imedi /  16 ოქტომბერი 2018, 12:46 / სანდო წყარო

ომბუდსმენმა საპროტესტო აქციებისას კარვების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მიმართა

სახალხო დამცველმა საპროტესტო აქციების დროს კარვების გამოყენების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, სასამართლოს კი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ომბუდსმენის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სახალხო დამცველის შესწავლის საგანი არაერთხელ გამხდარა შემთხვევები, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომლები არ აძლევდნენ კარვის, გასაშლელი საწოლის, ბანერების და სხვა დროებითი კონსტრუქციების გაშლის საშუალებას.

ბურჯანაძის განმარტებით, ბოლო პერიოდში ცალკეული საჩივრების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ერთგვარი ტენდენცია, რომ აქციის მიმდინარეობისას კარვის ან სხვა დროებითი კონსტრუქციების განთავსება სამართალდამცავი ორგანოების მიერ იზღუდება.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეითთა სამოძრაო ტერიტორიაზე აქციების და მანიფესტაციების გამართვისას კარვის, გასაშლელი საწოლის, ბანერების და სხვა დროებითი კონსტრუქციების გამოყენების ამკრძალავი ნორმა საქართველოს კანონმდებლობაში არ მოიპოვება. ამის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთ წერილში მითითება ხდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, როგორც ამ უფლების შეზღუდვის საფუძველზე:

„საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მანიფესტაციების გამართვის დროს კარვის, გასაშლელი საწოლის, ბანერების და სხვა დროებითი კონსტრუქციების გამოყენების აკრძალვა არ ექცევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის რეგულირების სფეროში.
ამის მიუხედავად, სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს სადავო ნორმის იმ განმარტების კონსტიტუციურობა, რომელიც მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისცა.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ გაიზიარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სადავო ნორმის განმარტებას და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ შეიძლება ეხებოდეს შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებას, ნორმის ამგვარი განმარტება უკვე სავალდებულო იქნება და პოლიციის თანამშრომლები მის საფუძველზე ვეღარ შეზღუდავენ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს კარვებისა და სხვა, სათანადო დროებითი კონსტრუქციების გამოყენებას. მეორეს მხრივ, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაინახავს სადავო ნორმაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიცემული განმარტების რესურსს, სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დაამტკიცებს სადავო ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურობას.
აქვე ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ იგივე საკითხთან დაკავშირებით მივმართავთ თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლო მეგობრის მოსაზრებით. ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვეს, უკანონოდ იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება (ქმედება), რომლითაც მათ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე კარვის განთავსების შესაძლებლობა არ მიეცათ.
განსახილველი საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ფარგლებს. სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ მიდგომაზე, რომლის თანახმადაც, უფლების შეზღუდვის მართლზომიერების შესაფასებლად, სარჩელის განმხილველმა სასამართლომ აუცილებელია, პირველ რიგში შეაფასოს, თუ რამდენად ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა მსგავს შემთხვევაში აქციის მიმდინარეობისას კარვის განთავსების აკრძალვას", - ნათქვამია სახალხო დამცველის ინფორმაციაში, რომელიც ჟურნალისტებს გიორგი ბურჯანაძემ გააცნო.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

17 აპრილი 2026, 11:07

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო ღრმად ინტეგრირდება დასავლურ ფინანსურ სივრცეში არა დეკლარაციების, არამედ რეალური ფულადი ნაკადების მეშვეობით

„ფულადი გზავნილები აღარ არის მიბმული ერთ გეოგრაფიულ ცენტრზე და განაწილებულია რამდენიმე მიმართულებას შორის, რაც ამცირებს გარე შოკებისადმი მოწყვლადობას,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ფულადი გზავნილების გეოგრაფიის ანალიზს აკეთებს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საქართველოსკენ მომართული ფინანსური ნაკადების ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ გზავნილებში არ არის დომინანტი ქვეყანა და არეალი გაფართოებულია.

17 აპრილი 2026, 11:06

კულტურა

პარიზში, „გრან პალეში“ (Grand Palais) პარიზის წიგნის ფესტივალი გაიხსნა

წიგნის ფესტივალის გახსნის ცერემონიას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი UNESCO-ში ირაკლი ყურაშვილი დაესწრნენ.

17 აპრილი 2026, 10:54

მსოფლიო

რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსეთის ფედერაციის მიერ გვიან ღამით უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 10:37

ეკონომიკა

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ

აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს, მარნიქს ვან რეის შეხვდნენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 10:35

სამართალი

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები: 2000 წელს დაბადებული ვ.მ. და იმავე წელს დაბადებული ნ.უ. დააკავეს.

17 აპრილი 2026, 10:35

სამართალი

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო სამიტში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დელეგაციამ, დეპარტამენტის დირექტორის, თენგიზ სისაურის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამიტ - „Cellebrite C2C”- ში, რომელიც წარმოადგენს წამყვან პლატფორმას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი და საგამოძიებო უწყებების ექსპერტებისთვის. საერთაშორისო ფორუმი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ვაშინგტონში გაიმართა.

ემანუელ მაკრონი კირ სტარმერი

17 აპრილი 2026, 10:32

მსოფლიო

Financial Times: სტარმერი და მაკრონი ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების საკითხზე სამიტს უმასპინძლებენ

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დღეს სამიტს გამართავენ, რათა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო გეგმა შეიმუშაონ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 10:31

საზოგადოება

კლოდ ჟურნე: საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის

თბილისში საერთაშორისო B2B Summit by Tarifa გაიმართა, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მხარდაჭერით მოეწყო. სამიტის მიზანია ქვეყნის საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების გაცნობა და უცხოელ პარტნიორებთან კავშირების განმტკიცება. ღონისძიებაში ევროპიდან 50-მდე ბაიერი და საქართველოს 40 ტურისტული კომპანია იყო ჩართული.

17 აპრილი 2026, 10:31

სამართალი

იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ხ. დააკავეს.

17 აპრილი 2026, 10:31

საზოგადოება

„საქართველოს მელიორაციის“ თანამშრომლებმა საირიგაციო წყლის მიწოდების რეგულირების საკითხებზე გადამზადება გაიარეს

შპს „საქართველოს მელიორაციის“ თანამშრომლებმა საქართველოს ენერგეტიკისა და მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) სასწავლო ცენტრში საირიგაციო წყლის მიწოდების წესების რეგულირების ძირითად პრინციპებზე გადამზადების პროგრამა გაიარეს.

17 აპრილი 2026, 10:28

სამართალი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, აჭარის პოლიციისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა -ტარების ფაქტებზე 4 პირი დააკავეს.

17 აპრილი 2026, 10:26

სამართალი

პოლიციამ ქვემო ქართლში მომხდარი ქურდობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნისა და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 4 პირი დააკავეს: 2007 წელს დაბადებული ი.ი., 2006 წელს დაბადებული ლ.გ., 2007 წელს დაბადებული ე.ა. და 2006 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.

ლადო სადღობელაშვილი

17 აპრილი 2026, 10:25

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია! ამის დაბრალება ბ.-ნ ბიძინაზე არის არაპროფესიონალიზმის და უცოდინარობის პიკი!

ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია! ამის დაბრალება ბ.-ნ ბიძინაზე არის არაპროფესიონალიზმის და უცოდინარობის პიკი! ეს ემსგავსება გროტესკას სადაც ოპოზიციის რუპორ-ჟურნალისტები მზად არიან და უკვე იქამდე არიან მისული რომ წვიმის მოსვლა ან ქარის ამოვარდნა მმართველ პარტიას ან საპატიო თავმჯდომარეს დააბრალონ, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

17 აპრილი 2026, 10:08

საზოგადოება

პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველად, 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, ერთდროულად დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.

17 აპრილი 2026, 10:06

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია „კოდექს ალიმენტარიუსის“ კომისიის 56-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ჩონგცინში იმყოფება. სააგენტოს უფროსის მოადგილეები - ოთარ იმნაიშვილი და მიხეილ დოლაბერიძე, „კოდექს ალიმენტარიუსის“ (Codex Alimentarius) კომისიის 56-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობენ. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ლევან ჟორჟოლიანი

17 აპრილი 2026, 10:02

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ლიდერთა პანელზე, ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ლიდერთა პანელზე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

ვახტანგ ჟვანია

17 აპრილი 2026, 10:02

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე მოხსენებით გამოვიდა.

17 აპრილი 2026, 09:52

საზოგადოება

გივი მიქანაძე აშშ-ში UNDP-ის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და UNDP-ის ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონული ბიუროს დირექტორს, ივანა ჟივკოვიჩს შეხვდა.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 09:52

მსოფლიო

ტრამპმა უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ ახლა აშშ-ს მთელი ყურადღება ირანზე აქვს გადატანილი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში საქმეები წინ მიიწევს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ამერიკას მთელი ყურადღება ირანზე აქვს გადატანილი.

ლევან მახაშვილი

17 აპრილი 2026, 09:41

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: დღეს საზოგადოებაში რევოლუციური სცენარების დაკვეთა არ არსებობს, ყველა ვინც ამ სცენარის განხორციელებას შეეცდება, შესაბამის პასუხს მიიღებს

ყველა შემთხვევაში, როდესაც მათ დასკვნები ვერ გამოჰქონდათ თავიანთი წინა ქმედებებიდან, პოლიტიკურად ცხვირს წაიტეხდნენ ხოლმე. ასე იქნება ახლაც, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.