცია გამტარუნარიანობას გააორმაგებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს ავიაციაში ერთ-ერთი უმსხვილესი და მასშტაბური პროექტი იწყება. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი გამტარუნარიანობას გააორმაგებს.

კაია კალასი

13 ივლისი 2026, 20:34

პოლიტიკა

კაია კალასი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ - რას ნიშნავს ევროპელი მაღალჩინოსნის ღია განცხადება და როგორ აფასებს გზავნილს „ქართული ოცნება“. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დემოკრატია ამომრჩევლის ნების პატივისცემასაც ნიშნავს- ეს საქართველოს პირველმა დიპლომატმა ევროპელ მაღალჩინოსანს შეახსენა. კაია კალასმა ღიად თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა არ სურს.

13 ივლისი 2026, 20:30

პოლიტიკა

ტერორიზმი პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და ALDE-ს დუმილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ALDE-ს წარმოადგენს. „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ წევრია „ლელო“, რომლისთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ტერორიზმი პოლიტიკური ბრძოლის იარაღია.